"კარავის" რაციები

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივნ 2010, 01:18

Makena wrote:უვარგისის ყიდვა რომელიც არ გამოგვადგება ჯობს არ ვიყიდოთ.
რაციას ქალაქში ჩვენა არ გამოვიყენებთ, ტყეღრეში უნდა გამოვიყენოთ, ძალიან მაინტერესებს ქოზიფას გზაზე, ჯავახეთის პლატოზე და ვაიოს ველებზე ვინ დაგვხვდება და ვინ ჩამოგვართმევს რაციას? საერთოდ ვინმესთვის ოდესმე რაცია ჩამოურთმევიათ? რაიყო კაცო ზარბაზანს ხომ არ ვყიდულობთ, რაციაა, იურისტები გვკავს კარავზე და იქნებ გაარკვიონ რა სასჯელია რაციის შეძენაზე? ოფროუდერები ხომ იყენებენ და ჩამოართვეს ვინმეს?

მოკლედ აღარ გვინდა რაცია, აჯობებს კოშკებზე ცეცხლი დავანთოთ :wink:
მე კანონმორჩილთა კატეგორიას განვეკუთვნები და ჭაუხები იქნება თუ ზეგანები, ყველაგნ კანონის დაცვას შევეცდები.
მათ შორის, რაციების საკითხში.
მოდით, ნუ ვიტყვით, სხვა ფორუმებსა და გა1ანებებში როგორ იქცევიან.
პირადად ჩემთვის, კანონის წაყრუება სამაგალითო არ არის

Kakha wrote:ARCHILI
ზუსტად ასეა როგორც აღწერ. თუმცა მე ვიტყოდი რომ ერთი ადამიანი იჩენს ინიციატივას. მაგალითად ერთი ადამიანი იჩენს ინიციატივას და სთავაზობს ხვებს ფესვებტურის მოწყობას. ვისაც უნდა მიდის, ფულს სდებს, ვისაც არ უნდა არ მიდის და არც ფულს სდებს. რაციების შემთხვევაშიც ასეა ერთმა გამოიჩინა ინიციატივა - გინდა დადე ფული (თუნდაც 7 თეთრი) არ გინდა ვინ გაძალებს. გულწრფელად მჯერა რომ მთელი კარავი პიროვნებების ინიციატივასა და ნებაყფოლობითობაზეა დაფუძნებული და აქამდე ეს სისტემა მუშაუბდა. იმედია შემდეგაც იმუშავებს. აქ არავინ არასად არ მიათრევს ძალით, ისევე როორც არავინ შემოწირულობას დაძალებით არ აგროვებს - ეს უბრალოდ შეუძლებელია.

რომ დავამთავრო - მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიიროს კარავმე საერთო გადაწყვეტილება. მაგალითად ჩატარდეს საერთო კერბა 2000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებლის და იქ კენჭი ვყაროთ თუ რა ვქნათ. ისევ გავიმეორებ, მე იმიტომ მომწონს კარავი რომ აქ ყველაფერი ინდივიდების ინიციატივაზეა დამყარებული. ამასთან არავინ და ვერავინ დაგაძალებს, რომ ამ პიროვნებების წამოწყებებს შეუერთდე. ჰოდა გინდა დადე 7 თეთრი, არ გინდა გაერიდე ამ თემას.
კახა, ღირსეულია პასუხია

ARCHILI
მეგობრულად გეტყვი, რომ სულ მცირე, ზნეობრივი უფლება უნდა გქონდეს დაინტერესდე ანდაც,
იხუმრო იმ საკითხზე, რაზეც შენი წვლილი მუხუდოსხელა მაინც არის.
2 და 1 თეთრიანები კი იმიტომ მაქვს,
რომ 7თეთრიანებთან ანგარიშში ზედმიწევნით ზუსტად გავასწორო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
"კარავის" რაციები

