Page 9 of 10

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 მაი 2009, 17:36
by David
teo- wrote:David
მივესალმები შენს აქ მასვლას
იქნებ დაგედა კანანი საქართველოში ბრაკანიერების შესახებ
ნუთუ მხალად ჯარიმებით შემაიფარგლება
გამარჯობა, :)

მე ეხლა არ მავსულვარ, 3-4 წლის წინ აქტიური კარველი ვიყავი/ვცდილაბდი :D

როგორ არის იცი? თუ ზარალი 1000 ლარს აჭარბებს, საგამაძიება დეპარტამენტს გადაეცემა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება. გამაძიების შემდეგ, საქმე სასამართლაში მიდის, სადაც ჩვენი იურისტემი მამჩივან მხარედ გამოდიან. თუ დამრღვევი პირველად ჩადის დანაშაულს მინიმალურ სასჯელს ვითხავთ, თუ არადა - მაქსიმუმს.

თუ ზარალი 1000 ლარზე ნაკლებია, მაშინ თავად გდი, ანუ ჩვენ ვწყვიტავთ რამხელა სასჯელი დავაკისრათ. ესეც კანანის შესაბამისად წყდება, რასაკვირველია.

მოკლედ, ყველაფერი ბუნებისადმი მიყენებული ზარალის მასშტაბით განისაზღვრება.

ზაგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული იმდენად სერიოზულია, რომ დამნაშავე მხალად ფულადი ჯარიმით ვერ გამაძვრება. ნუ მერე იქ კიდევ გააჩნია რამდენად ორგანიზებული სახე ჰქანდა დანაშაულს, რა საშუალებების გამოყენებით იქნა ჩჩადენილი და ა.შ. ათასი ნიუანსია. მაგალითად, წინა გვერდზე მაყვანილ მაგალითში რეინჯერი, რომელმაც სამსახურებრივი გულგრილაბა გამაიჩინა და მალავდა არხის გაჭრის ფაქტს, სერიოზულად დაისჯება.მაგრამ ეს ჯერ სასამართლაზე უნდა დადასტურდეს.

მთელი კანანის დადებას აზრი არ აქვს, ძირითად მუხლებს დაგიდებთ.
აქ არის ის 86 მუხლი, რომელიც გარემას დაცვის საკითხებს ეხება.
სამწუხარად, სხვა ფარმით ვერ დავდებდი.
მითითებულია თითაეული მუხლის განმარტება, გათვალისწინებული სასჯელი და განმხილველი არგანა.
http://mydisk.ge/download.php?id=37D8BB17BC

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 19 მაი 2009, 10:40
by Makena
Wanderer

მგლების რა ბრალია თუ ადამიანები ერთმანეთს ეომებიან და ტყეებს წვავენ, ისვრიან და აყრუებენ მიდამოს? გადაირია ნადირი და გაიქცა თავისი ადგილსამყოფელიდან, მოედო მიდამოს და შეესია სოფლებს, ამიტომაც არის მგლების თავდასხმები გახშირებული.
შვლების ხოცვის ფაქტები უამრავია, კარავზეც ბლომად ფოტოები დევს დახოცილი შვლების და ირმების... ასერომ ამ ამბავს სერიოზული მიხედვა ჭირდება თორემ მალე კურდღელის მეტი აღარაფერი დარჩება 8)

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 19 მაი 2009, 11:28
by David
Makena wrote:Wanderer

მგლების რა ბრალია თუ ადამიანები ერთმანეთს ეამებიან და ტყეებს წვავენ, ისვრიან და აყრუებენ მიდამოს? გადაირია ნადირი და გაიქცა თავისი ადგილსამყაფელიდან, მაედა მიდამოს და შეესია საფლებს, ამიტამაც არის მგლების თავდასხმები გახშირებული.
შვლების ხაცვის ფაქტები უამრავია, კარავზეც ბლამად ფატაები დევს დახაცილი შვლების და ირმების... ასერამ ამ ამბავს სერიოზული მიხედვა ჭირდება თორემ მალე კურდღელის მეტი აღარაფერი დარჩება 8)
მთლად მასე არ არის. საქმე იმაშია, რომ ეს მგლები გარემას დაცვის სამინისტრამ შემაიყვანა ჩხაბაძის მინისტრაბის დროს. მგელი ტყის სანიტარიაა და რაღაც სისულელეები. მგელი ეკაბალანსის თვალსაზრისით მართლაც ძალიან სასარგებლა ცხაველია, მაგრამ ეს მაშინ, რაცა ბუნებრივი გამრავლების შედეგად იმდენია, რამდენიც ამ ბალანსის დაცვას სჭირდება. ამათმა კიდევ, იმაზე მეტი შემაიყვანეს, ვიდრე საჭირო იყო და ბალანსისც დაირღვა.

