ყინულზე ცოცვა და კარავი

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 12:28

როგორც იცით, მომავალ კვირას იმართება ყინულზე ცოცვის ჩემპიონატი, ამასთან დაკავშირებით მაქვს იდეა, მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ასეთ წამოწყებას მხარდაჭერა ჭირდება და მეორეც, ამ ღონისძიებაზე სწორედ ისეთი ხალხი იქნებიან ვინც ჩვენი ფორუმით უნდა სარგებლობდეს და მათ გავაგებინებთ ჩვენს არსებობას.

ერთი კვირა გვაქვს მოსაფიქრებელ/მოსამზადებლად, რა გავაკეთოთ რომ ამ ღონისძიებასაც წაადგეს და მისმა მონაწილეებმაც გაიგონ ჩვენს შესახებ.

თუ დროს გამოვნახავთ, შეიძლება შევხვდეთ კიდევაც და მოვილაპარაკოთ.

გთხოვთ ნუ დაელოდებით ჩემგან დარეკვას ან PMის მოწერას, ყველას იდეა/მონაწილება სასიამოვნო იქნება

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by ira » 13 თებ 2006, 12:36

gvalva
ეგ ჩემპიონატი ხომ გუშინ იყო, იმას არ იძახი, ატენში რომ ჩატარდა? ჩემი ძმაც იყო ერთ-ერთი მონაწილე, კიდევ იმართება იქით კვირას? გუშინ მე ვერ წავედი და თუ ისევ იქნება სიამოვნებით წამოვალ:)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 12:40

ira

კი, კიდევ იმართებაო, იმ კვირას

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Kakha » 13 თებ 2006, 12:49

გვალვა,

როგორც ვხვდები შენი წერილიდან გუშინდელი შეჯიბრი გამეორდება 19 თებერვალს.

კითხვა ვიცით დრო როდის იწყება შეჯიბრი და ადგილი (ისევ ბოშურია?)

ისიც მაინტერესებს ახლა როგორ იყო ორგანიზებული ანუ ხალხი მივიდა ბოშურამდე და მერე იქიდან ფეხით იარა ჩანჩქერამდე. იქ კი დადგნენ და უყურებდნენ თუ ვინ როგორ მიცოცავდა? რაიმე ხომ არ იყო დამატებით? მაგალითად ცხელი სასმელი (ყავა, ჩაი), ბანერები დაჭიმული (ესა და ეს მცოცავთა სკოლა) - ვიცი ძირათადად რიტორიკული კითხვებია, მაგრამ მიანც...

ეს ბოლო კითხვები კი იმიტომ დავსვი რომ შესაბამისად ჩვენც შეგვეძლო რაღაცის მოფიქრება.

პირველი იდეაა ისაა რომ მომზადდეს ერთგვერდიანი ინფორმაცია კარვის შესახებ და დარიგდეს. ახლა რამდენი ადამიანი იქნება იქ. მგონია 100-200 ფურცელი სრულიად საკმარისი იქნება. თუ ფერადი იქნება და კარგი დიზანით მაგარს რა ჯობია, მაგრამ ეჭვი მეპარება ფინანსური და დროის შეზღუდვის გამო მაგას გავწვდეთ. უბრალო შავ-თეთრ პრინტერზე ამობეჭდილიც უნდა წავიდეს, თუ მასალა საინტერესო იქნება. ალბათ უნდა იყოს მოკლე ტექსტი (ასე ვთქვათ Mission Statement), რა სახის თემებია, ცხადია ვებ-გვერდის მისამართი და ერთი-ორი ფოტო. თუ ფაილი მექნება შემიძლია რაღაც რაოდენობა (ვთქვათ 100 ცალი) მე ამოვბეჭდო.

გარდა ამისა, საკითხავია როგორ დავარიგებთ ამ ინფომაციას. შესაძლოა კარგი იდეა იყოს ტრანსპარანტის გაკეთბა ზედ კარვის ლოგოთი და ვებ-გვერდი მისამართით. დავარჭობთ სადმე, ჩვენ მის ქვეშ დავდგებით და დავარიგებთ ფლაიერებს (ასე ეძახიან ერთგვერდიან საინფმორმაციო ხასიათის გამოცემებს ინგლისელები, ქართულად არ ვიცი რა ჰქვია). ეს ტრანპარანტი შეიძლება შემდეგშიც გამოგვადგეს. მაგალითად როცა კარვის ფეხბურთის გუნდი შეხვდება სხვა ფორუმის გუნდს :D ისე ტრანსპარანტები რა ღირს არც ეგ ვიცი. თუ ძვირია მაგასაც შეიძლება თავი დავანაებოთ და უბრალოთ დავარიგოთ ფლაიერები.

აი ესაა სულ პირველი მოსაზრებები

ისე კარგი იყო? სურათები გადაიღეთ?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 13:10

კახა, მადლობა გამოხმაურება/აზრებისთვის!

