იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by David » 06 ოქტ 2005, 15:43

koza-nostra wrote:რა რემანტზე ალაპარაკდით კარავს რემანტი რაში სჭირდება თუ კარველებს კარავში ჯდამა მაგბეზრდათ????
Не въехал в тему :D
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by lama » 06 ოქტ 2005, 15:46

koza-nostra
მაშინ დავჯდეთ სახლში ხომ. ამის თქმა გინდოდა არა??? :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Mrs. Robinson » 06 ოქტ 2005, 16:04

ვისაც კარავი მიშენების პერსპექტივით აქვს შეძენილი?....
ისე მიშენებულს ვეღარ ენდობა კაცი..... :? :cry:

koza-nostra
lama
ვბჟუტურობდით რაცხას და ნუ მოგვაქცევთ ნამეტანი ყურადღებას.... :D
ჯობია ის ვთქვათ, ამ შაბათ-კვირისთვის რას ვაპირებთ!!!!!!!

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by David » 06 ოქტ 2005, 16:07

Mrs. Robinson wrote:ჯობია ის ვთქვათ, ამ შაბათ-კვირისთვის რას ვაპირებთ!!!!!!!
ჰა, ჰა...ამ უიკენდზე დედა გვააყვს?
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 29 ივნ 2010, 00:31

როგორც კი ეს თემა ამოტივტივდება და თქვენ წინ გადაიშლება, გთხოვთ, პირველი გვერდიდან მოყევით და წაიკითხეთ...




როგორც ნახეთ და წაიკითხეთ, ამ თემაში სხვადასხვა ადამიანის მიერ რამდენიმე იდეის ირგვლივ უკვე ნამსჯელი, მოფიქრებული და აწონილ-დაწონილია ყველაფერი.

ვიწყებ ერთ-ერთი იდეის გააქტიურებას და, იმედი მაქვს, გამოვა:


გამოვცეთ karavi.ge-ს მარშრუტების ბროშურა... ვფიქრობ, დროა. :wink:

ამ ეტაპზე გვჭირდება შემდეგი:
1. საბროშურე მარშრუტების შერჩევა.
2. შესაბამისი მარშრუტებისთვის საილუსტრაციო ფოტოები.
3. საერთო რუკა, რომელითაც ყველა მარშრუტს წარვადგენთ.
4. შაბლონი, რომლის მიხედვითაც მარშრუტი აღიწერება.

ტექსტების რედაქტირებას მე ვკისრულობ.
ვინ რას გააკეთებთ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Mta Mkvarebia » 29 ივნ 2010, 10:37

kotetbeli
ძალიან კარგი იდეაა. თქვენთან ვარ :) , თუმცა რას გავაკეთებ ჯერ არ ვიცი, რაც შემეძლება იმას ალბათ.
ჯერ საჭიროა მარშრუტების შერჩევა. პრიორიტეტის განსაზღვრა, რომელ მარშრუტებზე ჯობია ყურადღების გამახვილება, კარგად ნაცნობ, გატკეპნილ და პოპულარულზე თუ ნაკლებად ცნობილზე. თუმცა, ვფიქრობ, ორივე საჭიროა.
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Wanderer » 29 ივნ 2010, 11:07

kotetbeli
ჯიგარო, ბროშურის გამოცემას პატარა საიტის გაკეთება არ სჯობია? :)

- თუ ჩვენი ძალებით გავაკეთებთ ხარჯები იქნება 0
- შესაძლებლობები გაცილებით მეტი იქნება
- განსხვავებით ბროშურისგან დინამიური იქნება
- გაცილებით უფრო ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Int3lig3nt » 29 ივნ 2010, 11:10

ჯიგარო, ბროშურის გამოცემას პატარა საიტის გაკეთება არ სჯობია?
ვეთანხმები.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Mta Mkvarebia » 29 ივნ 2010, 11:42

Wanderer
"კარავის" ბაზაზე პატარა საიტის გაკეთებას გულისხმობ? :roll:
რაღაც ვერ ჩავწვდი აზრს.
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Wanderer » 29 ივნ 2010, 12:19

Mta Mkvarebia
დაახლოებით, მაგრამ ბაზა სხვადასხვა შეიძლება იყოს. მარტო კარავი არაა აუცილებელი.

