რაჭა ჩემო საყვარულო...

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2008, 14:53

7) xaliana21?
8) ნიკა - (ის რაჭაში დაგვხვდება)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2008, 17:24

რაჭაზე ინფორმაცია-

http://church.ge/index.php?showtopic=371


http://gebi.iatp.ge/dseglebi.htm
მ თ ი ს რ ა ჭ ა - ღ ე ბ ი
ისტორიული ძეგლები


ისტორიული ძეგლების მხრივ, სოფელი ღები ძალზე მდიდარია. დიდი ღების ტერიტორიაზე, კერძოდ, ჯვარი(ყ)ანის უბანში, აგებული იყო მაცხოვრის ეკლესია. 1947-1948 წლებში, კომუნისტური მთავრობის ბრძანებით, ეკლესია ააფეთქეს. ეკლესიის კუთვნილი პლატინის ჯვარი კი გაიტაცეს. გადმოცემის თანახმად, ოჯახები, რომლებიც ტაძრის დანგრევაში მონაწილეობდნენ, სასტიკად დაისაჯნენ.


მდინარე ლათქიშორას მარჯვენა სანაპიროზე, ძირისახლის უბანში, ძველად მდგარა მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც ნივთები გადმოტანილია ღებისა და შოდას გაუქმებული ეკლესიებიდან. დღეს სოფლის ძირითადი სალოცავი ამ ადგილიდან გადატანილია დედაღვთისაში, სვანური ტიპის კოშკში (ძველად ღებში მრავლად ყოფილა სვანური კოშკები – თავდაცვის ძირითადი საშუალებანი. დედაღვთისა ღების სამხრეთით არსებულ გორაზე მდებარეობს და სამი სართულისგან შედგება. კოშკის პირველი სართულზე დღეს სამლოცველოა განთავსებული.
გონაში (ადგილია) დგასგანვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. ძველად ამავე ადგილზე არსებობდა ტაძარი, ფრესკებითა და ხატებით შემკული. მისი დანგრევის შემდეგ ახალი აშენდა – ფრესკების გარეშე.


თევრეშოს (ადგილია) ყოფილა ტაძარი – ქრისტემეუფე; სოთხეურას კი, კლდეში, მიუვალ ადგილას - ბერთა მონასტერი. სახელწოდება “სოთხეურა” დაკავშირებულია თხის კულტთან (ძველად ცხვრის ნაცვლად თხას სწირავდნენ). მოგვიანებით “სოთხეურამ” ფორმა იცვალა და დღეს იგი “სათხეურად” იწოდება. სათხეურაზე ბერთა მონასტრის არსებობას მოწმობს აღმოჩენილი ბერთა ძვლები. აღსანიშნავია, რომ დღეს ქრისტემეუფეცა და ბერთა მონასტერიც ნანგრევებად არის ქცეული.
ნანგრევებად ქცეულა ბრილის, ველებისა და შოდას (ადგილებია) წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებიც. როგორც ამბობენ, შოდას “წმინდა გიორგიდან” წაღებული ხატი დღეს ქუთაისში, “ოქროს ჩარდახში”, ინახება. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ყოფილა ხენიერასაც. დღეს ესეც დანგრეულია.

სოფელში სულ 5 ციხე ყოფილა: ციხი(ს)კარს (უძველესი უბნის) არსებული საგვარეულო ციხე, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლეე გვარს, დღეს დანგრეულია; ფეოდალური ხანის ძეგლებიდან აღსანიშნავია: ”გორა” (გონაში); ციხე-კოშკი (კაისარეთოში); ორღობე (გორმანში); ნაციხარი (თევრეშოს).
პატარა ღებში, სოფლის ზემოთ, არის გორა, სადაც, გადმოცემის თანახმად, არსებობდა არიშიძეების (ბატონთა) საგვარეულო ციხე-სიმაგრე, დეგ-ციხე. დღემდე მისი ნანგრევებიც კი არ შემოგვრჩა. გოგრიჭიანთ ნატეხებში (ადგილია) კი აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორსამარხები.
Last edited by Tamari-ch. on 15 ივლ 2008, 19:22, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2008, 19:21

