ცხოველთა დამცველები აქეთ

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by lama » 30 მარ 2009, 02:31

teo-

რა დაემსგავსე შენს ავატარს :D:D:D:D:D:D:D:

მიყვარხარ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by teo- » 30 მარ 2009, 02:33

lama
ხოო აბაააა... ეგეც საჭიროა ზოგიერთებთან მარა ვერ ვქაჩავ აშკარად
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Duckling » 30 მარ 2009, 02:40

პოზიტივისთვის :)
Image
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by GIRA » 30 მარ 2009, 10:33

ფსიქოზი ჭირს საიტს :shock:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Wanderer » 30 მარ 2009, 12:34

ფსიქოზი ჭირს საიტს
საიტებს ფსიქოზი არასდროს სჭირთ.

და ინტერნეტიც არასდროს დაიღლება. :wink:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by saskva » 30 მარ 2009, 13:22

ამ თემის ხშირი სტუმარი ვარ თუმცა არასოდეს დამიწერია რამე, დარწმუნებული ვარ ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი პოსტია ამ თემაში, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე და მინდა ერთი ორი სიტყვა ვთქვა, მეტი არაფერი. წინასწარ ვიხდი ბოდიშს თუ კი რამე ვინმეს არ ესიამოვნება, შეურაცმყოფელად ან ზედმეტად მიიღებს

რას ვერ ვხვდები იცით??? რატომ არის ასეთი გამიშვი გამატარე საჭირო ამ საკითხზე??? ეს რომ ფორუმ.გე იყოს რომელსაც ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე მაგალითისთვის გავიგებდი ასეთ გამოხმაურებას რადგან იქ უუუუუუუუუუუუუამრავი ხალხია თავშეყრილი და ყველა სხვადასხვა სფროთია დაინტერესებული. აქ კი კარავზე ყველას ერთი რამ ბუნების და სილამაზის სიყვარული გვაერთიანებს. იმ ანეგდოტის არ იყოს აკვარიუმი თუ გაქვს სილამაზე გიყვარსო აქაც ეგრე ვართ, შეუძლებელია ბუნება გიყვარდეს, დადიოდე, ძეგლებს ეფერებოდე და ამ დროს ცხოველი არ გიყვარდეს. ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ადამიანი რომელიც მთელი წელი ხან სად არის ხან სად რომ სილამაზე აღიქვას გაქანდება და ირემს მოკლავს. სწორედ ამიტომ არასწორად მიმაჩნია ასეთი კამათი.
ორ სხვადასხვა თემას ვურევთ ერთმანეთში: ერთია გადარჩენისთვის ცხოველის მოკვლა და ამას არცერთი აქ მყოფი არ აპროტესტებს და მეორეა სიამოვნების მიღებისთვის ცხოველის მოკვლა, რომ გსიამოვნებს სისხლისგან როგორ იცლება, აი ამას კი ვთვლი რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

