Page 2 of 5

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 22:03
by datoforesti
shoda1121
ძაან ლამაზია...სამწუხაროა...ჩვენს სამოთხეში რომ არ გვიშვებენ...ჩვენი ბრალია...

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 22:06
by shoda1121
datoforesti
საქმე იმაშია რომ ყელიწადი ჩვენს მხარესაა საზღვრის; ყელის ტბა კი რომელიც კიდევ უფრო ლამაზია ახალგორის მუნიციპალიტეტია.

ეს სტატია წაიკიტხე: ყელის ტბაზეა:
http://shokoladi.ge/content/qelis-tba
და დაგუგლე ტბა თვითონ:
http://www.google.ge/search?q=%E1%83%A7 ... 66&bih=667

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 22:25
by datoforesti
ეჰ სამწუხაროა რა..
ძალიან ბედნიერი ერი ვართ, ამდენი რამ გაგვაჩნია, მაგრამ მაგდენადვე უბედურებიც ვართ სულ ყველა გვეცილება და წაგლეჯას ცდილობს,..

როდის უნდა ამოვისუნთქოთ ნეტავი...

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 23:09
by Nika
ყელიწადზე 2 დღე არარეალურია.

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 00:07
by shoda1121
Nika
თუ შეგვიშვებენ მეტ დროსაც მოვნახავდით მაგრამ მეეჭვება? ანუ ქართველმა მესაზღვრეებმა არა მგონია რომ გაგვიშვან... თორემ იმის რისკს აიღებს კაცი რომ ოსებმა დაგიჭირონ და დაგადეპორტონ :)

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 01:19
by LEVANIKO
დავით ბარემ ყელის ტბის სურათიც დაგედო მაგის ნახვა ხო შესაძლებელია

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 11:30
by shoda1121
LEVANIKO
ყელის ტბა ახალგორშია.

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 14:19
by Ismail
ყელის ტბა ახალგორის მუნიციპალიტეტშია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისგან მდინარე ქსანი იღებს სათავეს. შესაბამისად, იქ ასვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე უნდა გადავდოთ. : ))

რაც შეეხება ყელიწადის ტბას, მემგონი შესაძლებელი უნდა იყოს იქ მისვლა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიასთან ისიც ძალიან ახლოსაა. ამიტომ ყველა ვარიანტში, თუ ეს ტბა ოკუპირებული არაა და თან ჩვენი მესაზღვრეებიც არ შეგვიქმნიან დაბრკოლებას, ძალიან დიდი სიფრთხილე იქნება საჭირო მაინც. და მგონი ამ ტბაზე მარტო თრუსოდან კი არა, არაგვის ხეობიდანაც უნდა შეიძლებოდეს ასვლა, თეთრი არაგვი სადღაც ამ მიდამოებში იღებს სათავეს.

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 15:30
by shoda1121
Ismail
ყელიწადის ტბაზე ასვლა არ უნდა იყოს პრობლემა თუ ჩვენები გაგვიშვებენ: მეც მაგას ვგულისხმობდი რომ სიფრთხილეს თავი არა სტკივა და იქ არ უნდა დავრჩეთ არცერტ შემთხვევაში.
ოსების სოფელი პირდაპირი ხაზით 10კმ-შია ყელიწადიდან; შერხოტას მთას თუ არაგვის სათავეებით წავედით უნდა მოვუაროთ გვერდი ზემოდან მაგრამ სიმართლე რომ ითქვას ერთი მთა საიდანაც არაგვი მოდის შეიძლება ძნელი ასასვლელი იყოს:აღმართებს არ უჩვენებს ბევრს მაგრამ... ისე კი თუ ვინმე შერხოტაზე ავიდოდა რაც საშიშია მიუხედავად იმისა რომ შერხოტა ჩვენია: ყელის ტბაც კარგად ჩანს.

