Page 3 of 7

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 15:15
by Ninukala
მე 5 სექტემბერს ვიყავი თუშეთში და საოცრად ლამაზი შემოდგომის ფერები იყო ;) :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 23:32
by ინა-უნა
ახლა რომ მიყავი თუშეთში, ერთი თუში იძახის ყველაზე კარგი აქ გვიანი შემოდგომა არისო, და კონკრეტულად როდის-მეთქი და სექტემბრის ბოლოვო. :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 10 აგვ 2011, 08:38
by mousvenari
მეც მინდა შემოდგომის თუშეთის ნახვა....
თუ სია შედგება გამითვალისწინეთ

შემოდგომის თუშეთი

Posted: 10 აგვ 2011, 08:42
by mousvenari
სხვათა შორის ყურადღება მივაქციე ახლა ხევსურეთში, მუცოსთან აქაიქ უკვე შეყვითლებული იყო ხეები-შეპარული ჰქონდათ სიყვითლე.
ანუ სექტემბრის ბოლოს კარგი იქნება
შარშან ხევსურეთში 26 სექტემბერს ვიყავით და ზღაპრული ფერები იყო.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 10 აგვ 2011, 10:01
by Hereti
მეც მინდა

შემოდგომის თუშეთი

Posted: 10 აგვ 2011, 11:01
by domciko
მეც მინდა :), თან ძალიან

შემოდგომის თუშეთი

Posted: 10 აგვ 2011, 17:40
by Holden
ნეტა ჩემი მანქანა მაგ დროისათვის რა მდგომარეობაში იქნება?! :roll:

შემოდგომის თუშეთი

Posted: 10 აგვ 2011, 22:35
by mariamooo
მშვენიერია, თუ ყველაფერი ისე წამივიდა, როგორც ვფიქრობ, აუცილებლად წამოვალ, ამას ნამდვილად აღარ გამოვტოვებ

შემოდგომის თუშეთი

Posted: 11 აგვ 2011, 10:15
by keto
Holden wrote:ნეტა ჩემი მანქანა მაგ დროისათვის რა მდგომარეობაში იქნება?! :roll:
მანქანა რა მდგომარეობაში იქნებაზე მეტად, მე გზა რა მდრომარეობაში იქნება ეგ მაეჭვებს.

მაგ პერიოდში იოებით, ცრ-ვ და გრანდ ვიტარებით მაგ გზებზე წასვლა ცოტა არ იყოს და ზედმეტად სარისკო მგონია.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 11 აგვ 2011, 11:07
by Naia
keto wrote:
Holden wrote:ნეტა ჩემი მანქანა მაგ დროისათვის რა მდგომარეობაში იქნება?! :roll:
მანქანა რა მდგომარეობაში იქნებაზე მეტად, მე გზა რა მდრომარეობაში იქნება ეგ მაეჭვებს.

მაგ პერიოდში იოებით, ცრ-ვ და გრანდ ვიტარებით მაგ გზებზე წასვლა ცოტა არ იყოს და ზედმეტად სარისკო მგონია.
მეც მეეჭვება. განსაკუთრებით, რაც გავიგე, რომ გზას მხოლოდ 1ხელ, ივლისის თვეში წმენდენ :(

შემოდგომის თუშეთი

Posted: 11 აგვ 2011, 12:00
by guruli
Naia
განსაკუთრებით, რაც გავიგე, რომ გზას მხოლოდ 1ხელ, ივლისის თვეში წმენდენ
ეგ ვინ გითხრა? შემოდგომაზეც იწმინდება, როცა ხალხი მთიდან ბრუნდება და ბარგია ჩამოსაზიდი.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 11 აგვ 2011, 23:21
by keto
guruli

წოვათაში მე მითხრა იქაურმა, აი ამ გზას რომ უყურებ, ჩამოიშლება მალე და მერე მომავალ დღეობებამდე აღარავინ გაწმენდსო და რავიცი :roll: შეიძლება იქით არ წმენდენ და აქეთ, ცენტრალურ და შედარებით დიდ სოფლებში წმენდენ?!

შემოდგომის თუშეთი

Posted: 14 აგვ 2011, 14:57
by Bedouin
თუ გინდათ სრულად ნახოთ სილამაზე შემოდგომის თუშეთისა აუცილებლად ოქტომბრის (ასე 5 ოქტომბრიდან) დასაწყისი ჯობია... თან მაგ დროს იწყება ზუსტად ცხვარ-ძროხის ბარში ჩამოყვანა.
გზები წელს გააკეთეს თითქმის ყველა ხეობაში მარა უკვე 5 აგვისტოს გირევთან და კიდევ რამდენიმე სხვა ადგილას ჩამოიშალა... ყველა შემთხვევაში დართლომდე მისვლა შეიძლება მანქანით, ასევე ომალოდან დიკლო და შენაქოს მიმართულებითაც, დანარჩენი კი გამართლებაზეა :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 14 აგვ 2011, 15:23
by guruli
keto
შეიძლება იქით არ წმენდენ და აქეთ, ცენტრალურ და შედარებით დიდ სოფლებში წმენდენ?!
დასტურ! წოვათაში იქნებ არ გაწმინდონ, მაგრამ მთავარ გზებს არავინ მიატოვებს მასე უპატრონოდ.
Bedouin
თუ გინდათ სრულად ნახოთ სილამაზე შემოდგომის თუშეთისა აუცილებლად ოქტომბრის (ასე 5 ოქტომბრიდან) დასაწყისი ჯობია... თან მაგ დროს იწყება ზუსტად ცხვარ-ძროხის ბარში ჩამოყვანა.
ზუსტად მაგას ვერავინ განსაზღვრავს - ამინდებს გააჩნია, მაგრამ ოქტომბერი ყველა პარამეტრით გვიანი მგონია. მაგ დროს შემოდგომის პიკი გადავლილია და ფერებიც "მობერებულ-გახუნებული".
ფარების გადმორეკვას კი რაც შეეხება, გირას მანქანით დაახლოებით 20 სექტემბრისთვის ვიყავით, ზემოდან ჩამომავალმა ფარამ ქვები რომ დაგვაყარა თავზე თორღვას აბანოსთან. :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 14 აგვ 2011, 16:20
by stranger
შემოდგომის თუშეთი მეც მინდა .20 სექტემრის შემდეგ უკეთესი იქნება .უფრო კარგად იქნება შეფერადებული იქაურობა.

P.S. თუ წახვალთ ,მაინც რამდენ დღიანს აპირებთ?