Post by navigator » 03 ივნ 2010, 09:05

Kakha
გეთანხმები თუმცა დისკუსია არ ნიშნავს საქმის ვნებას, პირიქით, უეკეთესი გამოსავლის პოვნის საშუალებაა, მე კი ამ თემაში დისკუსიას ვერ ვხედავ :( მხოლოდ ერთიპიროვნული გადაწყვეტილებები, ან თუ არის დისკუსია, როგორც ჩანს ფორუმს გარეთ. შეიძლება ეს ჩემი საქმე არაა მარა უბრალოდ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თუ მეტად ღია განხილვა იქნებოდა, აი ეხლაც გადაწყვიტა გოგამ რაციების ყიდვა, რას ყიდულობს არ გვეუბნება :) თავიდანაც რაღაც უცნაურად მიდიოდა ეს საქმე და ამიტომაა რომ ზოგიერთი კარაველი უნდობლად უყურებს ამ ამბავს, არადა მე მაგალითად უკვე მაქვს 2 რაცია, მეტნაკლებად ვერკვევი ამ ამბავში, ძაან ბევრ კარაველს აქვს კიდე რაცია და გამოცდილებაც. მარგამ საბოლოოდ მაინც იქითკენ მივდივართ რომ ვისი ინიციატივაცაა ის უკვეთავს მუსიკას ასე ვთქვათ :)
აცხა ღორებო Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 03 ივნ 2010, 10:44

ARCHILI
შენი ნათქვამი ქილიკს უფრო გავს იცი?:) ხომ იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ გეტყვი, რომ ცოტა უადგილოცაა აქ ამაზე ხუმრობა. მე მაგალითად ძალიან დაძაბული ვარ, მინდა რომ დროზე გადაწყდეს ამ რაციების ყიდვის საკითხი და რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საკითხში, მით უფრო იოლი იქნება განსაზღვრა, ვინ როგორ ფიქრობს.

გოგამ თქვა, არალიცენზირებული რაციების ყიდვის წინააღმდეგი ვარო. მეც ანალოგიურად ვფიქრობ. მაგრამ, თუ უმრავლესობა იტყვის, რომ არ არის წინააღმდეგი, რათქმაუნდა ვიყიდით იმას, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს.

გთავაზობთ პატარა გამოკითხვას, რის შედეგადაც გამოირკვევა, თუ რაას ფიქრობს უმრავლესობა.

წინააღმდეგი ვარ ვიყიდოთ არასანქცირებული რაციები
1. გოგა
2. მე

არ ვარ წინააღმდეგი შევიძინოთ არასანქცირებული რაციები
1. მაკენა


გთხოვთ დააკოპიროთ პოლი და მიუწეროთ / ჩაწეროთ თქვენი აზრი

ძალიან გთხოვთ გადაწყვეტილების დაფიქსირებამდე კარგად გადახედოთ ტოპიკს და ეცადოთ ძირეულად გაერკვიოთ ყველაფერში
გმადლობთ
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
"კარავის" რაციები

Post by ARCHILI » 03 ივნ 2010, 11:33

ხუმრობა არაფერ შუაშია ჩემო მეგობარო ჯნოსი, ზოგიერთები რომ მეუბნებიან ერთი ადამიანი იღებს ინიციატივას და ისე აკეთებსო... მართალია, მაგრამ მერე ის "ერთი" ადამიანი სრულად ანგარიშვალდებულია სხვა ადამიანებთან თუ რაში ახარჯვინებს ან ხარჯავს ფულს...

რომელი თქვენგანი გამომყვება ბრმად რომ გითხრათ, აი, ლაშქრობაში მივდივარ და 100 ლარი მომეცით მეთქი?.. - არავინ. ნებისმიერი თქვენგანი დაინტერესდება და ყოველთვის ასეცაა, თითოეული თეთრით...

ასე, რომ ამგვარი "შენიშვნები" რბილად რომ ვთქვათ უადგილოა და ალოგიკური.

შესაძლებელია, ამ ინიციატივას კიდეც ვაფასებდე და კიდეც მივესალმებოდე, მაგრამ ასე, ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება არც თუ მისასალმებელია.

დავდებ თუ არა თანხას ან თეთრს, 3-ს, 7-ს ანდაც 1000-ს, ამის მიუხედავად, როგორც ღია ფორუმის წევრს, სრული უფლება მაქვს დავინტერესდე და შეკითხვები დავსვა. სხვას ასევე აქვს უფლება პასუხი არ გამცეს.

