სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by Trouter » 17 ივლ 2007, 14:48

TORO wrote:Trouter
კამახის ჭერა არ არის აკრძალული მხოლოდ 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე ხოლო სპინინგისტების საყურადღებოდ! მხოლოდ 1 ტრაინიკიანი ვობლერით და ბლესნიტ
არაა სწორე!

1) 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით მდინარის და ტბის კალმახი "წითელ ნუსხაში" შეიტანეს, რითაც ზემოთმოხსენიებულ ვადებს ძალა დაეკარგათ; ანუ კალმახის ჭერა საერთოდ აიკრძალა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მეთოდით;

2) ორი "ტრაინიკი" დაშვებულია

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by Trouter » 26 ივლ 2007, 12:00

ამას წინათ მაგარი იშვიათი რამ მოხდა.
ჩემი ზუგდიდელი მეგობარი იქვე პატარა ტბაზე გავიდა ქარიყლაპიაზე სპინინგით სათევზაოდ.
ქარიყლაპია ვერ დაიჭირა, მაგრამ სამაგიეროდ დაიჭირა 800 გრამიანი ლოქო... თან როცა დაუჯდა, თურმე ეგრევე ამომხტარა წყლიდან 1 მეტრაზე. გამოყვანაზეც კარგი წინააღმდეგობა გაუწევია.
იმ დღეს კიდევ ერთი ლოქო დაუჯდა, მაგრამ გაექცა.

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by TORO » 26 ივლ 2007, 13:21

Trouter
იშვიათი მაგაში რა არის ადამიანო დიდი ხანია ლოქოებს ბლესნებზე იჭერენ

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by Trouter » 26 ივლ 2007, 14:41

TORO
მართალი ხარ, არ ავხსენი ბოლომდე :wink:
იშვიათი ისაა, რომ დაჭრილია დღისით, მსუბუქ სპინერზე, ზედაპირთან ახლოს... და რაც მთავარია ლოქო ამოხტა 1 მეტრაზე. :shock:

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by Trouter » 26 ივლ 2007, 14:44

TORO
ხოლო რასაც შენ ამბობ, დიდი ხანია იჭერენო - ეგ იჭერენ დიდ მძიმე ყანყალებზე ან თავაკიან მძიმე სპინერებზე, ან ღრმადმყვინთავ ვობლერებზე... მაგრამ ლოქოსათვის მთავარი სასპინინგე სატყუარა მაინც ტვისტერი და რიპერია ჯიგ-თავაკზე :)

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by Trouter » 26 ივლ 2007, 19:09

მდინარე ზღრულდის ნაპირების მკვიდრმა დამირეკა ეს წუთია. თევზი კარგად მოდისო, მაგრამ მდინარის დონეს კაშხლიდან ხშირად დაბლა აგდებენ და ამით ელექტრიკები სარგებლობენო. ბრაკონიერობენ ცნობილი სახეები - ადგილობრივი ეგერი, პოლიცია და მისთანანი. აბა რა გინდა რომ ქნა!
ერთ ერთ მათგანს - შარშანდელ რეკორდსმენს (3.750 კგ) ნოდარის ისევ გაუმართლა - 2 კილოიანი დაიჭირა.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by Trouter » 27 ივლ 2007, 13:48

დღეს ნოდარის დავურეკე და 2 კილოიანის დაწერის დეტალები გამოვკითხე. დიდხანს უწვალებია, მაგრამ ბოლოს ამოგდებისას ჯოხზე მეორე მუხლი ("კალენა") გაუტეხია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სპორტული თევზაობა კალმახზე - სპინინგი და fly fishing-ი

Post by guruli » 10 აგვ 2007, 22:06

Trouter - შენი თხოვნა გავითვალისწინე და თუშეთში კალმახის ამბები გავიკითხე. მეტ-ნაკლებად ყველგან არის, მაგრამ რაკი იქაურობა ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული, თევზაობა აკრძალესო. :cry: :cry:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]