იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 22 სექ 2005, 20:23

აქ დაიწერება იდეები და მხოლოდ იდეები, რომელიც კავშირში იქნება ჩვენი საიტის განვითარებასთან. მოდით, აქ ყველაზე მკაცრად აიკრძალოს ოფტოპიკები, იყოს მხოლოდ იდეები, თუნდაც ფანტასტიკური(თუმცა, ხშირად ფანტასტიკურის მიღმა კარგი რეალური იდეის დანახვაც შეიძლება 8) ).
გამოვთქვათ აზრი, ჩვენი იდეით რისი მიღწევა გვინდა, როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს და რა არის საჭირო ამისათვის. თუ გნებავთ, გამოვავლინოთ რეიტინგული და გამარჯვებული იდეებიც :wink:
ჩემი აზრით, ნებისმიერი იდეა მნიშვნელოვანია!.. (ჰმ, ეს-ესაა საუკუნის ფრაზა ვთქვი... :lol: 8) :D :D )
აბა, იდეა N 1
ჩემი იდეაა, რომ "კარავმა" რაიმე ფორმით წარმოადგინოს წლიური ანგარიში ა)დაგეგმილი და განხორციელებული ლაშქრობების, ასევე განსახორციელებელი ლაშქრობების. გამოავლინოს ამათგან ა)"საუკეთესო მარშრუტი"; ბ) "ყველაზე გრძელი და მოკლე ლაშქრობა" და ა.შ. ეს დაგროვილი ინფორმაცია თვითონ ქართველებისთვის იქნება ყველაზე პრაქტიკული, მარტივი და ამომწურავი მეგზური...
Last edited by kotetbeli on 29 ივნ 2010, 03:15, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by navigator » 22 სექ 2005, 20:35

იდეა N2
მარშუტების დოკუმენტირება - ანუ მარშუტის დამუშავება, აღწერა ისე რომ სხვებისთვის სასარგებლო დოკუმენტი მივიღოთ.
მიღებული მარშუტები სადმე სპეცგანყოფილებაში რედაქტირების უფლების გარეშე დაიდოს.

N3.
ყოველი ლაშქორობისას აკრეფილი ფულიდან რაღაც პროცენტი გადაეცეს ფორუმს განვითარებისათვის. შეიძლება ეს იყოს 5-10% ან მეტი, ან ნაკლები, არ ვიცი.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Nika » 22 სექ 2005, 20:53

იდეა N2
მზად ვარ დავდო GPS კოორდინატები ყველა იმ მარშუტის სადაც ვიყავი. ისე მგონი დევს კიდევაც.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Mao » 22 სექ 2005, 21:14

მშვენიერია!!!
together on the top!!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 22 სექ 2005, 21:27

იდეა N2

Nika
ნიკა, მემგონი ჯობია დაიდოს მარშრუტის აღწერა, ვარიანტები და შესაბამისი რუკა, რაიმე ზედმეტი ინფორმაციის გარეშე, ასე თითოეულ მარშრუტზე :roll: GPS-ს ჯერ-ჯერობით უფრო ნაკლები მომხმარებელი ეყოლება ალბათ :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by navigator » 22 სექ 2005, 21:30

kotetbeli
ნიკამ იგულისხმა GPS ლოგი და ეგ ფაქტიურად მარშუტია, მერე თუ გინდა რუკაზე დაადებ.
უნდა ვიფიქრო იქნებ რამე აპლიკაცია გავაკეთო მარშუტების შენახვა/დემოსტრაციისათვის.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by ilia » 22 სექ 2005, 21:43

ჰო, მეც ეგრე გავიგე, ნიკას შეუძლია პირდაპირ რუკები დადოს ზედ მარშრუტებით. მაგან თუ ყველა მარშრუტი დადო სადაც ნამყოფია უკვე ბლომად გამოვა.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 22 სექ 2005, 21:55

იდეა N2

navigator მაშინ მშვენიერია, ეგ სხვა საქმეა :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Gvalva » 22 სექ 2005, 23:13

