Page 1 of 7

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 16 ივლ 2009, 09:38
by KSOVRELI
სურვილი მაქვს, ველოლაშქრობები მოვაწყოთ ისევე, როგორც ლაშქრობები ეწყობა. მაგრამ ჯერ საცდელი გასვლა უნდა განხორციელდეს, თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობების შესამოწმებლად.

აბა, იდეები!

იქნებ კოჯორი?

აბა, სხვა ვარიანტები!

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 16 ივლ 2009, 09:43
by Wanderer
ეხ. თბილისის გარშემო სულ სასტიკი აღმართებია... :D

წავედით სამეგრელოში. :D

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 20 ივლ 2009, 11:36
by KSOVRELI
მე და samara ვიყავით. მართალია, მთლად თბილისის გარშემო არა, მაგრამ გავედით რა.

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 29 ივლ 2009, 22:15
by pataputina
აი ასეთი ველოტური...

ჰხუხ


http://www.youtube.com/watch?v=DUan1n6jRAk

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 14:39
by KSOVRELI
17 ოქტომბრისთვის გადავწყვიტეთ გასვლა.
სად?
ჯერ არ ვიცით.

Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 14:45
by KSOVRELI
ჯერ ხმელნიცკის ქუჩაზე გავუარე, შემდეგ ერთად დავიძარით ზღვისკენ.

მიყრუებული ქუჩებით ავედით, ხმაურს და გამონაბოლქვს მოვერიდეთ.

ზედა მარჯვენა კუთხეში პატარა ლილო მოჩანს.

Image
Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 14:56
by KSOVRELI
დაახლოებით ასეთი მანევრი გავაკეთეთ:

Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 15:14
by KSOVRELI
გზად.

Image

ეკლესია ამოვიღეთ მიზანში.

Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 15:17
by KSOVRELI
ამინდი კარგი იყო.

თუმცა ხილვადობა ძალიან შეზღუდული იყო, ამიტომ ხედებით მაინცდამაინც ვერ დავტკბით.

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 15:39
by KSOVRELI
სოფლის ბოლოში მაღაზიაში შევედით და რაღაცეები ვიყიდეთ.

კობამ წვენი შეხვრიპა და ურნა მოითხოვა. მე მაღაზიაში მივასწავლე, ხოლო იქვე მდგარმა ადგილობრივმა ბიჭუნამ, რომელიც ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ჩვენს ველიკებს, შესთავაზა, იქვე მიეგდო. ჩემი რეაქცია იმდენად მკაცრი იყო, რომ შეკითხვაზე, დააგდებდა თუ არა თვითონ ნაგავს, იცრუა, არაო.

ეს სოფლის ეკლესიაა.

Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 15:43
by baqo
მე შემოგთავაზებთ მაგარ ტურს მაგრამ ფიზიკურად კარგად უნდა იყოთ მომზადებული, მე გუშინ დავბრუნდი, მარშუტი მოიცავს: ბორჯომი-ბაკურიანი-ცხარაწყაროს უღელტეხილი-ტაბაწყური-მოლითი-ჭიხარულა-ბალანთა-ღადო-თოკის პერევალი-ახალქალაქის ტრასა-ხერთვილი-ვარძია-ასპინძა-ახალციხე-ბორჯომი, მაქსიმუმ ორი დღე, ფოტოებს დავდებ საღამოს.

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 15:46
by KSOVRELI
Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 15:50
by KSOVRELI
baqo wrote:მე შემოგთავაზებთ მაგარ ტურს მაგრამ ფიზიკურად კარგად უნდა იყოთ მომზადებული, მე გუშინ დავბრუნდი, მარშუტი მოიცავს: ბორჯომი-ბაკურიანი-ცხარაწყაროს უღელტეხილი-ტაბაწყური-მოლითი-ჭიხარულა-ბალანთა-ღადო-თოკის პერევალი-ახალქალაქის ტრასა-ხერთვილი-ვარძია-ასპინძა-ახალციხე-ბორჯომი, მაქსიმუმ ორი დღე, ფოტოებს დავდებ საღამოს.
შენ არ ხუმრობ... ოღონდ, გთხოვ, ცალკე თემა გახსნა.

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 16:02
by KSOVRELI
საფლავებთან შეგვაყოვნეს.

ღვინო კარგი იყო.

Image

გასვლები თბილისის გარშემო

Posted: 21 ოქტ 2009, 16:05
by KSOVRELI
ესეც სამიზნე - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ადგილი სასიამოვნოა. უფრო სასიამოვნო იქნებოდა ქალაქის ხმაური რომ არ აღწევდეს აქამდე.

Image