როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by irine.i. » 10 აპრ 2008, 13:58

გამარჯვება ყველას!

პირველი შეტყობინების დასაწერად, ყველაზე შესაფერის ადგილად ეს თემა მომეჩვენა
:D

თქვენი არსებობის შესახებ მე გურულოსაგან, იგივე ირაკლისაგან გავიგე, როცა თქვენი ფორუმის მიერ ორგანიზებულ " ხევსურულ საღამოზე" დაგვპატიჟა მე და ჩემი მეგობარი თამო ახმეტის ფორუმზე. მერე რამოდენიმე თქვენთაგანის პირადად გაცნობის ბედნიერებაც მხვდა წილად ჭილის ტბაზე სალაშქროდ წასვლის, ჩემი გმირული გადაწყვეტილების შედეგად. მართალია უხსოვარ დროს კარავში მეც მძინებია თანაც სიცოცხლეში პირველად, მაინცადამაინც ჩემი სოფლის სახლის ეზოში. სტუდენტობას აქტიურ-მოყვარულ მეგობარ ალპინისტებს იმდენი ველაპარაკე ჩემი სოფლის უზადო სილამაზეზე, რომ თავი დამაპატიჟებინეს :lol: თუმცა კატეგორიული პირობაც დამადებინეს, რომ სახლში და ლოგინში დაძინებაზე მომეკეტა, უკიდურეს შემთხვევაში არ მელაპარაკა. ასე იყო თუ ისე, ლაშქრობა შედგა და მათმა თავხედობამ იქამდეც გასტანა, რომ მამიდაჩემისა და ბებიაჩემის გაკეთებული ხინკალიც კი არ მიირთვეს, სად კარავი და სად ხინკალიო :lol: ამაოდ ვემუდარებოდი, ამ საკითხზე, ე.წ. მთიულურ საჭმლის შემოძალადებაზე, მოკეტვის პირობა არ მქონდა მიცემული. როცა მე ხინკლით დავნაყრდი და ჩემი მეგობრები კი დაიღალნენ კარტოფილის გახუხვით ნაღვერდალში, მაშინ კი იკადრეს უკვე გაციებული ხინკლის მირთმევა, რომლის გემოც უნივერსიტეტის დამთავრებამდე ახსოვდათ, წარმოდგენებში, აუ ცივი რომ ასეთი გემრიელი იყო ცხელი რა იქნებოდაოს ძახილით. სხვათაშორის პრასისა და ნივრის ხინკალიც მაშინ გასინჯეს პირველად. არ დაიტრაბახოთ, არც ერთს არ გექნებათ გასინჯულ-დაგემოვნებული :P . მოკლედ, ისედაც გამიგრძელდა საკუთარი თავის წარდგენა, პურობისა და ბევრი ჭორაობის შემდეგ, როგორც იქნა იმ მშვენიერ ზაფხულის ღამეს ძილი მოგვერია და მაშინ პირველად არამც თუ კარავში ძილი, ბალიშობის ტერმინის გაგებამაც მომიწია. ის დღე იყო და მას დღე, ფერადი შური მათი ალპინიტობის გამო გამიქრა :lol:

აი, დაგიმტკიცეთ, რომ კარავში მეც მძინებია ერთხელ.

თუ იტყვით კეთილი იყოს შენი შემოკარვებაო. დიდი მადლობა წინასწარ! :D

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by KINALOKO » 10 აპრ 2008, 14:03

irine.i.

არაფრის :D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by vazano » 10 აპრ 2008, 14:04

კეთილი იყოს შენი შემოკარვება და არაფრის :)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by vazano » 10 აპრ 2008, 14:06

ისე რადგანაც ეს თემა აღმოვაჩინე მეც დავწერ, ეს საიტი არასოდეს არ აღმომიჩენია, თავად აღმომაჩინა. და იმედია უხარია, რომ ასრედ მოხდა. :)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by legenda » 10 აპრ 2008, 14:09

irine.i.

