Page 1 of 4

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 29 იან 2009, 23:46
by Kavtaradze
გამარჯობა
ამ სეზონზე 2 ჯერ ვიყავი უკვე, არხი სავსეა და ძალიან აქვს წყალს მომატებული...
მაგრამ 1კგ მაინც დავიჭირე 2ივეჯერ :) ხელცარიელი არ დავბრუნებულვარ...
ვიყავი თათრების მხრიდან, ჯიპებით ვიყავით და ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე, ტბა იმხელაზეა მომატებული რო წყალში მოგვიწია სიარული... Image
Image

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 29 იან 2009, 23:48
by Kavtaradze
ადრე გვქონდა დავა იმასთან დაკავშირებით თუ რა თევზი ბინადრობდა მაგ არხზე, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წითელფარფლა, კარასი, ღორჯო და ლეშაა...(ანუ მიმტკიცებდნენ წითელფარფლაზე(კრასნაპიორკა) რომ ნაფოტააო და უეჭველად გავარკვიე რომ წითელფარფლაა :D

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 30 იან 2009, 16:45
by ARCHILI
Kavtaradze wrote:ადრე გვქონდა დავა იმასთან დაკავშირებით თუ რა თევზი ბინადრობდა მაგ არხზე, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წითელფარფლა, კარასი, ღორჯო და ლეშაა...(ანუ მიმტკიცებდნენ წითელფარფლაზე(კრასნაპიორკა) რომ ნაფოტააო და უეჭველად გავარკვიე რომ წითელფარფლაა :D

მერე?...


:)

მოგვიყევი რა ქენი...

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 07 თებ 2009, 09:05
by Sikvdila
ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, რომელსაც ვერ ვიტან.

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 07 თებ 2009, 14:10
by Kavtaradze
Sikvdila
ერთადერთი ადგილი საქართველოში სადაც ზამთარში ბევრი თევზი მოდის ;)

ვინც ვიტანთ გაგვატარეთ :D

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 07 თებ 2009, 14:16
by Kavtaradze
ARCHILI
თბილისიდან გავედით 7 ზე და ადგილზე ვიყავით 8:15 წუთზე, გზად მივირთვით უგემრიელესი ხაში(გზადაა მაგარი სახაშე და თუ წავალთ გზამკვლევი მე ვარ )
დილით თევზი არ მოძრაობდა, 10-15 ცალი სტანდარტული ზომის წითელფარფლა დავიჭირე, მერე 1-2 საათში შევიცვალე ადგილი უფრო არხისა და ტბის შესართავისკენ გადავინაცვლე და იქ უკვე სერიოზულად წამოვიდა თევზი, თათრების მხარეს ვიყავი, ჯიპით ძლივს შევედით, მომატებულია წყალი, ტბასთან დაკეტილი აქვთო ესე თქვეს, ამის მიუხედავად ტბა იმხელაზეა მომატებული, რომ გზაზე გადმოდის.
ბოლო თევზაობაზე დავიჭირე 2,5 კგ (უფრო მეტი წითელფარფლა და ალბათ 500გრ კარასი)
Image

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 12 თებ 2009, 13:45
by Mailo
Kavtaradze wrote:ARCHILI
თბილისიდან გავედით 7 ზე და ადგილზე ვიყავით 8:15 წუთზე, გზად მივირთვით უგემრიელესი ხაში(გზადაა მაგარი სახაშე და თუ წავალთ გზამკვლევი მე ვარ )
დილით თევზი არ მოძრაობდა, 10-15 ცალი სტანდარტული ზომის წითელფარფლა დავიჭირე, მერე 1-2 საათში შევიცვალე ადგილი უფრო არხისა და ტბის შესართავისკენ გადავინაცვლე და იქ უკვე სერიოზულად წამოვიდა თევზი, თათრების მხარეს ვიყავი, ჯიპით ძლივს შევედით, მომატებულია წყალი, ტბასთან დაკეტილი აქვთო ესე თქვეს, ამის მიუხედავად ტბა იმხელაზეა მომატებული, რომ გზაზე გადმოდის.
ბოლო თევზაობაზე დავიჭირე 2,5 კგ (უფრო მეტი წითელფარფლა და ალბათ 500გრ კარასი)


კაცურად, ამიხსენი თათრების მხარეს რომელს ეძახით???? კიდე ის გამაგებინე vectra-თი თუ მივალ ამ პერიოდში, ან ამ შაბათ-კვირას, და ან მომავალ შაბათ-კვირას... შარშან ვიყავი მანდ დეკემბერში ford siera-თი და პრობლემა არ მქონდა.... იასნია ისევ ისეთი ტალახი იქნება და რამე, მაგრამ
მაინც თუ მივალ მსუბუქი მანქანით?????

