კურიოზები თევზაობის დროს

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 02 იან 2006, 17:41

მოკლედ ეს თევზაობის განუყოფელი ნაწილია როგორც მთლიანად ცხოვრების :)
მაგრამ მეთევზეებს ძალიან ხშირად მოსდით კურიოზები. ყველა არა მეთევზე დასცინის მეთევზეს როცა ის ყვება ტუ რამხელა თევზი გაექცა თან ხელებით აჩვენებს და თითოეული მოყოლის შემდეგ ზომა ნელნელა იმატებს. მაგრამ დამიჯერეთ არავის ამახსოვრდება პატარა თევზის გაქცევა. ასე რომ თითოეულ მონათხრობში რაგაც სიმართლის ნაწილი მაინც არის:) მოკლედ გადავწყვიტე აქ მოგვეყოლა ჩვენი კურიოზები თევზაობის დროს თუ ამ თემას აიტაცებს აქაური საზოგადოება არც მე მოგაკლებტ საინტერესო და ნაწილობრივ ჩეშმარიტ ისტორეიბს :D

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 13:56

მდააა როგორც ვხედავ თევზაობის მოყვარულები აქ ნაკლებად არიან
მომიწევს ჩემი ისტორიების მოყოლა ესიგი:)
მაშინ ერთ შერეულ ისტორიას მოვყვები რომელიც წალკის წყალსაცავზე მოხდა:) შერეულს იმიტომ რომ ცოტა "ნადირობაც" ურევია მოკლედ წავედით წალკაში სათევზაოდ სანადიროდ სახეტიალოდ და მოკლედ გასართობათ. სულ ვართ 4 კაცი და აქედან ერთი უცხოა ვისი მანქანითაც მივდივართ. მოკლედ გზაში ტვინი წაიღო რომ აუუ დათვები არაა გარეული ღორები არაა ნადირობა მინდა მაგათზე მოკლედ არსენა მარაბდელივით ლაპარაკობს. პრინციპში სანადიროდ მარტო ეგ წამოვიდა ჩვენ მხოლოდ ანკესებით ვართ წასული. ჩავედით თუ არა ბარგი არა გვაქ ამოლაგებული და აუფ აუუფ გავვარდით გავვარდითო :D :D :D
მოკლედ გადავწყვიტეთ წყალსაცავზე გადავსულიყავით და იქ ჩვენ ვითევზავებდით და ეს დიდი მონადირე ნაპირს ჩაუყვებოდა შეიძლება იხვს გადამწყდარიყო ( ესეც ჩვენ ვურჩიეთ) თან წასვლის წინ ამაყად დაიბარა ვნახოთ დღეს ვინ მოიტანს სახლში საჭმელსო. მოკლედ დავჯექით გავშალეთ ანკესები დაააა..... ერთ ნახევარ საათში გვესმის ბათქა ბუთქი. თან ამ ჩე....ს 2 ლულიანი თოფი ქონდა და ავტომატივით ისროდა როგორ ასწრებდა გადატენას არ ვიცი :D :D მოკლედ მიდის დუპლების სროლა და წიოკი. და ჩვენ გავიხედეთ რას ვხედავთ ეს დიდი მონადირე შინაურ ბატებს არ ესვრის :D :D სოფლის ბატებია გამოსული თან გადაღმა სოფელია და ყველა უცხო სოფელში შესული ეგრევე ფიქსირდება. მოკლე დამ მონადირემ ამოხოცა ეს ბატები ერთი 70 ლარი ღირს თითო ჩვენ აქედან ვუყვირივართ რას შვები შე .... რას შვები იმას იქიდან გაუგონია მიდი მიდიოო... :D :D :D ჰოდა უბაგუნებს თან ეს შინაური ბატებია და არ მიფრინავენ ამასაც უსწორდება :D :D მოკლედ იმხელა ბატები იყო ორ ცალი მოუკიდებია ზურგზე და ჩვენსკენ მოათრევს ძლივს. ჩვენ აქედან წადი წადიი... არ გიცნობთ. ერთ ერთს ჩვენგანს ვინც ეგ წამოიყვანა ნერვიულობისგან ამ დროს ფაღარათი აუტყდა და გამწარებული დარბის თAნ იგინება თან ბუჩქებში მირბის გამოვა შეიგინება ისევ გარბის :D :D :D ჩვენ ფერი აღარ გვადევს ეს ის დროა წალკაში არეულობა რომ დაიწყო ქართველებსა და თათრებს შორის. და ერთი ცუდად რომ გაიღიმო შეიძლება იქ გიპოვონ ერთი წლის მერე ტავში ცელით :D :D ამან კიდევ სოფლის ბატები ამოხოცა და მოდის გასწორებულში ნიშნის მოგებით რა თევზაობა რის თევაზაობა ეს ბატებიც იქ დავტოვეტ და გამოვვარდით სასწრაფოდ
ხო მართლა შემდეგ როცა უკვა იუმორით ვიხსენებდით მაშინ მოგვიყვა რომ თან ბატები რომ დაუნახია გაუხდია და თოფით შეუცურავს კამიშებში :D :D თავის ჭკუით მიეპარაა
რო არ მიფრინავენ ხო უნდა მიხვდე რომ შინაურია ისე თუ ვერ ცნობ

