Page 9 of 10

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:15
by Gvalva
ხო, კიდე რა ვიცი, ფშავის არაგვი შუაფხოდან მოდის და ბარისახოდან მომავალ არაგვს უერთდება, მაგ ადგილს ორწყალს ეძახიან. ბევრისგან გამიგია რომ მაგ ადგილს შავი და თეთრი არაგვის შესართავს ეძახიან, მარა იხ. ფოტო კიდევ ერთხელ :), სამწუხაროდ ორწყალთან გადაღებული ფოტო არ მაქვს, მარა სიტყვაზე დამიჯერეთ იქ ფერები საკმაოდ მსგავსია :)

შენ სად იყავი ზუსტად არ ვიცი, მარა მგონი აი მაგ ორწყალთან შეერთებულ არაგვს ჩამოყევით თქვენ

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:18
by navigator
ესე იგი შავი არაგვი და ფშავის არაგვი ერთი და იგივეა?

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:26
by navigator
Image
ამ ადგილზე იძახი?
ფერები ძალან პირობითია
დამოკიდებულია, წლის დროზე, ამინდზე, განათებაზე, ფოტოაპარატზე ...

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:47
by Gvalva
ოო, არაა, ესაა ფასანაური, და სჰენ ცჰამოყევი ორწყალთან შეერთებულ არაგვს, რომელიც შუაფხოსკენაა.

ეგ ყველაფერი რაც სჰენ ცჰამოთვალე ორივესტვის ხომ ერთიდაიგივეა გადაღების მომენტში.

ისე ფასანაურში ერთხელ ირემთან გაჩერდი და ნახავ.
ასევე შეილება რუკის გამოყენება ;)

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:48
by Nika
Gvalva
100% მართალი ხარ.
navigator
ისე მანდეთ ყველა მდინარეს არაგვი ჰქვია ლამის. მოკლედ ასეა სიტუაცია:
თეთრი არაგვი მოდის მლეთას მხრიდან და ფასანაურთან უერთდება შავ არაგვს. მერე ერთად მაგათ ანანურამდე უკვე არაგვი ჰქვია უბრალოდ და ჟინვალში ანანურთან ჩაედინებიან. მეორეს მხრივ არის ფშავის არაგვი რომელსაც ზევით ბარისახოდან და უფრო ზევიდან მომავალი ხევსურეთის არაგვი უერთდება და ერთად ეგენი ისევ ფშავის არაგვის სახელით ჩაედინება ჯინვალის წყალსაცავში. ჟინვალიდან ისევ უბრალოდ არაგვი მიედინება მცხეთამდე. იხილე შესაბამისი რუკები.
http://mapy.mk.cvut.cz/data/Gruzie-Geor ... 38-054.jpg
http://mapy.mk.cvut.cz/data/Gruzie-Geor ... 38-066.jpg

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:53
by navigator
გაიხარე :D

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 15:58
by navigator
Gvalva
ეგ შენი სურათია :D იმ ბმულიდან რაც მომეცი

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 16:08
by navigator
ვნახე რუკები, დასკვნა ასეთია - ვიყავით ფშავის არაგვზე :D
ეხლა ეჭვი აღარ მეპარება :D

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 16:25
by navigator
აგერ რუკაც მარშუტით :)
ყვითლად არის ველიკით გავლილი გზა, ლურჯად - მანქანით, მწვანედ - რაფტინგი.
ცხადია იდეალურად ზუსტად ვერ დავხატავ იმიტომ რომ მზები სულ გვერეოდა მარა დანიშნულების ადგლები ზუსტადაა.

