Page 1 of 6

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 26 აპრ 2006, 11:49
by tio74
ზაფხული მოდის და...
თევზაობის მოყვარულების სეზონი გამძაფრდა... :) ......
...
ძალიან მაინტერესებს _
საქართველოში სადაა კერძოდ კალმახზე _ ყველაზე უკეთესი სათევზაო ადგილები?! :)
:)

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 26 აპრ 2006, 13:30
by Nika
ჩემი მეზობელი ფშავში რო იყო იქ ითევზავა ბადით და ბევრი დაიირა. ისე რაც უფრო შორს დენის წყაროებიდან და ხალხიდან მიტ უფრო კაია.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 26 აპრ 2006, 13:42
by Mao
tio74

borjomis xeobats ara ushavs ra, tsota zemot da xelit.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 26 აპრ 2006, 13:51
by guruli
არ გეხუმრები, სრული სერიოზულობით გეუბნები - თუშეთში. საუკეთესო ბუნება, საუკეთესო ხალხი, საუკეთესო სანადირო თუ სათევზაო ადგილები - ეგ ყველაფერი თუშეთშია. ოღონდ სათევზაოდ გომეწრის ან პირიქითის განაპირა სოფლებში უნდა წახვიდე და იქ იმდენი კალმახია... კაი მოთევზავეები შაათში თურმე მოზრდილ ვედროსაც ავსებენ.
წლების წინ გურიაშიც კაი იყო, სუფსაზე, მაგრამ ამ უღმერთოებმა სულ გაწყვიტეს დენით. უფრო ახლო მანძილებზე ვერაფერს გეტყვი, რადგან არც მე ვიცი.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 26 აპრ 2006, 13:58
by tio74
Nika
Mao
აჰაააა :) ...
ჰო. ხალხისგან ცოტა კი არა.. კარგად შორს :) ...
...
ბორჯომის ხეობაში? :) ...
აჰა..
კიდევ!? :)
...
მითხრეს_ოქროყანის წყალსაცავშია კალმახი, მაგრამ იქ თევზაობა კარძალულიაო :)
და საკალმახეებიც მირჩიეს_იყიდეო! :D მაგრამ ეგ ნამდვილად არ მაწყობს :D
...

და თბილისთან .. გარშემო... ახლოს.. კიდევ მითხარით რააა :) ...

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 26 აპრ 2006, 14:22
by Nika
თბილისთან ახლოს კალმახს კი არა ნორმალურ თევსზ საერთოდ ვერ დაიჭერ.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 27 აპრ 2006, 08:25
by Giorgi Bagrationi
რამდენადაც ვიცი, ყველაზე მეტი კალმახი არხოტშია მდინარე ასაზე. მანდ როშკიდან გადადის ბილიკი და ამჯერად სამი სოფელია ჭიმღა (ერთი კაცი ცხოვრობს), ამღა და ახიელა; იმდენად ბევრი კალმახია, რომ ანკესის ჩაგდება და ამოღება ერთ მოძრაობად აღიქმება. უფროსებს ასეთი "ნადირობა" რცხვენიათ და მხოლოდ ბავშვები ერთობიან. თევზის სიუხვე იმით აიხსნება, რომ ჯერ ერთი არხოტიანელები ცოტანი არიან და თანაც მხოლოდ ანკესით ნადირობენ და არხოტი შემდეგ პირველ დასახლებულ პუნქტამდე ინგუშეთში 100-ზე მეტი კილომეტრია და მუსულმანობის გამო არც ისინი ეტანებიან კალმახს.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 27 აპრ 2006, 19:48
by guruli
ჭიმღა (ერთი კაცი ცხოვრობს),
გიგლა ოჩიაური.
ამღა და ახიელა;
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რომელიღაც მათგანშიც ასევე ერთი კაცია - მიხა არაბული. ალბათ, გახსოვთ ეგენი - *ნიამორის* ფესტივალის გამარჯვებული ფილმის - *პილოტის* გმირები, რომელიც კარაველებმა ორგანოზატორთა მუხთლობის გამო ვერ ვნახეთ.
არადა, ერთ დროს ხალხმავალი სოფლები იყო. შეიყრებიან ხატში სოფლები/ ამღა და ჭიმღა და ახიელიო, ანა კალანდაძის ლექსია.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 27 აპრ 2006, 22:54
by Giorgi Bagrationi
ცოტა თემას გადავუხვიეთ მაგრამ არა უშავს.
მე როცა ვიყავი არხოტში გიგლას მოშინაურებული ჯიხვის ციკანი ჰყავდა ეზოში და ძალზედ გავოცდი როცა ეს ჩლიქებიანი არსება კატასავით აფოფხდა გიგლაზე და მხარზე შემოაჯდა. რაც შეეხება ამღას და ახიელას ჩემ დროს ამღაში 7 კომლი იყო, ახიელაში კი 6.

P.S. თუ ამჟამად კიდევ უფრო შემცირებულია მოსახლეობა, თევზი მით უფრო მომრავლებული იქნება

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 27 აპრ 2006, 22:56
by Gvalva
აუუუ, გიორგი ბაგრატიონმა ისე აღწერა მანდ თევზაობა მომინდა!!!

არა, მე თევზს საერთოდ არ ვჭამ და ერთი ფორუმელის არ იყოს, თანახმა ვარ დაჭერილი თევზები მყისვე გავუშვათ, მარა "სამ პროცესს" და ის ფაქტი რომ იმდენად ხელუხლებელი ადგილია რომ კალმახი ასე ლაღად მრავლდება ძალიან მიზიდავს!!

ისე, ჭაუხები რატომ არასოდეს შეგვიტანია რამე სარეზერვო სიაში??

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 27 აპრ 2006, 23:47
by Nika
თემასთანა ხლოს არაა მარა ჩემი ძმის ცოლი არხოტიდანაა და გვარად არაბულია ;)

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 31 აგვ 2006, 11:34
by beso2
ქარელშიც არის კალმახი, შვანოს ჩრდილოეთ ფერდობზე პატარა მდინარე იღებს სათავეს, ცოტა ქვემოთ კი კალმახიც ბევრი ყავს. შარშან ვიკავი და 7 კილომდე დავიჭირეთ. იმ ადგილებსჰი დათვი და ღორიც ბლომადაა.

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 31 აგვ 2006, 11:44
by beso2
შვანოს მთა 2273 მეტრზეა ზღვის დონიდან. მდინარე ალპურ მდეპოებზე იღებს სათავეს. არაჩვეულებრივი ადგილია

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 21 სექ 2006, 20:12
by toga
ხალხო თუ იცით მდინარის ნაღდი კალმახი ბაზარში თU იშოვება და რა ღირს ან თუნდაც ტბის კალმახი რაღირს წინასწარ დიდი მადლობა

სადაა კალმახზე ყველაზე კარგი სათ

Posted: 22 სექ 2006, 00:31
by mika
zura_wise
მდინარის კალმახი არამგონია.....მაგრამ ერთიდა იგივეა ალბათ 1კგ 14ლარი მინიმუმ გააჩნია რამხელაა კალმახი