სხვანაირად რომ ავხსნა: ის რაც კოტეს უნდა რომ ჩაწეროს ბროშურაში იგივე შიგთავსი უბრალოდ ავიღოთ და დავდოთ საიტზე. ესაა და ეს.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 29 ივნ 2010, 16:20

Wanderer
პატარა საიტის გაკეთება არ სჯობია?
კი, რატომაც არა... :wink:
მაგრამ ბროშურა უფრო "ყველგანმავალია": გლეხთანაც მივა, ოფისშიც და უღრან ტყეშიც უშიშრად დარჩება - თუ დატოვებ :wink: თან გამოცემა მაინც სულ სხვა რამაა.
საიტი თუ მოუნდებათ, აგერ აქაა, თან ლაშქრობები ახლა უკვე ბევრად მოწესრიგებულად იპოსტება, ვიდრე ადრე იყო და ადვილადაც ნახავენ.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by Gvalva » 29 ივნ 2010, 18:31

მომწონს ბროშურის იდეა!!

ძალიან!!

თან ყველა ამ მარშრუტზე რომელიმე ჩვენი მოგზაურობის სახალისო აღწერა, რომ იყოს ინფორმატიული და მხიარული მგონი კარგი იქნება, ბროშურას ადამიანი გზაში წაიკითხავს, თან ექნება და ერთგვარი გზამკვლევი იქნება

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by ARCHILI » 29 ივნ 2010, 18:56

ეგ მხოლოდ ბროშურის ჩარჩოებში ვერ ჩაეტევა.

უფრო მასშტაბური გამოვა ზომიტაც და შინაარსითაც.
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by kotetbeli » 03 ივლ 2010, 16:16

Mta Mkvarebia wrote:kotetbeli
ჯერ საჭიროა მარშრუტების შერჩევა. პრიორიტეტის განსაზღვრა, რომელ მარშრუტებზე ჯობია ყურადღების გამახვილება, კარგად ნაცნობ, გატკეპნილ და პოპულარულზე თუ ნაკლებად ცნობილზე. თუმცა, ვფიქრობ, ორივე საჭიროა.
გეთანხმები. საჩქარო არაფერია, ჯერ უნდა მოვიფიქროთ შემდეგი:

1. თანაბარი ხანგრძლივობის მარშრუტები იყოს თუ არა?
2. მარშრუტები საქართველოს კუთხეების მიხედვით თითო შევარჩიოთ თუ რამდენიმე? თუ კუთხეს გააჩნია? თუ ჯერ კონკრეტულად ერთი კუთხის და შეძლებისდაგვარად ამომწურავი? თუ?
3. ხომ არ ჯობია, ბროშურის, როგორც ,,მოსაუბრის" ტონი კლასიკურის და ოფიციალურის ნაცვლად შინაურული და მეგობრული იყოს? მოსაუბრედ წარმომიდგენია "კარავი.გე", როგორც პიროვნება.
4. ხომ არ იყოს კუთხის შესაბამისი რჩევები იქაურ ჰავასთან, გზებთან და სხვა სპეციფიურ დეტალებთან დაკავშირებით?
5. ?
6. ?
7. ?
8. ...


ერთი შეხვედრა-ბრეინშტორმინგი გვინდა!



პ.ს. ჩემი მოლოდინი ასეთია: ეს ბროშურა დაბეჭდილი სახით წარმომიდგენია
მთასა და ბარში, წრეზე შეკრული მოლაშქრეების შუაში გადაშლილი,
მოსწავლის ჩანთაში,
მანქანის ტორპედოზე დადებული,
ზურგჩანთაში,
მიუვალი სოფლის სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე,
დასკანერებული და ფორუმებზე წყაროდ გამოყენებული,
ფაილში ჩადებული და ტყის ბილიკთან ხეზე ჩამოკიდებული,
და ა.შ.
და, რაღა ტქმა უნდა, მასშტაბურ პრეზენტაციაზე... :wink:
Last edited by kotetbeli on 03 ივლ 2010, 22:06, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
იდეები "karavi.ge"-ს ირგვლივ

Post by anano » 03 ივლ 2010, 18:29

არაჩვეულებრივი იდეაა...!! არაჩვეულებრივი...

ისრაელში თითქმის ყველა ქვეყნის ტურისტული მარშრუტები იყიდება... სალაშქრო მარშრუტები მაქვს მხედველობაში..საქართველოს გარდა!
ვფიქრობ სერიოზული საქმეა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ!

კოტე, აქედან არამგონია რაიმეთი შევძლო დახმარება და რომ ჩამოვალ, შეძლებისდაგავარად თქვენს გვერდით მიგულეთ!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]