optimisti wrote:ეგვიპტეში მოგზაურობაზე რამდენჯერმე და აქტიურად იყო ლაპარაკი კარავზე, კარვული გასვლაც იგეგმებოდა და ალბათ შედგება კიდეც, ამიტომ ვწერ ჩემს გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა სხვებსაც გამოადგეთ. (ოღონდ ვგულისხმობ დამოუკიდებელი მოგზაურობის მოყვარულთ და არა მათ ვისაც All inclusive უყვართ)
1. ვიყიდე მხოლოდ მგზავრობის ღირებულება 150 ევროდ (ორივე მიმარულება, შედიოდა აეროპორტის მოსაკრებელიც).
2. შარმ ელ- შეიხში ვიყიდე სასტუმრო დასაწყიხი 3 დღე და ბოლო 1 დღე - ღირებულება 154 დოლარი; ამ დროის განმავლობაში შევძელი წავსულიყავი იორდანიაში პეტრას სანახავად,

ფოლკლორული ცეკვების საღამოზე და ვისიამოვნე მარჯნის რიფების თვალიერებით მინის ძირიანი ნავიდან).

. ბოლო დღე, რომელიც წმ. ეკატერინეს მონასტრისთვის მქონდა განკუთვნილი ვერ შედგა უდაბნოში ძალზე იშვიათი კოკისპირული წვიმის გამო.
3. ავტობუსით წავედი ქაიროში, სადაც 3 ღამე გავათიე უფასოდ www.couchsurfing.org-ის მეშვეობით. ამ ხნის განმავლობაში ვინახულე პირამიდები, კოპტური კაირო - კოპტების მუზეუმი, ე.წ. დაკიდული ეკლესია, წმ. გიორგის, წმ. ბარბარას ეკლესიები და ბენ-ეზრას სინაგოგა (რომელიც ლეგენდის თანახმად აშენებულია იმ ადგილას სადაც იპოვეს კალათში მწოლარე ჩვილი მოსე და თითქოს ის კალათაც აქვთ შემონახული, მაგრამ არ აჩვენებენ). ვნახე ქაიროს ციტადელი მშვენიერი მეჩეთით (სახელი დამავიწყდა) და მუჰამედ ალის სასახლით, ასევე სამხედრო მუზეუმით, სადაც ჩემი აზრით არასათანადო პატივი აქვს მიგებული ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მამლუქ მურად ბეის, ხოლო მეორე, ასევე ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მამლუქი იბრაგიმ ბეი ხომ საერთოდ ნახსენებიც კი არაა.
მოვასწარი მენახა ალ-აზარ-ის მეჩეთი და ქაიროში უმშვენიერესი სულთან ჰასანის მაჩეთი. ასევე ცნობილი ხან ილ-ხალილის ბაზარი (ამით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ) და რა თქმა უნდა ეგვიპტური მუზეუმი
მატარებლით წაედი ალექსანდრიაში სადაც ვინახულე კატაკომბები და სამეფო განძეულის მუზეუმი.
ასევე მატარებლით (ოღონდ ღამის ) გავემგზავრე ასუანში, სადაც ვნახე ნუბიელთა მუზეუმი, ნუბიელთა სოფელი და ასუანის მუზეუმი სპილოს კუნძულზე. ვნახე ასუანის კაშხალიც (სულ რაღაც 2 ეგვიპტურ ფუნტად (0.5 დოლარზე ნაკლებია) ადგილობრივი ავტობუსის და მარშრუტკის გამოყენებით);
ასუანიდან მატარებლით გავემგზავრე ლუქსორში სადაც ვნახე დიდებული ძველეგვიპტური კულტურა თავის ორიგინალურ ადგილას - ლუქსორის ტაძარი

და კარნაკი. ჰატშეფსუტის ტაძრის ნახვაც კი მინდოდა (და არც ისე პრობლემური იყო),მაგრამ ვეღარ შვძელი ქანცის გაწყვეტის გამო.....
მთელი ეს მოგზაურობა დაჯდა დაახლოებით 350 დოლარი.
ჰო 2 დღე პლაჟზე ნებივრობაც მოვასწარი დასაწყისში და დასასრულს.
ეგვიპტეში გამგზავრების მსურველთაგან თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი გამოცდილება, მიმსახურეთ.