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Nika » 04 იან 2006, 14:25

LOKI
ჰაჰაჰა მაგარი იყო!
თევზაობაზე კი იყო ბევრი კურიოზი მარა ახლა ვერ ვიხსენებ.

ერთი გამახსენდა. მოკლედ სიონზე ვართ დაჩემმა ძმაკაცმა წამოიყვანა თავისი უმცროსი ძმა, მგარი შტერი ბავშვი. მოკლედ წინა ღამე კარგად დავლიეთ და მეორე დღეს სულ არ გვეთევზავება დილით კიდ ცვურტყით და გვძინავს რა. ხოდა ეს ბოვში ცხადია არ სვამდა. აიღო ანკესი და შამაიაზე თევზაობს. გამოვშტერდით. ჩააგდებს და მალევე ტატატატატ ამოაქვს. თან ეგეთი ტკაცუნა კატუშკა ჰქონდა. მოკლედ ასე გრძელდებოდა 1 საათი და ბოლოს გამოვფხიზლდით და ვუყურებთ ახლა ამას როგორ თევზაობს. უცებ ვხედავთ რომ ურტყავს და ვუყვირივართ არიქა "პადსეჩკა" გაუკეთე. ტიპმა გამოიხედა გაოგნებულმა და "პადსეჩკა" რა არისო? ჩავიხედეთ და კაი 2 კილო შამაიები აქ დაჭერილი. თან სულყველა ისე კატუშკას რო დაატრიალებდა ისე ამოყავდა პირდაპირ :lol: :lol: :lol:

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 14:30

Nika
:D :D :D როგორც რუსული ხალხური ანდაზა გვამცნობს "ვიზიოტ ნავიჩკამ" სიონზე მეც მახსოვს შამაიების ტკაპატკუპი. ერთ დღეს ისე გაგვიმართლა რომ თევზის ჩადებას ვერ ვასწრებდით სადოკში :D და თავით ვარჭოპდით სველ მიწაში. მოკლედ რაღAც გიჯური" კლიოვი" იყო ჰოდაა ზემოდან რომ გადმოგეხედა დაინახავდი მიწიდან ამოსულ თევზებს და შუაში ჩამჯდარ მეთევზეს :D :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Kakha » 04 იან 2006, 16:22

LOKI

მაგრა ვიხალისე :lol:
ჩემს მო-მონადირეო მეგობრებს, როგორც თვითონ მიყვებიან, ერთხელ კინაღამ ვიღაცის გამოზრდილი იხვები (პოდსადკებს ეძახიან თუ არ ვცდები) დაუხოციათ, მე მგონი, კუმისის ტბაზე. ჩუმ-ჩუმათ რომ მიეპარნენ და უკვე სროლა უნდოდათ გავეშებული მონადირე გამოუვარდათ, ხომ არ გაგიჟდით ესენი ჩემებია, გარეული იხვების შემოსატყუებლად მყავს აქო :)

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 17:16

Kakha
ხო "პოდსადკა" არის რეზინისაც ჩადებ წყალში და მერე შენ სპეციალური საყვირით "უბერავ"
მაგარი სიტყვაა დახოცვა :D :D
ერთი ეგეთი მონადირე შედის ხოლმე მინდორში ყოველთვის ვიცით ეგ რომ მინდორშია იმიტომ რომ დუპლებს ისვრის(დუპლებს-ესეიგი ორივე პატრონას ერტდროულად) შედის ხმაურით ბუფ-ბუფ მერე ეს ხმაური გვშორდება და რამდენიმე საათსი ისევ გვიახლოვდება. ასეთივე ხმაურით გამოდის :D :D მაგრა მმარტო ხმაურობს
აი ეგ "ხოცავს" ხოლმე ერთ ცალს :D :D :D :D