მოკლედ, იდიატაბა გააკეთეს. თანაც ჩვეულებრივი მგლები არ არიან, ძაღლთან ნაჯვარი ჯიშია, რაღაც უცნაური. როდის იყო მგლები სახლებში უვარდებადნენ ადამიანებს? ცხაველების სადგამში კი ბატანა, მაგრამ სამზარეულაში ან საძინებელში მგლის შევარდნა გაგიგიათ როდისმე? ესენი უვარდებიან და ადამიანების დაკბენის უამრავი მაგალითი გვაქვს. ასეთი ფაქტები იყო სამეგრელაში, კახეთში, იმერეთში.

არადა კანანი ასეთ შემთხვევაშიც კი, არ იძლევა მგლების მასიურად დახაცვის ნებართვას. ცატა ხანში უფრო დეტალურად დავწერ.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 19 მაი 2009, 13:38
by teo-
David
ეს ე.წ. წითელი მგლებია ხო?? როგორც ვიცი აჭარაში ასლანის დროს შემოიყვანეს დიდი რაოდენობით.. შემოსევას რაც შეეხება ძალიან შიმშილობენ და ამას ვაბრალებ 1 კვირა და მეტი რო მშიერი იქნები ადამიანს დაებინდება გონება და მგელს ჭკუა როგორ უნდა მოვთხოვოთ

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 19 მაი 2009, 17:21
by David
teo-


დიახ. ეხლა გავარკვიე, რომ ადგილაბრივ თვითმმართველაბებს აქვთ დახაცვის უფლება.

მშივრები რომ არიან ესეც ბალანსის დარღვევის ბრალია.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 19 მაი 2009, 21:27
by teo-
David
დახოცვის უფლება შემოსევის შDემთხვევაში თუ ტყეში?

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 00:36
by Makena
David
teo-
წითელი მგლების შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა, რეგიონებში ხშირად დავდივარ ჩემი სამსახურის გადამკიდე და რამდენჯერმე სევესწარი საუბარს წითელი მგლების შესახებ, თუმცა რომ ჩავეძიე აღმოჩნდა რომ ეს წითელი მგელი არავის ჰყავდა ნანახი, ჰოდა მეც შევეცადე გამერკვია ეს საკითხი და კომპეტენტურ პირებს მივმართე, მინდა გითხრათ რომ არავითარი წითელი მგელი საქართველოში არ შემოუყვანიათ, და არც არავინ შემოიყვანს, ეს არის მოგონილი ამბავი, რომელიც რატომღაც ასე აიტაცეს, ასერომ ტყეში თუ მგელი შემოგხვდათ იცოდეთ რომ ნაღდათ ქართული იქნება, რუხი.
ჰო ისე უმადობას არც ქართული მგელი უჩივის 8)

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 00:39
by teo-
Makena
არა წითელი კი არ არის მართლა წითელი დაკრავს, და თვალებიც მოწითალო აქვს..მაწანწალა ძაღლს უფრო გავს.. სადღაც მაქ ფოტოები და განახებ თუ ვიპოვე

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 08:15
by GIRA
ნახევარი ტერიტორიები ისედაც წართმეული გვაქვს. იმ ტერიტორიებზე ვინ აკონტროლებს ნეტა? იქ, რომ ვინადირო და ხორცი წამოვიღო არის მაგაზე კანონი?

Makena
შვლების ხოცვის ფაქტები უამრავია, კარავზეც ბლომად ფოტოები დევს დახოცილი შვლების და ირმების...
ტაში მეგობრებო, მალადეც :lol:

