Page 3 of 4

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 17:00
by teo-
დათვზე გამახსენდა
სტუმრად ვიყავი და გვერდზე მეზობლად ეზოში ძალიან პატარა გალიაში დათვის ბელი შევნიშნე, გავარკვიე რომ ამ ოჯახისთვის უჩუქებიად და ოჯახის უფროსის დაბადების დღეს ელოდებიანო, ესე 3- 5 თვის იქნება :oops:
ხოდა რა ვქნა ეხლა მე?
ვიდეოსაც დავდებ მოგვიანებით

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 17:04
by zura N.
paata_ wrote: და რაც შეეხება დენით თევზაობას ეგ უკვე თავად ადგილობრივების მონუსია, აბა ხევსუეთში ან ფშავში გაბედოს ვინმემ
თამამად შემიძლია ვთქვა რომ არხოტის ხეობაში დენით არავინ თევზაობს და კალმახიც საკმაოდ ბევრია...

ჩემი თვალით შევესწარი: იმერელი სტუმრები იყვნენ არხოტში ჩასულები, დაბლა ხეობაში გავასეირნეთ, ერთმა იკითხა "აქ კალმახი არისოო?", ვუპასუხე კი მეთქი ანესით თევზაობენ და კარგადაც იჭერენთქო...იცით რა მითხრა? "აუფ აქ მომცა ერთი დენის აპარატი რამდენს დავიწერდიოო...", იმ წუთას სურვილი გამიჩნდა გამეყოლებინა არაგვს, მაგრამ... :roll: :lol: მეტქი აპარატითრომ თევზაობთ იმიტომაცაა დასავლეთში ბევრი რო დარჩა თევზითქო. რას ამბობ აპარტი ბევრს არაფერს წყვიტავსო... მოკლედ დასკვნები თქვენთითონ გამოიტანეთ...

პ.ს. იმერლებთან ბოდიში, ეს მარტო მათზე არ მითქვამს, ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით ეგრეა (რაც მე ვიცი ხევსურეთში არაა ეგრე, სხვაგან მე არ გამიგია ვინმე უფრთხილდებოდეს და აკონტროლებდეს დენით თევზაობას...)

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 17:33
by meleksa
ყველაზე ცუდი ისაა რომ ნადირობა და ბრაკონიერობა ერთმანეთში ერევა ძალიან ბევრს :!:

ერთმანეთისგან გარჩევა რომ ისწავლონ ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება ასე მგონია...

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 21:38
by ARCHILI
რაკიღა თემამ მსჯელობის ფორმა მიიღო, ვცვლი სათაურს :)

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 00:17
by mamuka.....
მე ვეთანხმები მელექსას! : )

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 02:09
by paata_
meleksa wrote:ყველაზე ცუდი ისაა რომ ნადირობა და ბრაკონიერობა ერთმანეთში ერევა ძალიან ბევრს :!:

ერთმანეთისგან გარჩევა რომ ისწავლონ ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება ასე მგონია...

გენაცვალე, მეც მაგას ვიძახი

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 03:12
by Kavtaradze
დღეს არავის არ უნდა ქონდეს ცხოველზე ნადირობის უფლება! ზომიერებაზე არაა აქ საუბარი. ხევსურები ასეთი მაგრები ყოფილან და ინარჩუნებენ თურმე კალმახს(მაგრები კი არ არიან ხალხი არაა იქ საკმარისი რომ "საჭიროება არსებობდეს" დენით თევზაობის..) იგივე ამბავია ყველა დანარჩენ რეგიონში იგივე რაოდენობის თევზს რასაც ეხლა დენით იჭერდნენ გამოცდილი მეთევზე ნათელ პერიოდში ანკესით იჭერდა(თეთრ არაგვზე კალმახი აღარაა დარჩენილი)
უნდა ჩაახრჩოს კაცმა აპარატით მოთევზავე ადგილზე არადა ყველას მაგრა კიდია... ადგილობრივები შვრებიან მაგ ყველაფერს!
"ნიუჟელი" ქელეხში და ქორწილებში უფასო თევზის პონტი არ უნდა ევასებოდეთ ქართველებს? დავაფსი აპარატიან ქართველს სახეზე :@ ვისაც ერთხელ მაინც უთევზავია აპარატით მინდა გითხრათ რო მაგარი სირი ბრძანდებით!