და კიდე, ხალხი ბევრი არის ხოლმე????

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 12 თებ 2009, 23:43
by Mailo
Kavtaradze

ძმობილო... ეხლა გავიგე ჯანდარაზე ვიღაცას შეუსყიდია ტბასთან ჩამავალი კანალიო და ბადე ჩაუგდიაოო, და ამიტომ თევზი აღარ მოდისოოო.....

მე როგორც მივხვდი კიდე ეხლა ჯანდარის გარდა სათევზაო პონტი არსად არ არისოოო....

ხოდა წასვლა მინდა მაგრად და თუ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მომაწოდეთ ჯანდარის კანალის მდგომარეობაზე...

:)

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 15 თებ 2009, 11:23
by Kavtaradze
Mailo
რა ხდება ეხლა, ჯანდარის არხი ყოფს სოფელ ჯანდარას 2 ნაწილად, ადრე სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, მერე სვანები ჩაუსახლეს და ეხლა გაყოფილია , ნახევარი სვანებისაა, ნახევარი აზერების :)
რაც შეეხება ბადეებს ბადე რაც მანდ ვთევზაობ სულ ჩაგებული აქვთ, მაგრამ ხსნიან ხოლმე, არხში შემოდის თევზი... დღეს წავიდა ბიძაჩემი, მე საქველმოქმედო აქციას ვაკეთებ და ვერ წავყევი, შენ სვანების მხრიდან მიხვალ და ვექტრით შეაღწევ სავარაუდოდ :) სულ ესაა, არ დაიჯერო, ჯანდარაზე თევზი არის, ოღონდ არის დღეები როცა საერთოდ არ მოდის და არის დღეები როცა ძალიან მაგრა მოდის :)

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 15 თებ 2009, 11:24
by Kavtaradze
ხალხი შაბათ-კვირასაა ბევრი... კვირის დღეებში არა.
ისე უკვე მთავრდება სეზონი :D მალე ტბებზე წავა თევზაობააა :)

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 15 თებ 2009, 11:43
by Mailo
Kavtaradze

ანუ შეგიძლია რაიმე მირჩიო სად წავიდე მომავალ შაბათს ან კვირას სათევზაოდ????? :)

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 18 თებ 2009, 07:22
by Sikvdila
Kavtaradze
მიბრძანდით, სად დაინახე რომ ხელი შეგიშალე.
ჩემი უახლოესი ძმაკაცი დაიღუპა მანდ, 1999 წელს, თავის 2 ახლობელთან ერთად. მაგიტომაც დავწერე ვერ ვიტან მაგ ადგილს თქო.

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 18 თებ 2009, 11:00
by oto
რა ხდება ეხლა, ჯანდარის არხი ყოფს სოფელ ჯანდარას 2 ნაწილად, ადრე სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, მერე სვანები ჩაუსახლეს და ეხლა გაყოფილია , ნახევარი სვანებისაა, ნახევარი აზერების
ეგრე არ არის ძამიკო.ეგ ტბა უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანის რესპუბლიკისაა დანარჩენი საქართველოსი. შუაშია გაყოფილი.86 წელს სვანეთში დიდი მეწყერი და ზვავები იყო სოფლები დაინგრა და მაშინ ჩაასახლეს სვანები მანდ.

მეც არ მიყვარს ეგ ტბა.რადგან სულ ბევრი ხალხია,თევზი ყაარს.ტუ ერთი აგერია ნადირობის დროს გზა აზერების მხარეს ხვდები და დიდი პრობლემები გექმნება.ბევრია ეგეთი შემტხვევები.წელსაც მოხდა.

გია.დონი ვარ :D ეგ ამბავი მეც ვიცი ახლობლის ახლობლები იყვნენ.ნავი გადაუბრუნდათ არა მაგათ.

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 18 თებ 2009, 21:25
by Sikvdila
oto
როგორა ხარ :)
ზუსტად არავინ იცის რა მოხდა... მე მაინც მგონია, რომ დაახრჩვეს სამივე. არ ვიცი....

ჯანდარის ზამთრის სეზონი

Posted: 18 თებ 2009, 23:08
by oto
Sikvdila wrote:oto
როგორა ხარ :)
ზუსტად არავინ იცის რა მოხდა... მე მაინც მგონია, რომ დაახრჩვეს სამივე. არ ვიცი....
ხო ეგ ჭორის დონეზეა.მეც არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ფაქტი ცუდია და საშინელი. :(