რაც შეეხება ძაღლების თემას მართალია, არ შეიძლება ესე მოქცევა. 5ძაღლი მყოლია სახლში და იმის გამო რომ რთული შესანახია არცერთი არ გამიგდია სახლიდან. ხომ მოვიყვანე? ხოდა კეთილი უნდა ვინებო და ვარჩინო კიდეც, რა ბავშვს რომ გავაჩენ და მერე მომბეზრდათქო უნდა გავაგდო გარეთ??????? ეს ხომ მიუღებლად მიგვაჩნია და ის რატომ არის მიღებული??? ვიღაცამ დაწერა ადამიანი ძაღლს უფრო ტიროდა ვიდრე მამასო, არც მიკვირს. ეს ვინც დაწერა იმას ეტყობა ცხოველი არ ყოლია სახლში. როგორც ვერ იტყვო დედა უფრო გიყვარს თუ მამა ისეთივე საკითხია ეგეც. დასასვენებლად რომ მივდივარ პიურველი ძაღლები მენატრება ხოლმე, იმიტომ კი არა რომ ისინი უფრო მეტად მიყვარს უბრალოდ უცბად მაკლდება რაღაც ოთხფეხები, რომლებიც მოვლენ და ხმას არ ამოიღებენ ისე ჩაგიდებენ თავს ფეხებში მომეფერეო, ჯამს მოგირბენინებენ ანი დაგავიწყდი მე კიდე მშიაო. ეს უნდა გამოცადო ისე ვერ მიხვდები. ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა რა თქმა უნდა განვიცადე მაგრამ იმაზე ნაკლები ვიტირე ვიდრე ჩარლი რომ მოკვდა. რატომ???? არ ვიცი უბრალოდ ეტყობა 80წლის ადამიანზე ფსიქოლოგიურად ხარ შეგუებული და 10წლის ძაღლი კი გგონია რომ ჯერ კიდევ ლეკვია. დიახ ნაგავში მძრომიალე ძაღლი უფრო მეცოდება ვიდრე ადამიანი, და არც ვმალავ. რატომ??? იმიტომ რომ ადამიანს 2ხელი და 2 ფეხი და ტვინი აქვს, ის შეგნებულად არის ეგრე. გაანძრიოს ხელი და რამე გამოუვა. ნუ მათხოვრობს გაზეთები გაყიდოს ან ტუალეტები დაალაგოს, მაგრამ რატომ ეს ხომ უფრო მარტივია. ძაღლი კი ამას შეგნებით არ აკეთებს, გამოაგდეს და რა ქნას??? იმუშაოს???

ხოდა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მხოლოდ ერთს ვიტყვი. სწორედ ამ შაბათ კვირას იყო ფიშ ტური სიონში, ხომ არ შევარდნილვართ და აგვიკრძალია არ ითევზაოთთქო??? უბრალოდ არ წავედით რადგან ვერ ვუყურებ როგორ იჭერენ თევს რომელიც ფართხალებს და სიცოცხლისთვის იბრძვის და მერე როგორ აცმევენ შამფურზე და როგორ ქეიფობენ. მე არც ვინმეზე აზრი შემცვლია უბრალოდ ნერვები არ მოვიშალე და არც სხვას არ მოვუშალე, ხოდა არც ნადირობის თემაში გივარდებით არიქა ამას როგორ ბედავთთქო, ხოდა თქვენ რას ერჩით ამათ??? ნუ შემოიხედებით, თუ უბრალოდ თავს იმართლებთ აქ დაპოსტვით??? გაანებეთ რა თავი, არ ჯობია აქ დახარჯული ენერგია ზოგმა ლაშქრობებში ზოგმა კი ძაღლების უფლებების დაცვაში დახარჯოთ???

ხოდა რა საჭიროა კამათი და შეურაცყოფა??? არ ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს???

ხო და კიდე რატომღაც მგონია რომ გოგოების ვეგეტერიანობა და ესეთი აზრები სინონიმებად გადაიქცა ამ თემაში ხოდა მინდა ვთქვა რომ ვეგეტერიანელი არ ვარ მაგრამ მაინც შემტკივა გული ცხოველებზე და იმაზე თუ როგორ ექცევიან მათ, რადგან ცხოველი ხმას არ იღებს და იმ ორმოში ჩაგდებული არ კივის მიშველეთო და სასინელი ხმით არ მოთქვამს არ ნიშნავს რომ არ ესმის, ვერ ხვდება, არ განიცდის ან არ ტკივა. ის ადამიანი რომელიც ამას ვერ ხვდება ალბათ ცხოველთან შეხება არ ქონია და მის თვალებში არ ჩაუხედია

ვსო მე მოვრჩი, გავედი ამ თემიდან, დარქმუნებული ვარ აღარც დავპოსტავ აქ. ხოდა ძალიანაც ნუ ჩამქოლავთ :P :P :P

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by lama » 30 მარ 2009, 13:35

saskva wrote: როგორც ვერ იტყვი დედა უფრო გიყვარს თუ მამა ისეთივე საკითხია ეგეც.


რა????

:D:D:D:D:D:D
:shock: :shock: :shock: :shock: :shock:
:D:D:D:D:D:D:D:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Tamari-ch. » 30 მარ 2009, 14:50

ეს ვინც დაწერა იმას ეტყობა ცხოველი არ ყოლია სახლში. როგორც ვერ იტყვო დედა უფრო გიყვარს თუ მამა ისეთივე საკითხია ეგეც.