ლამა ამბობს ერთ-ერთ პოსტში:

"

"ყელის ტბა" მდებარეობს ზ/დ-ან 3000 მეტრზე

აი ის მარშრუტი რომლითაც მოვუარეთ ამ მართლაც ულამაზეს ტბას და დავბანაკდით, რის მერეც ჩავედით თეთრი არაგვის ხეობაში და კერძოდ სოფელ განისში და შემდგომ უკვე ზემო მლეთაში "

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 15:40
by shoda1121
გუგლ დედამიწის ფოტოები:

ყელიწადი:
Image

ყელის ტბა:
Image

Image

Image

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 16:00
by LEVANIKO
ესეიგი ყელის ტბაც და ყელიწადის ტბაც ოკუპირებულია ვერცერთს ვერ ვნახავ რამე როიყოს?

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 16:09
by shoda1121
LEVANIKO
ყელის ტბა ოკუპირებულია. ყელიწადი ჩვენს საზღვრებშია(1.5კმ-ი ოსებიდან) და მესაზღვრეები წესიერი გზით ანუ თრუსოს ხეობიდან 100% არ გაგიშვებენ! რჩება ერთი გზა მხოლოდ: ახვიდე თეთრი არაგვის სათავეებამდე მერე გადაჭრა მთა ნახო ყელიწადი და შერხოტაზე ახვიდე და იქიდან დაინახო/გადაიღო ყელის ტბა :) თეორიულად თუმცა საფრთხილოა ძალიან. განსაკუთრებით მთაზე ასვლა.
გზა საკმაოდ რთულია.
აი სად გადის საზღვარი:
Image


თრუსოს ხეობა უფრო მაღლაა შესაბამისად 300 მეტრს აგებ თუ არაგვს აყვები: ვერტიკალში.

Image

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 16:22
by shoda1121
არაგვის სათავეების გასვლა რომელიც გადაიდო ეს შეგვიძლია გავაკეთოთ: და შერხოტას ზემო გვერდიდან შემოვლა და ტბის ნახვა კი იქნება მგონი 24 საათში შესაძლებელი. ჰოდა უკან დაბრუნებისას უკვე ტბა როცა ნანახი გვექნება ვინმე ვინც გაქაჩავს მთაზე რომ ავიდეს ყელის ტბის სურათებსაც ჩამოიტანს :)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 16:29
by Ismail
shoda1121
ისე, მართლა ძალიან რთული გზა იქნება. შერხოტასა და მეორე (3374 მ) მთას შორის საკმაოდ ძნელი უღელტეხილი უნდა იყოს, როგორც რუკაზე ეტყობა. :)

ისე, ჩვენი მესაზღვრეები თრუსოდან თუ არ მიგვიშვებენ, ეჭვი მეპარება რომ არაგვის მხრიდან მიგვიშვან. მანდაც იქნება რამე საგუშაგო... : ))

მოკლედ, ცდად მაინც ღირს. :)

ისე, ეს შერხოტა იცი რომელი მგონია? გუდაურის ზევით გადმოსახედი რომაა გაკეთებული, იქიდან რო მოჩანს არაგვის სათავეებისკენ რაღაც ლამაზი წითელი მთა, - ის.. : )

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 16:44
by QAQUCA
Ismail wrote:shoda1121
ისე, მართლა ძალიან რთული გზა იქნება. შერხოტასა და მეორე (3374 მ) მთას შორის საკმაოდ ძნელი უღელტეხილი უნდა იყოს, როგორც რუკაზე ეტყობა. :)

ისე, ჩვენი მესაზღვრეები თრუსოდან თუ არ მიგვიშვებენ, ეჭვი მეპარება რომ არაგვის მხრიდან მიგვიშვან. მანდაც იქნება რამე საგუშაგო... : ))

მოკლედ, ცდად მაინც ღირს. :)

ისე, ეს შერხოტა იცი რომელი მგონია? გუდაურის ზევით გადმოსახედი რომაა გაკეთებული, იქიდან რო მოჩანს არაგვის სათავეებისკენ რაღაც ლამაზი წითელი მთა, - ის.. : )

ძალიან კარგი იდეაა თუმცა ძალიან საფრთხილო და რისკის მქონე... :roll: