ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderator: Kakha

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by del » 23 აპრ 2011, 14:24

მოიცათ facebook-ზე ისეთი გასვლების შესახებ წერია რომელიც აქ არაა?

მაშინ ინტეგრაცია ნამდვილად საჭიროა:)

რამდენი "IT-შნიკი" ყოფილა აქ თურმე :D
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Wanderer » 23 აპრ 2011, 15:46

qarsaoti
ძალიან კარგი იქნებოდა რომ ეგრე იყოს იქ დაწერილი რომ აქ ჩანდეს, ოღონდ ყველაფერი ერთად არა, ბარახლო გამოვა ეგრე ჩემის აზრით, აი შესაბამის თემებში რომ ჩანდეს
არა ეგ არ გამოვა ჩემი აზრით. ვერ გაფილტრავ ფეისბუკის სტრიმს და ვერ გადაანაწილებ თემებში ავტომატურად. ნუ ხელით არა მგონია ეგ ვინმემ გააკეთოს. :)

უბრალოდ აქ უნდა გაკეთდეს ფეისბუკის გვერდის ასახვა. ანუ აქ უნდა იყოს ერთი გვერდი, სადაც გამოვა ყველაფერი ის, რაც იწერება ფეისბუკზე. და გამოვა დაახლოებით ისეთნაირად როგორც ხედავ ფეისბუკზე. აი ასე მარტივად. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10744
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Tamari-ch. » 23 აპრ 2011, 18:39

del wrote:მოიცათ facebook-ზე ისეთი გასვლების შესახებ წერია რომელიც აქ არაა?

მაშინ ინტეგრაცია ნამდვილად საჭიროა:)

რამდენი "IT-შნიკი" ყოფილა აქ თურმე :D
სამწუხაროდ ასეთი ტენდენციაა და რაღაც გათიშულობა შეიმჩნევა კარავზე...

მაგრამ კარავს მაინც უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ფაცებოკეს

რაც მთავარია აქ იპოვი ინფორმაციას ამა თუ იმ მარშრუტზე,

ანუ კარავი გაძლევს სრულ ინფორმაციას როცა გინდა სადმე წასვლა..
თავის რუკებიანად...

ასე რომ კარავს ვერაფერი შეცვლის..
;)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
qarsaoti
ბილიკზე მოარული
Posts: 76
Joined: 19 სექ 2010, 18:12
Location: საწუთრო
Contact:
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by qarsaoti » 24 აპრ 2011, 12:32

ზურა, მასე გაკეთება კი, მარა არა მგონია რამე განსხვავება იყოს, მაშინ რა აზრი ექნება აქ ნახავ ფასეს განყაფილებაში, თუ ისევ ფასეზე :)

მე მგონი აქვს ევენთის სტრიმს აიდი და თუ ჩვენს ლაშქრობების თემებს ფასეს იდ ს დავამატებთ...

ნიკა მე აიტიშნიკი არ ვარ :) არ ვიცი ვინ იგულისხმე, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ :)

გათიშულაბა ამინდების გამაა თამარ, ეხლა ამინდები რომ გამავა მე პირადად ბევრ ლაშქრობას შევუერთდები :)
-შენ რად გეტრფოდივ,
შფოთიანსავ,
დამიდგა თვალი...
ბებო ქოთობდა,ხოლო პაპა,
შარობდა მთვრალი.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6862
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Archil » 24 აპრ 2011, 12:59

ზოგადად კარავი უამინდოების პირობებში "იყინებოდა". მერე მოხდა ისე რომ ზამთარში "მხურვალე" რჩებოდა და ეხლა გვეჩვენება რომ შენელებულია.

ერთი კია, რაღაცა მიზეზების გამო კარაველები ამჯობინებენ პირწიგნაკზე დაგეგმონ გასვლა.

მგონი ყველაზე მარტივი იქნება კარავზე იყოს ფაცეს გვერდი, და ამ გვერდზე აისახოს ფაცეს ჩატში ნასაუბრები. ანუ იქაური ნალაზღანდარავებიც არ დაიკარგება. აუ რაღაც მინდა ვთქვას თემა რომ გვაქვს, ეგეთ ვარიანტში.

კარავზე დაწერილი ფაცეზე როგორ აისახოს, ანუ რა პრინციპით განლაგდეს, მაგი მოსაფიქრებელია. ორი ვარიანტია: ან პირდაპირ ლენტის სახით ჩამოიწეროს ფაცეზე (მარა მაგას თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ) ანდა თემატიკის პონტი გაეძროს, მარა მაგას აი ტიშნიკების მონდომება სჭირდებათ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Wanderer » 24 აპრ 2011, 13:40

qarsaoti
ზურა, მასე გაკეთება კი, მარა არა მგონია რამე განსხვავება იყოს, მაშინ რა აზრი ექნება აქ ნახავ ფასეს განყოფილებაში, თუ ისევ ფასეზე
როგორ არ ექნება აზრი. :) ზემოთ ხომ დაინახე რა დაწერა თამუნამ. ფეისბუკი სადაც დაბლოკილია იქიდანაც შესაძლებელი გახდება ფეისბუკზე დაწერილი პოსტების წაკითხვა. ყველაფერი ერთად იქნება კარავზე. ეს არ გინდოდა შენ?
მე აიტიშნიკი არ ვარ
აბა ვინა ხარ კაცო. :shock: :D თუ ტერმინი "აიტიშნიკი" არ გევასება?



