Page 4 of 4

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 02 აგვ 2012, 18:48
by დავითაუ წ
shoda1121
თუ ხეობის დათვალიერება უნდათ და ხედებით ტკბობა, მაშინ ტანიეთი უნდა წავიდნენ. თუ დროა პრობლემა, მაშინ კალოთანის ხეობით გუროში გადავიდნენ და იქიდან შატილში. ამასთან, კალოთანაც ძალიან ლამაზი ხეობაა.
გააჩნია როდის წავლენ. აგვისსტოს შუა რიცხვები იდეალურია, ტანიესწყალში კი არა, ასაშიც შეიძლება გასვლა თოკის გარეშე : )) ტანიისკარიდან (ხეობის შესასვლელი) მდინარის რამდენიმე სახვევი უნდა გაიარონ, გატოპვა არ მოუწევთ, მთავარია დააკვირდნენ შეიძლება ცოტა აცოცება მოუწიოთ კლდეზე (საშიში არაა, მხოლოდ რამდენიმე მეტრით). გამოცდილი თვალი ნაბილიკარს გაარჩევს... რამდენიმე სახვევის გავლის შემდეგ კი უკვე ხიდები იწყება.

ხო... თუ ტანიეზე ავლენ, მაშინ ისართღელეა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ ეგ რო კარვის გარეშე გადაიარო ძალიან მაგარ ფორმაში უნდა იყო.

საერთოდ არხოტი რთული ხეობაა... ბილიკები ცუდად ეტყობა, გზას შეიძლება არ აცდე, მაგრამ უგზოობაში იარო და იხოხიალო კლდეებზე. კარგი იქნება თუ ვინმეს წაიყვანენ მეგზურად და იარაღსაც იქონიებენ. ნადირი არის (დათვის ჩათვლით)

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 02 აგვ 2012, 19:04
by shoda1121
დავითაუ წ
როგორც ვიცი შენ აპირებ 18-22ში არხოტს არა? რა მარშუტს გეგმავ?

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 02 აგვ 2012, 19:31
by დავითაუ წ
shoda1121
არა... 24-27ში ვაპირებ. მარშრუტი სტანდარტული 4 დღიანი იქნება: როშკა-ახიელი-ჭიმღა-კალოთანა-წინხადუ. ქემფ.ჯი-ზე გაიხსნება თემა უახლოეს დღეებში

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 02 აგვ 2012, 22:39
by Hereti
აგვისტოსჰი მეც ვაპირებ, ჯუთადან-ხევსურეტში და იქედან თუშეთში, იქნებ ერთმანეთსაც გადავეყაროთ

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 03 აგვ 2012, 00:20
by paata_
უფ, რამდენჯერ მაქვს ეს მარშრუტი გავლილი, კენჭებიც კი ვიცი უკვე მგონის

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 03 აგვ 2012, 08:12
by ნინი_85
16-29 აგვისტოს თარიღი არ შეიცვლება, მარშუტს ვამუშავებთ ჯერ კიდევ.

დავითაუ წ

დიდი მადლობა საინტერესო რჩევენბითვის :)

paata_

შენი GPS მე მაქვს უკვე :)

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 03 აგვ 2012, 18:56
by shoda1121
http://mygeorgia.ge/default.aspx?map=Cm ... ture=ka-GE
საკმაოდ შორსაა ახიელი ჯუთადან ; როშკადან უფრო ახლოა და იოლიც;
ამ გზის გავლის შემდეგ ნახავთ ჭიმღას მერე;
მერე რუკაზე ხედავთ ამღას; რომლის ზემოტაც შეიძლება კალოთანას ხეობას აუყვე და ქვემოთაც შეიძლება ჩაუყვე;
აქ გზაგასაყარია აქედან შეიძლება კალოთანას ხეობით გახვიდე არხოტიდან(მარტივი ვარიანტი) ან ტანიეს ხეობით უფრო რთული ვარიანტი(წყლებში გატოპვა სჭირდება) და მიხვალ ტბაზე ;

http://mygeorgia.ge/default.aspx?map=Cm ... ture=ka-GE

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 08 აგვ 2012, 16:01
by ნინი_85
განიხილება ეს მარშუტი: ჯუთა, როშკა, აბუდელაურის ტბები, როშკა ტრანსპორტით შატილი, მუცო, არდოტი, აწუნთის უღელტეხილი, დართლო, ომალო, ორეთის ტბა, დიკლო, შენაქო.

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 11 აგვ 2012, 01:09
by დავითაუ წ
ნინი_85
თუ მაინცდამაინც შატილი და მუცო არ გინდათ, შეგიძლიათ გზა მოჭრათ და წუბროვანის უღელტეხილით პირდაპირ ხახაბოში გადახვიდეთ, იქიდან არდოტში და მერე აწუნთისკენ... დროსაც მოიგებთ და ენერგიასაც ;)

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 29 აგვ 2012, 13:56
by ნინი_85
ჰოოოოდა ჩამოვედით :) ეს ერთი ფოტო მანამ სანამ თემა გაიხსნებააა :) აწუნთის უღელტეხილი 3431 მ.

Image

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 29 აგვ 2012, 15:03
by დავითაუ წ
მახველთა მშვიდობით?! :)

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 29 აგვ 2012, 15:13
by Ketevan Guliashvili
მანიკიურ ტური დასასრულს მიუახლოვდა. კარგი რამე იყო მომენატრება ხოლმე:)