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 10:26
by David
teo- wrote:David
დახაცვის უფლება შემასევის შDემთხვევაში თუ ტყეში?
შემასევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ტყეში დახაცვის უფლება არ აქვთ.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 10:30
by David
Makena wrote:David
teo-
წითელი მგლების შესახებ უამრავი ჭარი გავრცელდა, რეგიანებში ხშირად დავდივარ ჩემი სამსახურის გადამკიდე და რამდენჯერმე სევესწარი საუბარს წითელი მგლების შესახებ, თუმცა რომ ჩავეძიე აღმაჩნდა რომ ეს წითელი მგელი არავის ჰყავდა ნანახი, ჰადა მეც შევეცადე გამერკვია ეს საკითხი და კამპეტენტურ პირებს მივმართე, მინდა გითხრათ რომ არავითარი წითელი მგელი საქართველოში არ შემაუყვანიათ, და არც არავინ შემაიყვანს, ეს არის მაგანილი ამბავი, რომელიც რატომღაც ასე აიტაცეს, ასერამ ტყეში თუ მგელი შემოგხვდათ იცადეთ რომ ნაღდათ ქართული იქნება, რუხი.
ჰა ისე უმადაბას არც ქართული მგელი უჩივის 8)
თეამ ნაწილაბრივ უკვე გიპასუხათ წითელთან დაკავშირებით. მაწანწალა ძაღლებს გვანან იმიტომ, რომ მართლაც ძაღლთან ნაჯვარი ჯიშია. თქვენი არ ვიცი და მე პირადად მყავს ნანახი ერთხელ საგურამასთან, გარდა ამისა, გვაქვს მრავარიცხავანი ჩვენებები იმ ადამიანებისგან, ვინც პირადად ნახა.

ეს საერთად არ არის პრაბლემა. მათი ნახვა. დამალვას არც ცდილაბენ. პირიქით, საძინებელში და სამზარეულაში უვარდებიან ხალხს. უამრავი შემთხვევებია და ინფორმაციები ამის შესახებ პირდაპირ ჩემთან შემოდის. ასე რამ, არსებობენ რომელია.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 10:59
by Wanderer
ხალხო, მგლების შესახებ მეტ-ნაკლებად გავერკვიეთ რა ხდება. მაგრამ მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან. როგორ შეიძლება მგლის მოგერიება? თოფის გარეშე შესაძლებელია? ვგულისხმობ საველე პირობებში ანუ ლაშქრობების დროს.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 15:41
by teo-
David
ეს საერთოდ არ არის პრობლემა. მათი ნახვა. დამალვას არც ცდილობენ. პირიქით, საძინებელში და სამზარეულოში უვარდებიან ხალხს. უამრავი შემთხვევებია და ინფორმაციები ამის შესახებ პირდაპირ ჩემთან შემოდის. ასე რომ, არსებობენ რომელია
კარგი რააა... ნუ აპანიკებთ ხალხს :D .. ტყეში შეჭამა 1 წლის წინ კახეთში ქალი და კიდე რომელიღაც სოფელში სახლთან ახლოს ბოსელში შევარდა და აქედან გაჩნდა საფრთხე რო შეიძლება სახლშიც შესულიყვნენ.. ამას მოყვა მერე ბოლი და ბოლი :? :lol:

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 15:55
by teo-
წითელი მგელი

Image

წითელი მგელი (Cuon alpinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონმდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.

როგორც ხედავთ მეტად საეჭვოა მათი აქ გავრცელების ამბავი, ზირიდადათ 2 ჭორია ერთი რო აჭარიდანააა შემოსული ასლანის დროს(არვიცი რაში ჭირდებოდა) და მეორე აბრალებენ ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებდა საკმაოდ დიდ ბიუჯეტიან პროექტს მგლებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ამას სასტიკად უარყოფენ, და არა მარტო ისინი ყველა ამ სფეროში მომუშავე ადამიანები.
ხო ამ მგელს ალპურ მგელს ეძახიან კიდე
პალიასტომის მიდამოებში ასევე მგლის შენარჩუნების და გამრავლების მიზნით სახ.ბიუჯეტში იყო თანხები გაწერილიო და თქვენ გეცოდინებათ ეს რამდენად მართალია, მე უბრალოდ სადღაც წავიკითხე

http://presa.ge/print.php?i=2886
აჭარის სოფლებში გლეხები მგლების მომრავლებით და მათ მიერ დაგლეჯილი პირუტყვის რაოდენობით შეწუხებული არიან. მგელი წითელ წიგნში შეტანილი ცხოველია და მასზე ნადირობა აკრძალულია. ნადირობა მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით შეიძლება.

წელს, ადრე გაზაფხულზე, მგელმა ქედის რაიონის ბევრ სოფელში - დოლოგანში, პირველ მაისში, აგარაში, ზესოფელში, ზვარეში, ვარჯანისში, გობრონეთში, ახოსა და სხვაგან დაგლიჯა პირუტყვი.

ამჟამად მოსახლეობის დიდ ნაწილს პირუტყვი მთებში, საზაფხულო იალაღებზე ჰყავს გადაყვანილი, თუმცა, როგორც ამბობენ, მგლების თავდასხმების ფაქტები იქაც ხშირია.