აბა ჰე, კეთილად შემობრძანებულიყავი!

:wink:


და აქეთ მობრძანდით...შემდეგ თემაში :!: :D

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by teo- » 12 აპრ 2008, 02:26

me imdges chaavrte ineti)) xoda chemi fantaziit vkribavdi ragaceebs,ppirveli foto.ge avkrife ar gaxsna,mere karavi da.. ara saidan momivida es karavi tavshi :lol:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by popins » 12 აპრ 2008, 08:11

irine.i.

სალამი კარგო ადამიანო :!:

სად კეთდება პრასის და ნივრის ხინკალი?

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by irine.i. » 12 აპრ 2008, 12:19

popins wrote:irine.i.

სალამი კარგო ადამიანო :!:

სად კეთდება პრასის და ნივრის ხინკალი?
სალამი :)

აი, ამ სოფელში, თეთრი წყაროს რაიონის სოფელია, ამლივი ჰქვია.

Image

Image

asusena
ბილიკზე მოარული
Posts: 52
Joined: 26 მარ 2008, 02:49
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by asusena » 12 აპრ 2008, 14:12

მე სულ მინდოდა კარავით წასვლა სადმე.და ვერასოდეს ვერ ვახერხებ.ბოლო ბოლო მეგობრებმა მითხრა დარეგისტრირდი კარავშიო და ეგება და გეგირსოს სადმე წასვლაო.ესე აგმოვჩნდი აქ.ტუმცა ჯერ არსად ვყუფილვარ,თუმცა იმედი მაქვს მალე ცავალ სახეტიალოდ სადმე
hello

asusena
ბილიკზე მოარული
Posts: 52
Joined: 26 მარ 2008, 02:49
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by asusena » 14 აპრ 2008, 22:32

irine.i.
კეტილი იყოს შენი პეხი კარავში.ასვე როგორც ჩემი
hello

asusena
ბილიკზე მოარული
Posts: 52
Joined: 26 მარ 2008, 02:49
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by asusena » 14 აპრ 2008, 22:32

irine.i.
კეტილი იყოს შენი პეხი კარავში.ასვე როგორც ჩემი
hello

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by irine.i. » 14 აპრ 2008, 23:01

irine.i.
კეტილი იყოს შენი პეხი კარავში.ასვე როგორც ჩემი
asusena
ეგრე იყოს! :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by lama » 15 აპრ 2008, 14:51

irine.i.
sa lama lei qum
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by irine.i. » 15 აპრ 2008, 18:58

lama wrote:irine.i.
sa lama lei qum
ეს რას ნიშნავს?

დამავალებ ქართულად თუ მომითარგმნი. არ შეგაწუხებდი მაგრამ მგონი პორტუგალიურია და ლექსიკონი არა მაქვს სახლში.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by Tamari-ch. » 30 აპრ 2008, 19:59

გამარჯობათ ყველას!
კარავზე მეგობრებმა დამპატიჟეს -
და ჯერ ჯერობით რაც თემები ვნახე - ძალიან მომწონს...

თანაც აქაური განწყობა ახლოსაა ჩემთან -
მე და ჩემი მეგობრები სულ დავდივართ - ხან სად და ხან სად -
ერთხელ ისიც მითხრეს - მიკვირს აქამდე "კარავში" რომ არ ხარო...
:D


შეკითხვა-პასუხის თემა ვერ ვნახე და აქ გკითხავთ მოდერებს -
საქმე იმაშია, რომ შემოსვლა მინდოდა აქ სამსახურის კომპიდან და ვერ შემოვედი,
მეუბნება ან ბანი გადევთ ან პაროლი არასწორიო..არადა სწორედ ვწერ ყველაფერს...
ხოლო სახლიდან უპრობლემოდ შემოვედი ახლა.
ხომ ვერ მეტყვით რატომ ხდება ასე?
:?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]