სწორედ ამაზე ვწერდი ამდენს...
არაა ეს ნორმალური.

მყავდა ცხოველი ბევრჯერ -
ირლანდიური სეტერი მყავდა-
ძალიან მაგარი ძაღლი იყო ლედი -
ნამდვილი მონადირე -
შოკოლადისფერი მბზინავი ბეწვით -
ყოველ დილით დრუნჩ მოამდებდა ხოლმე და ისე მაღვიძებდა-
:D
ძალიან მიყვარდა -
სულ რამდენიმე დღეების იყო რომ მოიყვანეს და მალიშით ვკვებავდი -
ჩვილივით მყავდა და ჩემი გაზრდილი იყო.
რომ გაიზარდა მერე წაიყვანეს მონადირეებმა სოფელში
და მერე მშობიარობას გადაჰყვა.
ბომბორაც მყავდა - კავკასიურის ნაჯვარი ლეკვი იყო - დიდი თათებით -
სამზარეულოში მე და ბომბორა ერთად ვჭამდით სადილს.
:lol:
ისიც წაიყვანეს მერე რაიონში.
და მიუხედავად ამისა არასოდეს ცხოველი არ მიყვარდა ისე, როგორც დედა ან მამა.
არ შეიძლება ცხოველი იყოს " ოჯახის წევრი", იმიტომ რომ ეს ცხოველია და არა ადამიანი. რაღაც პრობლემაა ფსიქიკაში როცა სწორედ ასე აღიქმება ცხოველი. :roll:

ზაზუნებიც გვყავდა ადრე -
ბავშვობაში ერთხელ ციყვის ნაშიერი ვიპოვეთ ბუდიდან გადმოვარდნილი და იმასაც ვკვებადვით .
რამდენჯერ ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყები დაგვიზრდია.
აბასთუმნის ტყეში ვარ გაზრდილი და არავისგან მესწავლება ბუნების სიყვარული.
და რატომ ჰგონია ამ ხალხს რომ ცხოველების მტერი ვარ?
:lol:

რაღაც არასწორედ აღიქვამენ გარშემო მყოფთ ეს ხალხი და არაადექვატური რეაქციები აქვთ ხოლმე ზოოფილებს..
სწორედ რომ ეს მაფიქრებს..
:roll:

ნუ შემოიხედებით, თუ უბრალოდ თავს იმართლებთ აქ დაპოსტვით???
saskva
ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი ყველაფერ ამაზე.
იმიტომაც ვიხედები და ვწერ.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by saskva » 30 მარ 2009, 15:05

არ შეიძლება ცხოველი იყოს " ოჯახის წევრი", იმიტომ რომ ეს ცხოველია და არა ადამიანი. რაღაც პრობლემაა ფსიქიკაში როცა სწორედ ასე აღიქმება ცხოველი.
ჩემი ძაღლები ჩემი ოჯახის წევრები არიან და არანაირად არ ვთვლი რომ რაიმე ფსიქიკური პრობლემები მაქვს. როგორ შეიძლება არ იყოს ის ძაღლი ჩემი ოჯახის წევრი რომელიც ჩემ თვალწინ გაჩნდა და რომელზეც წლებია ვზრუნავ, ვკვებავ, ვვარცხნი, ვასეირნებ, ექიმთან დამყავს, ვეთამაშები. მე ეს უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Tamari-ch. » 30 მარ 2009, 15:10

ჩემი ძაღლები ჩემი ოჯახის წევრები არიან
:roll:

:shock:

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by oto » 30 მარ 2009, 15:17

დაააა,აქ ფიშტოც გავარდებააა :D

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Monadire » 30 მარ 2009, 17:57

თამარ
ვაჰ მეც ზუსტად ეგეთი მყავს..მასაც ლედი ჰქვია და მანაც ზუსტად ეგრე იცის. ბიჯოს რა დამთხვევაა?!.

