კარავი

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
კარავი

Post by Ninukala » 12 მარ 2009, 16:32

კარავის მორმალური ფუნქციონირებისთვის ჩემი აზრით საჭიროა რაღაც ზომების მიღება. კერძოდ ამ ბოლო დროს საშინლად ბევრი უაზრო და კარავთან არავითარ კავშირში მყოფი თემები იხსნება, ზოგიერთს კი უშლიან ხოლმე ამ თემებს, თუმცა ბევრი მაინც რჩება, რაც იმ ადამიანის გაბრაზებას იწვევს ვისაც წაუშალეს თემა. ასეთი რაღაცეები რომ არ მოხდეს ლელა მე მაქვს ასეთი წინადადება:
განყოფილებაში ლაშქრობები, იდეების კიდობანი და სამომავლო გეგმებში თემის გახსნის უფლება ჰქონდეს ყველას (კიდევ სხვა განყოფილებებშიც შეიძლება). მაგრამ ისეთ განყოფილებებში როგორიც არის ზოგადი საუბრები და Ciaaao არ უნდა ჰქონდეს არავის თემის გახსნის უფლება მოდერის და ადმინისტრატორის გარდა. როგორც ეს ხდება ბევრ სხვა ფორუმზე. თუ ვინმეს უნდა ამ განყოფილებაში გახსნას თემა, მიწეროს მოდერს და მიდერატორმა გადაწყვიტოს გახსნას თუ არა თემა. თუ ამაზე მოდერები იტყვიან სად გვცალია მაგისთვისო, მაშინ მოდერი რის მოდერია თუ თავის საქმე არ გააკეთა (მარტო მწვანე ფერი ხომ არ არის...). თუნდაც გაიხსნას თემა 1 ან 2 საათის დაგვიანებით, ამით მგონი არაფერი არ დაშავდება. მილოცვებიც, არ არის აუცილებელი 2 და ზოგჯერ სამი თემა რომ იხსნება, ჯობია მოდერმა გახსნას და მგონი ქვეყანა არ დაიქცევა თუ ზუსტად 12 საათზე არ გაიხსნება თემა.
ჩემი აზრით ეს საკმაოდ მოხერხებული იქნება და თან მერე არავის არ ექნება პრეტენზიები ჩემი თემა წაშალეს და მისი არაო... მოდერმა ან მოდერებმა გადაწყვიტონ რა თემა გახსნან და რა არა.... :D, ვინც განაწყენდება კიდევ ცივი წყალი დალიოს.... ;)
Last edited by Ninukala on 12 მარ 2009, 17:21, edited 1 time in total.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კარავი

Post by paata_ » 12 მარ 2009, 16:46

Ninukala

მაგასაა რო გავიძახი რამდენი წელია და არავინ არ მაქცევს ყურადღებას

იქნებ შენ მაინც მოგისმინონ

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
კარავი

Post by burdula » 12 მარ 2009, 16:55

მგონი კარგი აზრია,მგონი კიარადა მასეა
bag,music and a long road...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კარავი

Post by Druides » 12 მარ 2009, 18:04

Ninukala
მაშინ კიდე სხვაგან იოფტოპიკებენ ერთიი განყოფილება იყოს ვისაც რა გაუხარდება ის წეროს ოღონდ დროის შეზღუდვა იყოს რომ ეს განყოფილება არ იყოს ყველაზე აქტიური :)
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
კარავი

Post by Ninukala » 12 მარ 2009, 18:34

Druides
ჯერ თავიდან დავიწყოთ, ნელნელა გამოჩნდება სად უნდა იყოს შეზღუდვა და სად არა, იცი მე უკვე კი არა მაღიზიანებს მაცოფებს კიდეც ეს თემები და ის რომ ჩემი საყვარელი მეგობრები ერთმანეთს რაღაც სისულელეზე უპირსპირდებიან.... აი. ეს მტკენს გულს ყველაზე მეტად.....
არ მინდა ვინმეს ფანობა დამაბრალოდ, ან ვინმეს ზედმეტი სიყვარული....
იმედია ამ თემას თუ ყველა მოვინდომებთ ექნება შედეგი!!!!!!!!!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კარავი

Post by Druides » 12 მარ 2009, 18:52

5 წუთში ერთხელ დაპოსტვის უფლება იყოს და არა მგონია ვინმეს ნერვებმა გაუძლოს ოფტოპიკის გულისთვისა ამ 5 წუთს :)
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კარავი

