Page 4 of 15

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 02 მარ 2009, 15:19
by Gio-horus
''მოგზაურში'' იყო ძალიან მაგარი ველო... 600 ლარამდე ღირდა.. მაგრამ გაიყიდა... მალე წესით ისევ უნდა ჰქონდეთ..

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 02 მარ 2009, 16:32
by KSOVRELI
Gio-horus wrote:''მოგზაურში'' იყო ძალიან მაგარი ველო... 600 ლარამდე ღირდა.. მაგრამ გაიყიდა... მალე წესით ისევ უნდა ჰქონდეთ..
NORWAY ხომ არა? ეგ არ არის მაინცდამაინც კარგი ველიკა, მითუმეტეს გამოუცდელი ველოსიპედისთვის.

ჩვენი ბაზარი მაგარი მკვდარია რა!

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 05 მარ 2009, 18:32
by KSOVRELI
ველოსიპედი იყიდეთ ველოტრეკზე, უზნაძის ქუჩაზე (კამო), ხვიჩასთან. პირველი შთაბეჭდილებას ამ კაცზე ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხვიჩა არ მოგატყუებთ. ხვიჩა ვაჭარი არ არის. ხვიჩამ იცის თავისი საქმე. ყოველთვის სჯობს საქმე დაიჭირო საქმის მცოდნესთან და არა ვაჭართან! თუ მოგეჩვენათ რომ მეძვირეა, მაშინ ახია თქვენზე!
დიახაც, მე მისი ერთ-ერთი კლიენტი ვარ და შეგნებულად ვეწევი პროპაგანდას!
იმიტომ, რომ რამდენჯერაც ხვიჩას გვერდი ავუარე (გარდა ამაზონიდან ნივთების ჩამოტანისა), კისერი მოვიგრიხე!

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 05 მარ 2009, 18:43
by MIRANDA
KSOVRELI
ტელეფონის ნომერიც ხომ არ გაქვს ხვიჩასი???

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 05 მარ 2009, 18:47
by KSOVRELI
MIRANDA wrote:KSOVRELI
ტელეფონის ნომერიც ხომ არ გაქვს ხვიჩასი???

დიახ, მაქვს!

899100459

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 05 მარ 2009, 18:54
by MIRANDA
KSOVRELI
მადლობა :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 19 მარ 2009, 07:08
by Lola
"შევასწავლი ველიკის ტარებას" თუ ვინმე იტყვის მე პირველი ჩამწერეთ რა....

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 21 მარ 2009, 22:51
by QALDEA
მინდა ვიყიდო

რა "მოთხოვნები" უნდა წავუყენო გამყიდველს კარგი ველოსიპედის ასარჩევად?

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 22 მარ 2009, 01:04
by Sarajistka
QALDEA wrote:მინდა ვიყიდო

რა "მოთხოვნები" უნდა წავუყენო გამყიდველს კარგი ველოსიპედის ასარჩევად?
არ დაგავიწყდეს, რომ ერთი ბორბალი მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ :P

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 22 მარ 2009, 12:15
by Wanderer
QALDEA
მინდა ვიყიდო
არა რა რომ ვამბობ, რომ ჩემი ჭკუის არის ეს ბიჭი მეთქი არ სჯერა ხალხს. :D
რა "მოთხოვნები" უნდა წავუყენო გამყიდველს კარგი ველოსიპედის ასარჩევად?
ჯერ დავიწყოთ იქიდან თუ რისთვის გინდა შენ ეს ველოსიპედი.

სად უნდა იარო? რანაირ ადგილებში? მოასფალტებულში, ტყე-ღრეში თუ როგორში?

ხტუნაობას აპირებ თუ არა?

დიდი სიჩქარეები გაინტერესებს თუ შედარებით ნელა აპირებ სიარულს?

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 22 მარ 2009, 12:33
by pauna
Wanderer

ისა და მიდა ველიკას სიჩქარები გაუზარდო... ხოდა ერტმ ამიტხრა მე გავზრდიო და მაინტერესებს მე ვერ შევზლებ ჩამით ძნელია? და უკალა კბილანების რაუდენობა რამდენია მაქსიმალური? :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 22 მარ 2009, 14:16
by QALDEA
Wanderer wrote:QALDEA
მინდა ვიყიდო
არა რა რომ ვამბობ, რომ ჩემი ჭკუის არის ეს ბიჭი მეთქი არ სჯერა ხალხს. :D
რა "მოთხოვნები" უნდა წავუყენო გამყიდველს კარგი ველოსიპედის ასარჩევად?
ჯერ დავიწყოთ იქიდან თუ რისთვის გინდა შენ ეს ველოსიპედი.