მშვენიერი იდეებია, მოდით ძალიან რომ არ გავიფანტოთ, N2-ს მივხედოთ. კონკრეტულად, მოდით შევადგინოთ რამე ფორმულარივით, ანკეტასავით, რომელსაც უპასუხებს ადამიანი და მარშუტი აღწერილი გამოვა.
ცოტა ცუდად ვთქვი, მარა ყველას გვიცდია ლაშქრობის აღწერა და მერე სურათების დადებითღა შემოვფარგლულვართ. რაღაც შაბლონივით რომ იყოს, ის შეგვახსენებდა რა უნდა იყოს ჩაწერილი მარშუტის აღწერისას. რაღაც ამდაგვარს ვაკეთებდი კეშების აღწერისას თავიდან.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 22 სექ 2005, 23:44

Gvalva
თუ გინდა, კუს ტბაზე, ველო-ჭადრაკისას N2 იდეაზე უფრო კარგად ვიმსჯელოთ და მცირე მონახაზიც გავაკეთოთ 8)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Kakha » 23 სექ 2005, 08:46

kotetbeli


თავად შენი იდეაა ძალზე მისასალმებელი რომ ერთმანეთს კარვის განვითარებისათვის იდეები შევთავაზოთ.

თუ ნებს მომცემთ სამივე იდეას გამოვეხმაურები.
#1. წლიური ანგარიში და ა. შ. მშვენიერია, მაგრამ ვინმემ სრულიად კონკრეტულმა პიროვნებამ უნდა თავი მოაბას. ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ასეთ შემთხვევაში ყველა ადმინისტრატორისაკენ იყურება ხოლმე. არადა ანგარიშბის წერას დრო ჭირდება, თანაც საკმაო დრო. ამიტომ თუ ვინმე ნებაყოფლობით ითავებს მოხლოდ გამიხარდება, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ეს საქმეც გვალვას მოვახვიოთ თავზე, ისედაც უამრავი საქმე აქვს რომ ფორუმმა იფუნქციონიროს.

#2. აბსულუტურად საჭირო იდეაა. მზად ვარ დავამუშაო ასე ვთქვათ Template ლაშქრობის/მარშრუტის აღწერისათვის. თუ გვალვა დამეხმარა ეგება ონ-ლაინ კითხვარის ფორმა მივცეთ და ველები შევავსოდ ხოლმე.

#3. ყველაფრის განვითარებას ჭირდება რესურსი ადამიანური (მგონი გვავს) და ფინანსური (ფორუმს ამ დროისათვის არ გააჩნია). მივესლამები ნავიგატორის შემოთავაზებას. ჩემი აზრით დასაწყისისათვის შეიძელბა ორ ფინანსური წყარო იყოს ა) შემოწირულობანი (ისევ ჩემი გამოცდილებით ნაკლებად სავარაუდოა რომ შემოვიდეს, მით უმეტეს საქართელოში e-bank-ინგი ახალ იდგამს ფეხს) და ბ) ლაშქრობის დროს შეგროვილი ფულიდან თა რამე გადარჩა ანდა ზედმეტი დარჩა (როგორც ეს დმანისის დროს მოხდა) გადაეცეს კარავს.

ახლა ჩემ იდეებს შემოგთავაზებთ რომლებიც მწიდროდაა გადაჯაჭვული #2 და #3-თან.

#4 - როგორმე უნდა ვიშოვოთ საქართველოს დიგიტალური ტოპო რუკა. არა პლანშეტები დასკანირებული არამედ სწორედ დიგიტალური სადაც ყოველი წერტილი მიბული იქნება კოორდინატზე. რუკა იქნება კარვის საერთო სარგებლობისთვის და შესაძლებელი უნდა იყოს მისი upload და download. ამ რუკაზე შესაძლებელი იქნება მარშრუტები დავიტანოთ. ცხადია რუკა შესაბამისი მასთაბის უნდა იყოს ალბათ 50 მაინც.

