2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2009, 01:53

Naia
paata_
natalia

თქვენი სურვილები გავითვალისწინოთ.
ლაგოდეხის ნაკრძალის ალპურ ზონაში შავი კლდეების ტბაა, "კარავზე" თამარის ტბად იცნობენ.

იქ რამდენიმე კარაველია ნამყოფი.
მათ შორის, მოდერი ნიკა და gion სხვა და სხვა დროს.

ნაია
საირმე-აბასთუმანი-ბენარას გზა ძნ საინტერესოა და დიდი ხანია, უგზოობის მოყვარულთათვის ამ გეზის შეთავაზებას ვფიქრობ.
ჩემდა გასახარად, ამ გზაზე გამივლია.
საირმიდან 23-24 კმში, უღელტეხილზე თოვლი თიბათვის ბოლომდეა ხოლმე.
ამიტომ, ამ გეზზე მანქანით სიარული ზაფხულის მე2 თვიდან, მკათათვიდანაა შესაძლებელი.

paata_
წელს არხოტში წასვლა, არხოტიონთან შეხვედრა გულში მაქვს ამოჭრილი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 01:26

2010 წლის გასვლების გეგმას სიამოვნებით დავამატებ წრიახის ციხეს, აგრეთვე, მრავალძალის ნახვას.
2010ში ყუმისთავის მღვიმე იხსნება და კარავული გასვლა ძნ დაგვამშვენებდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 01:31

მოდერ კახას აზრად აქვს, 2012 წლის კალენდარი (2011 ჩანჩქერების იქნება) საქართველოში
არსებულ ისტორიულ სასახლეებს (მუხრანბატონის, ერეკლეს, დადიანების და ა.შ) დაეთმოს.
რატომაც არა?
2013 წლის კალენდარი კი მღვიმეებსა და გამოქვაბულებს დავუთმოთ.
მანდ სახეტიალოდ კი აქედანვე მოვემზადოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by guruli » 30 დეკ 2009, 02:02

მომკალით, ჩამომახრჩვეთ და დამიტირეთ, მაგრამ ყველგან მინდა. :cry: :cry:
თუმცა ჩამონათვალის მეხუთე პუნქტმა აღმაშფრთოვანა - ბახმაროდან ღორჯომში ფეხით გადასვლაო... :P :P ბახმაროსკენ შარშანდელზე უფრო სოლიდური გასვლის მოწყობას მეც ვაპირებ და იქნებ გაგვეერთიანებინა ეგ ამბები? მაგრამ ისე, რომ მზის ამოსვლა-ჩასვლას კვლავაც ვუყუროთ.
ისე, ბახმაროდან საირმეს მიმართულებითაც შეიძლება გადასვლა და მანდვე ჯაჯის ტბა არ ვინახულოთ? სუფსა საიდანაც იწყება... ამბობენ, ძალიან ლამაზიაო. მოკლედ, ბახმაროში ბევრი გვაქვს საბოდიალო. არაფერს ვამბობ ფაფარასა და საყორნიას მთებზე - მიმაჩნია, რომ არანაკლები მთები ვნახეთ წლეულს არანაკლები პეიზაჟებით.
ლაგოდეხში თამარის ტბაც მინდა, რაჭაც და სვანეთიც. თუშეთი - თავისთავად და არხოტში უჩემოდ რომ წახვიდეთ ვინმე, არ შეგაგინებთ, მაგრამ მწარედ დაგწყევლით, :D :D წელთგზაზე რაღაც-რუღაცები-მეთქი (ღმერთმა კი დაგიფაროთ, კაცო!).

