ეხლა ვნახე ეს თემა
მინდა გითხრათ პირადა მე ორჯევ ვარ ნამყოფი ყუროს მთაზე. ვისაც უნივერსიტეტის ალპურ კლუბთან შეხება აქვს, ყველამ იცის, რომ ეს მწვერვალი მათი ტრადიციაა

პირადა შოთა მირიანაშვილს - კლუბის ხელმძღვანელს დაახლოებირ 40-ჯერ ყავს სტუდენტები მანდ აყვანილი, ასვლა ძირითადა ოქტომბრის პირველ რიცხვებში ხდება ხოლმე, რადგან ამ სეზონზე ყოველთვის კარგი ამინდებია, (თუ რამე სასწაული არ მოხდა და არ დაიქცა ქვეყანა)
რაც შეეხება დროს, ერთი და 2 კი არა, მანდ მინიმუ 4 დღე უნდა ივარაუდო. ტრასიდან პირველ ბანაკამდე ასვლას საშუალოდ 2 საათი უნდა (პირველად 3 საათში ავედი, მეორედ საათნახევარში, ასე რომ საშუალოდ 2 საათი).
შემდეგ მეორე ბანაკამდე, ნორმალური სვლით უნდა ივარაუდოთ 5-6 საათი, იქ გაივლით მშვენიერ მარწყვი-ჭალას, სადაც იზრდება უამრავი მოცვი
თუ თავებს ძალიან დაიხოცავთ და ერთ დღეში ახვალთ პირდაპირ მეორე ბანაკში, ეგ ისეთი მაზოხიზმია, მეორე დღეს მწვერვალზე კი არა, კარვიდან გამოსვლი სთავი არავის ექნება

ეხლა თვითონ მწვერვალი: მინდა გითხრათ, რომ ყუროს ჩემთვის ძალიან უცნაური ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს; პირველად როცა ავედით დაახლოებით 9 საათი ასვლას მოვუნდით და 7 საათი ჩამოსვლას. და მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდხარ მხოლოდ ნაშალზე, ქვების გროვაზე, არ იცვლება არაფერი, არც პეიზაჟი, არც გზა და რაც ყველაზე მძიმეა, მწვერვალი ჩანს პირველივე ნაბიჯებიდან, ჩანს ძალიან "ეშმაკურად"

გგონია, რომ ერთ საათსი მიხვალ, მაგრამ ეს ერთი საათი დაუსრულებლად გრძელდება, შეიძლება გაგიჟდე

მაგრამ სხვა კუთხით თუ შევხედავთ ამ ფაქტს, და თუ არ გაგჟდები,სამაგიეროდ ნებისყოფას გამოიწრთობ ისე, როგორც არასდროს
და კიდევ ერთი, მე ეჭვი არ მეპარება არც ერთი კარაველის ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ სიძლეირეში, მაგრამ ყურო მაინც მწვერვალია, საკმაოდ სერიოზული მწვერვალი, (თუ არ ვცდები ჩრდილოეთ კედელი 4ა კატეგორიის სირთულის აქვს) და მანდ რომ წახვიდე, რამოდენიმე სერიოზული ალპინისტი უნდა გყავდეს ჯგუფში, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რომელიც გასწავლის როგორ ჩადგე მწკივში, გაიძულებს მკაცრად დაიცვა მთებისთვის აუცილებელი დისციპლინა და ა.შ...
და რაც მთავარია :
ხდეს ხეობა,საიდანაც ყუროზე უნდა მოხვდე, დაკეტილია, როგორც საზღვარი და როგორც ვიცი, როცა უნივერსიტეტი მანდ ალპინიადას ატარებს, საკმაოდ დიდი ოფიციალური და ბიუროკრატიული გზის გავლა უწევთ ხოლმე...
აი ასე... შევეცადე რაც შემეძლო ობიექტურად აღმეწერა ყუროს "ამბები"
აწი თქვენ გადაწყვიტეთ,რამდენად რეალურია კარველების ლაშქრობა ყუროზე