მე არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ. ვიცი მხოლოდ ის რაც ტელევიზიით აჩვენეს. ასე რომ მაგ კითხვებზე პასუხს A12 da Kirk_Hamett თუ გვეტყვიან კარგი იქნება. ჩემი აზრით, პასუხები ასეთია, ეგ მანძილი ყველამ ფეხით გაიარა, თქვეს 7 კმ-აო. მერე იდგნენ და უყურებდნენ, მე მგონი.

მე ასეთი აზრი მაქვს, რამე გავაკეთოთ, მარტო ტრანსფარანტები კი არ დავარჭოთ, რამე მონაწილეობა მივიღოთ, რაც ასეთ სიტუაციას გამოადგება.

მაომ ახსენა პრიზის დაწესება, კიდევ რამის მოფიქრება შეიძლება...

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by kirk_hammett » 13 თებ 2006, 14:29

მე ვიყავი გუშინ და ყველაფერს ვეცები რომ დაწვრილებით მოგიყვეთ...

ავტბუსი ჩერდება მაგ სოფლის ტრასაზე და მერე არის დაახლოებით 30წუთის (ან ოდნავ მეტი)სავალი ხეობაში.გუშინ მზიანი ამინდი იყო და ცოტა ატალახდა იქაურობა...ისე სასიამოვნო სიტუაციაა.გზა ძნელი გასავლელი ნამდვილად არ არის...

რაც შეეხება შეჯიბრს...გუშინ მარტო ბიჭებს შორის იყო შეჯიბრი და 19-ში თუ არ ვცდები გოგოების უნდა იყოს...მაგრამ მაგაზე ჯერ კონკრეტულად არავინ არაფერს არ ამბობს,იმიტომ,რომ შეიძლება მანამდე ყინული აღარ გამოდგეს საცოცად...ანუ დადნეს...გუშინაც უკვე წყალი მოდიოდა და მონაწილეები საკმაოდ დასველდნენ.
Kakha
რა შეეხება შენს კითხვებს,ყველაზე თავად უპასუხე სწ ორად :lol: ხალახი ყინულთან დგას და ყველა მონაწილეს სათითაოდ უყურებს...მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული დისტანციით შორს...ქვების და ყინულის მოხვედრა რომ აიცილოთ თავიდან..
ჩაი და ცხელი ყავაც იყო...საჭმელიც...მაგრამ მაინც ქონდა ყველას რაღაც წამოღებული,იმიტომ,რომ შარშან ეგ სიამოვნება არ იყო...

სურათებს დავასკანერებ და დავდებ მალე...
Gvalva
დაახლოებით რას გულისხმობ მხარდაჭერაში??????
ira
შენს ძმას რა ქვია??იქნებ ვიცნობ... :roll: :D :D
the more u live the less u die>..................

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by kirk_hammett » 13 თებ 2006, 14:33

ისე პრიზის იდეაა მგონი კაია :lol: :lol:

შეჯიბრის შედეგები მგონი ყველამ იცით და აზრი არ აქვს რამის დაწერას...მარტო იმას ვიტყვი დიდი სიამაყით,რომ 2-3- ადგილები არა ალპინისტებმა,არამედ მცოცავებმა აიღეს :lol: :lol: :lol:
the more u live the less u die>..................

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 14:57

kirk_hammett

კარგი ხარ რომ ასე კარგად მოგვიყევი. ყინულის ვარგისიანობის ამბავში საქმის კურსში ჩაგვაყენე რაა...

მხარდაჭერაში რას ვგულისხმობ ზუსტად ჯერ არ ვიცი :), მარა ალბათ მაყურებლებისთვის რამის გაკეთებას, დასაჯდომი, ან მისასვლელი, ან შესაჭმელი... აქ იმიტომ დავწერე რომ რამე მოვიფიქროთ... პრიზის იდეაც მომწონს.

P.S. ასეთი რამე მოვიფიქრე, მოდი შენ იყავი ალპურ კლუბის პრეს ცენტრი ჩვენ ფორუმზე. :) რას ვგულისხმობ იცი?? რამე რომ ხდება აქაც დაწერე ხოლმე რომ მათი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც იყოს. შეიძლება სხვაგანაც არის, მარა აქ იმითაა კარგი რომ ვისაც რამე შეკითხვა გაუჩნდება აქ დასვამს, შენ გაარკვევ ამ საკითხს და უპასუხებ

თუ გინდა შეათანხმე ეს ამბავი, თუ გინდა შემახვედრე ხელმძღვანელობას და მე ავუხსნი ჩვენ რა იდეა/მიზნები გვაქვს.
Last edited by Gvalva on 13 თებ 2006, 15:07, edited 1 time in total.

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by kirk_hammett » 13 თებ 2006, 15:06

Gvalva
თუ ყინული ოდნავ მაინც გადნა,ლაპარაკი არც უნდა-შეჯიბრი არ ჩატარდება....მაგას რა თქმა უნდა იტყვიან და გაგაგებინებთ...