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 03:30
by Kavtaradze
რომელ ცხოველზეა ნებადართული ნადირობა?(მგელს არ ვგულისხმობ და კერძო მეურნეობებს კიდე)

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 04:10
by paata_
Kavtaradze wrote:დავაფსი აპარატიან ქართველს სახეზე :@ ვისაც ერთხელ მაინც უთევზავია აპარატით მინდა გითხრათ რო მაგარი სირი ბრძანდებით!
გაიხარე

აპარატით ვინ თევზაობს ის არაა მეთევზე - ბრაკონიერია


აუ ცხოვრებაში არ მინადირია და დამცველი გამოვედი მონადირეების

როდესაც ხევსურეთის დაცულ ტერიტორიას გამოცხადებაზე არის საუბარი, იქ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ტრადიცები და ცხოველებზე ნადირობაც

გაცილებით მეტი იყვნენ ადრე მონადირეები (და არა ბრაკონიერები) და ცხოველებიც ბლომად იყო

გარე ფაქტორები უფრო დიდ ზიანს აყენებს და ადგილობრივები როდესაც ბრაკონიეროენ ეს უკვე ლოკალური პრობლემაა და თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოსახლეობამ

ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როდესაც მოსახლეობა არ ნადირობს ამა თუ იმ ადგილას, ცხოველების გამრავლების მიზნით

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 09:47
by Nephros
meleksa wrote:ყველაზე ცუდი ისაა რომ ნადირობა და ბრაკონიერობა ერთმანეთში ერევა ძალიან ბევრს :!:
გეთანხმები და კიდევ ერთს დავამატებ:
ბრაკონიერებას სწორედ ის ხალხი ეწეოდა ადრეც და ახლაც, ვინც კანონი უნდა დაიცვას. მოკლედ რომ ვთქვა ძალოვანი სტრუქტურების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. წვრილი ბრაკონიერები კი იმიტომ რჩებიან ხელშეუხებელნი და იმიტომ სარგებლობენ მათი ლოიალურობით, რომ მათ ხშირად ერთად უწევთ ბრაკონიერობა. ჰოდა, ერთი ანდაზა რომ დავამატო – ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს.

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 09:53
by qvevri
ამაზე ანათქვამი, თევზი თავიდან იხრწნებაო.

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 11:14
by Trouter
ყველგან ცდილობენ რაღაც წესრიგის დამყარებას... მხოლოდ ამ დენით ბრაკონიერობას ვერა და ვერ ეშველა.

zura N.

მართალი ხარ! ეგეთ ხალხთან საუბარს და ახსნა-განმარტებებს აზრი არ აქვს... გინდ იმერელი იყოს, გინდ მეგრელი და გინდ ქართლელი :(


Nephros

თქვენც მართალი ბრძანდებით!

შედეგად ყველაზე მეტად კალმახი დაზარალდა :(

ამ სფეროში წესრიგის დამყარებაც რომ შსს-ს დაავალონ იქნებ ამან გამოიღოს სედეგი?

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 11:57
by meleksa
კერძო ტბებში თუ უნდათ ტაფით უთევზავიათ მაგრამ შეეშვან მდინარეებს და პატარა ხევებს...

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 13:21
by აცაბაცა
მე პირადად არც ვნადირობ და არც ვთევზაობ რატომ უნდა მოვუსპო სიცოცხლე ცოცხალ არსებას ჩემი მუცლის ამოსაძღობად????

:twisted:

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 03 თებ 2011, 13:49
by Kavtaradze
აცაბაცა
კისა კისა კისა ტი მაია ლარისა :* :D



paata_
რას ნიშნავს თვითონ ადგილობრივებმა უნდა მოაგვარონ? არავითარ შემთხვევაში, ისინიც ისევე უნდა დაისაჯონ როგორც მისული ... ლოკალური პრობლემა არ ქვია მაგას... ისიც იგივე ზიანს აყენებს როგორსაც მისული, შენ ხევსურეთის ამბავს კი ყვები მარა ეგრე არაა ყველგან... ყველგან კიარა არსად გარდა ხევსურეთისა(ალბათ ხევსურეთში მოგვარებულია)

მაგალითად ხევის მაგალითი ავიღოთ:
სნოს წყალზე აპარატით ბრაკონიერობს მხოლოდ მოხევე სხვას არ უშვებენ იქ...

ისე ცნობისთვის კალმახზე თევზაობა არის აკრძალული! მაგრამ ჰა და ჰა... ანკესით შეიძლება... ბადით თევზაობა უკვე ბრაკონიერობაა!

და ნუ ქმნით საკუთარ წესებს... არ შეიძლება და მორჩა! კანონია და რატომ უყვართ ქართველებს თავისი ზეპირსიტყვიერი დანამატების გაკეთება ასეთ შემთხვევებზე არ მესმის :(