Page 2 of 4

კარავის სამჭიდი!

Posted: 29 მაი 2010, 21:18
by Tamusia
აუ, გოგოების შეჯიბრი არ იქნება?

კარავის სამჭიდი!

Posted: 29 მაი 2010, 21:56
by nikushanikusha
მმ... რაღაც რომ წავუესტაფეტოთსავით? :D

კარავის სამჭიდი!

Posted: 30 მაი 2010, 00:42
by Moqandake
კარავის მარათონზე რას იტყვით?

მარათონი დაიწყოს დიღომში (დავუშვათ დროშასთან) და მცხეთამდე ( რომელიმე კარგ სახინკლე-სამწვადემდე) მარათონის მონაწილეები გაირბენენ კარავის მაისურებით, მანქანიანი გამცილებელი დამკვირვებლებით და კარაველი ფოტორეპორტიორებით.

ხომ არსებობს ნიუიორკის ყოველწლიური მარათონი...
დაე დავაარსოთ კარავის მარათონი...

კარავის სამჭიდი!

Posted: 30 მაი 2010, 00:56
by anano
არაჩვეულებრივი იდეააა!!!

ვფიქრობ უნდა განვავითაროთ და ტრადიციად ვაქციოთ!

კარავის სამჭიდი!

Posted: 30 მაი 2010, 22:13
by z g a r b i
Tamusia wrote:აუ, გოგოების შეჯიბრი არ იქნება?
ხო რა, თანაბარი ძალებით რომ იყოს შეჯიბრი, გოგოებში ცალკე ჯობია.

ბიჭებთან არ ვიქაჩები (მითუმეტეს ცურვაზე :oops:) მარა გოგოებს სიამოვნებით შევეჯიბრები :)

ხოდა, ლელ, მშვენიერი იდეაა ;)

კარავის სამჭიდი!

Posted: 03 ივნ 2010, 21:42
by la cioccolata calda
სიამოვნებით ვნახავ ამ სანახაობას! :)

კარავის სამჭიდი!

Posted: 05 ივნ 2010, 00:20
by jiniya
გაუმარჯოს ყველას:)
მე ცურვაში ვცდიდი ბედს ისე:)

კარავის სამჭიდი!

Posted: 05 ივნ 2010, 00:28
by teo-
ცოცვაც იყოს რაააააააა


ველოები მე არ მაწყობს :P:P

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 02:07
by Gvalva
ამ საკითხს ისევ დავუბრუნდი.

გამოჩნდა რომ ცურვა დაბრკოლებაა, რაღაცნაირად მინდა რომ ცურვის სწავლაში კარავი დაგეხმაროთ, ადამიანმა რომ ცურვა არ იცის ეს იგივე რაც 3 ოთახიანი ბინა გქონდეს და 1 ოთახში არასოდეს შედიოდე! ან ორი ხელი გქონდეს და ერთს არ იყენებდე! მოკლედ, ცურვა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს!!! მით უმეტეს კარაველმა!

ეს ისე, პოლიტიკა იყო

ეხლა თავად შეჯიბრის იდეები.

1. გამარჯვებულები გოგონებში ცალკე, ბიჭუნებში ცალკე.

2. მინდა რომ შეჯიბრის მონაწილეებისთვის მაისურები და წყლის ქუდები დავამზადოთ, მონაწილის ნომერი რომ ეწეროს. მაგალითად, წყალში ტივტივას N14-მა არ შემოუარა, ეს მსაჯმა უნდა დააფიქსიროს, ამიტომ ქუდზე ნომერი უნდა ეწეროს.

3. ვიპოვოთ ადგილი, სადაც გავცურავთ, იქიდან უკან ავთვალოთ ველო-მანძილი, ვთქვათ 8 კმ, იქიდან კიდევ სარბენი მანძილი, ვთქვატ 3 კმ და იქ დავაფიქსიროთ სტარტი.

4. ზღვაში ვთქვათ 10 წთ ცურვის მანძილზე დიდი ქვით ჩავამაგროთ დიდი წითელი საჰაერო ბურთი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი მეტრი იქნება, დისტანცია ყველასთვის თანაბარი იქნება. გვინდა ნავი, ვის აქვს, ან ვინ გვათხოვებს 1 დღით? მეთევზეებში გავიკითხოთ. ნავი ტივტივასთან უნდა იდგეს ცურვა რომ დაიწყება, მსაჯიც იქნება და დახმარებაც. თბილისის ზღვა მდინარეა, ნავის ღუზაც საჭიროა.