Post by Wanderer » 12 მარ 2009, 19:15

Druides
5 წუთში ერთხელ დაპოსტვის უფლება იყოს და არა მგონია ვინმეს ნერვებმა გაუძლოს ოფტოპიკის გულისთვისა ამ 5 წუთს
მინდა დავადასტურო, რომ ჩემი გამოცდილებიდან ეს ძალიან ამართლებს. ხანდახან სხვა ფორუმებზე მდომებია მძიმე პოსტების დაპოსტვა, მაგრამ დროის შეზღუდვას შევუჩერებივარ და ხშირად 1 წუთიანი შეჩერებაც სრულიად საკმრისი ყოფილა განწყობის შესაცვლელად. :)
მაშინ კიდე სხვაგან იოფტოპიკებენ ერთიი განყოფილება იყოს ვისაც რა გაუხარდება ის წეროს
ეს მეთოდიც ძალიან ამართლებს.

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
კარავი

Post by pauna » 13 მარ 2009, 00:27

შეიძლება ბევრი თვლის, რომ კარავზე გაფურჩქვნის პერიოდია და მის გვერდებზე იდება დღეში 3 ლაშქრობა და 5 ექსკურისა და ეს კია. მარა... უნდა გავხსოვდეს, რომ გაფურჩქვინს პერიოდს ჭკნობა მოყვება :(

აქ მთავრი რაოდენობა არაა... მთავრი ხარისხია...

ნინუკალას აზრი ძალიან კია.. ლაშქრობები, სამომავლო გეგმები და იდების კიდობანი თავისუფალი უნდა იყოს, იდები უნდა დაიდოს მაგრამ (არა დღეში 3 ლაშქრობდა 5 ექსკურისა თან ერთი წევრისგან)... იმიტომ რომ ხვდება თანხვედრა და ხალხს გული წყდება რომ სხავგან ვერ წავიდა თუ იქნება ურთიერთ შეთანხმაება ეს მოგავრდება...

დანარჩანი თემები უნდა შეთახმდეს ადმინისტარციასთან :) რომ არ იდებოდეს ისეთი თემები რომელიც ოდნავადაც კი არ ეხება ამ ფორუმის შიანრს...


Druides აზრიც მაგარია... იყოს დროის ლიმიტი 1 ან 3 წუთამდე... ეს გამორიცხავს თემაგადახვეულ პოსტებს...
კაი იქნება, ტურის დადების ლიმიტიც დროით რომ განისაზგვროს... კაცი დეგში 10 ტურს არ უნდა დებდეს უბრალოდ სხვამაც ხომ უნდა ჩაკვეხოს რამე :D

ეხლა ჩამი აზრი... პოსტების ტექსტი უნდა აღემატებოდეს 30 სიმბოლოს, 30-ზე ნაკლები არ უნდა იტვირთებოდეს ... ეს სიახლე აგავრიდებს თავიდან ისეთ პოსტებს როგრიცაა: OK, :D , :( და კი :)

პოსტის დაწერის შემდეგ... ყველას აქვს უფლება ჩასწოროს (მაკრატელი და ქაღალდი რომა ხატია ისაა) კეთილი ინებოს და რაც დავიწყდა იქვე მიაწეროს და არა კიდევ ერთ ახალ პოსტად დაწეროს, ამ პრობლემას დრუიდის აზრი გადაჭრის არავინ დაელოდება 3 წუთს ....

რომელირაცა ფორუმზე შევხვდი ესეთ ავრიანტს მერე რომ დაპოსტავდი ავტოამტურად ებმეოდა ძველ პოსტს... კაი აზრია მგონი

ესა ჩემი აზრი...

კარავი ხალხს აერთიანებს ესე იყო თავიდანვე და რა პირიქით....

P.S

ამდენი არასდროს დამიწერია :D :D :D
ImageImage

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კარავი

Post by ნიმფა » 13 მარ 2009, 00:43

რა არის ცუდი თუ შაბათ-კვირას რამოდენიმე გასვლა გაკეთდა?
არჩევნის საშუალება ყოველთვის უნდა არსებობდეს.

ვერც იმაში ვხედავ საგანგაშოს თუ ეს ერთი წევრის მიერ დაგეგმილი გასვლებია.

იმ ერთი წევრის დანაშაული არ არის თუ იგი სხვაზე აქტიურია. სხვასაც შეუძლია დაგეგმოს გასვლები და დადოს თემები. პრინციპში ასე ხდება კიდეც.


