"კარავის" რაციები

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderator: Kakha

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 მარ 2009, 15:16

მას შემდეგ, რაც "კარავის" აფთიაქი შევიძინეთ, უკვე, შეგვიძლია, ვიმოქმედოთ, რომ ძნ ბევრი
კარაველის სურვილი - ვიქონიოთ რაციები, სინამდვილედ ვაქციოთ.

სულ მცირე, 2 რაცია იქნება საყიდელი.
ძმ მოხერხებულია ავტოტურებისა და ლაშქრობებისთვის, მით უფრო, ისეთ ადგილებში, სადაც ფიჭური
კავშირგაბმულობა არ არსებობს.

აბა, ვის როგორ წარმოგიდგენიათ რაციების ყიდვა?
ფული როგორ შევაგროვოვოთ?
ცხადია, მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
და კიდევ, ვის სად გეგულებათ გასაყიდი რაციები და რა ღირს?

აფთიაქის თანხა, გასვლებში მონაწილე კარაველებისა და მათი +ების ნებაყოფლობითი შემოწირულობით შეგროვდა.
ზოგი 1 ლარს დებდა, 2 - ლარს, მახსოვს, რამდენიმემ 3-4 ლარიც დადო.
ვფიქრობ, რომ მაშინ ამ პრინციპმა ძნ გაამართლა.
სხვა იდეებიც მიიღება, მათ შორის, "კარავის" ფონდის გამოყენების შესახებ.
რაც შეეხება იმას, თუ ვისთან შეინახება რაციები, ეს ძნ ადვილი მოსაფიქრებელია.
ჩემი აზრით, აქაც ესტაფეტის პრინციპი უნდა გამოვიყენოთ და წინა გასვლის 1 ჯგუფი მომდევნო გასვლის ჯგუფს
შეხვედრის ადგილზე გადასცემს, ხოლმე.
შევეცდები, შენახვის პასუხისმგებლობა მეც ავიღო.
ასევე, გურული თავაიძე მიმაჩნია კგ კანდიდატურად.
ის ბევრი გასვლის გამცილებელია და რა ვიცი, რაციებიც რომ შეინახოს ხოლმე, არ უნდა გაუჭირდეს.
თუ არადა, აგერ, გვეტყვის თავის სათქმელს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
"კარავის" რაციები

Post by amigo » 12 მარ 2009, 15:25

GAMARJOBA SAKARTVELO
რა ღირს რაცია?

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jimmy » 12 მარ 2009, 15:37

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა ესენი ნახეტ აბა : http://mymarket.ge/product_info.php?product_id=165434
და ეს
http://mymarket.ge/product_info.php?product_id=161535

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
"კარავის" რაციები

Post by amigo » 12 მარ 2009, 15:47

მოტოროლას რაციები http://mobilephone.ge

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
"კარავის" რაციები

Post by burdula » 12 მარ 2009, 16:05

ძვირი არ უნდა ღირდეს,ალბათ ასე 100 ლარი... 2-3 კმ იანები მგონი საკმარისი იქნება :wink:
bag,music and a long road...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 01:27

Jimmy
ვნახე შენი ბმულები.
500 ლარი ღირს 3 რაცია, რომლებიც 8 კმის ფარგლებში მუშაობს.
თან, ნახმარი ყოფილა.
ძვირი ჰომ არ არის?
2-3 კმს მანძილზე მომუსავე რაციები, განსაკუთრებით კი, ავტოტურებისთვის, მთლად მოხერხებული არ უნდა იყოს.
თუმცა, აგერ, 6 ცალი რაცია ღირს 180 ლარი.
სათამაშო მგონია, მაგრამ თუ რამეა, ეგ ვიყიდოთ.
ვინმეს სხვა ვაანტი ჰომ არ გაქვთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"კარავის" რაციები

Post by Naia » 13 მარ 2009, 11:21

GAMARJOBA SAKARTVELO
მე ამაზონზე დავძებნი

მახსოვს, ადრე ვიყიდეთ მეგობრებმა ამერიკაში ძალიან უბრალო რაციები. ძალიან იაფი დაჯდა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"კარავის" რაციები

Post by Naia » 13 მარ 2009, 11:51

ამ მოდელის მოქმედების დიაპაზონი 20 მილია, რაც დაახლოებით 32 კმ-ს უდრის. თუმცა, მეეჭვება მანძილი ისე იყოს, როგორც ინსტრუქციაში წერია:

http://www.amazon.com/MIDLAND-LXT340VP3 ... 981&sr=8-1

აი, კიდევ ერთი

http://www.amazon.com/MIDLAND-LXT110-Ch ... 981&sr=8-3

http://www.amazon.com/Uniden-GMR1838-2C ... 981&sr=8-4

თუ ეს ის რადიოებია, რომელიც ჩვენ გვჭირდება, საკმაოდ იაფია ამაზონზე და 1-ის ნაცვლად რამდენიმე კომპლექტი შეგვიძლია შევიძინოთ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 12:01

Naia
შენ მიერ დადებული ბმულები ვნახე. მე3 ვარიანტი უკეთესი ჩანს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
QALDEA
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 20 თებ 2009, 22:26
Location: LAPLANDIA
"კარავის" რაციები

Post by QALDEA » 13 მარ 2009, 12:10

მახსოვს, სამეგრელოში ჩემი ექსპედიციის დროს ერთი ადგილობრივი მოსახლე გავიცანით, რომელმაც რაღაც ძალიან უცნაური და ძალიან ძველი ორი რაცია გვაჩვენა.

