ხოდა მოგიყვებით 2 პატარა ამბავს..
ერთი კაი სიმღერაა - შორ დისტანციაზე მორბენალის სიმარტოვე, და ფილმი ხომ მთლად ხოშიანი..
და როგორც ჩანდა რაღაც ამდაგვარი სიმარტოვე მინდოდა მაგრამ არ მაღირსა ქარმა არაფრით... არა...
1) თბილისი-დუშეთი-ტბა-ბაზალეთი-თბილისი
ეს ერთი კვირის წინ...
ველურ პირქართან ნაომარი და სახეახეული, როგორც იქნა, ტბას ვუახლოვდები.. 4,5 საათი დამჭირდა დუშეთის გავლით..

ყინული, ორი კვირის წინ ზედ რომ ვშლიგინობდი, საერთოდ გამქრალიყო.
სანაცვლოდ ტალღა-შხუილი


ესეც პატარა "ფოკუსი"..
როცა ქარი გიზუზუნებსო, შენ უნდა იბლუზუნოო...

მით უმეტეს, როცა 3 ჯობია ერთს


ტბა ისევ:)

მერე სახლში

ზოგი იცნობთ ალბათ ამ ადგილს


მერე განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა..
ქარმა ისე დამღალა(თან დილას ბიძაჩემის მობილური გამყვა, მაღვიძარა რომ მეყენა და დიღმის ტრასიდან ისევ უკან მომიწია საბურთალოზე დაბრუნება) , სახლში რომ მივედი, ვჭამე, მერე დავიძინე; საღამოს ისევ გავიღვიძე, ვჭამე და ისევ დავიძინე მეორე დილამდე..
მერე ტყეში გავისეირნე და მალე იქურ ფოტოებსაც დავდებ..
ეს კი უკანა გზაზე..
არაგვის ჭალები
