Page 1 of 2

სასროლეთი თბილისში

Posted: 02 აპრ 2007, 20:21
by OSPA
მაინტერესებს სპორტული სროლა ე.წ. "სანადირო თოფიდან", ანუ სტენდი, ტრანშეა, კრუგი და რავიცი კიდე რა ქვია. ადრე როგორც ვიცი ვარკეთილში ყოფილა სადღაც და არც თუ ცუდი სპორცმენები გვყოლია, მაგრამ ახლა ვერ გავიგე ფუნქციონირებს კიდევ ეს კლუბები თუ არა. მოკლედ თუ ვინმემ იცით რამე მისამართი ან თუნდაც ტელეფონი(საიტზე არაფერს ვიძახი :wink: ) მადლობელი ვიქნები თუ დამეხმარებით

სასროლეთი თბილისში

Posted: 02 აპრ 2007, 20:46
by guruli
OSPA
არც თუ ცუდი სპორცმენები გვყოლია,
გვყოლია? გვყოლია კი არა, მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა პირადში - თამაზ იმნაიშვილი. გუნდურში სსრკ-ს დროს მსოფლიოს პრიზიორებიც გვყავდნენ, მაგრამ დამოუკიდებლობის მერეც - 1994 წელს ჩვენი ნაკრებიც გახდა მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი. გუნდში იმნაიშვილი, დავით შენგელია და დავით ქვათაძე იყვნენ. სსრკ-ში ჩვენები - იმნაიშვილი, ტარიელ ჟღენტი და სხვებიც წამყვანი მსროლელები იყვნენ, ხოლო ზურაბ მაჩხანელი წლების განმავლობაში წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს.
ახლა ვერ გავიგე ფუნქციონირებს კიდევ ეს კლუბები თუ არა. მოკლედ თუ ვინმემ იცით რამე მისამართი ან თუნდაც ტელეფონი
სასროლეთი კვლავაც მუშაობს და მოყვარულები მეტ-ნაკლებად ერთობიან კიდეც (მათ შორის, იტალიის ელჩიც), მაგრამ ტექნიკა იმდენად მოძველებულია, პროფესიული სპორტისთვის ანუ სავარჯიშოდ გამოუსადეგარია. ზუსტი მისამართი არ ვიცი, მაგრამ ამ ტელეფონზე დარეკე - 95-18-33. იკითხე ლევან (ლოვა სიმონიანი) - ეგეც ძველი მწვრთნელია და ის დაგაკვალიანებს. ახლა სახლში არ იყო, თორემ მეც გაგიგებდი.
და თუ ტყვიის სროლა გაინტერესებს, ვაკეშია ნინო სალუქვაძის კარგი ტირი, ოღონდ მხოლოდ დახურული.

სასროლეთი თბილისში

Posted: 03 აპრ 2007, 01:25
by Archil
რამდენადაც მახსოვს ჯანმრთელოსბი სამინისტროს პირდაპირ რომ ეკონომიკის სამინისტროს (ყოფილი მრეწველობის სამინისტროს) შენობაა, იმის პირველ სართულზე იყო სასროლეთი, ეგრე ვიცი. ეხლა არის თუ არა, ზუსტად არ ვიცი, დიდი ხანია აღარ გამივლია მაქეთ.

სასროლეთი თბილისში

Posted: 03 აპრ 2007, 15:45
by lama
Archil
კი მანდაც და ასევე პატრულშიც :)

სასროლეთი თბილისში

Posted: 03 აპრ 2007, 19:15
by OSPA
ტყვიის სროლა, პნევნატური იარაღი და მათი მსგავსი ნაკლებად მაინტერესებს, ამიტომ დახურული ტიპის ტირები ალბათ არ გამომადგება, მე უფრო "მფრინავი თეფშების" განადგურება მიყვარს. guruli, პროფესიონალურ სპორცმენობას სიმართლე გითხრა არც მე არ ვაპირებ, ისე თავისუფალ დროს გავერთობი.

მადლობა ყველას ვინც მიპასუხა, ამ დღეებში აუცილებლად დავრეკავ ბატონ ლოვასთან და თუ რამე საინტეერესო გავიგე დავწერ, იქნებ სხვასაც გამოადგეს.

