ლაშქრობის წესდების განხილვა

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Wanderer » 28 მარ 2005, 14:30

აქ განვიხილოთ ჩემს მიერ შედგენილი ლაშქრობის წესდება.
წესდებაზე გადასვლა
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Gvalva » 28 მარ 2005, 15:51

ლაშქრობას ჭირდება წესდება (დაწერილი დაუწერელი კანონი ;)). კარგი იყო ეს დაუწერლად ცოდნოდა ყველას მარა, რას ვიზამთ, რაკი ასეა, დავწეროთ.

ერთი შენიშვნა მაქვს მარტო, ეს წესდება 1 კონკრეტული შემთხვევის შთაბეჭდილებით ნაკარნახევს ვამსგავსე, კარგი იქნებოდა თუ იგი (წესდება) გაითვალისწინებდა სხვა მოულოდნელობებსაც. თორემ ყოველი ახალი შემთხვევისთვის გდაკეთება მოგვიწევს და ეგეც ჩვენი კონსტიტუცია ხომ არ არის, ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საქმეს ;)

P.S. მიყვარს სიტყვა "აბორიგენი" :)

User avatar
Niniset
ბოდიალა
Posts: 258
Joined: 14 სექ 2004, 17:34
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Niniset » 29 მარ 2005, 14:18

Gvalva
რაც შეეხება სერიოზულ მიდგომას, აშკარად ეტყობა ადამიანს რომ ე. წ. პახოდის ჰაერი(ბოდიში რა "ბრჭყალების" წერა მეზარება), უხვად აქვს ნასუნთქი, ან თუ გინდათ ნაყნოსი...
და ყველა შემთხვევას, რომელიც შესაძლოა იყოს გათვალისწინებული იყოს, აქ, ანუ წესდებაში ერთი ზოგადი და თავისი შინაარსით მრავლისმომცველი პუნქტი ეთმობა, ესაა ის, რომ ყველა პასუხისმგებელია საკუტარ თავზე და თავის თანამოლაშქრეებზე. მორჩა, ამით ნათქვამია, რომ ის კონკრეტული შემთხვევები არც უნდა გაჩნდეს...
ეხ, მაინც საჩიროა დაკონკრეტება ზოგზოგიერთებისათვის... :lol: :lol:
მიყვარს სიტყვა "აბორიგენი"
მეც ძალიან მომეწონა ეს სიტყვა და ადეკვატურია სავსებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :D

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Wanderer » 30 მარ 2005, 10:03

აბა გამარჯობათ.

Gvalva
კარგი იყო ეს დაუწერლად ცოდნოდა ყველას
ააამინ !

შენიშვნა აბსოლუტურად სწორია ! სწორედ მასეა. ეგ კონკრეტული შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არ მომივიდოდა თავში წესდების დაწერა. :) და რა თქმა უნდა მისგანაა ნაკარნახევი, მაგრამ იმედია მომავალში დაიხვეწება და უფრო უნივერსალური გახდება. თუ გადაკეთება დასჭირდება, გადავაკეთოთ ჩვენც რა. :) პარლამენტის მოწვევა ხომ არ არის საჭირო ამისათვის. :)
მიყვარს სიტყვა "აბორიგენი"
მეც ძალიან მომეწონა ეს სიტყვა და ადეკვატურია სავსებით!!!
მაგარი სიტყვაა მართლაც. :) ეს სიტყვა koza-nostra-საგან გავიგე და მაგრად მომეწონა. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Gvalva » 30 მარ 2005, 10:32

koza-nostra-ს კითხე ვისგან გაიგე-თქო ;)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by kotetbeli » 30 მარ 2005, 13:28

თუ "უკან სვლას" იმისთვის გამოვიყენებთ, რომ უფრო კარგი ინერციით გავექანოთ "წინისკენ" შესანიშნავი იქნება. ამით იმის თქმა მინდა, რომ წესდებას ოდნავ გაღრმავება ჭირდება, თუმცა, უშესანიშნავესია ნამდვილად :!: . მართალია, რომ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ გვაიძულა წესდების დაწერა, მაგრამ კიდევ კარგად უნდა მოვიფიქროთ წინასწარ სხვა, ჯერ არმომხდარი კონკრეტული შემთხვევები, რომლებმაც შესაძლოა "ანდერძები" გვაწერინოს :lol:
ძალიან სამწუხაროა რეალობაა, რომ საქართველოს ზოგ პერიფერიაში დავანებულ სულიერ და კულტურულ ძეგლებს აბსოლუტურად არ(აღარ) შეეფერება იქ მაცხოვრებელი ხალხი ანუ აბორიგენები (ამ სიტყვას უფრო კარგადასოცირებადი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში :wink: ), ეს უდიდესი ნაკლი უნდა იქნას ანაზღაურებული ჩვენი(იქ ჩასულების) დიპლომატიის, შეგნების და ურთიერთობის სხვადასხვა ჭრილებში აზროვნების უნარის ხარჯზე...არ გეგონოთ, რომ მე შემიძლია ეს ყველაფერი, უბრალოდ, მეც მინდა შემეძლოს და იმიტომაც ვწერ ამას. აი, ეს პუნქტია ის, რომელიც კარგად უნდა იქნას დამუშავებული. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ კიდევ რაღაც გაუთვალისწინებელი დაგვხვდება წინ, როდესაც მოლაშქრეთა უმეტესობას ეს მოვალეობები გააზრებული ექნება, ერთი-ორი უაზრო სიტუაცია "ფრთებს" ვეღარ "გაშლის" :!: :!:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Wanderer » 30 მარ 2005, 20:09