1) Tamari-ch.
2) ჩიტუციო
3) ჩიტუციო-ს +
4) ბივრილი
5) ბივრილი-ს + ?
6) kaxa - (სხვა კახაა - აქაური არ გეგონოთ)
7) kaxas+
8 ) xaliana21?
9) ნიკა - (ის რაჭაში დაგვხვდება)
10) უი ჩემი + დამავიწყდა :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2008, 20:40

ახლა ველაპარაკე ისტორიკოს - წარმოშობით რაჭველს -

ასე დამილაგა რაჭის ღირშესანიშნაობები -
პარასკევს ღამე ჩახვალთ ნიკორწმინდაში და იქიდან დაიწყებთო ...

ნიკორწმინდა
ჭელიშის მონასტერი
ხონჭიორი
პატარა ონი
ჭრებალო
ხოტევი
ბუგეული
ბარაკონი
მინდაციხე
სორი
ონი
უწერა
გლოლა
ჭიორა
ღები.- ბრილი
კვარაციხე


მიუდგომელია და ვერ ახვალთო
მთისკალთის მრვალძალის წმ გიორგიზე,
თლუღში
ველტყევში
ზემოკრიხში
აგარაშიც არაფერია ღირშესანიშნავიო...
შოვში ეკლესია არაა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2008, 22:31

Image

ესეც რუქა

წითლადაა აღნიშნული -
რისი ნახვაც გვინდა...
Last edited by Tamari-ch. on 16 ივლ 2008, 08:54, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 16 ივლ 2008, 01:54

ამ რუქაზე უკეთ ჩანს ძეგლები -


Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by ჩიტუციო » 16 ივლ 2008, 09:52

Tamari-ch.

და ზემო კრიხს რატო ვერ ნახავთო? მგონი უპრობლემოდ ვნახავთ მაგ ტაძარს. თუ მარშრუტკა არ ავა ბოლომდე, ფეხით ავიდეთ... ზემო კრიხის უნახავად როგორ უნდა წამოვიდეთ რაჭიდან? :D

Image

Image

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 16 ივლ 2008, 10:16

ვნახოთ ზემო კრიხიც აუცილებლად
ანუ

I დღეს ვნახავთ ამბროლაურის რაიონის ძეგლებს

II დღეს კი ონის...

გოჩამ მითხრა
მარტო ღებში 12 ძეგლიაო...
!!!
ანუ რასაც ვერ მოვასწრებთ -
მომავალ წელს ვნახავთ...

დავიწყებთ ნიკროწმინდიდან
ანუ პარასკევს ღამე ჩავალთ ნიკორწმინდაში...

თუ მოესწრო დაღამებამდე გზად ხოტევი ვნახოთ

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by amigo » 16 ივლ 2008, 10:25

მეც მინდა წამოსვლა :)
რაჭაში არასოდეს ვყოფილვარ :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 16 ივლ 2008, 10:38

11) amigo
12) სერგი

პაატ - ვინმეს წამოიყვან?
Last edited by Tamari-ch. on 25 ივლ 2008, 21:55, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2008, 21:42

ღებამდე გზა გაუკეთებიათ
ასე რომ ღებშიც ავალთ.....

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Sikvdila » 25 ივლ 2008, 22:17

რაჭაში თუ ჩახვალთ, მამისონის უნახავად როგორ უნდა წამოხვიდეთ ? :)

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by t.d » 25 ივლ 2008, 22:35

ზემო რაწაში დაზიანებულია გზა ახლა იყვენენ ჩემი ახლობლები და ჯიპით ძლივ ავედითო სოფლები აღარ მახსოვს, ხვთისმშობლის ტაძარია იქ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2008, 22:54

ხვალ მიდიან რაჭაში -
ღებში
და დამიზუსტებენ ყველაფერს...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
რაჭა ჩემო საყვარულო...

Post by Bivrili » 26 ივლ 2008, 20:20

:(

იქნებ გადავდოთ რა 22- 23- 24 აგვისტოსთვის............

იქნებ ეს რიცხვებიც აწყობს წამოსვლის მსურვლებს..............

თორემ სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში მე ვერ შევძლებ წამოსვლას..........

არადა ძალიან მინდა............... :( .............

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]