Archil
ერთი კია, რაღაცა მიზეზების გამო კარაველები ამჯობინებენ პირწიგნაკზე დაგეგმონ გასვლა.
ეს რაღაც მიზეზი არის ის, რომ ფეისბუკი 1000-ჯერ უფრო განვითარებული და მოხერხებული პლატფორმაა, ვიდრე ის პლატფორმა რაზეც ეს ფორუმია დაფუძნებული... ჯერ მარტო ღონისძიებების დაგეგმვის ფუნქცია რად ღირს! თავისი მოწვევებით და ამბებით. :)
მგონი ყველაზე მარტივი იქნება კარავზე იყოს ფაცეს გვერდი, და ამ გვერდზე აისახოს ფაცეს ჩატში ნასაუბრები. ანუ იქაური ნალაზღანდარავებიც არ დაიკარგება. აუ რაღაც მინდა ვთქვას თემა რომ გვაქვს, ეგეთ ვარიანტში.
მაგას ვამბობ მეც. არა მარტო ყველაზე მარტივი, არამედ ერთადერთი ნორმალური გადაწყვეტილება ჩემი აზრით.


კარავზე დაწერილი ფაცეზე როგორ აისახოს, ანუ რა პრინციპით განლაგდეს, მაგი მოსაფიქრებელია.
კარავზე დაწერილის ფაცეზე ასახვა არ არის საჭირო. თუ ვინმეს კარავზე დაწერილი დააინტერესებს შემოვა კარავზე და ნახავს. ასე არ აკეთებდნენ აქამდე? ასე იზამენ მომავალშიც. თუ მაინც მოინდომებთ ამის გაკეთებას უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს იქნება ტექნიკურად გაცილებით უფრო რთული რამ, ვიდრე ზემოხსენებული ვარიანტი და რეზულტატი იქნება რაღაც სიმახინჯე.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
qarsaoti
ბილიკზე მოარული
Posts: 76
Joined: 19 სექ 2010, 18:12
Location: საწუთრო
Contact:
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by qarsaoti » 24 აპრ 2011, 18:57

ვაფშეტა პირიქთ მინდა, აქედან რომ იქით აისახას, სპეციალნად აქ შემასვლა აღარ იყოს საჭირო რა, პირდაპირ იქ ვხედავდეთ რა სიახლე იდება კარავზე... მე ესე ვიფიქრე მარა ეხლა შენი აზრიც მამწანს :)

აიტიშნიკებს ვისაც ეძახიან ეგ არ ვარ თარე სიტყვას არაფერს არ ვერჩი...

მოკლედ მეც ვემხრაბი მასე გაკეტებას იქ ნასაუბრები აქ რომ გამოჩნდეს.
-შენ რად გეტრფოდივ,
შფოთიანსავ,
დამიდგა თვალი...
ბებო ქოთობდა,ხოლო პაპა,
შარობდა მთვრალი.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Hereti » 25 აპრ 2011, 11:49

Wanderer
შენი აზრი მომწონს, ფაცე აისახოკ კარავზე და არა პირიქით

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Naia » 25 აპრ 2011, 12:14

უკაცრავად, რომ ვერევი, მაგრამ რაც თავი მახსოვს, კარავზე ჩეთი არ უნდა იყოსო - გავიძახოდით. ჰოდა, ახლა ამ ჩეთმა ფბ-ზე გადაინაცვლა და ისევ გვინდა კარავზე რომ დავაბრუნოთ?

გასვლებს რაც შეეხება, ფბ-ზე დაგეგმილი გასვლები აუცილებლად იდება კარავზე. გამონაკლისია, მხოლოდ ე.წ. 'პრივატული' გასვლები. მაგრამ, ასეთ გასვლებს კარავზე მაინც არავინ დებდა...

გარდა ამისა, მგონია რომ ფბ დროებითი მოვლენაა. თუ ვინმეს აღარ უნდა კარავზე შემოსვლა, ეს მისი პრობლემაა და არა კარვის. კარვისთვის მთავარი 'ახალი სისხლია' ანუ ახალი წევრები თავისი ახალი იდეებით. რაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან შემცირდა... მგონი უკეთესი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარებაზე გვეზრუნა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10744
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Tamari-ch. » 25 აპრ 2011, 12:33

Naia wrote:უკაცრავად, რომ ვერევი, მაგრამ რაც თავი მახსოვს, კარავზე ჩეთი არ უნდა იყოსო - გავიძახოდით. ჰოდა, ახლა ამ ჩეთმა ფბ-ზე გადაინაცვლა და ისევ გვინდა კარავზე რომ დავაბრუნოთ?