ჰო და გესეირნებისას სხვა, უცხო ძაღლებს არ ვაკარებ.
სულ იმის შიშში ვარ, რამე არ გადასდონ. თორემ ჩემი ხელით გავუხვრიტავ შუბს იმ მაწანწალას და მერე თუ გინდა მსოფლიოს ცხოველთა დამცველებმა მსდიონ კუდში. :lol:
ჰო ჩემს მეგობარს კიდევ 2 თვე დარჩა 6 თვიანი უალკოჰოლო პერიოდიდიან, იმის გამო რომ კნუტმა გაკაწრა, რომელიც გადავარჩინეთ.
(შუა გზაზე მიბობღავდა. მე მანქანებს ვიგერიებდი, რომ არ გადაევლოთ იმან კი ხელში აიყვანა).
წინა პოსტებს გადავხედე საშინელი გრძნობა დამეუფლა.
მე სხვანაირებად გიცნობთ და ძალიან გთხოვთ ნუ შემაცვლებინებთ თქვენზე წარმოდგენებს.
გამოსავალი მოვნახოთ სჯობია.


ვფიქრობ აუცილებელია მაწანწალა ძაღლებისგან(კატებისგანაც), დაიცალოს ქალაქი.
ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს მათი ფიზიკური განადგურების გზით .
გამოიყოს სადმე იზოლირებული ტერიტორია , შეყარონ შიგ და ვინც ადამიანებზე წინ ძაღლებს აყენებს და როგორც ვხედავ მათი რიცხვი ბლომად ყოფილა, მათ უზიდონ საჭმელი ,უმკურნალონ და მოუარონ ვაჰ..
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Tamari-ch. » 30 მარ 2009, 18:03

თამარ
ვაჰ მეც ზუსტად ეგეთი მყავს..მასაც ლედი ჰქვია და მანაც ზუსტად ეგრე იცის. ბიჯოს რა დამთხვევაა?!.

ჰო და გესეირნებისას სხვა, უცხო ძაღლებს არ ვაკარებ.
სულ იმის შიშში ვარ, რამე არ გადასდონ. თორემ ჩემი ხელით გავუხვრიტავ შუბს იმ მაწანწალას და მერე თუ გინდა მსოფლიოს ცხოველთა დამცველებმა მსდიონ კუდში.

მაგარი ჯიშია სეტერი -
ჩვენს ლედის
კეფაზე კოპი ჰქონდა -
მერე მითხრეს ეგ ჯიშიანობის მაჩვენებელიაო -
თათები ჰქონდა კიდევ დიდი.
და ჭკვიანი იყო - ესმოდა ყველაფერი რასაც ეტყოდი.
დვორნიაშკასგან დაორსულდა და ბევრი ლეკვები დაყარა-
გადაჰყვა მშობიარობას.
მონადირეს ჩააბარეს სოფელში მოსავლელად-
(ჩემი მამიდაშვილი მონადირეა)
და იმ კაცმა საშინლად ინერვიულა მერე ამის გამო...

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by teo- » 30 მარ 2009, 18:05

ჰო ჩემს მეგობარს კიდევ 2 თვე დარჩა 6 თვიანი უალკოჰოლო პერიოდიდიან, იმის გამო რომ კნუტმა გაკაწრა, რომელიც გადავარჩინეთ.
დედა რა მომხდარააა.. შენ ისიც არ იცი ის კნუტი დაავადებული იყო თუ არა, არ უნდა გადაგერჩინა ამის მერე ხო გაითვალისწინებ?
ძალიან გთხოვთ ნუ შემაცვლებინებთ თქვენზე წარმოდგენებს.
:lol: :lol: შეიცვალე მერე??? დეპრესია არ ამცდება ეხლა
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ცხოველთა დამცველები აქეთ

Post by Monadire » 30 მარ 2009, 18:19

თამარ
თათების რა მოგახსენო, მაგრამ კოპი ჩემსასაც აქვს და მაგის გამო კვრიხინასაც ვეძახით.
ძალიან დამეწვა გული თქვენი ლედის აღსასრულზე.

თეო
გადავარჩინე და კიდევ გადავარჩენ.
მაშინ სულად არ მიფიქრია იმაზე ის კნუტი დაავადებული იყო, თუ საღი. შემეცოდა და ვსო
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]