ერთიცა და მეორეც კი დანარჩენმა ფორუმელებმა შეაფასონ.
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 03 ივნ 2010, 11:43

ARCHILI
მართალი ხარ რაც კი დაწერე ყველაფერში იცი რატომ? იმიტომ, რომ ეხლა სერიოზულად დაილაპარაკე და არა ქილიკით :)
არ გამიბრაზდე, საწყენად არ მითქვამს :)

მეორეც, მე როგორც ვატყობ აქ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არავინ არ იღებს (მათ შორის რათქმუნდა არც მე) და ვერც მიიღებს იმიტომ, რომ აქ ურთიერთობა ერთმანეთის მოსმენაზე და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაზეა აგებული. (თუ არ ვცდები) :)

იმიტომაც გავაკეთე ეს გამოკითხვა და იმიტომაც მაინტერესებს ხალხის აზრი, რომ ყველას ერთად გადაწყვეტილების მიღება გაგვიადვილდეს.

უმრავლესობამ თუ ჩათვალა, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ არასანქცირებული რაციები გვექნება, აუცილებლად იქნება შეძენილი ეს არასანქცირებული რაციები მარტო იმიტომ, რომ უმრავლესობას ასე უნდა :) (არ აქვს მნიშვნელობა ფული დადო / არ დადო).
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
"კარავის" რაციები

Post by navigator » 03 ივნ 2010, 12:00

Jnosy
ჩემ აზრს გეტყვით თუ გაინტერესებთ :)
1) 0.5 ვატიანი რაციის ყიდვა ნიშნავს ფულის გადაყრას, არ ვიცი რანაერად, როგორ ავხნა კიდე, რატომ არ უნდა არავის მოსმენა, კაი იყიდეთ რაც გინდათ მარა რას ყიდულობთ იცით? ან სიმძლავრე, ან სტანდარტი ან რამე??? მაღაზიებში შეიძლება არასწორედ გითხრან, ამიტომ უნდა ამოიწეროთ მოდელი და შემდეგ ნახოთ ინტერნეტში, უნდა ინახოს სტანდარტი - ევროპაში რამდენიმე სტანდარტია ნებადართული, და სიმძლავრე, მოქმედების რადიუსი არის ხშირად ტყუილი, მანიპულირება ხდება მაგ პარამეტრით;
2) თუ გადაწყდა ამერიკული სტანდარტის რაციის ყიდვა (რაც აკრძალულია აქ), ალბათ ამისი აფიშირება კარავზე არ უნდა მოხდეს, მაინც არაა სასურველი.
3) თუმცა ბევრს აქვს დიდი ხანია და პრობლემა არ ქონია აქამდე. თუ დაცული იქნება გარკვეული წესები - დასხლებულ პუნქტებში ზედმეტი ლაი-ლაი არაა საჭირო, მაგალითისთვის მოვიყვან იმას რაც ქოზიფაში ხდებოდა ჯიპტურის დროს, ესეთი რამე უნდა გამოირიცხოს, შეტყობინებეიბ უნდა იყოს მოკლე და საქმიანი. საერთოდ 99%-ში რაცია საჭირო არაა ხოლმე, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევბში, ჯგუფის ნაწილი ჩამორჩა ან გზა აებნა ან ვინმეს დახმარება სჭირდება და ა.შ.
აცხა ღორებო Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
"კარავის" რაციები

Post by VANO » 03 ივნ 2010, 12:50

ხოდა ისეთის ყიდვას რომელიც ბარში 2 კმ-ზეც კი ვერ იჭერს (და ტყე-ღრეში რას იზამს?) რა აზრი აქ? ტყუილად გადაყრილი ფული გამოდის. იმისთვის ვაგროვეთ ამდენი ხანი ფული რო რაღაც ფარჩაკობა ვიყიდოთ???
keto wrote:
ვინ ამოწმებს დაშვება-აკრძალვას ჭაუხი-აბუდელაურის ან კატიწვერას უღელტეხილზე?
+1
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 03 ივნ 2010, 12:56

navigator
კახა, გეთანხმები იმაში, რომ შეიძლება აქამდე პრობლემა არ ქონია არავის. მაგრამ სავარაუდოდ ხომ მოსალოდნელია?!
რატომ უნდა ილაპარაკო საქმეზე და რატომ არ უნდა აუხსნა დაკარგულს გზა დაწვრილებით? (ანუ ბევრი ილაპარაკო?)