ზომით და წონით დიდები იყვნენ, მაგრამ როცა გამოვცადეთ უშუალოდ საქმეში და რამოდენიმე კილომეტრში წყალსა და საჭმელზე წასულ ჯგუფის ნაწილს დავუკავშირდით ფანტასტიური იყო

დამიჯერეთ, ასეთი სუფთა ხმა არცერთ ფიჭურ კავშირს არ აქვს

უცხო ხმები მინიმუმამდე იყო

ასეთი რამე აღარსად შემხვედრია
"ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12571
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by lama » 13 მარ 2009, 12:11

GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან კარგი იდეაა

ჩვენ შარშან ვანიჩკების რაციები, რომ არ გვქონოდა ძალიან გაგვიძნელდებოდა მე და დრუიდს ახალი გზით ჩამოსვლა ბირთვისებიდან

რაციებმა გვიშველა :)

ვანიჩკების რაციები 1 კილომეტრ რადიუსზე იჭერს მხოლოდ :?

მოკლედ ფრიად საინტერესო იდეაა და თუ ფულის დადება იყო საჭირო მეც შემოგეშველებით და ჩემს მცირე წვლილს შემოვიტან :)

ხოოოოოო

აი სვანეთი-ლეჩხუმის ტურზე - ნამდვილად დაგვჭირდება რაციების გამოყენება :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 12:19

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან კარგი იდეაა

მოკლედ ფრიად საინტერესო იდეაა და თუ ფულის დადება იყო საჭირო მეც შემოგეშველებით და ჩემს მცირე წვლილს შემოვიტან :)

ხოოოოოო

აი სვანეთი-ლეჩხუმის ტურზე - ნამდვილად დაგვჭირდება რაციების გამოყენება :)
მადლობა კახას.
ჰო, მაგ გასვლაზე რაციები მართლაც, საჭირო იქნება და ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
იმედია, მანამდე შევიძენთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
QALDEA
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 20 თებ 2009, 22:26
Location: LAPLANDIA
"კარავის" რაციები

Post by QALDEA » 13 მარ 2009, 12:23

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან კარგი იდეაა

ჩვენ შარშან ვანიჩკების რაციები, რომ არ გვქონოდა ძალიან გაგვიძნელდებოდა მე და დრუიდს ახალი გზით ჩამოსვლა ბირთვისებიდან

რაციებმა გვიშველა :)

ვანიჩკების რაციები 1 კილომეტრ რადიუსზე იჭერს მხოლოდ :?

მოკლედ ფრიად საინტერესო იდეაა და თუ ფულის დადება იყო საჭირო მეც შემოგეშველებით და ჩემს მცირე წვლილს შემოვიტან :)

ხოოოოოო

აი სვანეთი-ლეჩხუმის ტურზე - ნამდვილად დაგვჭირდება რაციების გამოყენება :)


მეც თქვენთან მიგულეთ რაციების შეძენის საქმეშიდაც.

ისე კარგი იქნებოდა კარავის ფონდი რომ გაგვეხსნა.

მაგალითად, რომელიმე ბანკში აგვეღო ერთი ანგარიში და თითოეულ ჩვენგანს როცა რაიმე მიზერული თანხა ექნებოდა ჯიბეში (ერთი ან ორი ლარი) ჩარიცხავდა ამ ანგარიშზე და ნელ-ნელა რაციებსაც ვიყიდდით და GPS-საც

ანგარიშის კოდი რამოდენიმე გამოცდილ კარაველს ექნებოდათ, რომლებიც საჭიროებისამებრ და კარავის მოთხოვნილებისამებრ გამოიტანდნენ დაგროვებულ თანხას ანგარიშიდან
"ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ"

User avatar
QALDEA
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 20 თებ 2009, 22:26
Location: LAPLANDIA
"კარავის" რაციები

Post by QALDEA » 13 მარ 2009, 12:24

მთაარია ნდობის ფაქტორი რაც მგონი არ გვაკლია ;)
"ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 12:27

qaldea wrote:მეც თქვენთან მიგულეთ რაციების შეძენის საქმეშიდაც.

ისე კარგი იქნებოდა კარავის ფონდი რომ გაგვეხსნა.

მაგალითად, რომელიმე ბანკში აგვეღო ერთი ანგარიში და თითოეულ ჩვენგანს როცა რაიმე მიზერული თანხა ექნებოდა ჯიბეში (ერთი ან ორი ლარი) ჩარიცხავდა ამ ანგარიშზე და ნელ-ნელა რაციებსაც ვიყიდდით და GPS-საც
მადლობა მხარდაჭერისთვის.
"კარავის" ფონდის თაობაზე თემა გახსნილია.
აი, ბმულიც:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2779&start=0
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]