მონადირეებო მთელი ქვეყნისა შეერთდით
Posted: 05 აპრ 2009, 14:16
oto wrote:გველს არ ვკლავ - მეცოდება, მაგრამ მასეთებს სიამოვნებით დავხვრეტდი.ერთერთს გოგოს ქორწილი ქონდა სამასკაციანი და 300 ხოხობი მოკლა ერთერთ ნაკრძალში.
თუშებმა მითხრეს ერთ ყოფილ მინისტრზე, ახლა რომ საფრაჰნეგთშია პოლიტიკური დევნილის სტატუსით, კიდევ კარგი, ეგ მოგვაშორეს, ლამის ყოველ კვირა ძმაკაცებთან ერთად ვერტმფრენით მოფრინავდა და სადაც წააწყდებოდნენ ჯიხვებს, რამდენიც უნდა ყოფილიყვნენ, ყველა ერთად ხოცავდნენ. არადა, იმათგან შეიძლება 1-2 ამოეტანათ, დანარჩენებს კი ეგრევე ტოვებდნენ ხევებშიო...ეუფ...caucasica wrote: 1989 წლსსსს ჩვენთან მინიმუმ 800 სულ ირემს ითვლიდნენნნ (ეს მარტო ბორჯომის ნაკრძალი 17000ჰა).
1999წ კი 35 სული ძლივს დაითვალესსსს...ჯიგარი ხარ!!!GIRA wrote: არაკაცი ვიყო თუ მე ჩემს ცხოვრებაში ვაშლოვანში მენადიროს!!!!!!!!!
ამას საქვეყნოდ ვაცხადებ!!!!!!!!!!!
შენ მე არ მიცნობ. მე ძალიან რთული ხასიათის ადამიანი ვარ, ჩემი პრინციპების გამო. ნაკრძალში კი არა, სათევზაო აპარატის გულისთვის ძმაკაცები მყავს სერიოზულად მომდურებული, იმის მერე ყოველთვის ერიდებათ ჩემთან აპარატის გამოჩენაც კი.
მე ჩემი მეურნეობა მქონდა სადაც ხოხობიც იყო და ღორიც შემოდიოდა, პატარა კლდიანი წვერი ჰქონდა და იქ დაახლოვებით 20-30 ფრთა კაკაბი ბინადრობდა(სიხარულით შევცქროდი ხოლმე და ვუსმენდი).
ძმაკაცები, რომ ჩამოდიოდნენ თითოს ერთ ხოხობზე მეტს არ ვაკვლევინებდი. ერთხელ გურჯული გამიკეთეს და 10 კაცი დამადგნენ, მეთქი თქვენ ბიჭო შ..გ ხომ არა გაქვთ მეთქი, აქ ხოხბის ფერმა კი არ მაქვს მეთქი. გავამწკრივე ერთ რიგად და მოვაკვლევინე ოთხი ცალი სულ, მერე დავუკალი კაი კალიაძე გაზრდილი ინდაურები და წევიდა გულაობა
ხო, იმ კაკბებზე კიდე რა მოხდა. არ ვიყავი ერთხელაც იქ და ჩასულა ჩემი ბრაკონიერი ძმაკაცი მაგარი თოვლი და ყინვა, რომ იყო ისეთ დროს. იქვე კლდიანებიდან ერთ-ორ კილომეტრში ძველი ნახევრად დანგრეული შენობა იყო და იქ აფარებდნენ თავს კაკბები, შესულა ეს არაკაცი და სულ გაუწყვეტია.
ეგ იყო და ეგ, იმის მერე ეგ ადამიანი ჩემს ფერმაში აღარ მოსულა ისეთ პარში გავატარე.
იმ დათვზე კი შენი და კავკასიკას აღფრთოვანებას მთლად ვერ გავიზიარებ. სურათზე რაც ჩანს, მაგაზე ზორბა მეც კი მინახავს - არამონადირე კაცს (ყოველ შემთხვევაში, ცხოველზე არასოდეს მინადირია) გურიაში. მართლა უზომოდ დიდი იყო. თუმცა მაშინ მას მონადირეებიც შეეჩეხნენ და იმათაც თქვეს, იშვიათად გვინახავს ამხელაო.
ერთი შემთხვევა მახსოვს კიდევ, როცა ტყეებში გამორჩეულად დიდი კვალი გამოჩნდა - ლამის "ვალინკიანი" ფეხი ეტეოდა შიგ, იმხელა იყო.