Page 1 of 1

ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთით :)

Posted: 30 აპრ 2008, 13:09
by N67


მითხარით თუ ვინმემ იცით, ძეგვიდან ქსანამდე მიდის სამანქანო გზა?
(ლიანდაგის გარდა).

და მუხრანი-მჭადიჯვრის მონაკვეთი როგორია?
ძალიან დანგრეული გზაა?

Image


მოკლედ, ეს არის ბაზალეთში კიდევ ერთი წასვლის მარშრუტი.

თუ ძეგვიდან ქსანამდე წესიერი გზა არაა,
მაშინ წყვეტილით მოგვიწევს წასვლა.
(ანუ ტრასით).

ჯამში დაახლოებით 130 კმ.მდეა.

ხოდა ალბათ შუა მაისისკენ წავალ და ყველა ველოიანს ვურჩევ
ჩემთან ერთად წამოსეირნებას.

2-3 დღის ამბავია.
მრავალნაირ ადგილებს გავივლით.
სავარაუდოდ აქედან 5-6 სთ დაგვჭირდება.
შეგვიძლია ერთი დღე დავრჩეთ. უკანა გზაზე 4 სთ
თავისუფლად უნდა გვეყოს.


ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთით :)

Posted: 30 აპრ 2008, 21:49
by deme22
მე წინ ვჯდები :D

ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთით :)

Posted: 01 მაი 2008, 13:13
by Wanderer
N67
ხოდა ალბათ შუა მაისისკენ წავალ და ყველა ველოიანს ვურჩევ
ჩემთან ერთად წამოსეირნებას.
მოვიფიქრებ. :) მაისის შუა რიცხვებში ბორჯომში არის მაგარი ლაშქრობა დაგეგმილი და თუ იქ არ წავედი 100% წამოგყვები.

ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთით :)

Posted: 02 მაი 2008, 16:20
by N67
Wanderer
8-12 მაისს გულისხმობ?

მაგ დროს არა..
მანდ შეიძლება მეც წავიდე.

ეს მერე, ცოტა მერე.

მცივანებმა იწუწუნეს მარტო შენ ხომ არ უნდა იბანაო ტბაშიო... :D

ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთით :)

Posted: 03 მაი 2008, 00:49
by Wanderer
N67
ოკ. ისე მე დროის პრობლემა მაქვს ხოლმე როგორც წესი და ლაშქრობაც და ველოტურიც ნამეტანი ფუფუნება იქნება ჩემთვის. :) ამიტომ ვთქვი იქ თუ ვერ წავედი მეთქი... :)

ისე ეგ ის ლაშქრობა არაა შენ რომელზეც ფიქრობ. სხვაა. :wink: თუმცა დღეები ემთხვევა.