ხაშმის სამების ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და
მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE% ... 8%E1%83%90
ხალხ!
მარანიაო ამ ეკლესიაში –
და ეს ის მარანია ქვევრიმ რომ გვითხრა თუ კიდევა სახვაგან მარანი?
ხაშმი (საგარეჯოს რ-ნი)
1.ხაშმი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ., 1955.-გვ.41.
ცნობები კახეთის უძველესი ძეგლის-ხაშმის სამების შესახებ.
2.ხაშმი //საქართველოს სასულიერო საგანძური. წიგნი I.-თბ.,2005.-გვ.36-39.
ბაზილიკის ტიპის, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობის მოკლე არქიტექტურული დახასიათება. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართული აქვს ტაძრის ფოტოები.
3.ციხე-გალავნები: ხაშმი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.134-140. რეზ. რუს ენაზე.
XVII-XVIII საუკუნეების ციხე-გალავნის, ერთნავიანი ეკლესიის, სამრეკლოსა და ოთხკუთხა კოშკის ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.40-42. ტაბ.XXX/2, XXXI/1,2).
4.ხაშმის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.43.
ეკლესიაზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს გამაგრებული ძეგლის ფოტოები.
5.ხაშმი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.443.
V-VI საუკუნეების მიჯნაზე ნაგები სამების სახელობის (ადრე კაწრეთის)ეკლესიის ხუროთმოძღვრების მოკლე დახასიათება.
6.ხაშმი კაწარეთის სამება //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.147148.
1518 წლის წარწერის მოკლე ანალიზი.