Page 12 of 15

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 16 იან 2010, 21:28
by mamu
dj-guro
საბაში არის კაი ველოები მარა 2 მაორტიზატორიანები არია არის არის ჩინერები კაი ხარისხიანები 1 ამორტიზატორიანებია ადი ნახე სადგაც 600 ლარათ ყიდიან

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 19 იან 2010, 21:25
by dj-guro
რაიო? 600 ლარიანი რა არის კაცო, მე 350 ლარი მეძვირებოდა. :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 23 იან 2010, 00:09
by LEVANIKO
მოკლედ ჩემ ველოს ვყიდი და ხვალე სურათსაც დავდებ

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 23 იან 2010, 00:09
by LEVANIKO
გერმანიიდან ჩამოყვანილია აქაც სულ რამდენჯერმე გავიარ გამოვიარე

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 23 იან 2010, 22:45
by dj-guro
კაროჩე გეტყვით როგორი მინდა: 26 იანი დისკებით უნდა იყოს, რული უნდა ქონდეს უფრო დაბლა, ვიდრე სკამი (ზოგს ზალიან მაღლა აქვს და ბანძობაა მასე), უნდა ქონდეს წინა და უკანა ამორტიზატორი, სასურველია სკამის ამორტიზატორიც, მინიმუმ 18 სიჩქარე უნდა ქონდეს და ორივე ტორმუზი იჭერდეს.

ასეთი ველიკი იშოვება სადმე? :)

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 23 იან 2010, 23:30
by mamu
dj-guro

კი იშოვე როგორ არა მარა 350 ლარში იყიდი ჩინურს ან თუ წააწყდი სადმე მაგ შემთხვევაში

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 24 იან 2010, 15:29
by LEVANIKO
Image
Image
Image
Image
Image
350ს ვაფასებ შეიზლება ცოტა კიდე დავაკლო

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 24 იან 2010, 15:33
by LEVANIKO
Image
Image
Image
Image
250 ამასაც დავაკლებ თუ უნდა ვინმეს

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 24 იან 2010, 15:47
by LEVANIKO
Image
Image
Image
ფასი შეთანხმებით

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 09 აპრ 2010, 01:55
by dj-guro
ხალხო, მითხრეს რომ ამორტიზატორიანიო (უკანა) რად გინდა, ცვდება და ირყევაო. არადა ჯანჯღარში რომ გავიარო, არ უნდა კაცო? დანგრეულია სულ აქეთ გზები და რა ვიცი, ვიცი? ჩემ ველიკს 3 ამორტიზატორი ქონდა და სკამი გამოვუცვალე მაინც და ამორტიზატორიანი დავაყენე. თორემ ჯანჯღარებდა საკაიფოდ.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 09 აპრ 2010, 02:08
by Skier
http://mymarket.ge/product_info.php?typ ... _id=534028

350 ში გაგატანთ.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 09 აპრ 2010, 21:59
by KSOVRELI
Skier

რათა, კაცო, უკვე გაიზარდე?!

:D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 10 აპრ 2010, 02:20
by Skier
KSOVRELI

არა ბრატ ჯერ ისევ პატარა ვარ : D
მეორესაც ვყიდი და რამე უფრო სერიოზულის ყიდვას ვაპირებ

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 19 აპრ 2010, 14:32
by mamuka_mogzauri
ცნობა:
სპორტულ მაღაზია "მაგელან"-ში მიიღეს ახალი 2010 წლის "Jamis" -ის ფირმის ველოსიპედები. ფასი იწყება 480 ლარიდან. ასევე იყიდება ველოსიპედის აქსესუარები და საბურავები. მისამართი, მიცკევიჩის 68, ტელეფინი 37 19 19,
ვებ გვერდი www.magelani.ge

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 01 მაი 2010, 14:22
by hillside
mamuka_mogzauri wrote:ცნობა:
სპორტულ მაღაზია "მაგელან"-ში მიიღეს ახალი 2010 წლის "Jamis" -ის ფირმის ველოსიპედები. ფასი იწყება 480 ლარიდან. ასევე იყიდება ველოსიპედის აქსესუარები და საბურავები. მისამართი, მიცკევიჩის 68, ტელეფინი 37 19 19,
ვებ გვერდი www.magelani.ge
მამუკა, თქვენ "Jamis" -ის ოფიციალური დილერები ხართ?
მაინტერესებს, ველოსიპედი რომ ვიყიდო, რამაზე გარანტიას მომცემთ? თუ მომცემთ რამდენხნიანს?

საბურავები რომ ჩამოგაქვთ კარგია, მაგრამ რა მოხდება შესაბამისი ზომისა და ხარისხის კამერებიც რომ ჩამოიტანოთ? მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მოგზაურში ყოფნისას Schwalbe Fat Albert-მა მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ სამწუხაროდ, შესაბამისი ზომის კამერები არ აღმოაჩნდათ. მაშ რა აზრი აქვს მხოლოდ საბურავების ჩამოტანას თუ კამერის უქონლობის გამო ველოსიპედზე ვერ დავაყენებ?

გარდა ამისა, მაინტერესებს რა იგულისხმება ველოსიპედის აქსესუარებში - მხოლოდ ნასოსი, ჩაფხუტი, დამცავი საშუალებები , ზურგჩანთები თუ ველოსიპედის ნაწილებიც? თუ ველოსიპედის ნაწილები არ გაქვთ, რატომ?
რახან ამდენი სახის პროდუქცია გაქვთ, ბარემ ნაწილებიც ჩამოიტანეთ, კერძოდ: ამორტიზატორები, სამუხრუჭე სისტემები, დისკები, თვლის მანები, პედლები, რულები, სიჩქარის გადამრთავი მოწყობილობები და ა.შ. ამასთან ერთად, კარგი იქნება თუ ხარისხიან სერვისსაც გააკეთებთ. ხომ გაქვთ უკვე გარკვეული გამოცდილება ველოსიპედების საქმეში და ისევ თქვენ თუ მოახერხებთ ამას. რატომ არ აკეთებთ? რა გიშლით ხელს?