ისე გუშინ რატომ არ ჩამოხვედით????ყველა ახალმოსულში თქვენ გეძებდით :lol: :lol: :lol: :wink: :wink: :wink:

იდეები კაია,მე არც ვიცი რა დავამატო....ისე გუშინ დიდი საჭიროება იყო ცეცხლის,ცხელი წყლის და საჭმლის..თუმცა ეგ ყველაფერი იშოვებოდა,ცოტა ანარქია იყო....ორი გაზი ქონდათ წაღებული და წყლის ავსებას ვერ ასწრებდნენ ხოლმე,რომ უკვე თავდებოდა....მოკლედ მაგ ყველაფრის ორგანიზებას თუ მოავახერხებთ-მაგარი იქნება...
ან შეშას მოვიმარაგებთ...წყალს წინასწარ ავადუღებთ...საჭმლის ყუთებს მაინც მოვუვლით და მიწაზე არ დავყრით..ნაგავს ავკიფავთ...ბრეზენტებს გავშლით...შეგვიძლია კარვის სპეციალური პრიზიც დავაწესოთ :wink: :wink:
the more u live the less u die>..................

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 15:12

kirk_hammett

ხო, აი, ზუსტად ასეთი რამეები მაინტერესებს, რისი საჭიროება იყო, ეხლა ორმაგად მწყდება გული რომ არ ვიყავი.

რამეს მოვიფიქრებთ!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 15:22

ა, ყველაზე მარტივი:

შეგვიძლია დიდი კარდონის ყუთები ვიშოვოთ, რომლებსაც ნაგვის ყუთებად დავალაგებთ, ბოლოს დავწვავთ.

ყუთებზე A4-ზე ამობეჭდილი www.karavi.ge იქნება მიწებებული.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Kakha » 13 თებ 2006, 15:38

kirk_hammett

შეგიძლია დააზუსტო როდის დაიწყო (ალბათ სადღაც 11 საათზე, გამომდინარე იქიდან რომ 8-ზე უნდა გასულიყვნენ, სწორია?) და როდის დამთავრდა. იქიდან გამომდინარე რამდენ ხანს გრძელდებოდა ალბათ სხვადასხვა მოთოვნები ექნებოდათ. ანუ რამდენჯერ უნდა ეჭამათ და ა. შ.

რაც შეეხება ყინულის დადნობა-არ დადნობას - ალპიურ კლუბში, როგორც ჩანს, არავინ შედის www.accuweather.com და ეტყობა ”კურიერსაც” კი არ უყურებენ - ხვალიდან მთელ საქართველოში სამი-ოთხი დღით ისევ საკმაოდ აცივდება. ბაკურიანში სამი დღე გადაუღებლად მოთოვს. თბილისში ჯერ წვიმა და მერე თოვლ-ჭყაპი იქნება. მგონია, ტანას ხეობაში ყინვები იქნება და არაფერიც არ დადნება მომავალ კვირამდე.

ნაგვის უტლიზაციის/დაწვის იდეა მოგრა მომეწონა :!:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by Gvalva » 13 თებ 2006, 16:42

რაღაც სავიზიტო ბარათების მსგავსი დაგვჭირდება, რომელსაც დავარიგებთ რაიმე შემთხვევაში და კარგი იქნება თუ გვექნება კეპი/ქუდები ჩვენი წარწერით.

სავიზიტო ბარათის მონახაზი გავაკეთე, მარა თუ ვინმე წამეხმარება და უფრო კარგას გახდის მადლობელი ვიქნები.

ვფიქრობ კარგი იქნება დავიცვათ ასეთი მოთხოვნები:

1. ფერები წააგავდეს ჩვენი ფორუმის ფერებს
2. www.karavi.ge გარკვევით ეწეროს
3. "ფორუმი მათთვის ვისაც ერთხელ მაინც ეძინა კარავში" მონაწილეობდეს.

აი მე რა დავამზადე

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by kirk_hammett » 13 თებ 2006, 17:21

Kakha
სამწუხარიდ ყველაფერი დაგვიანდა...7-ის ნაცვლად,8-ზე გავედით და ყინულთან სადღაც 12-ზე ვიყავით..შეჯიბრის ხანგრძლივობა მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.გუშინ დაახლოებით 35-36 მონაწილე იყო და ყველაფერი,თავის დაჯილდოვებასთან ერთად მორჩა 5.30-ზე.6-ზე უკვე ავტობუსებში ვისხედით.ჩამოვედით 8.30-ზე.
ჭამისთვის ცალკე განკუთვნილი დრო არ იყო...იქ ყუთები იდო საჭმლით სავსე და ვისაც შიოდა ის ჭამდა...საამისოდ სპეციალურ შესვენება არ ყოფილა...შეჯიბრი ჩვეულებრივად,შესვენებების გარეშე ჩატარდა.

თუ ამინდმა აურია,მაშინ ალბათ იქნება 19-ში....
the more u live the less u die>..................

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ყინულზე ცოცვა და კარავი

Post by kotetbeli » 14 თებ 2006, 11:47

მოკლედ, ამ ტემაში ბევრი კარგი ამბავი დამხვდა, მათ შორის, კარგი იდეები... :) შესანიშნავია და დროა დავიწყოთ ინტერნეტს მიღმა "განკარვება"... და მსხმოიარობა... :wink: :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]