Page 5 of 8

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:31
by G
კი,თბილისიდან ჩასვლა- ჩამოსვლას და ადგილების დათვალიერებასაც თუ დავუმატებთ, მთლიანობაში დაახლოებით ეგრე გამოდის.
სვანეთში გადასვლას კი და მით უმეტეს იქიდან რაჭაში, აუცილებლად საკმაოდ ძლიერი და ალპურ ზონაში გამოცდილი ჯგუფი სჭირდება.

shoda1121 wrote:G
არ გედავები მაგრამ სტატისტიკურად კარავზე განხორციელებული ლაშქრობები ტობაზე ერთკვირიანია;
და ტობადან ლენტეხში გადასვლის ლაშქრობა ორკვირიანი იყო.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 01 მარ 2012, 18:39
by shoda1121
KSOVRELI
ალექს რუკები შევისწავლე და მესტიაზე გადაჭრითი მარშუტი ძალიან მეეჭვება რომ კარგი იდეაა - გააჩნია ვინ წამოვა :)
ხაიშში გადასვლაც არაა ხუმრობა ისე და ეგეც სვანეთია :)

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 02 მარ 2012, 15:42
by Bedouin
shoda1121 wrote:KSOVRELI
ალექს რუკები შევისწავლე და მესტიაზე გადაჭრითი მარშუტი ძალიან მეეჭვება რომ კარგი იდეაა - გააჩნია ვინ წამოვა :)
ხაიშში გადასვლაც არაა ხუმრობა ისე და ეგეც სვანეთია :)
არ გედავები რომ ხაიშში გადასვლა უფრო გაამარტივებს მარშრუტს, მაგრამ არ მგონია ქსოვრელს სირთულეების ეშინოდეს, ისევე როგორც მათ ვინც გადაწყვეტს ამ მარშრუტზე წამოსვლას...

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 02 მარ 2012, 17:09
by shoda1121
Bedouin
ერთია გამარტივება: მე2 დრო: რომელიც რესურსია: დიდ დროს წაიღებს მაშინ როცა რაჭაში გადასვლა გულისხმობს სვანეთის ქედის გადალახვას და ხაიშში გადასვლა ეგრისის ქედის გადალახვას: ანუ არაა სავალდებულო ეს ორი ქედი ირიბად გადაკვეთო როცა ისედაც გადაივლი;
მეორე მიზეზი: რამდენად საინტერესო იქნება? მე მაგალითად დიდი კავკასიონი უფრო მაინტერესებს ვიდრე ამ 2 ქედზე დამატებითი 5 დღის დაკარგვა ისედაც შეზღუდული მაქვს დროითი რესურსები :)

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 02 მარ 2012, 20:51
by KSOVRELI
შეიძლება მესტიაში არ ჩავიდეთ, გზა გავაგრძელოთ და პირდაპირ უშგულში ამოვყოთ თავი. ან შეგვიძლია მესტიაში ჩავიდეთ და იქიდან ავიდეთ უშგულში.
ასეა იქნება თუ ისე, უშგულიდან ზესხომდე 25 კილომეტრია. ზესხო კი ბოლო დასახლებული პუნქტია. ზესხოდან იწყება რაჭაში გადასასვლელი გზა და 1 ან 2 უღელტეხილის გადალახვა მოგვიწევს.

Image
Image
Image
Image

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 02 მარ 2012, 23:08
by shoda1121
KSOVRELI
გაღიარებ :) :) :)
უშგულზე გადაკვეთის შემთხვევაში გამოდის რომ შენ რეკორდსმენობას აპირებ ქართული ალპინიზმის ისტორიაში :) :) :)
მარტო რაჭის მარშუტი: 2 უღელტეხილი+შოდა+კატიწვერა ამას პლიუს ტბა(2 უღელტეხილით)+მინიმუმ 5ჯერ იქნება ასასვლელი 2,500-3ათას მეტრამდე სულ სიმაღლეების აღება-დაგდებით უშგულამდე; ჩემი გამოცდილების მოლაშქრე ვერ გავრისკავ;

ტობამდე კი აუცილებლად წამოგყვები; და მერე ვნახოთ ალბათ სვანეთში ავტოსტოპით ამოვალ :) და რაჭაში გადასვლის მარშუტზე გამოგყვები ;

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 03 მარ 2012, 10:15
by iko-iko
KSOVRELI

გასვლა 07.07.2012-29.07.2012-ში ქნება თუ დასაზუსტებელია კიდევ?

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 05 მარ 2012, 13:37
by KSOVRELI
iko-iko wrote:KSOVRELI

გასვლა 07.07.2012-29.07.2012-ში ქნება თუ დასაზუსტებელია კიდევ?
აპრილის შუა რიცხვებში ზუსტად მეცოდინება.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 06 მარ 2012, 02:09
by Archil
აღჭურვილობა რაა საჭირო?

საჭმელთან დაკავშირებით სჯობია დავგეგმოთ სად სჯობია შევივსოთ საჭმლის მარაგი, ვიდრე ორი კვირის საჭმელი ზურგით ვათრიოთ ამხელა მანძილზე.

შესაძლებელია მარშუტის გარკვეულ მანძილზე კარაველთა ჯგუფის შემოერთებაც, რომლებიც საჭმელსაც ამოაყოლებენ (ფულში გავსწორდებით ბუნებრივია). საინტერესოც იქნება ეგეთი შეხვედრები და დაშორებები.

მაგდენ ხანს ვერცერთი ჯიპიესი ვერ გაუძლებს. გზაში დატენვა დაგვჭირდება, შეიძლება უადგილო ადგილას გვიმტყუნოს, ამიტომ რუკებია საჭირო. კომპასიც შესაბამისად.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 06 მარ 2012, 02:10
by Archil
KSOVRELI

ტრეკი ატვირთე სადმე, სამხედრო ტოპოებზე გადავამოწმოთ ბილიკები.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 06 მარ 2012, 09:15
by datoforesti
Archil
მზის სატენი მექნება მე თუ წამოვედი...

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 06 მარ 2012, 11:53
by Archil
datoforesti wrote:Archil
მზის სატენი მექნება მე თუ წამოვედი...
ეგ კარგი რამეა იდეაში, მარა პრაქტიკაში მთლად ბოლომდე ვერ ქაჩავს მგონია. მაგითი მდებარეობის შემოწმების დონეზე მოგვიწევს სიარული. ჩართავ, აბა სადა ვართო და მერე გააგრძელებ გზას. სულ ჩართულ რეჟიმს ვშიშობ ვერ გაქაჩავს. მარა მაგიც დიდი შეღავათია, როცა იცი რომ სწორ გზას ადგახარ და ზუსტად იცი სად ხარ.

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 06 მარ 2012, 12:15
by KSOVRELI
Archil

Image

Image

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 06 მარ 2012, 17:00
by KSOVRELI
რაჭაში გადასასვლელი ბილიკი.

Image

Image

Image

ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012

Posted: 07 მარ 2012, 00:41
by QAQUCA
ყოჩაღ ქსოვრელ რა ამომწურავი რუკები დადე :wink: