წინადადებების წიგნი

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
წინადადებების წიგნი

Post by Wanderer » 18 თებ 2008, 21:28

Naia
ძალიან კარგი იდეები გაქვს, მაგრამ ეგ წესები უფრო ფორუმ.გე-ს გამოადგება, სადაც დღეში ლამის 1000 იუზერი შედის და პოსტავს. მისგან განსხვავებით, ხანდახან კარავზე დღე ისე გავა 2-3 პოსტი თუ იდება.
ვერ დაგეთანხმები. გეგმა გვაქვს შესასრულებელი რომ მაგალითად 100 პოსტი უნდა იდებოდეს დღეში თუ რა?! :D 2-3 პოსტი იყოს და ხარისხიანი არ სჯობია? რაიმე აზრი აქვს "პაჩი-პუჩი" პოსტებს? :)
ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წერით ამ საქმეს ვერაფერს უშველი...
ვერც აქ დაგეთანხმები. ადმინმა ეს თემა იმიტომ გახსნა, რომ დაგვეწერა ჩვენი იდეები, წინადადებები და ა.შ. ხოდა მეც დავწერე. :) ადმინი წაიკითხავს და თუ მოეწონა განახორციელებს კიდეც.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წინადადებების წიგნი

Post by Naia » 18 თებ 2008, 22:46

Wanderer
ვერც აქ დაგეთანხმები. ადმინმა ეს თემა იმიტომ გახსნა, რომ დაგვეწერა ჩვენი იდეები, წინადადებები და ა.შ. ხოდა მეც დავწერე. ადმინი წაიკითხავს და თუ მოეწონა განახორციელებს კიდეც.
ჩემო ჭანდერერ, ფაქტი სახეზეა: რაც კარავზე ვარ სულ მსგავსი საუბარი მესმის მაგრამ ლაპარაკით გაკეთებული საქმე მე ჯერ არ მინახავს... მე სწორედ რომ იდეა შემოგთავაზეთ: ვილაშქროთ ყველამ ერთად. თან ერთმანეთს უკეთესად გავიცნობთ და თან კარვის წესებსაც შევისისხლხორცებთ ძირძველი კარაველებისგან.

პოსტების რაოდენობას რაც შეეხება, კი ბატონო, დაიდოს დღეში 2-3 პოსტი. მთავარია საინტერესო ლაშქრობები ეწყობოდეს და კარავმაც თავისი სახე დაიბრუნოს. მაგრამ რაღაც მეეჭვება იმ 2-3 პოსტში საინტერესო ლაშქრობის იდეამ გაიჟღეროს...

თუმცა, რა ვიცი, ვცადოთ... თუ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, სხვა გზა მოვსინჯოთ.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
წინადადებების წიგნი

Post by Mao » 19 თებ 2008, 01:19

Wanderer
ვე რ დავეთანხმები შენ წინადადებას იმის თაობაზე რომ შეიზGუდოს პოსტები
და რას ნიშნავს ხარისხიანი? ვინ განმისაზღვრავს ხარისხს???
Naia
არ არის კარგი და მარტებული გამოთქმა: ძველი და ახალი კარაველი....
:shock: :shock: :shock: :shock:
together on the top!!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
წინადადებების წიგნი

Post by Mao » 19 თებ 2008, 01:20

Wanderer
ვე რ დავეთანხმები შენ წინადადებას იმის თაობაზე რომ შეიზGუდოს პოსტები
და რას ნიშნავს ხარისხიანი? ვინ განმისაზღვრავს ხარისხს???
Naia
არ არის კარგი და მარტებული გამოთქმა: ძველი და ახალი კარაველი....
:shock: :shock: :shock: :shock:

მე თუ როდესმე ეგრე მითქვია..... მაპატიეთ!
მე ეს არ მომწონს! :)
together on the top!!

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
წინადადებების წიგნი

Post by Wanderer » 19 თებ 2008, 02:49

Naia
ფაქტი სახეზეა: რაც კარავზე ვარ სულ მსგავსი საუბარი მესმის
მე ჯერ არ გამიგია მსგავსი არაფერი. მე გეტყვი შენ რაც გესმის: შენ გესმის ის, რომ ზოგიერთი კარველი უკმაყოფილოა იმით რაც ხდება ბოლო ხანებში. მე მაგაზე არ ვლაპარაკობ. მე კონკრეტული იდეები წამოვაყენე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ფორუმის ცხოვრება, რომ იგი გახდეს მეტად ინფორმატიული და ნაკლებად გადატვირთული 1000 ხარახურით.

Mao
ვერ გამიგე მაო. :) ეგ შეზღუდვა არაფერს ვნებს. ყველა სხვა ფორუმზე არის მასეთი შეზღუდვები. ეგ შეზღუდვები აიძულებს ადამიანებს, რომ მეტად დაფიქრდნენ სანამ რაიმეს დაწერენ და ფილტრავს საკმაოდ ბევრ უსარგებლო მესიჯს ავტომატურად.
და რას ნიშნავს ხარისხიანი? ვინ განმისაზღვრავს ხარისხს???
მისი უდიდებულოსება მოდერატორი. :wink: მოდერატორი გაარჩევს როგორმე დაქალები ჭორაობენ თუ გიორგი ბაგრატიონი წერს რომელიმე უცნობი ადგილის შესახებ. :D

ხალხო ნუ მიუდგებით ამას ისე თითქოს ფაშიზმი დამყარდება ფორუმზე! :D ლაპარაკია მხოლოდ ძალიან სულელური და არაფრისმთქმელი პოსტების ფილტრაციაზე.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
წინადადებების წიგნი

Post by guruli » 19 თებ 2008, 14:02

Naia
თუ ახალი კარაველების (რომელთა შორის მეც მოვიაზრები ალბათ) ქცევა არ მოგვწონს, საჭიროა მათთან ერთად ხშირად ვიაროთ ლაშქრობებში, რათა ახლად შემოკარვებულებმა კარგად გაიგონ 'სახლის' წესები და 'არეულობა' არ შემოიტანონ ოჯახში.
გამოსავალი ესაა და არა შენიშვნების მიცემა და ვიღაცისთვის გულის ტკენა...
ნაი, ამ მონიშნულ რამეებში ვერაფრით დაგეთანხმები. Mao-სი არ იყოს, არც მე მომწონს და არც მივესალმები ეგეთ დაყოფას.მანგლისის თემაში დავწერე უკვე, რომ ძველი კარაველობა არც წოდებაა და არც ქურდული ან კარავული რამკა, რომ ვინმეს ვებლატაოთ - ემ ბიჭო, მე ძველი კარაველი ვარ და რასაც ვიტყვი, ასე უნდა იყოს; რასაც გეტყვი, ისე უნდა გააკეთო... მგონი, ბევრმა ასეთად აღიქვა ეს ყველაფერი, მაგრამ რას ნიშნავს ძველი კარაველობა, ამაზეც იგივე თემაში დავწერე და ყველას შეუძლია, იქ იხილოს. უბრალოდ, ძველებს უფრო კარგი გამოცდილება გვაქვს და ახლებისთვის ამის გაზიარება თუ გვინდა, რატომაა ეს ვინმესთვის საწყენი და რატომ იღებენ ამას მითითებად? ხომ შეიძლება, ეს თხოვნად და რჩევად მიიღონ ანუ იმად, რაც სინამდვილეშია? ამის გათვალისწინებას სულაც არ სჭირდება ლაშქრობებში სარქლებისა და სარდლების წაყოლა - ეს ბუნებრივად უნდა იდოს ადამიანში. ხარისხიანი კარავის თემაში ლეონტიმ დაწერა, "ოქროს შუალედის" მოძებნას მთელი მსოფლიო ცდილობსო... ჯერ ერთი, ეს კარავი მსოფლიოს მასშტაბზე ბევრად პატარაა და მეორეც - ეს ოქროს შუალედი ყველამ ჩვენივე თავში ვიპოვოთ საკუთარი სინდისის კარნახით და მსოფლიო თუ ვერ იპოვის, ამ კარავზე მაინც მოიძებნება. უბრალოდ, აქ საჭიროა, იგივე თხოვნა და რჩევა დატუქსვად, თითის დაქნევად არავინ მიიღოს და ამაზე არც გული ეტკინოს და არც გაიბუტოს.
და ლაშქრობებში ხშირად სიარულს რაც შეეხება, მეც მინდა, ყოველ გასვლაში ვმონაწილეობდე, მაგრამ ხან - არ მცალია, ხან - ფინანსები არაა, ხან რა პრობლემაა და ხან - რა. მაგრამ ადამიანი, რომელიც რჩევას არ ითვალისწინებს და ამას თურმე თითის დაქნევად და საწყენად იღებს, ის ლაშქრობაში მიცემულ მითითებას გაითვალისწინებს? :D :D რაღაც არა მგონია... პირიქით - იმასაც იწყენს.
მოკლედ, რეზიუმეს სახით ზემოთქმულს გავიმეორებ - მთავარი შინაგანი შეგნებაა.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წინადადებების წიგნი

Post by Kakha » 19 თებ 2008, 15:39

ვიღაცამ დაწერა, ვერ ვხედავ ამ ფორუმზე მოდერსო. მე მოდერი ვარ და ნამდვილად მინდა დავადასტურო, რომ ძალიან ნაკლებად ვშლი ხოლმე პოსტებს. ხან არ ვშლი, რადგან არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და ხან ვერ ვშლი, რადგან დრო არ მაქვს იმდენი რომ ყველფერი ვიკითხო და თანაც ვშალო გზადაგზა. უფრო მეტად ვშლი ხოლმე მივიწყებულ და ნაკლებად ინფორმატიულ თემებს.

ახლა რაც შეეხება შემოთავაზებას - როგორ გავხადოთ ფორუმი უფრო საინტერესო.

მე არ ვიცი რაა ხარისხიანი და უხარისხო პოსტი. უფრო სწორედ არ ვარ დარწმუნებული რომ ამის დეფინიცია შემიძლია გავაკეთო.

ერთი რა თავშისაცემია, ამ ბოლო ხანს, შარშან გაზაფხულიდან მოყოლდებული გაიზარდა ფოტოების რაოდენობა რეპროტაჟებში. ხაზგასმით ვამბობ, რომ არ მინდა არავის ვაწყენინო, მაგრამ, ჩემი აზრით, ხშირად, ამ ფოტოებმა საოჯახო ალბომის სახე მიიღო. ამაზე არაფერს ვამბობდი, მით უმეტეს რომ მესმოდა შეძახიელბი (პოსტები) მიდი დაყარე ფოტოები. მაგალითად ასეთი პოსტები გაუკეთებია ჩემთვის ძვირფას და ალბათ ყველასთვის საყვარელ ლამას (და არა მარტო მას). ჰოდა ვფიქრობდი, თუ ამდენ ხალხს უნდა საოჯახო ფოტოების თვალიერება ათვალიერონ თქო. პირადად მე ხშირად პირველი გვერდის ნახვით ვიფარგელბი, რადგან ამდენი ფოტოს ნახვის არც დრო (ფოტოების გახსნას კარგა დიდი დრო მიაქვს) და, გულწრფელად რომ ვთქვა, არც ხალისი მაქვს.

არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო რომ ფოტოები ასახავდენენ გარკვეულ ემოციას, რაც ლაშქრობაში განიცადეთ. მაგრამ რამდენად საჭიროა გამოდოს ვინმემ ვთქვათ 60 ფოტო, მხოლოდ იმიტომ რომ გადაიღო 60 ფოტო?

იდეალური იქნებოდა რომ რაღაცნაირად დაგვეჭირა ის ოქროს შუალედი, რომელზეც ლეონტი საუბრობს. თუმცა ვინ იცის სადაა ეს ოქროს შუალედი. მე არ ვიცი და როცა არ ვიცი ვცდილობ ხოლმე ჩემს ინტუიციას ვენდო.

დავუბრუნდეთ წინადადებებს - მგონია, რომ ცუდი არ იქნება თუ შევზღუდავთ ფოტოების რაოდენობას თემაში. არ ვიცი ტექნიკურად ეს როგორ უნდა მოხდეს, თუმცა იმედი მაქვს რომ შესაძლებელია. ანუ ვთქვათ ერთდღიანი გასვლისვის დავთქვათ 20 ან 30 ფოტო, ხოლო მრავალდღიანისვის მეტი. ეს იმას გამოწვევს რომ ვიდრე ფოტოებს გამოდებ კაცი კარგად დაფიქრდები - საჭირო კია ამ ფოტოს გამოდება, ყველაზე კარგად ასახავს ეს ფოტო ემოციას, დაეხმარება ეს ფოტო მომავალში ამ მარშრუტზე მიმავალს.

რა ვიცი, რა ვიცი - ვიფოქროთ

ბოდიში, ნამეტანი გრძელი პოსტი გამომივიდა....