მესმის, რომ პარამეტრებით შეიძლება მანიპულირებდნენ მაღაზიაში, მაგრამ ჩვენც იმისთვის ვართ, რომ აღნიშნული არ გამოგვეპაროს:)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 03 ივნ 2010, 12:57

Vanski
წესიერად დააკოპირე პოლი და დააფიქსირე შენი აზრი, რომ სხვებმაც მოგბაძონ და არ აირიოს:)

გმადლობ
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
"კარავის" რაციები

Post by VANO » 03 ივნ 2010, 13:11

წინააღმდეგი ვარ ვიყიდოთ არასანქცირებული რაციები
1. გოგა
2. მე

არ ვარ წინააღმდეგი შევიძინოთ არასანქცირებული რაციები
1. მაკენა
2. ბ-ნი ბუბა კორძაძე (Vanski)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by lama » 03 ივნ 2010, 13:19

Vanski wrote:
არ ვარ წინააღმდეგი შევიძინოთ არასანქცირებული რაციები
1. მაკენა
2. ბ-ნი ბუბა კორძაძე (Vanski)
+1
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"კარავის" რაციები

Post by Naia » 03 ივნ 2010, 13:27

ნავიგატორ, აბსოლუტურად ვეთანხმები ჯნოსის. არასანქცირებულის ყიდვის შემთხვევაში, რაცია მაინც 'დაკარგული' გვექნება, რადგან ძალიან დიდი შანსია რომ საკმაოდ მალე აიკრძალოს აკრძალული რაციების გამოყენება. მაშინ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას რაციაში გადაყრილ ფულზე? პლიუს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს მყიდველს...

რაც შეეხება ამ ფაქტის გასაიდუმლოებას, ჩათვალე, რომ რახან აქ დაიწერა უკვე გასაიდუმლოებული აღარაა :)

ასე, რომ მე ხმას ვაძლევ ნებადართული რაციების ყიდვას. მითუმეტეს, რომ ამ თანხაში ჩემი დიდი წვლილიცაა და არ მინდა ჩემს მიერ გაღებული ფული საბოლოოდ გადაყრილი აღმოჩნდეს.

წინააღმდეგი ვარ ვიყიდოთ არასანქცირებული რაციები
1. გოგა
2. მე
3. ნაია

არ ვარ წინააღმდეგი შევიძინოთ არასანქცირებული რაციები
1. მაკენა
2. ბ-ნი ბუბა კორძაძე

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
"კარავის" რაციები

Post by navigator » 03 ივნ 2010, 13:55

Naia
რაციის დანიშნულება რა იქნება?
რისთვის ყიდულობთ?
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
"კარავის" რაციები

Post by navigator » 03 ივნ 2010, 14:00

არასწორი მიმართულებით მიდის კამათი, არავინ არ ლაპარაკობს ტექნიკურ მხარეზე, რაციას რა დანიშნულება ექნება, რა მოთხოვნებს უყენებთ მას? უბრალოდ გინდათ რომ ხელში კოლოფები გეჭიროთ რომელსაც რაცია ქვია? მოდით ჯერ მოთხოვნები ჩამოვთვალოთ - რას მოვითხოვთ რაციისგან, როგორ უნდა იყოს გამოყენებული, სად, რა პირობებში, რა მანძილზე რა ხანგრძლივობით და ა.შ....
მხოლოდ სიტყვა რაცია არაფერს არ ნიშნავს ისევე როგორც ავტომანაქანა, წარმოიდგინეთ ეხლა მე რომ ვთქვა მოდით ვიყიდოთ კარვისთვის მანქანა და დავიწყო ფულის შეგროვება, არავის არ გაგიჩნდებათ კითხვა რა მანქანას ვყიდულობ ან რისთვის?
აცხა ღორებო Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
"კარავის" რაციები

Post by keto » 03 ივნ 2010, 14:28

საერთოდაც, გადაწყვეტილების მიღებამდე, იქნებ ვინმემ განგვანათლოს ე/წ არასანქცირებული რაციებისთვის ლიცენზიის შეძენა თუ შეიძლება, რა დაჯდება და ა.შ.

დღევანდელი სიტუაციით მე მეორე სიას ვეწერები, თუ საერთოდ აქვს აზრი ამ სიების წერას.

წინააღმდეგი ვარ ვიყიდოთ არასანქცირებული რაციები
1. გოგა
2. მე
3. ნაია

არ ვარ წინააღმდეგი შევიძინოთ არასანქცირებული რაციები
1. მაკენა
2. ბ-ნი ბუბა კორძაძე
3. ქეთო
Keep Smiling...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]