ლიმიტებს და ოფტოპიკებს რაც შეეხება გეთანხმები!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარავი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 00:47

რა ვიცი, რა ვიცი.
შეზღუდვები ეთიკასა და მიმართვის ფორმებში უნდა იყოს და არა თემების გახსნასა და წერაში.
ვერ ვხედავ პრობლემას, თუნდაც 10 გასვლის გეგმა გაიხსნას 1 კვირაში.
არჩევანის საშუალება სულ უნდა იყოს.
ამასთან, 1გან 1 კვირას თუ ვერ წავა რომელიმე კარაველი, მომდევნო კვირეებში წავა.
აგერ, ბატონო, დავათში 1ხელ რომ ვერ წავედი, მომდევნო კვირაში წასვლამ ხელი შემიშალა?
რამდენი ვიცი, ხევსურეთში 1ხელ ვერ წავიდა, მაგრამ სხვა დროს წასულა.
შარშანწინ აბუდელაურებზე ზედიზედ მოეწყო გასვლები.
რაც მეტი გეგმა და იდეა გაიხსნება, მით უფრო გაიზრდება "კარავიც" და ხარისხიც.
ბოლო 2-3 თვეში იმდენი იდეა და გეგმა გაჩნდა, რომ ფორუმი ძნც გამრავალეფეროვანდა.
დაკიდევ, ჩემი თემების გახსნით, ნამდვილად ვიცი, რომ არც არავინ გამილანძღავს, არც დამიცინია,
არც ექსპეიმენტებისთვის მიმიმართავს.
და თუ ბევრის თვალში ვინმეს ცოტა უშნოდ გამოვპასუხებივარ, იმიტომ, რომ ეთიკის ზღვარს სცდება
ურთი1ობებშიც, "კარავშიც", დამოკიდებულებაშიც.
რა ვქნა, ამაზე სადაც და როგორც არ უნდა ვიყო, ვერასოდეს დავხუჭავ თვალს და ვერც ვერავინ შემზღუდავს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
კარავი

Post by pauna » 13 მარ 2009, 00:53

GAMARJOBA SAKARTVELO

ესეიგი შენ გული არ დაგწყდა ხომ რომ, ჩავნთან ერთად ვერ, წამოხვდეი ეგრე გამოდის... მე ჯერ პირვლ რიგში ხალხის გულიზე მივდიავრ და მერე ბუნების სანახავად... შენ რომ გაეთავლიწიებინა რომ 11 მივდიავრთ... შენც ჩვანთან იქნებოდი....

ნიმფა
რაც შეხება აქტიურობას.... შესაძლებელაი ჩამოწერო უამრავი მარშუტი ვთქვათ 20 და უნდა დავდო თუ გინდა ეს მარშუტების დრო მთელ წელზე გადანაწილდეს და 2 და 3 თვით ადრე უნდა იდებოდეს... არა მგონია....

თორემ არა პრობლემა 2 წელი ტურისტულ საგენტოში, მარშუტებს ვწერდი 1 თვე არ გეყოფა მაგსი წასაკითხად :D :D :D დავდო :D :D :D
ImageImage

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარავი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 01:19

pauna wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ესეიგი შენ გული არ დაგწყდა ხომ რომ, ჩავნთან ერთად ვერ, წამოხვდეი ეგრე გამოდის... მე ჯერ პირვლ რიგში ხალხის გულიზე მივდიავრ და მერე ბუნების სანახავად... შენ რომ გაეთავლიწიებინა რომ 11 მივდიავრთ... შენც ჩვანთან იქნებოდი....
მე ძნ დამწყდა გული, რომ ზამთარში თქვენთან 1ად დავათში ვერ წამოვედი.
უბრალოდ, ვიდრე შენ მაგ თემას გახსნიდი, მე უკვე არწივის ხეობა და ხორნაბუჯი მქონდა დაგეგმილი.

ასევე, მახსოვს, ძნ დამწყდა გული, რომ ვერ წავედი ჭულე-ზარზმა-ოქროს ციხეზე, მაგრამ მაშინ
ამის უფლება ჩემს თავს გარკვეული მიზეზების გამო, არ მივეცი
ასევე, სულ ახლახანს ნიჩბისის გასვლაში ვერ წასვლითაც გულდაწყვეტილი ვიყავი, მით უფრო,
იქ წასვლის მოტივაცია უფრო მქონდა, მაგრამ გუდარეხი მქონდა დაგეგმილი.
იმის თქმა მინდა, რომ ისე არ არის, როგორც შენ იფიქრე.
აგერ, შარშან, სიონის გასვლაში ვერ წავედი, მაგრამ იმ კგ ხალთან ყოფნა მინდოდა.
ავდექი, და უჯარმა-ბოჭორმა-სიონის გასვლა დავგეგმე, რომ იქ მყოფეს შევ1ებოდი.
ახლაც მაგდაგვარ რამეს ვფიქრობ - ჭეხილას ციხე-სიონი.
წუხელ XAOსთან PMური მიმოწერა მქონდა თქვენს შესაძლო საბანაკო ადგილის თაობაზე.