გასვლებს რაც შეეხება, ფბ-ზე დაგეგმილი გასვლები აუცილებლად იდება კარავზე. გამონაკლისია, მხოლოდ ე.წ. 'პრივატული' გასვლები. მაგრამ, ასეთ გასვლებს კარავზე მაინც არავინ დებდა...

გარდა ამისა, მგონია რომ ფბ დროებითი მოვლენაა. თუ ვინმეს აღარ უნდა კარავზე შემოსვლა, ეს მისი პრობლემაა და არა კარვის. კარვისთვის მთავარი 'ახალი სისხლია' ანუ ახალი წევრები თავისი ახალი იდეებით. რაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან შემცირდა... მგონი უკეთესი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარებაზე გვეზრუნა
რაღაც ჩაკვდასავით კარავი...
დღეში ერთი პოსტი თუ დაიწერება...
ესაა საწყენი -
ადრე სიცოცხლით სავსე იყო კარვი ...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Naia » 25 აპრ 2011, 12:36

Tamari-ch.
მესმის, მაგრამ არა მგონია მაგას ფბ-სთან ინტეგრაციამ უშველოს. ახალი იდეები და ლაშქრობებია საჭირო :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by ARCHILI » 25 აპრ 2011, 13:00

კარავი რომ ჩაკვდა იმის ბრალია, რომ უწინ ახალ შემოსულ კარაველს სხვა ფონი ხვდებოდა - ლაშქრობები, თავგადასავლები, კარაველობის სწავლა და ა.შ.

მიდიოდა ერთობლივად დაგეგმვა, ძიება, მუშაობა მარშრუტზე, საინტერესო მოგზაურობისა და "კარვის" ესთეტიკის შესწავლა. ძველ კარველებს ხვდებოდნენ ლამა, გობე, ლელა და ა.შ. რომლებიც სულ სხვაგვარად განიხილავდნენ კარველობასაც და ამ ფორუმის ფუნქციასაც. მოკლედ, სხვა ფასეულობები იყო რა..

ახლა ახალ კარაველებს რაღაც თითქოს "ძალიან გაუიოლდათ" კარაველობა, მათ არაფერი ფუნქცია აღარ შერჩათ თითქოს, ორგანიზატორებიც ცოტანი დარჩნენ, რაც შეუძლიათ, ცდილობენ და აკეთებენ, მაგრამ მრავალ მხრივ, სრულიად სხვა სივრცეს ქმნიან, ვიდრე კარაველობაა...

რადგანაც "კარ(ა)ვის" ბირთვი აღარ თანამონაწილეობს კარვულ ცხოვრებაში, შესაბამისად, კარვული სკოლაც აღარ არის და ყველაფერი ეს კარვის დღევანდელ სახეს ქმნის.

იმედი მაქვს, ახალი კარველები მოიწადინებენ, რომ გაიგონ "კარვული" ცხოვრების წესი, თავადაც გახდნენ ნამდვილი "კარველები" და კარავსაც მისცენ ახალი, კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტური სახე...

:)
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by teo- » 25 აპრ 2011, 13:01

Naia
რატო არ უნდა იყოს კარავზე ჩათი? აუ რაღაც მინდა ვთქვას ძალიანაც უხდება :)
არა ექსკურსია! Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by Wanderer » 25 აპრ 2011, 13:19

Naia
ამ ჩეთმა ფბ-ზე გადაინაცვლა და ისევ გვინდა კარავზე რომ დავაბრუნოთ?
ზუსტად ამის გამო არ მომწონს იდეა "ფბ წავშალოთ". მე მომწონს ფბ-ს კარავი. :)

ისე ეს ინტეგრაცია არ გულისხმობს იმას რომ კარავი კვლავ "გაჩატდეს". უბრალოდ ლაპარაკია ადგილზე, სადაც ადამიანი შევა და read only რეჟიმში დაათვალიერებს ფეისბუკზე ნალაპარაკევს ვინაიდან ყველა კარველი არაა ფეისბუკზე და ვერ ხედავს რა ხდება იქ... ზემოთ მე უბრალოდ აზრი გამოვთქვი თუ როგორ სჯობია რომ გაკეთდეს ეს(თუ გაკეთდა საერთოდ).

Tamari-ch.
სეზონია ასეთი. ფაქტიურად ყველაზე ცუდი დროა ახლა: წვიმაში და ჭყაპში არავის არ ეხალისება ლაშქრობა. დათბება, გამოზაფხულდება და ავმოძრავდებით ისევ. :)

რა თქმა უნდა ფბ-საც აქვს წვლილი მაგაში, მაგრამ ეგ კარგიცაა იმ მიზეზის გამო რაც ნაიამ დაწერა. :) ანუ ჩატმა იქ გადაინაცვლა და განტვირთა კარავი.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ფეისბუქის ინტეგრაცია კარავზე

Post by LEVANIKO » 01 მაი 2011, 15:59

ფეისბუკზე რო კარავია იქ გამაწევრიანეთ მოვითხოვ :D:D:D:D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]