სასროლეთი თბილისში

Posted: 22 მაი 2007, 01:37
by Makena
სტენდი ნამდვილად ვარკეთილშია, არის როგორც ტრანშეი ასევე მრგვალი სტენდი, თუმცა როგორც ვიცი რამდენიმე წლის წინ გაძარცვეს და ამის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა, რამდენადაც ვიცი დღესდღეობით ისევ ფუნქციონირებს და შესაძლებელია საკუთარი თოფითაც ისროლო გარკვეული საფასურის ფასად.

სასროლეთი თბილისში

Posted: 22 მაი 2007, 19:10
by OSPA
ბატონ ლევანს ველაპარაკე და როგორც გავარკვიე ვარკეთილში მართლაც ფუნქციონირებს სტენდი, სამწუხაროდ ჯერ ვერ შევძელი პირადად გასვლა და ნახვა ამიტომ აღარაფერი არ დამიწერია, ახლო მომავალში ალბათ მაინც მოვახერხებ გასვლას და ფასებზე და პირობებზეც დავწერ.
თოფებს რაც შეეხება, იქ თოფები მემგონი საერთოდ არა აქვთ, შენი თოფით უნდა მიხვიდე, პატრონებს კი მოგცემენ(თუ არ ვცდბი 1ც.-1ლარად)

სასროლეთი თბილისში

Posted: 29 სექ 2007, 20:55
by Makena
OSPA wrote:ბატონ ლევანს ველაპარაკე და როგორც გავარკვიე ვარკეთილში მართლაც ფუნქციონირებს სტენდი, სამწუხაროდ ჯერ ვერ შევძელი პირადად გასვლა და ნახვა ამიტომ აღარაფერი არ დამიწერია, ახლო მომავალში ალბათ მაინც მოვახერხებ გასვლას და ფასებზე და პირობებზეც დავწერ.
თოფებს რაც შეეხება, იქ თოფები მემგონი საერთოდ არა აქვთ, შენი თოფით უნდა მიხვიდე, პატრონებს კი მოგცემენ(თუ არ ვცდბი 1ც.-1ლარად)
OSPA
ხომ არაფერი გაგირკვევია სტენდის შესახებ? ფუნქციონირებს თუ გაჩერებულია?

სასროლეთი თბილისში

Posted: 02 ოქტ 2007, 09:43
by Naia
სტენდის შესახებ არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მეც ვიყავი დაინტერესებული ამ საკითხით... მირჩიეს მივსულიყავი იარაღის ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც საკუთარი სტენდი აქვთ. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ამერჩია ჩემთვის სასურველი იარაღი და მევარჯიშა. არ ვიცი ახლაც ასეა თუ არა... წესით იარაღის ყველა მაღაზიას თავისი სტენდი უნდა ჰქონდეს...

სასროლეთი თბილისში

Posted: 04 ოქტ 2007, 21:07
by oto
Makena
ძამიკო სტენდი ფუნქცნიორებს,ისევ ზღვაზეა.თეფში თავის ტყვიით 1ლარი ღირს.თუ შენი ტყვიებით ახვალ 50-ი თეთრი.

ერთ სერიაში 25-ი თეფშია.

სასროლეთი თბილისში

Posted: 09 ივლ 2008, 22:25
by Monadire
oto wrote:Makena
ძამიკო სტენდი ფუნქცნიორებს,ისევ ზღვაზეა.თეფში თავის ტყვიით 1ლარი ღირს.თუ შენი ტყვიებით ახვალ 50-ი თეთრი.

ერთ სერიაში 25-ი თეფშია.
წელს ვიყავვი მანდ და მაგრადაც გავისცორე

სასროლეთი თბილისში

Posted: 10 ივლ 2008, 11:04
by Gvalva
Monadire

ჰმ, წაგვიყვანე აბა, ვნახოთ ვინაა კარავის საუკეთესო მსროლელი!!

მე მივიღებ მონაწილეობას!

სასროლეთი თბილისში

Posted: 10 ივლ 2008, 15:49
by Monadire
Gvalva
სვანეთიდან თუ ჩამოვალ წავიდეთ
წავიდეთ ვისროლოთ , ვისროლოთ და
გავარტყათ

სასროლეთი თბილისში

Posted: 11 ივლ 2008, 17:17
by Varvara
წამოდით ჩემთან, მე უფრო იაფად დაგამტვრევინებთ თეფშეფს :D

სასროლეთი თბილისში

Posted: 28 ნოე 2008, 20:56
by ARCHILI
აქ არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამ თემაში რაიმე შესაფერისი მინდოდა წინ წამოწეულიყო


:wink: