Page 1 of 4

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 18 სექ 2005, 20:59
by Nika
მოკლედ წინასწარი ინფორმაციით კახას მიერ შემოტავაზებული პახოდი 1 კვირით გადაიდო. შესაბამისად გთავაზობთ ველოპახოდს. არის ერთი კარგი იდეა მარა ცოტა რთულია მგონი.
1) ლისის ტბა - წოდორეთი - მსხალდიდი -დიდგორი

დიდი შანსია რო ამას ვერ გავქაჩავთ (გამოცდილმა ხალხმა გვირჩიოს.
თუ ამას ვერ ვიზამთ მაშინ რამე მარტივი ავიღოთ

2) თბილისის ზღვა.
3) ჯვრის მონასტერი
4) შავნაბადა

რავი კიდე იდეები დაწერეთ.

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 18 სექ 2005, 21:19
by stavro
Nika
მე პირადად ყველა მარშუტზე ვარ თანახმა...
ოღონდ ერთი რამ მაინტერესებს... შემიძლია თქვენთან ერთად წამოსვა?
ნუ ახლა რაღა თქმა უნდა მეტყვით კიო... მაგრამ რაღაც ცუდადა ხომ არ გამომდის ასე რომ ვაქტიურობ.... იქნებ თქვენ სულ არ გინდათ 17 წლის მოსწავლე ახალგაზრდასთან ერთად პახოდში წასვლა..... რავიცი რავიცი.... თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს....
და ხო მართლა მოუნთინ ბაიკი დავითრიე... ;)

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 06:33
by navigator
Nika
2 დღიანი იქნება?

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 08:16
by ilia
კარგი იდეაა, საცდელად გთავაზობთ ერთ დღეს საღამოს სატებში ასე 30-40კმ მარშრუტზე გავისეირნოთ. მიიღება წინადადებები:

1. ვარკეთილიდან ავდივართ, ....... და თბილისის ზღვის ირგვლივ. (30 კმ)
2. ვარკეთილიდან ავდივართ სოფელ პატარა ლილოში, გადავდივართ თბილისის შემოვლით გზაზე, ვეშვებით ლილოს ბაზრობისკენ და კახეთის გზატკეცილით( :lol: ჯორჯ ბუშის ქუჩით) ვბრუნდებით უკან. (45კმ)
3. .....................

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 08:18
by navigator
ilia
რაღაც შენი ყველა მარშუტი საეჭვოდ ვარკეთილიდან იწყება :D
მოდი დიუბიდან დავიწყოთ რამე :D

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 08:31
by Nika
მე სპეციალურად არ დავდე ვაკიდან რო იწყება ისეთები :D :D :D
ilia
საცდელი პახოდის იდეა არაა ურიგო. ჯერ აზრზე მოვიდეთ რა და როგორაა და ვის რა ძალები აქ. დღეს საღამოსვე შეიძლება მაგის ჩატარება. ოღონდ პატარა ლილო და ჯორჯ ბუშები არ გვინდა. წრე იყოს.
stavro
ღადაობ თუ სერიოზულად ამბობ მაგას? შენ მთავარია იარო და თუ გინდ 3 წლის ბოვში იყო :D :D :D
navigator
დიდუბიდან ჯვარზე ასასვლელი მარშუტი შეიძლება დაიწყოს.

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 08:35
by ilia
Nika
რომელ საათზე ეგიძლია სამსახურიდან წამოსვლა? ეხდა 8-ზე უკვე ღამეა. ზღვის ირგვლივ 2 საათი მაინც დაგვჭირდება. თანახმა ვარ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიკრიბოთ.

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 13:05
by Gvalva
ძალიან მომწონს ასეთი საცდელი იდეა.

მოდით თბილისის ზღვის ირგვლივ წავიდეთ, მეც წამოვალ. ჩვეულებრივი (საბჭოთა) ველიკათი შემოვლილი მაქვს და სამთოსაც გამოვცდი და თან პრობლემებსაც არ შეგიქმნით. :)

stavro
ჩვენ ერთი 14 წლის მეგობარი გვყავს და სადმე რომ არ მოდის ხოლმე ძალიან ვეჩხუბებით.

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 13:30
by Gvalva
ხო, კიდე, ცოტა ადრე თქვით რომ ველოსიპედი გამოვართვა ვინმეს.

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 14:10
by babykido
მოკლედ რა გადაწყდა? დრო და ადგილი! :twisted:

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 16:49
by stavro
აუ თბილისი ზღვაზე არ გვინდა რა... კუს ტბაზე ავიდეთ და იქ დავართყათ მერ წრეები...
ნუ თბილისი ზღვა იმ მარტივი მიზეზის გამო არ მონდა რომ ცხოვრებაშI სულ ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც ღრმა ბავშვობაშI... :P მოკლედ რავი... თუ მაინც ზღვაზე ასვლა გადაწყდა სადმე ცენტრში შემხვდეს რა ვინმე.... პლზ... :)
Gvalva
ჩვენ ერთი 14 წლის მეგობარი გვყავს და სადმე რომ არ მოდის ხოლმე ძალიან ვეჩხუბებით
ოკ.. სასიამოვნოა ... :)
Nika
ღადაობ თუ სერიოზულად ამბობ მაგას? შენ მთავარია იარო და თუ გინდ 3 წლის ბოვში იყო
ლოლ OK.. სასიამოვნოა თქვენი განწყობა... :)

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 19:02
by Nika
stavro
უბრალოდ კუს ტბა ნაკლებად საინტერესოა უკვე. ვოყავი არაერთხელ. რამე უფრო გრძელი გვინდა. ისე ხვალ შეიძლება საჭარდაკაოდ წავიდეთ კუს ტბაზე.

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 19 სექ 2005, 19:06
by stavro
Nika
კარგი წავიდეთ იმ თბილისი ზღვაზე მაგარმ გზა მიმასწავლეთ ან ვინმე შემხვდეს სადმე უფრო ცენტრში... :D

დავთქვათ რა თარიღი.... თორემ ასე ვერასოდეს ვერ მოვაბამთ თავს....

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 20 სექ 2005, 16:48
by semiramida1
ilia
."" ვარკეთილიდან ავდივართ, ....... და თბილისის ზღვის ირგვლივ. (30 კმ)
2. ვარკეთილიდან ავდივართ სოფელ პატარა ლილოში, გადავდივართ თბილისის შემოვლით გზაზე, ვეშვებით ლილოს ბაზრობისკენ და კახეთის გზატკეცილით( ჯორჯ ბუშის ქუჩით) ვბრუნდებით უკან. (45კმ)
3. ....................."""

ამას როგორი ველიკა ჭირდება? ქალაქში რო დავდივარ ისეთი არ წავა? მგონი მთისაც არის , რავი ამორტიზატორები კი აქვს

24-25 სექტემბერი, რამე მარტივი ველოპა&

Posted: 20 სექ 2005, 19:03
by Gvalva
semiramida1

მე ასე ვანსხვავებ, თუ ბორბლები უფრო განიერი აქვს ვიდრე ჩვენი ბავშვობის ველიკას ქონდა ე.ი. სამთოა