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 19:48
by Wanderer
აუუუუუ ! აქაც არაგვებზე კამათობენ ! ხახახა. :D

navigator
Sorry, მაგრამ ეს თემა იმხელაა, რომ თავიდან ბოლომდე წაკითხვა დამეზარა. :) ალაგ-ალაგ გადავხედე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით გაგაცნობ ჩემს შეხედულებებს:

1) 2 დღეში 100 თუ 110 ლარი - ჩერესჩურ !!! ძალიან ბევრია. :( რაც არ უნდა ხდებოდეს იმ ორ დღეში, მე მაგდენს 2 დღისთვის ვერ გავიმეტებდი. მაგის ნახევარ თანხად 10 დღიან ლაშქრობაში წავიდოდი ხევსურეთში და დამრჩებოდა კიდეც. :)

2) როცა საქმე ეხება გასვლით ღონისძიებებს, მე პირადად ქართულ ტურისტულ სააგენტოებს და მსგავს დაწესებულებებს არაფრით არ მივმართავდი !!! ჯერ ერთი 1) პუნქტიდან გამომდინარე: ფული უნდათ ტრულაილებს. :) მეორეც, ქართველებს პასუხისმგებლობის ამბებში გვერხევა(3 საათი დაგვიანება + რაღაც რაღაცეები). მესამეც, რატომ უნდა მივმართო სააგენტოს, როცა არსებობს რუკები, არსებობს ინფორმაცია და ჩემს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც თითქმის მთელი საქართველო ზეპირად იციან ?! :) სხვათაშორის, ველოტურიც შეიძლება, რომ დამოუკიდებლად მოეწყოს ! რაფტინგი არ ვიცი.

3) თუ გავყვებოდი სააგენტოს, ველოტურში არანაირად იმიტომ, რომ საქართველოა :D ძველი ველოსიპედები, რომლებიც შესაძლოა, რომ ადვილად გაფუჭდნენ და ა.შ. და ა.შ. :) აბა ახალს დაგიხატავენ ახლა ! ქართველს ურჩევნია საქმე ცუდად გააკეთოს, ვიდრე ბევრი ფული დახარჯოს ! :D

4) საქართველო ძალიან მთაგორიანი ქვეყანაა და რაღაც ველო-ამბების პერსპექტიულობაში ეჭვი მეპარება ! (არ ვიცი, ჰიპოთეზას გამოვთქვამ უბრალოდ)

მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც რაღაცნაირად კარგი იქნებოდა ეგ თქვენი ღონისძიება. :) ვერ დავიჯერებ, რომ რაღაცნაირი სიამოვნება მაინც არ მიიღეთ !

რაც შეეხება გაჭირვებას, ეგ პირიქით კარგია: რაღაც მომენტში ასწორებს როცა გიჭირს და უნდა გაძლო - ასე იყო ფშავში შარშან და ასე იყო ბირთვისის კანიონებში წელს 16 ივლისს. და მინდა გითხრა, რომ 2-ვე ლაშქრობა, მიუხედავად ყველაფრისა, დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩემთვის. :)
და უნდა დავამატო კიდევ, რომ არცერთ შემთხვევაში გაჭირვება წინასწარ განზრახული ან წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა !

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 20:34
by navigator
"მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც რაღაცნაირად კარგი იქნებოდა ეგ თქვენი ღონისძიება. ვერ დავიჯერებ, რომ რაღაცნაირი სიამოვნება მაინც არ მიიღეთ ! "
დავწერე უკვე მაგაზე, მოგონება კაია, უბრალოდ უკეთესად შეიძლებოდა ყველაფერი .
მოკლედ აღარ მინდა ამ თემაზე კამათის გაგრძელება :)

ისე ძირითადად სურათებია, შეგიძლია დაათვალიერო (თან ფერადებია! :D)

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 21:31
by Wanderer
თან ფერადებია
:D
ვნახე უკვე.

თან მობილურით არის გადაღებულები-თქო უნდა დაგემატებინა რომ უფრო მომენდომებინა დათვალიერება. :D

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 21:51
by navigator
Wanderer wrote: თან მობილურით არის გადაღებულები-თქო უნდა დაგემატებინა რომ უფრო მომენდომებინა დათვალიერება. :D
ჩემ ოლიმპუსზე მობიულურიო :cry:

ანანური–დუშეთი–ბაზალეთი–ფშავი & რ&

Posted: 03 აგვ 2005, 22:22
by Nika
navigator
რა მაინტერესებს. ეს ველოტური http://www.jomardi.ge -ს სასტავის მოწყობილი იყო?
Wanderer
შენ კიდე ამას შეხედე. ხალხი ჯუთა-როშკაზე აპირებს ველიკათი გადასვლას
http://www.jomardi.ge/bike_3.html