Page 2 of 3

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 20:55
by Tamari-ch.
tekla wrote:
Tamari-ch. wrote:tekla
ვიცი
მარა ივლისშიც არ იქნება მე მგონი ძალიან დიდი.
იმედია გადავალთ -
თან იქაურებმა მითხრეს
მამაოები სულ გადადიანო მანდ
ალბათ წელამდე იქნება
ხრამის მერე აღარაფრის მეშინია -
:lol:

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 22:56
by ARCHILI
tekla wrote:

თავკვეთულაზე წყალი, როგორც ვიცი, 11 სექტემბერს იწევა ხოლმე, დღEსასწაულისას. საღამოს ისევ იმატებს :) 2 წლის წინ ვიყავი მანდ.
Tamari-ch. wrote:tekla

მარა ივლისშიც არ იქნება მე მგონი ძალიან დიდი.
იმედია გადავალთ -
თან იქაურებმა მითხრეს
მამაოები სულ გადადიანო მანდ
ნუ იზარმაცებთ, მეორე მხარეს ვარძიიდან მშვენიერი და საინტერესო ბილიკი გადის იქამდე.

ახლა როგორც ვიარეთ, ძალიან საინტერესო ბილიკია.

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 23:11
by Tamari-ch.
ARCHILI
რომელი ვარძიიდან -
კომპლექსის თუ ზემო ვარძიიდან?

ანუ უფრო ზუსტად მითხარი...
რა დრო უნდა იქამდე მისვლას?

ეს უნდა ვნახო!

Posted: 15 ივნ 2009, 00:15
by ARCHILI
Tamari-ch. wrote:ARCHILI
რომელი ვარძიიდან -
კომპლექსის თუ ზემო ვარძიიდან?

ანუ უფრო ზუსტად მითხარი...
რა დრო უნდა იქამდე მისვლას?
ხიდი, რომელიც ვარძიის კომპლექსზე გადადის, იმას გადახვალთ უკან და მდინარე მტკვრის საწინააღმდეგო მიმართულებით ივლით..

ბილიკები გადის...

გზაშივე ნახავთ საინტერესო მესხურ ნასოფლარებს.

მჟავე წყლის წყაროს - უკვე დამავიწყდა სახელი.

მერე კი შესანიშნავ მდელოებსა და ხედებს და ა.შ.

ამ ყველაფერს ნახავთ ჩვენი მესხური ტურის რეპორტაჟში თავის ფოტოებითურთ...

:)


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3430&start=0 აქ ადევნეთ თვალ-ყური

:)

ეს უნდა ვნახო!

Posted: 15 ივნ 2009, 00:16
by Tamari-ch.
ARCHILI
რამდენი კმ იქნება ვარძიიდან თავკვეთილამდე?

ეს უნდა ვნახო!

Posted: 15 ივნ 2009, 00:17
by ARCHILI
Tamari-ch. wrote:ARCHILI
რამდენი კმ იქნება ვარძიიდან თავკვეთილამდე?

4-5 კილომეტრი, საათის სავალია რა მაქსიმუმ...

კარგ ამინდში მაგის ნახევარშიც გაივლით...

:)

ეს უნდა ვნახო!

Posted: 15 ივნ 2009, 01:50
by tekla
ARCHILI

სიზარმაცე რა შუაშIა, ინფორმაცია მივაწოდე.
ისე, მაგ გზაზე მარშუტკებიც დადიან. ასფალტზე სასიარულოდ საკუთარი ფეხები თუ დაგენანებათ, შეგიძLიათ მათ გაყვეთ. :)

სოფელ მირაშხანთან ახლოს კიდევ რაღAც გამოქვაბულებია. შეძრომა თუ გინდათ, ფანარი წაიღეთ აუცილებლად :)

ეს უნდა ვნახო!

Posted: 15 ივნ 2009, 02:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch.
მგონი, ეს ყველაზე მარტივად მისასვლელი მიმართულებაა, რაც კი შენ ოდესმე "კარავზე" დაგიდია.
1ს გირჩევ, ამ გასვლაში სულ არ გჭირდება მატარებელი.
დაიქირავე მინიბუსი (მომკალი და მრცხვენია, სიტყვა "მარშრუტკის" თქმა) და იმით იარე.
მხოლოდ რამდენიმე კმ გაქვს ფეხით სასიარულო.
ტრანსპორტი ბევრგან მიდის.
ძირითადად ნიადაგის გზაა.
აქ ნახსნებ ნამოსახლარებს რაც შეეხება, უწინ მესხეთის თურქები და მაჰმადიანი მესხები
ცხოვრობდნენ.
სტალისნის დროს მათი შუა აზიაში გადასახლების შემდეგ ასპინძა-ახალციხის რაიონების დიდი ნაწილი გაუკაცრიელდა.
აღსანიშნავია, რომ დაცლილ სოფლებში ვიღაც-ვიღაცეები ოქროსა და სხვა ნივთების საპოვნელად ძნ
დიდ ხანს დაძვრებოდნენ.
ნაწილს დღესაც სჯერა, რომ გადასახლებულებს იქ ოქრო აქვთ გადამალული

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 02:02
by Tamari-ch.
ოოოო - გეგმები,,, დავიწყებული გეგმები!

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 09:27
by ლეონტი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Tamari-ch.

დაიქირავე მინიბუსი (მომკალი და მრცხვენია, სიტყვა "მარშრუტკის" თქმა)
აქ თუ ტენდენციუობას არა აქვს ადგილი, სად ვეძებოთ სიტყვა მინიბუსში ქართული საწყისები?
თუ იმას ვემორჩილებით რაც კაბინეტის ენათმეცნიერებმა დაადგინეს?
მოდი ხალხურ სიბრძნეს მივენდოთ.
მაეშრუტკა, რა ცუდად ჟღერს?
ნი ვშუტკუ ხოროშო ზვუჩიტ.

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 09:30
by ლეონტი
Tamari-ch.
სათაური "ეს უნდა ვნახო!"
ესე უნდა დაგეწერა:
"ეს უნდა ვნახო!ეს უნდა ვნახო!ეს უნდა ვნახო!"

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 09:46
by Tamari-ch.
ლეონტი
სამარშრუტო....

ოპტიმალურია
და ქართულია!

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 09:52
by ლეონტი
Tamari-ch.
ჰოო, ქართულის რა მოგახსენო...
მაგრამ ჯიგართან ეგ უფრო ახლოა ვიდრე კაბინეტჩიკების დადგენილება.
რაც შეეხება სათაურის შეცვლას, რას იტყვი?

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 09:52
by iko-iko
Tamari-ch.

აქ უფრო ზუსტად ჩანს სად არის ლეპისი.

ივლისში ქსოვრელს მივყვები ტობაზე.
და თუ მოვახერხე აუცილებლად წამოვალ. :)


Image

ეს უნდა ვნახო!

Posted: 08 მაი 2012, 10:11
by shoda1121
iko-iko
აქ არაფერი მიდის; თამარი-ჩ მა ან ჯიპები უნდა ნახოს, ან სოფელ თმოგვიდან ორხიდიანი ან ლაშქრობა მოაწყოს "აგარის" გადასახვევიდან :)
თუ ჯიპები იქნა მოესწრება სასაზღვრო საშვების წინასწარი გაკეთებით ოლოდაც