სად უნდა იარო? რანაირ ადგილებში? მოასფალტებულში, ტყე-ღრეში თუ როგორში?

ხტუნაობას აპირებ თუ არა?

დიდი სიჩქარეები გაინტერესებს თუ შედარებით ნელა აპირებ სიარულს?

:) მინდა ცოტ-ცოტა ყველგან გამომადგეს...

რამოდენიმეს ხომ არ ვიყიდი...

ჰოდა, როდის რა იდეა მომივა არ ვიცი :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 24 მარ 2009, 19:25
by ლეონტი
KSOVRELI wrote:ყოველთვის სჯობს საქმე დაიჭირო საქმის მცოდნესთან და არა ვაჭართან! თუ მოგეჩვენათ რომ მეძვირეა, მაშინ ახია თქვენზე!
არა თქვა ეხლა ხვიჩას ქართული ველოსიპეტის ქარხანა აქვს და ყველაზე ხარისხიან ველოსიპედებს ამზადებს კავკასიაშიო.
ვაჭარია, აბა პროფესორი ხო არაა, თუ ვაჭრობს ,ანუ ყიდულობს-ყიდის.
: :P

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 24 მარ 2009, 19:27
by ლეონტი
Sarajistka wrote:
QALDEA wrote:მინდა ვიყიდო

რა "მოთხოვნები" უნდა წავუყენო გამყიდველს კარგი ველოსიპედის ასარჩევად?
არ დაგავიწყდეს, რომ ერთი ბორბალი მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ :P
სეიზლენა არცერტი არ ქონდეს, მაგალითად წყლის ველოსიპეტი.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 24 მარ 2009, 20:39
by Wanderer
pauna
ისა და მიდა ველიკას სიჩქარები გაუზარდო... ხოდა ერტმ ამიტხრა მე გავზრდიო და მაინტერესებს მე ვერ შევზლებ ჩამით ძნელია? და უკალა კბილანების რაუდენობა რამდენია მაქსიმალური?
თუ ეგ ვიღაც უფრო დიდი კბილანის დაყენებას გულისხმობდა პატარის ადგილას მაშინ ალბათ შეიძლება, მაგრამ სხვა მხრივ არ გირჩევ ჩალიჩს. ძალიან გაგაწვალებს სავარაუდოდ.

ისე ეგეთი აზრი თავში არ მომსვლია არასდროს. :D ერთსიჩქარიანი ველიკით ვკატაობდი მთელი ბავშვობა და ახლანდელ ველიკას 21 სიჩქარე აქვს. მეტი რაღა უნდა გავუზარდო?! :D 21-ივეს არც ვიყენებ რეალურად. ალბათ სადღაც მესამედს მხოლოდ.

QALDEA
მინდა ცოტ-ცოტა ყველგან გამომადგეს...
რამოდენიმეს ხომ არ ვიყიდი...
ჰოდა, როდის რა იდეა მომივა არ ვიცი
ხოოო. მაშინ რთულადაა საქმე. :) რაკი ასეა მაშინ ეგრეთ წოდებული MTB სჯობია რომ იყიდო ანუ ველიკი, რომელსაც წინა ამორტიზატორიც აქვს და უკანაც. გამოგადგება როგორც ასფალტზე, ასევე ტყე-ღრეში.

თუ გაგიმართლებს და გერმანულ ან ამერიკულ ველიკას შეხვდები იყიდე. ყველაზე ხარისხიანია მთელს მსოფლიოში. შეიძლება ასევე თურქული ველიკაც იყიდო. შედარებით უხარისხოა, მაგრამ თუ მოუვლი არ დაგაღალატებს. ყველაზე უხარისხოები არის ჩინურები და მათ ყიდვას არ გირჩევ. განსაკუთრებით თუ აგრესიული მანევრების ჩატარებას აპირებ მაგ ველიკით. :)