5. დაწყებამდე გარკვეული იყოს ყველა მონაწილის ველოსიპედი და მას ქონდეს მონაწილის ნომერი. მონაწილეებისთვის, ვისაც საკუთარი ველო არ აქვს ველოსიპედები ვითხოვოთ ან ვიქირავოთ.

6. სტარტიდან სირბილი დაიწყოს ყველამ ერთად, გოგონებმაც და ვაჟებმაც. მერე მაინც გაიშლებიან. 3კმ-ს შემდეგ დახმარების ჯგუფი მოახლოებული მონაწილისთვის გაამზადებს და მიაგებებს მის კუთვნილ ველოსიპედს.

7. გაცურვის ადგილზე მისული მონაწილე ტოვებს ველოს (ალბათ იხდის მაისურს) და იწყებს ცურვას. მსაჯი ნავში ტივტივასთან ადევნებს თვალს რომ ტივტივას ყველამ შემოუაროს.

8. ნაპირზე გამოსვლით გამოვლინდება გამარჯვებული გოგონებში ცალკე, ვაჟებში ცალკე.

9. დაწესებული იქნება პრიზები.

10. თარიღად შევარჩიოთ კვირა დღე, გთავაზობთ 25 ივლისს. დასაწყისი დილის 8 საათზე. . თარიღი აღებულია ასე შორს იმიტომ, რომ ა) წყალი კარგად გათბება, ბ) ვისაც რომელიმე სახეობა "არ აწყობს" ამოქაჩოს... იდეა ამ შეჯიბრის სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება ბევრ კარაველს "აწყობდეს" სამივე სახეობა.

11. მაისურების და ქუდების დასამზადებლად, ხომ არ დავაწესოთ მონაწილეობის საფასური 10 ლარი? ან უფრო სამართლიანი ხომ არ იქნება, ვინც არ მონაწილეობს იმათ გადაიხადონ ეს თანხა? :)

12. მოსამზადებელი სამუშაოები: გასაცურ ადგილას წინა დღეს მოითიბოს წყალქვეშა მცენარეები და გაკეთდეს 5-6 მ სიგანის დერეფანი, სასურველია დერეფანი წითელი ზონარებით განისაზღვროს, დაგვჭირდება 2 მცირე ღუზა-ქვა და ორი ჯოხი ნაპირზე.

გასაცურ ადგილად მეგულება თბილისის ზღვის უკანა მხარე, შემოსავლელად ვარკეთილის მხარე, იქ შედარებით ნაკლები აღმართ დაღმართია, როგორც მახსოვს

გთხოვთ, ამ იდეების შესახებ გამოთქვით მოსაზრებები

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 09:38
by Wanderer
როგორც თბილისის ზღვასთან ახლოს მცხოვრები მაყურებლების სიაში ჩავეწერები(ველოსიპედით გამოსეირნების პერსპექტივით). :)

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 09:48
by Hereti
სირბილში და ველოში სიაში ვარ, ცურვით სხვამ იცურს :wink: :wink:

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 10:22
by teo-
აუ ველოს ტარრებას ვინ მასწავლის????
მივიღებდი მონაწილეობას :oops:
ლელა ძალიან გემრიელი იდეაა

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 10:23
by Hereti
teo-
მე გასწავლი

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 10:25
by zura N.
მე ვმონაწილეობ ყველა ვარიანტში თუ კვირას იქნებაა....!!! :D

მაგარია...!

პ.ს. ხო რადგან ვმონაწილეობ მგონი ჯობია 10-10 ლარი მაყურებლებმა ააგროვონ... :oops: :oops: :D :lol:

კარავის სამჭიდი!

Posted: 15 ივნ 2010, 10:28
by Hereti
კუს ტბაზე არ მგონია მოგვცემ ტბის გადაცურვის უფლება, სირბილიც ძნელია რადგან სულ ხალხი დადის, ისე კარგი კია ჩრდილია სულ