#5 შემოწირულეობებიდან შევიძინოთ 1 ან 2 GPS ისევ საერთო ხმარებისათვის. ერთი მხრივ თუ გაკვალულ მარშრუტზე წავა ვინმე ჩვენთაგანი ხომ ჯპს-ით გაიგნებს გზას, ხოლო თუ ახალ მარშრუტზე წავალთ, ცხადია, დავბრუნდებით შესაბამისი მარშრუტის მონაცემებით

სხვა იდეებიც მაქვს მაგრამ ჯერ ეს იყოს.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 23 სექ 2005, 08:56

Kakha
მშვენიერია, საქმე აუცილებლად უნდა გადავინაწილოთ და უკვე შევუდგეთ
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Gvalva » 23 სექ 2005, 09:56

მოდით, კონკრეტული თარიღი და საათი დავთქვათ, უბრალო ლაპარაკი რომ არ იყოს, ვისაც შეხვედრაზე მოსვლა უნდა უკვე რამე გამზადებულ-გაკეთებული მოვიტანოთ და განვიხილოთ.

მეც მინდა რომ ჩემი აზრი გითხრათ იმის შესახებ რა შეიძლება გავაკეთოთ კარავის გამოყენებით. იდეები მაქვს მარა განხორციელებისთვის საერთო ძალისხმევა იქნება საჭირო.

მოდით გადავწყვიტოთ, შაბათ-კვირას შევხვდეთ თუ შუა კვირაში. და სადღაც ერთი კვირის განმავლობაში მოვახერხოთ ასეთი შეხვედრა. ამ კვირას თვითონ კარავიდან არის დაგეგმილი გასვლები, თორემ კვირას შეიძლებოდა.

P.S. ძალიან გამეხარდა ასეთი საკითხებზე რომ დავიწყეთ მსჯელობა, და რომ ეს მოხდა არა ადმინისტრაციული წესით არამედ "ხალხის გულებიდან" :)
მადლობა!! იქნებ ტყუილად არც მიწვალია :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Kakha » 23 სექ 2005, 10:02

შუა კვირა მაწყობს 6-7 საათის მიდამოებში.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Nika » 23 სექ 2005, 10:11

Kakha
4)-ს რაც შეეხება მე მაქვს პროგრამა OziExplorer რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ნუ საშუალებას გაძლევს ჩვეულებრივი ბინარული (მარტივი ენით JPEG ნახატები როა) რუკების კალიბრაციის შედეგად (საკმაოდ მარტივია მარა ცოტა შრომატევადი) მასზე ნებისმიერი წერტილის კოორდინატი გაიგო კურსორის მიტანით. რაღაც რაოდენობის რუკები (ძირიტადად სადაც GPS-ით დავდიოდი) უკვე მაქ დაკალიბრებული. თუმცა ამ რუკების გადამოწმება ადგილზე მაინც საჭიროა. სამწუხაროდ ზოგჯერ უკვე ადგილზე ირკვევა რომ რუკა არასწორად იყო დაკალიბრებული. ამას GPS+PocketPC მანახებს. მარა PocketPC-ში OziExplorer-ის საკმაოდ მარტივი ვერსიაა. და მანდვე არ შეიძლება რუკების რეკალიბრაცია-შესწორება. თუმცა უკან დაბრუნებულს მერე უმარტივესად შემისწორებია ეს რუკები. ხო ასევე მაქვს საქართველოს მთელი ტერიტორიის 1:50000 რუკები. მარა დასკანირებული იყო A4 სკანეზე. რის გამოც თითო ფურცელი 2 ნაწილისგან შედგება. სადღაც 70% უკვე გადავაბი ფოტოშოპში მარა დარჩენილი კიდე ისეა. ასევე ზოგი სექტორი რატომღაც შეცდომითაა დასკანრებული არასწორი გარჩევადობით და ვეძებ მაგათ თორე 100-იან რუკაზე მანდ უფრო მეტი დეტალი ჩანს. მოკლედ ეს პრობლემა მგონი არ უნდა იყოს. გადაწყვეტადია :)
5) საკმაოდ კარგი იდეაა მარა ცოტა ძვირია ეს სიამოვნება ნახმარი GPS-ების ფასი eBay-ზე $100-დან იწყება.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]