არ გეგონოთ, რომ მე შემიძლია ეს ყველაფერი, უბრალოდ, მე მინდა შემეძლოს...
ოოო. ზუსტი ხარ !!! ეს ძალიან ძალიან მაგარი რამ წამოგცდა რომ იცოდე. :)

წესდებას შევასწორებ აუცილებლად, მაგრამ ჯერ არ მცალია. თანაც შენიშვნები დაგროვდება და შესწორება გაადვილდება. :)
როდესაც მოლაშქრეთა უმეტესობას ეს მოვალეობები გააზრებული ექნება
გულახდილად რომ გითხრა, იმედი არ მაქვს, რომ ეს წესდება ადამიანებს შეცვლის და რაღაც-რაღაცეებს გაააზრებინებს, მაგრამ ვისაც აქვს გააზრებული, შეიძლება იმათ დაეხმაროს რაიმეში. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Niniset
ბოდიალა
Posts: 258
Joined: 14 სექ 2004, 17:34
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Niniset » 02 აპრ 2005, 17:01

თუ "უკან სვლას" იმისთვის გამოვიყენებთ, რომ უფრო კარგი ინერციით გავექანოთ "წინისკენ" შესანიშნავი იქნება
ოოოოოო, შენ კი შესანიშნავი აზრები გაქვს...
მართალია, ეს სეიძლება სჭიროც იყო.............................. :)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by kotetbeli » 03 აპრ 2005, 13:13

ჩემო "ვანდერერ",წამომცდა რა მოსატანია, შეიძლება სწრაფი ლაპარაკისას წამომცდეს რამე, მაგრამ ეგეც გამორიცხულია, ხოლო რაც შეეხება წერას, თითოეული ჩემგან დაწერილი ასო, მარცვალი, ფრაზა თუ წინადადება მილიარდობით ტვინის უჯრედში გადის შემოწმებასა და კონტროლს, ასევე გადის გრამატიკულ - ლიტერატურულ, ტაქტიკურ-დიპლომატიურ , მხატვრულ- იდეურ ,ფსიქომოტორიკულ-ფსიქოანალიტიკურ და სხვა უამრავ განყოფილებას და შემდეგ იწერება თუნდაც ამ ფორუმზე :lol: :lol: :wink:
როგორც ჩანს ძალიან თავმდაბალიც არ უნდა ვიყო :D ზემოაღნიშნული დიპლომატიური ეტიკეტის სხვადასხვა ფორმას კარგად ვფლობ, მაგრამ მინდა უკეთ დავეუფლო... :lol: (თანაც, ოდესღაც დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვაბარებდი და საკმაოდ კარგად ვერკვეოდი)
ამ წერილს სწრაფად ვწერ და ჩემს მიერ დაწერილი წინადადებები "გრამატიკულ განყოფილებაში" აღარ "გავატარე", რის გამოც შესაძლოა რამე შეცდომა იყოს გაპარული და ნუ გამკიცხავთ :D :D :D :D [/quote]

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by kotetbeli » 03 აპრ 2005, 23:28

ეხლა ვიზინებ და ძილის წინ ნამუსმა შემაწუხა :D :D , მემგონი ზემოთა წერილში რაღაც ტყუილი გამომივიდა...მოკლედ, როგორც ნამდვილი მოლაშქრე უნდა "ქაჩავდეს" ისე ვერა ვართ ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა პირველ რიგში მე... :lol: :lol: :lol:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Wanderer » 04 აპრ 2005, 20:27

kotetbeli
:lol: მაგარი პასუხია. მაგრად ვიხალისე.

მოლაშქრეს დიდი ორატორობა არ მოეთხოვება. :) ყოველ შემთხვევაში ჩემს წესდებაში ეგ არ არის და არც არასდროს იქნება. :D :D თუმცა იგი (ორატორობა) გარკვეულწილად ენათესავება აბორიგენებთან ურთიერთობის პრობლემას ! ეს პრობლემა, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და თუ განვიხილავთ ძალიან კარგი იქნება !
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Druides » 05 აპრ 2005, 09:53

რა ვქნათ აბორიგენებს ხანდახან ელჩები გაუგზავნოთ?

User avatar
Niniset
ბოდიალა
Posts: 258
Joined: 14 სექ 2004, 17:34
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Niniset » 05 აპრ 2005, 15:21

koza-nostra
კიიიი, ცოქალი და კრავაი ჯაყელი :D :D :D დიიიდი დიპლომატები ამა ქვეყნისა :D

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by kotetbeli » 05 აპრ 2005, 16:21

floraმე კი ვფიქრობ, რომ ელჩებს ისევ ჯობს თან გარკვეული რაოდენობის ხორცი გავიყოლოთ ხოლმე... როგორც ჩვენი ალტერნატივა... :D... :lol:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლაშქრობის წესდების განხილვა

Post by Gvalva » 05 აპრ 2005, 18:02

kotetbeli

:D :D :D

P.S. საპირველაპრილოდ რომ მეხუმრე, ის რომ ახდეს არ გეშინია?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]