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 17:27

გზადაგზა კიდევ მოგიყვებით ხოლმე სახალისო ისტორიებს :D :D კიდევ ერთი ასეთი რომელიც მე არ გადამხდა პირადად მაგრამ მამაჩემს გადახდა და ჩვენთან ანეგდოტად დადის :D მემგონი მთლად ტყუილი არ უნდა იყოს როგორც მამაჩემი მიყვება :D :D მოკლედ მიდის მამაჩემი მუხურში
თევზაობს ბლესნით( ბლესნით თევზაობა კალმახის დაჩერაში ვახსენე) და მიუყვება მდინარეს. მოკლედ ცოტა იარა თუ ბევრი დაინახა წაბლი და ცოტა მოშიებული მივიდა მოკლედ წყვიტავს ნელნელა და რაღაც გრუხუნი ესმის გადაწია გადმოწია ტოტები და რას ხედავს დათვის სიფათი :D :D მოკლედ ეს ანკესები რომ დაყარა და დაკრა ფეხი იქით რომ სამი საათი მიდიოდა სოფლამდე ნახევარ საათში ჩავიდა. მერე თავისი ანკესების დარდი ქონდა მონადირეები ნახა და ისე აბრუნდა ანკესები დაიბრუნა( საშუალოდ 200$-250 $ ამბავია) და მონადირეებმაც ორ დღეში ის დათვი ჩამოიტანეს. ახლა ეს გამახსენდა შემდეგ პირადად ჩემს თავგადასავლებზეც დავწერ ხო მართლა კარგი იქნება თუ სხვების გაგვახალისებენ :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Nika » 04 იან 2006, 17:57

LOKI
საწყალი დათვი :cry: :cry: :cry: ჩემთან სოფელში სახლთან ხშირად ჩამოდის ხოლმე. მარა შარშან ხალხს აივანზე რო ეძინა ("კარველებს" იასნია) არ ვუთხარი :lol: :lol: :lol:

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 18:06

Nika
:D :D :D ღამით უნდა მოგეყოლა და ისე გაგეშვა დასაძინებლად :D მაგრამ როგორც წესი საშიში ზამთარშია როცა საჭმელი შემოაკლდება.
გააჩნია როგორ მოუყვები შეიძლება მერე აივანზე კი არა სახურავზე ვერ დაიძინონ :D :D :D
ერთხელ ტყეში ცეცხლთან იმისთანა ისტორიები მოვყევით თითქოს არაფერი არავინ შეიმჩნია მარა ღამე ყველას ანთებული ფანარით და გაშლილი დანით ეძინა კარავში მეორე დღეს ყვალა თვალჩასისხლიანებული იყო :D :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Kakha » 04 იან 2006, 19:00

თევზაობას არ ეხება, ისევე, როგორც ჩემი წინა ამბავი, სამაგიეროდ მე პირადად გადამხდა.

მთავართას ციხის ასზომად ვართ ასულები მე და ჩემი ორი მეგობარი. მთავართა არაგვის ხეობაშია, მთის წევერზე, დიდებული ძეგლი, დიდი ქვებით ნაგები, ამისთანა წყობას მშრალ ეძახიან. სამხრეთამრიკული ძელგლები რომ გინახავთ ფილმებში მაჩუ–პიკჩუ და მისთანები კედლები მათ ასოციაცის იწვევს.

რომ მივედით იქვე ახლოს მთავართას შესასვლელთან დათვის ფუნდა იყო. ნუ იყო და იყო. დავიწყეთ ჩვენი საქმის კეთება, ამოვიღეთ რულეტკები, დაფა, ფანქარი და ა. შ. თითიქმის ბოლოში ვიყავით გასულები რომ ბუჩქებიდან დათვმა დაგვიბღვირა, ერთი კი შემოგვძახა და მართალი გითხრა აღარ გავამეორებინეთ. სულ ქუსლებ ვირტყამიდთ კისრებში ისე დავეშვით თავქვე სოფელ ბიჩიანისკენ.