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 02:46

guruli wrote:ჩამონათვალის მეხუთე პუნქტმა აღმაშფრთოვანა - ბახმაროდან ღორჯომში ფეხით გადასვლაო... :P :P ბახმაროსკენ შარშანდელზე უფრო სოლიდური გასვლის მოწყობას მეც ვაპირებ და იქნებ გაგვეერთიანებინა ეგ ამბები? მაგრამ ისე, რომ მზის ამოსვლა-ჩასვლას კვლავაც ვუყუროთ.
ისე, ბახმაროდან საირმეს მიმართულებითაც შეიძლება გადასვლა და მანდვე ჯაჯის ტბა არ ვინახულოთ? სუფსა საიდანაც იწყება...
ბახმაროდან აბასთუმნამდე გზა გამივლია.
ეს არის მომქანცველი, უგრძესი, აღმამავალი, თუმცა, ლამაზი გზა.
მწვანე ტბის ბილიკის მონიშვნის შემდეგ ღორჯომიდან ბახმარომდე მონაკვეთი 2009ში ნაიამ და მე გადმოვიარეთ.
20 კმიანი, მაგრამ თვალწარმტაცი გზაა.
"ჩემი ზაფხულის ზაფხულის" თემას გავხსნი და ამ ფოტოებს იქ დავდებ .
წავიდეთ და მზის ამოსვლა-ჩასვლასაც დავუხვდეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by guruli » 30 დეკ 2009, 10:59

[/quote]GAMARJOBA SAKARTVELO
მწვანე ტბის ბილიკის მონიშვნის შემდეგ ღორჯომიდან ბახმარომდე მონაკვეთი 2009ში ნაიამ და მე გადმოვიარეთ.
20 კმიანი, მაგრამ თვალწარმტაცი გზაა.
მე მაპატიეთ და მეხუთე პუნქტის განუხრელი შესრულების შემთხვევაში მაგ მარშრუტში მწვანე ტბა მოხვდება? :roll: :roll: :roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 14:41

guruli wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO
მწვანე ტბის ბილიკის მონიშვნის შემდეგ ღორჯომიდან ბახმარომდე მონაკვეთი 2009ში ნაიამ და მე გადმოვიარეთ.
20 კმიანი, მაგრამ თვალწარმტაცი გზაა.
მე მაპატიეთ და მეხუთე პუნქტის განუხრელი შესრულების შემთხვევაში მაგ მარშრუტში მწვანე ტბა მოხვდება? :roll: :roll: :roll:
ბახმარო-ღორჯომის გზა 20-22 კმია.
ღორჯომიდან მთავარ, ასფალტიან გზაზე რომ ჩახვიდე, რომელიც, თავის მხრივ, ბათუმი-გოდერძის უღელტეხილი-ახალცხიხის გზაა, 5 კმია.
ამ მთავარი გზიდან 26-28 კმში გოდერძის უღელტეხილია. გოდერძიდან სოფლის გზაზე უნდა
გადაუხვიო და 7 კმში მწვანე ტბა დაგხვდება.

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ბახმარო-ღორჯომის გეზში მწვანე ტბის მიმართულების
დატანვა დროსა და სურვილზეა დამოკიდებული.
ჩემი აზრით, ეგ 1 გასვლაში გასაკეთებელი გეზია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by zura N. » 30 დეკ 2009, 16:15

paata_ wrote:არხოტის ხეობას ჩავამატებდი მე
ეეჰ... თუ დავადგი საშველი შემოგთავაზებთ ჩემი წლევანდელი არხოტული გასვლის რეპორტაჟს... :oops: :roll:

იმედია მოგეწონებათ მარშუტიც და არხოტის აქამდე უცნობი ადგილები... :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by burdiani » 30 დეკ 2009, 17:21

რავიცი ჩემი ძირითადი მიზანი ამ წელს დაცული ტერიტორიებაია, მინდა შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ავითვისო დანარჩენი კი თავისთავად მაინც არ ისვენებს ეს ფეხები და :)
საქართველოსთვის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 დეკ 2009, 08:49

zura N. wrote:
paata_ wrote:არხოტის ხეობას ჩავამატებდი მე
ეეჰ... თუ დავადგი საშველი შემოგთავაზებთ ჩემი წლევანდელი არხოტული გასვლის რეპორტაჟს... :oops: :roll:

