Page 10 of 15

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 02 ივნ 2009, 10:13
by KSOVRELI
deme22 wrote:-რავი მე მცალიაN

გუშინ მე და ჩემმა ძმამ შევასრულეთ დაშვება:) წყნეთიდან, კუსტბის მიმართულებით, ბილიკით,.... მაგრამ ბაგებში აღმოვჩნდით:D
2-3 კვირის წინ კუს ტბის ზემოთ ავედი ბილიკით, ასევე ბილიკებით დავეშვი და წყნეთში აღმოვჩნდი. კარგი იყო :D

ჰოდა, თუ გცალია, წამოდი. მთავარია ამინდი არ გატრაკდეს.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 02 ივნ 2009, 16:08
by deme22
KSOVRELI
ოკ

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 06 ივნ 2009, 19:00
by KSOVRELI
ხვალ, თუ არ იწვიმა, დილის 10 საათზე ვიქნები თავისუფლების მოედანზე, თბილისის მერიის ყოფილ შენობასთან. ვისაც გსურთ, მობრძანდით და ერთად დავლაშქროთ კოჯორი. დღეს ინტერნეტთან კავშირი აღარ მექნება, ამიტომ, თუ რამე შეკითხვები გექნებათ, დარეკეთ: 898-11-53-43.

მე მარტოც წავალ :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 08 ივნ 2009, 15:11
by deme22
ეე ცოტა ადრე გეთქვა რა

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 08 ივნ 2009, 17:46
by KSOVRELI
deme22 wrote:ეე ცოტა ადრე გეთქვა რა
კაცო, უფრო ადრე როდის მეთქვა :D

გავედით 14:00. ორნი ვიყავით. წყნეთში წვიმამ მოგვისწრო, ძლივს შევასწარით 34-ების ბოლო გაჩერების მოსაცდელში. შემდეგ სველ საფარზე დავეშვით. კარგი დღე არ დაგვადგა, მაგრამ პირადი რეკორდი მოვხსენი და 62.1 კმ/სთ განვავითარე.

კოჯორში, სადღაც სამხედრო ბაზასთან, 3 ახალგაზრდა შეგვხვდა ველოსიპედებით. ისინი ტყეში აპირებდნენ შესვლას და იქიდან დაშვებას. ნეტავ რა ბედი ეწიათ? ისედაც ტალახი იყო და თან თუ წვიმამ მოუსრო......

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 09 ივნ 2009, 11:50
by Nika
KSOVRELI
ვაა 62,1 სერიოზულია. მგონი დღეს აღვადგენ ჩემ ველიკას და წავიკატავებ ცოტა.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 09 ივნ 2009, 18:00
by KSOVRELI
ახლა "სერიოზულ" მარშრუტს ვამუშავებს, მალე თემას გავხსნი.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 09 ივნ 2009, 18:04
by Nika
სერიოზულზე მე ვერ წამოვალ. ფეხი გააჩმახებს ხო ვიცი ასე 20 კილომეტრის გავლის მერე.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 10 ივნ 2009, 12:22
by deme22
აბა თქვენ იცით ამ შაბათ-კვირას სად წახვალთ :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 10 ივნ 2009, 14:07
by KSOVRELI
deme22 wrote:აბა თქვენ იცით ამ შაბათ-კვირას სად წახვალთ :D
ამ შაბათს ვაპირებ რუსთავიდან კუმისზე გადასვლას.

აბა, თქვენ იცით, როგორ გამოიდებთ თავს :D

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 10 ივნ 2009, 14:17
by აცაბაცა
აუუუუ ძალიან მაგარი მარშრუტია.......... გზაზე ბუნებით დატკბებით....... ფლორით ერთ ერთი ყველაზე მდიდარი რაიონია!!!!

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 10 ივნ 2009, 16:03
by Nika
აცაბაცა
მფრინავი ფაუნაც ბევრი იქნება.

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 10 ივნ 2009, 22:01
by samara
ხალხნო, პახოდები არვიცი ,მარა ველიკის ყიდვა მინდა და აქ ვინ ყიდის ან სად ვიყიდო?
მაქს. 200 ლარი,
იყოს უამორტიზატორო, ოღონდ კარგი და გამძე, მაგალიტად გერმანული ველიკა.
დაწერეთ

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 11 ივნ 2009, 09:52
by KSOVRELI
samara wrote:ხალხო, ლაშქრობები არ ვიცი , მაგრამ ველიკის ყიდვა მინდა და აქ ვინ ყიდის ან სად ვიყიდო?
მაქს. 200 ლარი.
იყოს უამორტიზატორო, ოღონდ კარგი და გამძლე. მაგალითად გერმანული ველიკა.
დაწერეთ.
1. მანქანების ბაზრობაზა;
2. ავეჯის სახლი "საბა";
3. ველოტრეკი უზნაძის ქუჩაზე.

უფრო ხელზე თუ იყიდი ეგრე იაფად!

სად ვიყიდოთ ველოსიპედი?

Posted: 11 ივნ 2009, 15:51
by samara
ksovreli
ხელზე კაია,მარა ახლა ყიდის ვინმე ხო არ იცით...