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
წინადადებების წიგნი

Post by Gvalva » 21 თებ 2008, 00:35

სალამი მონატრებულო ხალხო!!

ეს საკითხი ისევე ძველია როგორც თავად კარავი, პრობლემის ძირითადი მიზეზი მე ვარ, იმიტომ რომ როგორც კოტ ლეაპოლდ იტყოდა "ია სლიშკომ დობრიი, აზვერინი მჭირდება". არაერთხელ მითქვამს რომ ეს გამოწვეულია იმ სპეციფიკიდან, რომელიც კარავს აქვს (თუ ის ისე იფუნქციონირებს, რისთვისაც შეიქმნა). კერძოდ, ხვალ შეიძლება ხელი გავუწოდოთ, ქვაზე გადასვლაში დამეხმარეო, იმას ვისაც გუშინ ვტუქსავდით და დავკიოდით. წივილ-კივილი ისედაც არ მიყვარს, და მით უმეტეს ასეთი გაგრძელების პერსპექტივით. არადა დღემდე არც ერთ შენიშვნას ალიაქოთის გარეშე არ ჩაუვლია.

ყველა ამჩნევ სხვის "არასწორ" საქციელს, ეს კარგიც არის, მაგრამ ზოგჯერ მეორე განყოფილებაში რომ გადახვალ, ის მწვავე კრიტიკოსი იმასვე აკეთებს, რაზეც სხვას აკრიტიკებდა. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება და ბოდიში ამ კრიტიკისთვის.

მთავარი პრობლემა ისაა რომ კარავი არის თემატური ფორუმი. თემატური!! ეხება ღია ცის ქვეშ აქტივობებს. აქ ყაისნაღით ქსოვაზე საუბარის ადგილი არაა!! ხო სასაცილოა ყაისნაღით ქსოვის ხსენება?? იცით რამდენი ასეთი თემაა?? იცით!! მაგრამ როგორც კი კონკრეტულ თემაზე იტყვის ვინმე, ეს აქ რატოა, ისეთი ამბავი მოყვება, იმ ამბად არც ფორუმი ღირს და არც კარავი.

ბევრი სერიოზული სიტყვები რომ არ ვწერო, და გვერდით თემებში რომ ჟრიამულია ალბათ, ის რომ არ ჩაგიყავისფროთ, მოდით გამოვაცხადოთ ერთი დღე, რომლის შემდეგაც ყველა "გამოვსწორდებით" :), ანუ, წინასწარ შევთანხმდეთ რომ ამა წლის ამა და ამ რიცხვის შემდეგ, კარავი ხდება თემატური ფორუმი, ყაისნაღით მქსოველებს, რაც არ უნდა კაი გოგო-ბიჭი იყოს, მიეთითება რომ ამის ადგილი აქ არაა, და ამისთვის მორალურად მოემზადეთ.

და კიდევ ერთი თხოვნა, ხომ არ დავწეროთ ფორუმის წესდება. ოღონდ წესდება დავწეროთ და განვიხილოთ ერთად! გარდა იმისა რომ მე ამის დაწერის დრო არ მაქვს, ამაში კიდევ იმ აზრს ვხედავ რომ რაიმე პუნქტის ჩართვის და განხილვისას, უფრო კარგად გავისიხლხორცებთ იმას რაც უნდა გავაკეთოთ (უფრო სწორედ არ გავაკეთოთ).

ყაისნაღელებს მორალურად მოსამზადებლად და მოწესრიგების მსურველების მიერ წესდების შემუშავებას დრო ისედაც უნდა და ამ დროის გასვლის შემდეგ დავიწყოთ კარავ-ცხოვრების ახალი ეტაპი.

წესდების შესამუშავებლად გავხსნი ახალ თემას, გპირდებით რომ იმ თემაში აქტურად შემოვიხედავ ხოლმე და წავიმუშაოთ ერთად.