იმედია მოგეწონებათ მარშუტიც და არხოტის აქამდე უცნობი ადგილები... :)
ამ გასვლის დაგეგმვა შენზე იყოს.
არხოტი, ჰომ ცი, რა ზურმუხტი გვაქვს.
burdiani wrote:რავიცი ჩემი ძირითადი მიზანი ამ წელს დაცული ტერიტორიებაია, მინდა შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ავითვისო დანარჩენი კი თავისთავად მაინც არ ისვენებს ეს ფეხები და :)
შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.
წელს ზოგი1 მათგანს "კარავი" ესტუმრება.
პირადად მე განსაკუთრებით კინტრიშსა და შავი კლდის ტბაზე მინდა ასვლა.
2ვე ალპურ ზონაშია.
1 ლი, აჭარაში, მე - ლაგოდეხის ნაკრძალს ეკუთვნის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by burdiani » 31 დეკ 2009, 09:59

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.
წელს ზოგი1 მათგანს "კარავი" ესტუმრება.
პირადად მე განსაკუთრებით კინტრიშსა და შავი კლდის ტბაზე მინდა ასვლა.
2ვე ალპურ ზონაშია.
1 ლი, აჭარაში, მე - ლაგოდეხის ნაკრძალს ეკუთვნის
კარგია! კინტრიში, მტირალა პლუს თუშეთი რომელიც დაცულ ტერიტორიებში გადის, ლაგოდეხი, ბორჯომ ხარაგაულის მარშრუტები და ვაშლოვანი გაზაფხულზე :)
საქართველოსთვის!

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Falcon » 03 იან 2010, 18:48

მშვენიერი ნუსხაა თავისი დამატებებით ;) .

მე ასევე დავამატებდი სამშვილდეს. რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და ვფიქრობ ბევრმა უნდა ნახოს. ძალიან საიტერესო ადგილია. წარსულში სტრატეგიული მნიშვნელობა უნდა ქონოდა ამ ადგილს და ალბათ ასეც იყო. თუმცა დღესდღეობით ნაკლებად ხდება მისი პოპულარიზაცია და სწორედ ამიტომ ვფიქრობ კარგი იქნება კარავულ გასვლებში თუ ჩავსვავთ.

ეს არის ძველი ნაქალაქარი. აქ შემორჩენილია სამშვილდის სიონის და ციხის ნანგრევები, ასევე რამოდენიმე სალოცავი. აქვე მახსოვს ვნახე ვაზიც, რომელიც ალბათ წარსულში არსებული ვენახიდან უნდა იყოს დარჩენილი (საინტერესოა ისე რა ჯიშის ყურძენია, იქნებადა რომელიმე ძველი ქართულია ჯიშია :roll: )


რამოდენიმე სურათს დავდებ

სამშვილდის სიონის ნანგრევები
Image

ეკლესია
Image

სამშვილდის ციხის ნანგრევები
Image

ქვაში ნაკვეთი ცხენი
Image

ასომთავრული წარწერა
Image


რას იტყვით?? :?:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 იან 2010, 23:01

Falcon

სამშვილდე ბრწყინვალეა.
როგორ წარმოგიდგენია მანდ წასვლა?
ფეხით თუ ჯიპ-ტურით?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Falcon » 04 იან 2010, 01:56

GAMARJOBA SAKARTVELO

საჯიპტურედ მემგონი ცოტა "ლაითი" იქნება.

მინიბუსიც უნდა ავიდეს წესით, მაინცდამაინც რთული გზა არ მახსენდება. :?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
2010 წლის კარავული გასვლებისა და ღონისძიებების იდეები

Post by Tamari-ch. » 04 იან 2010, 02:24

მინიბუსიც უნდა ავიდეს წესით, მაინცდამაინც რთული გზა არ მახსენდება
ჩვენ ავედით -
და თან წვიმაში ბოლომდე.

ფეხითაც კარგია....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]