კიდევ კარგი ანაზომები არ დაგვრჩა იქ......

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 19:52

არის თევზაობაში კიდევ ასეთი ცნება "ზაკონ ოპდლოსტი" ალბათ ბევრს შემთხვევია ზიხარ თევზაობთ რამდენიმე კაცი გვერდიგვერდ და თევზი მარტო ერთტან მიდის ერთი და იგივე სიღრმე გაქვთ დაყენებული ერთი და იგივე სატყუარა დაგებული გვერდი გვერდ ზიხართ მაგრამ მაინც არაა რააა :D
ეს ის "ზაკონ პოდლოსტი" ა რომლის მიხედვითაც კარაქიანი პური რომ დაგივარდება აუცილებლად კარაქის მხარეს ეცემა და ასევე მთელი დღე რომ თევზი არ არის და როცა იქ გახვალ სადაც მეფეებიც ფეხით დადიოდნენ (ტუალეტში ესეიგი) მაინცდამინც მაშინ მოუნდება თევზს სადილობა :D :D :D

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
კურიოზები თევზაობის დროს

Post by ilia » 04 იან 2006, 20:46

Nika wrote:LOKI
საწყალი დათვი :cry: :cry: :cry: ჩემთან სოფელში სახლთან ხშირად ჩამოდის ხოლმე. მარა შარშან ხალხს აივანზე რო ეძინა ("კარველებს" იასნია) არ ვუთხარი :lol: :lol: :lol:

:shock: ,კიდევ კაი ოთახში დავწექი.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 04 იან 2006, 23:46

ilia
შენ გაგისწორდა და დათვს რა გაუტყდა შენ ხომ არ იცი :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Nika » 04 იან 2006, 23:57

LOKI
ჰაჰა შენ ნათქვამზე გამახსენდა. სიონზე ვართ და დონკები გვაქ ბლომად ჩაყრილი. ხოდა ერთი ტიპია წამოსული თევზაობიდან ძაან შორსაა მარა რაღაც ანკესი წამოიღო ხოდა ესეც ჩააგდეთო დიდხანს გვეხვეწა და ბოლოს სულ ბოლოში მარცხნივ მაგისი ჩავაგდეთ. მოკლედ მიდის თევზაობა ამ ჩვენ ანკესებზე მოდის კობრი უცებ იმის ანკესმაც დარეკა ზარი. ტიპს მაგრა გაუსწორდა. ამოვიღეთ – მურწა. ფუ ეს რა არის და გადავაგდეთ. ცევაგდეთ ისევ. ისევ მურწა დაჯდა მაგის ანკესზე. მერე რაღაც დაგვეზარა კოპტონის გამოცვლა და არ ცაგვიგდია ეგ ანკესი და ახლა მურწა უკვე მაგის შემდეგზე დაჯდა ჯერ ერთი, მერე მეორე. სასწრაფოდ ჩავაგდე ტისევ მაგისი ანკესი დაცვის პონტში და ისევ მაგსიაზე წამოვიდა. აი ასეთი ისტორია.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 05 იან 2006, 14:14

Nika
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D
მაგარი იყო
სხვათა შორის მეთევზეები კარგი ცრუ მორწმუნეები არიან:))
იყო ეგეთი შემთხვევა დილით მივდივართ რამდენიმე კაცი ექვსი საათია თენდება გავუარეთ ერთს და ნუ მოკლედ გამოდის ანკესებით ყველაფრიტ ჩაცმულ დახურული და სანამ მანქანაში ჩაჯდება ზევიდან ახალ გაღვიზებულმა ჩიტმა მოისაქმა მაგაზე :D :D (საერთოდ ამბობენ რომ ცუდი არ უნდა იყოს ეგ ამბავი მაგრამ) მოკლედ აღარ მოვდივარო მორჩა დღეს ვერაფერს დავიჭერო ეგრევე ჩაცმულ დახურული შეტრიალდა უკან ნუ ამხელა კაცისთვის რა უნდა გვეთქვა(უფროსი კაცია) მორალი ის არის რომ ჩიტს რამდენჯერ უნდა მოესაქმა მაგ კაცზე სათევზაოდ წასვლის წინ რომ ეგ დასკვნა გაეკეთებინაა :D :D :D :D :D




იმ დღეს მართლა დიდი ვერაფერი დავიჭირეთ :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]