სოფელ ახოელი სიმონ დიასამიძე ამბობს, რომ გომის მთაზე მგელმა წელს ბევრი პირუტყვი გაანადგურა:

”როგორც კი ამოვედით, მეორე დღესვე თემურ დავითაძის ნახევარტონიანი ძროხა შეჭამეს, დღისით. წელს ისე არიან გააქტიურებული, დაღამებასაც არ ელოდებიან. როგორც კი ნისლი ჩამოწვება (მთაში ნისლი ყოველთვის არის) ველზე გამოდიან. საძოვარზე საქონელს უმეთვალყუროდ ვეღარ ვუშვებთ”.

გარემოს დამცველების განცხადებით, მგელზე ნადირობა, გარკვეული წესებით, შეიძლება. გარემოს დაცვის მინისტრის განკარგულებით, თუკი მოსახლეობა მგლის უჩვეულო თავდასხმებს შეამჩნევს, უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას.

ეს უკანასკნელი საქმის კურსში ჩააყენებს გარემოს დამცველებს და ისინი მიავლენენ ექსპეტთა ჯგუფებს ადგილებზე.

თუკი მართლაც დადგინდება მგლის (და სხვა გარეული ცხოველის) ჭარბი რაოდენობა, მუნიციპალიტეტი გამოყოფს საჭირო რაოდენობის ფინანსებს და მონადირეებს კონკრეტულ ტყეებში გაამწესებენ ანუ მგელზე ნადირობა დაიშვება.

- ”ვფიქრობ, წელს, მგლების რაოდენობაზე ხმები გადაჭარბებულია და გასულ წელთან შედარებით არანაირ ანომალიას ადგილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საგანგაშო ინფორმაციას არ ვფლობთ. ერთადერთი შემთხვევა, როცა მგელი სოფელში შევიდა სანადიროდ, იყო ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, სადაც იგი მოკლეს და შესაბამისი აქტიც დაიწერა”, - აცხადებსგარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელი, გელა კანდელაკი.

გლეხები მოქმედ კანონმდებლობას არ იცნობენ და ამ კუთხით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგალითებიც არ არსებობს. გლეხებს, უბრალოდ, მგლების შემოტევა აწუხებთ, ხელისუფლებას კი ინფორმაცია არ აქვს.

კანდელაკის თქმით, გარეულ ცხოველთა რაოდენობასა და მდგომარეობას ქვეყანაში დიდი ხანია აღარ სწავლობენ, რაც ინფორმაციის ნაკლებობას იწვევს:

- ”საბჭოთა პერიოდში არსებობდა ორგანიზაცია - ”მონადირეთა კავშირი”. იგი სწავლობდა ნადირის რაოდენობას და ადგენდა სანადირო კვოტასაც. როცა მგლის რაოდენობა იმატებდა, მაშინ მის მოსაკლავად გარკვეულ კვოტას აწესებდნენ და მგლის ტყავს იბარებდნენ.ამ წესით არეგულირებდნენ ცხოველებს. ამჟამად ეს ორგანიზაცია დაშლილია და ნადირის მდგომარეობაც შეუსწავლელია”.

გლეხების თქმით, მგელი ტყეებში მოჭარბებულად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და წელს მათი პოპულაცია უჩვეულოდ გაიზარდა. ისინი ფიქრობენ, რომ მგელი, როგორც წითელ წიგნში შეტანილი სახეობა, გარემოს დაცვის სამსახურმა ხელოვნურად მოაშენა და ტყეში გაუშვა, წითელი მგლები კი მეზობელი თურქეთიდან შემოვიდნენ.

მწყემსები მგლისგან თავის დაცვას ტრადიციული წესებით აპირებენ და მასზე ნადირობას გეგმავენ. მათი თქმით, თუ დროზე არ შემცირდება მგლების რაოდენობა, შედეგი სავალალო იქნება. რაც შეეხება აკრძალვას, მათ ”მგლური კანონის” არ ესმით.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 20 მაი 2009, 17:15
by David
teo- wrote:David
ეს საერთად არ არის პრაბლემა. მათი ნახვა. დამალვას არც ცდილაბენ. პირიქით, საძინებელში და სამზარეულაში უვარდებიან ხალხს. უამრავი შემთხვევებია და ინფორმაციები ამის შესახებ პირდაპირ ჩემთან შემოდის. ასე რამ, არსებობენ რომელია
კარგი რააა... ნუ აპანიკებთ ხალხს :D .. ტყეში შეჭამა 1 წლის წინ კახეთში ქალი და კიდე რომელიღაც სოფელში სახლთან ახლოს ბასელში შევარდა და აქედან გაჩნდა საფრთხე რა შეიძლება სახლშიც შესულიყვნენ.. ამას მაყვა მერე ბალი და ბალი :? :lol:

:D :D :D