ვისაც წესდების პუნქტზე მიუთითებენ და შეიძლება არ ესიამოვნოს, ვთხოვ, განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, რომ მერე ამ წესდებაში მისთვის უსიამოვნო არაფერი იყოს.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by paata_ » 21 თებ 2008, 00:41

Gvalva


გაკოცეე


ლელ მაგარია, ამას ვითხოვთ კაი ხანია. მომენატრა კარავში კარაველად შემოსვლა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by lama » 21 თებ 2008, 00:59

Gvalva


ძალიან მიხარია, რომ დაიწყო ამაზე ფიქრი და ყინულიც დაიძრა მოკლედ მეგობრებო მართლაც ძალიან ბევრი რამ უნდა შევცვალო მე და შეცვალოთ თქვენც ჩემთან ერთად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთურთს ვაბრალოთ არა მე ვარ უხუცესი და არა შენო:D

მოკლედ ტერმინი "უხუცესი კარაველი" რას ნიშნავს მართლაც ვერ გავიგე დღემდე

მოკლედ დავეხმაროთ ერთმანეთს ამ საქმეში და დავალაგოთ ჩველი საერთო და ძალიან ლამაზი სახლი :)

მოკლედ, ჩემს (და არა მარტო ჩემს) აზრს ვიტყვი ყველა განყოფილებას საკუთარი მოდერატორი უნდა ჰყავდეს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
წინადადებების წიგნი

Post by Wanderer » 21 თებ 2008, 01:34

სალამი ადმინს. :) საუკუნეა არ მინახიხარ. იმედია კარგად ხარ. :)

მადლობა ამხელა ახსნა-განმარტებისთვის და იდეებისთვის. წესდების შემუშავება ნამდვილად საჭიროა და იმედია მეც რამეს გეტყვით სასარგებლოს.

ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები შენც და სხვებსაც: კონკრეტულ თემაზე ოდნავ განსხვავებული აზრის მოსმენა კარვის სასტავს შოკში არ უნდა აგდებდეს. და თუ მაინც აგდებს შოკში ეს ჩემი აზრით არის არა კარვის ან იმ ადამიანის ბრალი ვისაც განსხვავებული აზრი აქვს(და უნდა გაჩუმდეს რომ სხვების ლივლივს ხელი არ შეუშალოს) არამედ თავად იმ ადამიანების ბრალი, ვინც შოკში ვარდება.

თუმცა ეს შეიძლება ზოგადად დღევანდელი ქართული საზოგადოების პროლემაა და არა მხოლოდ კარვის...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
წინადადებების წიგნი

Post by kotetbeli » 21 თებ 2008, 01:37

Gvalva
ასევე მზად ვარ შრომისა და გარჯისათვის! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by paata_ » 21 თებ 2008, 01:41

მეც

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
წინადადებების წიგნი

Post by Wanderer » 21 თებ 2008, 02:03

წესდებასთან დაკავშირებით კიდევ ვიმსჯელებთ. მანამდე კი ერთი ცინცხალი იდეა მაქვს, რომელიც ჩემი აზრით არ არის ურიგო.

დღეს მე და აბალდუი განვიხილავდით ფორუმის ფუნქციებს და ვთქვით, რომ ფორუმის ერთ-ერთი დანიშნულება(გარდა ლაშქრობების დაგეგმვისა და ა.შ.) არის უბრალოდ კომუნიკაცია ფორუმის წევრებს შორის. ვინაიდან და რადგან ამის გამო ფორუმს უკვე იყენებენ ჩატივით და ავსებენ თემებს უაზრო მესიჯებთ მომივიდა აზრად, რომ ფორუმს დავამატოთ ჩატი. წარმოიდგინეთ რამდენი მისალმება და პაჩი-პუჩები წავა ჩატში. :) გარდა მაგისა, ჩატის საშუალებით ფორუმზე შემოსული ადამიანები შევძლებთ სწრაფად დავილაპარაკოთ ერმანეთთან. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ჩატსაც, რომელიც წესით კარგად უნდა ჩაინტეგრირდეს ჩვენს ფორუმში. იქვე არის დემოები და შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს(იუზერი და პაროლი test/test):
http://www.123flashchat.com/phpbb_chat.html

სხვა ვარიანტი არის ასევე shoutbox, რომელსაც შეიძლება შევხედოთ, როგორც ჩატის გამარტივებულ ვარიანტს. აგერ მაგალითიც:
http://usuarios.lycos.es/kinfule/test4/chat.php

დავამატებ იმას, რომ ტექნიკურ ამბებში к вашим услугам. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by lama » 21 თებ 2008, 02:13

Wanderer
vnaxe da kargebia orive versia da ise kai iqneba Tu CaTi miebmeba es bevrad gantvirTavs Cvens saxls nagvisgan romelsac me yvelaze mets vyri

vemxrobi am versias :)

100%
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]