Page 1 of 3

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 17:40
by Trouter
სათევზაო ტერმინოლოგიის გადმოქართულებაზე ამ ფორუმში მსჯელობები კარგა ხანია მიმდინარეობს. ჩვენი და ჩვენი მეგობრების ნააზრევი და ნაწვალები გაფანტულია ფორუმის სხვა და სხვა გვერდზე. ვინმეს რომ რაიმე დასჭირდეს, ალბათ ვერც იპოვის.
სწორედ ამისათვის შევქმენი ეს თემა, სადაც მხოლოდ სათევზაო ტერმინოლოგიის გადმოქართულებაზე ვიმუშავებთ :)

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 17:43
by Trouter
ამას წინათ ფიშერი თავს იმტვრევდა და ვერაფრით ვერ გადმოაქართულა
"ПРИКОРМКА"
აბა იდეები :wink:

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 17:48
by Trouter
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ამ ორი სიტყვის გადმოქართულებაზე ვმსჯელობდით და ასეთი ვარიანტები გამოიკვეთა:

"საჩოკი" - ჩოგანი

"სადოკი" - ქისა

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 17:58
by Varvara
Trouter wrote:ამას წინათ ფიშერი თავს იმტვრევდა და ვერაფრით ვერ გადმოაქართულა
"ПРИКОРМКА"
აბა იდეები :wink:
ეგ რა არის სატყარაა რამე? თუ დამატებითი ბაგური კვება? :D

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 18:03
by bagauri
привада vici rom SAHCVEVIA
vipikrot axla прикормка rogor ikneba :D

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 18:08
by ლეონტი
ისე თუ დრო გაქვთ, პატარა გაკვეთილებიც რომ დადოთ, ვიდეოს და აუდიო ან ტექსტის სახით.
მე ბავშვობაში ვთევზაობდი მტკვარზე და იმდენს ვიჭერდი რომ ჭამას ვერ აუდიოდით, მაგრამ მაშინ თევზი არ მიზიდავდა.
ეხლა პირიქითაა თევზი მიზიდავს და თევზაობა აღარ.
არ ვიცი რა შეიცვალა ჩემში და ძაან ვდარდობ.
ალბათ დროც აღარაადა მაგიტომ , როცა დროა ბუნებაში სიარული მირჩევნია წყლის პირას ჯდომას.
პრიკორმკა ასე ითარგმნება, დამატებითი კვება.
მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან სატყუარა სეიზლება თავად ანკესის ნაწილი იყოს ჯობია ეწოდოს საკვებ-სატყუარა.
:P

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 18 ივლ 2007, 18:42
by Trouter
Varvara

თევზი რომ ნემსკავიან სატყუარასთან, ან მის სიახლოვეს მოიზიდონ, თევზის დაჭერის სავარაუდო აკვატორიაში ყრიან სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებულ საკვებს. საკვები შეიძლება ჩაიყაროს პირდაპირ წყალში, ან გამოყენებულ იქნას სპეციალური კონტეინერი, რომელსაც რუსულად КОРМУШКА ქვია და ქართული "საკვებური" მშვენივრად შეესატყვისება.

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 10:39
by TORO
Trouter

ყოჩაღ ყმაწვილო ყოჩაღ კარგი საქმე დაგიწყია ;)

მაშ ასე- შევთანხმდეთ რომ ქართული ვერსიები უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე ამასთან ალბათ აუცილებელი არ არის გამოყენებული იქნეს ზუსტი თარგმანი. მოდი როგორმე ჩამოვწერ სრულ (მეტნაკლებად სრულ) სიას რუსული ანალოგების და ყველამ ერთად მოვუძებნოთ შესატყვისები

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 10:57
by TORO
აბა იფიიქრეთ!!! :twisted:

1. ბლესნა
2. პავადოკი
3. კატუშკა
4. გრუზი
5. ვერტლუჟოკი
6. პადსეჩკა
7. პაკლოვკა
8. დონკა
9. კუკანი
10. ბაგორიკი
11. პლეტონკა
12. როდ პოდი
13. სტოიკა
14. დჯიგი
15. ბოილი

კიდევ ერთხელ ვიმეორებ შესატყვისები რაც შეიძლება მოკლე და იოლად გამოსათქმელი უნდა იყოს მემგონი 3 ტერმინზე უკვე შევთანხმდით
ა. ჩოგანი
ბ. ქისა
გ. საკვებური

აბა იდეებს ველით (სია გაამდიდრეთ ეს არასრულია მაგრამ უცებ მეტი ვერ მოვიფიქრე)

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 11:00
by popins
კატუშკა გორგოლა :lol:

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 11:01
by popins
პლეტიონკა წნული :lol:

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 11:01
by popins
სტოიკა სადგარი :lol:

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 11:02
by popins
დანარჩენი რომ ვიცოდე რისთვის, რა არის დავარქმევდი სახელებს :lol: :lol: :lol:

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 11:06
by ARCHILI
4. გრუზი ==== სიმძიმე
2. პავადოკი ==== ძუა არ არის?

გადმოვაქართულოთ სათევზაო ტერმინოლოგია

Posted: 19 ივლ 2007, 11:15
by ARCHILI
Trouter wrote:ამას წინათ ფიშერი თავს იმტვრევდა და ვერაფრით ვერ გადმოაქართულა
"ПРИКОРМКА"
აბა იდეები :wink:
მაგი მგონი ერთ სიტყვაში არ იტქმის და უნდა იყოს: "საკვების დანამატი"