უი, ამას წინათ კარაველებს ვეუბნებოდი, 1-1 მიზეზი, რის გამოც მეგრულ ტურში წაუსვლელობის გამო უკმაყოფილო ვარ,
იმიტომ, რომ paunaსა და ლოლასთან 1ად სიაურული მინდოდა, ლაშქრობაში მენახა-მეთქა.
ახლა, ჯავახეთში ჯიპ-ტურის ყოფნისას არ ვთვლი, რომ იქ 1ად დავდიოდით.
სხვა და სხვა მანქანაში ვისხედით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
კარავი

Post by pauna » 13 მარ 2009, 01:29

GAMARJOBA SAKARTVELO
ხოდა ჩამო გოგა არ უნდ ადაგეგმო ტურები თვეობით ადრე.... 1 კვირა არასაკმარისი

მე გადავწყვიტე 2 წასვლა რადგან ადრე ბედობას ვიყავით... მაგრამ სახლაწლო ტურის გამოო გადავდე... შენ ძალიან ადრე გეგმავ, ძალაინ......... ვინ წაგართმევს დაწერე რა 1 კვირით ადრე ხალხი მაინც შეგროვდება, ხომ ერთ დღანია და დიდი ფიქრი არ უნდა...

თუ მრავალ დღიანა იყოს თუნდაც 1 თვით ადრე ხალხმა რომ დაწყოს გეგმები :D :D
_________________
ImageImage

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარავი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 01:55

pauna wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ხოდა ჩამო გოგა არ უნდ ადაგეგმო ტურები თვეობით ადრე.... 1 კვირა არასაკმარისი

მე გადავწყვიტე 2 წასვლა რადგან ადრე ბედობას ვიყავით... მაგრამ სახლაწლო ტურის გამოო გადავდე... შენ ძალიან ადრე გეგმავ, ძალაინ......... ვინ წაგართმევს დაწერე რა 1 კვირით ადრე ხალხი მაინც შეგროვდება, ხომ ერთ დღანია და დიდი ფიქრი არ უნდა...

თუ მრავალ დღიანა იყოს თუნდაც 1 თვით ადრე ხალხმა რომ დაწყოს გეგმები :D :D
_________________
აგერ, ჩემო ბატონო, ნახე 2009 წლის ჩემ მიერ დაგეგმილი გასვლები (უცხოური გასვლები იდეის დონეზეა)
და ნახავ, რომ 3-4-5 დღით ადრეა დაგეგმილი.
უფრო მეტიც, დაგარეჯი, ცურტავი-ქვეშის და ზოგ სხვა გავსლაც სულაც, 1-2 დღით ადრეა დაგეგმილი.
1ად1, 10-12 დღით ადრე თოვლმავლების ტური მაქვს დადებული ისიც, იმიტომ, რომ
მაღალი ფასის გამო, აგრეთვე, ტურის დაჯაშვნის გამო, ასე იყო საჭირო.
აგერ, "სამომავლო გეგმები" დაათვალიერე და 1-2-3 თვით ადრე ვინც გეგმავს, ეგეც ნახე.
თუმცა, დიდი ხნით ადრე დაგეგმავც ნორმალური მგონია.
რაც უფრო ადრე დაგეგმავ, წასასვლელად მით უფრო მოემზადები.
განსაკუთრებით, თუ შორეული გასვლებია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
კარავი

Post by pauna » 13 მარ 2009, 02:01

GAMARJOBA SAKARTVELO

აი ნახე
ეს შენია http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2829&start=0
27 დაგემე 10 გასვალა

ეს ჩამია http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2856&start=0
6 დაგემილი და 11 გასვლა

ფაქტია გოგა... უბრალოდ მე მეტი ვეღარ გადავწიეე მანამდე სულ შენი გეგმები იყოოო და ისე გამოვიდა რომ შენ ვერ წამოხვედი რაც სამწუხაროა... :( :(

მარტო შენზე ნუ იღებ კაცო... სხვებიც დებენ 5 თვით ადრე ეგეც არ მომწონს....
უბრალოდ ის გასვლა განსხავებული იყოო და კაი იქნებოდა შენ რომ ყოფილიყავიი...... ძველი სურნელი ტრიალებდა :( :)
ImageImage

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]