ლაშქობის წესდება

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქობის წესდება

Post by Wanderer » 28 მარ 2005, 14:23

გთავაზობთ ლაშქრობის წესდებას. ეს არის სულ სულ პირველი (ალფა :) ) ვარიანტი და რათქმაუნდა არ არის სრულყოფილი, მაგრამ იმედია დამეხმარებით მის სრულყოფაში. მაშ ასე:



დებულება ლაშქრობის შესახებ

1. ნებისმიერი ლაშქრობა, მათ შორის ერთდღიანიც, შეძლებისდაგვარად წინასწარ გულდასმით უნდა იქნას დაგეგმილი და უნდა წარიმართოს ამ გეგმის მიხედვით. და არა ისე, რომ მიდიოდე ერთგან და წახვიდე მეორეგან ან გადაუხვიო და დაიკარგო სადღაც ან რაღაც ამდაგვარი.

2. ლაშქრობის დაგეგმვა უნდა მოხდეს არა ერთი ადამიანის, არამედ 3-4 კაცისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ ლაშრობას. შესაძლოა ლაშქრობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა განახორციელოს ერთმა ადამიანმა, მაგრამ ასეთი ადამიანი ჩვენს გარემოცვაში იშვიათად მოიპოვება. ასე რომ ეს პუნქტი ყველას გვეხება, მათ შორის კახასაც. :D

3. ლაშქრობის დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება მის ხელმძღვანელებს შორის. და არა ისე, რომ ერთი ავიდეს ერთ მთაზე, მეორე - მეორეზე და ასე შემდეგ.

4. მოლაშქრეთა შემადგენლობა აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ლაშქრობის ხელმძღვანელობის მიერ ქვემოთ მოყვანილი დებულების მიხედვით.


დებულება მოლაშქრეთა შესახებ

1.მოლაშქრეთა შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ადამიანები, რომლებიც:

1.1. ლაშქრობას აღიქვამენ როგორც
ა)ნორმალური ადამინების ორგანიზებულ მსვლელობას და არა როგორც ზოოპარკიდან გამოქცეული მხეცების გავარდნას ტყეში : )
ბ) სიარულს და სხვადასხვა საინტერესო ადგილების მონახულებას, მეგობრებთან ურთიერთობას და არა ქეიფს, ღრეობას, ჩხუბს, უაზრო ცუნდრუკს და სხვა.

1.2. იციან აბორიგენებთან ურთიერთობის ელემენტარული წესები.

2. ლაშქრობის ყველა მონაწილე ლაშქრობის განმავლობაში პასუხს აგებს საკუთარ ქცევაზე.

3. ლაშქრობის ყველა მონაწილე უნდა ზრუნავდეს სხვა მოლაშქრეებზე და უნდა იცოდეს, რომ ლაშქრობის განმავლობაში მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა მათ მიმართ. აქედან გამომდინარე უნდა ზრუნავდეს მათზე და ცდილობდეს, რომ არ მიაყენოს ზიანი. ანუ თუ ვინმეს რაიმე დაემართება, დამნაშავეა არა მარტო თვითონ დაზარალებული - თავისი უგუნური ქცევის გამო, არამედ სხვა მოლაშქრეებიც.


აი ასეთია წესდების პირველი ვარიანტი. იგი ძალიან ნაჩქარევადაა დაწერილი და ბოდიშს გიხდით შეცდომების გამო.

ძალიან გთხოვთ პასუხებს ამ თემაში ნუ გამცემთ, რადგან შემეძლოს რედაქტირება ! თუ პასუხებს აქ გამცემთ, წესდებაში შესწორებებს ვერ შევიტან !!!
განხილვისათვის შედით თემაში "ლაშქრობის წესდების განხილვა" და იქ წერეთ რამდენიც გინდათ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]