წევრთა "რამკები"

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
წევრთა "რამკები"

Post by masai11 » 17 მარ 2008, 17:06

guruli wrote:masai11 - გარჯა აუცილებლად უნდა შეგიქო - ამდენი გიფიქრია და გიწერია, რაც ნამდვილად არ იქნებოდა 1 წუთის საქმე. თუმცა, რასაც ახლა ვიტყვი, ნაღდად არ გეხება შენ - ზოგადად ვამბობ. არ მესმის, ეს რამკები რატომაა ფორუმზე ასე აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? :lol: წაიღეთ ჩემი იეტობა, ვისაც გინდათ - ვინც დაინანოს, იმის... :lol: :lol: :lol: ეს ფორუმი შეიქმნა "ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტივობების შესახებ" და სწორედ ეს მომეწონა აქ. ეს კარავი ჩემთვის ქალაქური რუტინიდან გაქცევის, ბუნებაში გასვლისა და საქართველოს გაცნობის ერთგვარ საშუალებად იქცა. ეს მომეწონა აქ იმ საინტერესო დისკუსიებთან და საინტერესო ხალხთან ერთად, რომლებიც აქ დამხვდნენ, თორემ რამკებისთვის ნაღდად არ შემოვსულვარ. არ მინდა, ის სული დაიკარგოს ფორუმზე და ეს ყველაფერი პოსტებსა თუ რამკებზე გამოკიდებამ გადაფაროს. თუ აკვირდებით, თითქმის არასოდეს ვულოცავ არავის იეტობას და თუ მივულოცავ, იქვე სულ ვამატებ, არ ვიცი, ამაში რაა მოსალოცი-მეთქი. უბრალოდ, ვულოცავ იმიტომ, ვინმემ არ იფიქროს, ამას გაუტყდა და იმიტომ არ მილოცავსო.
masai11 - კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს პირადად შენს საწინააღმდეგო გამოსვლად არ ჩათვალო, მე ზოგადად ვლაპარაკობ. ისე, ცნობისათვის - მე არც ამ ტემაში შემოვდივარ და ვპოსტავ, რადგან ეს თემა ასე აქტუალურად არ მიმაჩნია.
გურული, მესმი შენი. ის რის გამოც შენ მოგწონს და გული მოგიწევს ამ ფორუმში სწორედ ესაა ჩემი ხედვით ამ ფორუმის სპეციფიკა და განმასხვავებელი თავისებურება. ყველა ნამდვილ კარველს ალბათ შენის მსგავსი დამოკიდებულება აქვს უსაზღვრო ვირტუალის ამ პატარა ნაგლეჯისადმი :)
თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი კირადა განზრახვის მიზანი მთლად გასაგები არ იყო. იმ ჩემს "ტრაქტატს" რამკების შესახებ, შემთხვევით ან სილამაზის გამო არ ახლავს პროლოგი და ეპილოგი _ მათში "რამკებისადმი" ჩემი დამოკიდებულებაა გადმოცემული. მთილანად ის პოსტი კი ჩემი ვირტუალური (და არამხოლოდ) ცხოვრების გამოცდილების, თეორიული ცოდნებისა და "ცხოვრებისეული ფილოსოფიის" :D მანიფესტაციად შეიძლება ჩაითვალოს _ მხოლოდ იმისთვის, რომ მას სიამოვნებას ანიჭებს ადამიანი არაფერს არ უნდა აკეთებდეს. პრინციპში ვერც ახერხებს ამს ხანგრძლივი დროით _ აუცილებლად გამოუჩნდებიან "ხელის შემშლელები". ხელის შემშლელ პირობებსა და პირებს კი ეფექტურად მხოლოდ მაშინ ვუმკლავდებით თუ რაღაც უფრო მეტია (ან გახდება უფრომეტი) ვიდრე პირადი, თუნდაც რაფინირებული, "დამსახურებული" და სხვა "ღირსებებით" შემკული მაგრამ მაინც სიამოვნება.
ნუ, ეს მე ვფიქრობ ამგვარად და ამდენად უცილობელ ჭეშმარიტებად არ ვასაღებ ჩემ ფიქრებს :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
წევრთა "რამკები"

Post by ARCHILI » 17 მარ 2008, 18:04

masai11

შენ კარაველოლოგიაში ხომ არ გაქვს დაცული საკანდიდატო, კერძოდ, წევრთა რამკების განხრით?

User avatar
me nik@ var
ასფალტზე მოარული
Posts: 7
Joined: 10 იან 2008, 19:52
წევრთა "რამკები"

Post by me nik@ var » 17 მარ 2008, 23:27

ძველ ნიკში ხუტი მეკლდა მაწანწალობამდე
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
წევრთა "რამკები"

Post by lama » 17 მარ 2008, 23:54

masai11
gagaxara RmerTma

dailocos Seni tavi da marjvena ase ra ase

ragac zalian kargi zvrebia da gazafxuli namdvilad gazafxulobs anu vighvizebt kvelani :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წევრთა "რამკები"

Post by Archil » 20 მარ 2008, 02:44

masai11

კაი კაცი ხარ, გიფიქრია, გიზრუნია, მომწონს, გიქებ ნაღვაწს :)

მარა, მაგ ხმების გარეშე ლაშქრობაში ვერ წავალ? ან რაში უნდა გამოვიყენო ეგ ხმები, თუ შეგიძლია რომ ამიხსნა, ვერ გავიგე და დამეხმარე გაგებაში. ასფალტზე მოარული რომ ვიყო რამეთი შეიცვლება ჩემი ცხოვრება და ურთიერთობის სტილი? გამარკვიე ერთი თუ კაცი ხარ, გთხოვ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
წევრთა "რამკები"

Post by masai11 » 20 მარ 2008, 09:44

Archil wrote:masai11

კაი კაცი ხარ, გიფიქრია, გიზრუნია, მომწონს, გიქებ ნაღვაწს :)

მარა, მაგ ხმების გარეშე ლაშქრობაში ვერ წავალ? ან რაში უნდა გამოვიყენო ეგ ხმები, თუ შეგიძლია რომ ამიხსნა, ვერ გავიგე და დამეხმარე გაგებაში. ასფალტზე მოარული რომ ვიყო რამეთი შეიცვლება ჩემი ცხოვრება და ურთიერთობის სტილი? გამარკვიე ერთი თუ კაცი ხარ, გთხოვ.
მადლობა კეთილ სიტყვისთვის არჩილ. :)

რაც შეეხება შეფასებების სიტემის დანიშნულებას.
ჩემის აზრით, მისი უმთავრესი ფუნქციაა "კარვული" სულისკვეთების, მისი ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნებაა. ვფიქრობ ამ ფორუმის მომხმარებელთა- მასზე დარეგისტრირებული წევრებნის მასიური ზრდის პირობებში ეს პრობლმემა უფრო და უფრო რელიეფური ხდება. ალბათ არც მომვალში მოკლდება ახალი იუზერები აქაურობას. ახალი იუზერების უმეტესობა კიდევ სულ ახალი თაობაა, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ვირტუალურ სამყაროსთან, საერთოდ კომუნიკაციასთან, თავისუფალი დროის გატარებასთან და სხვა მრავალ ისეთ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც საბოლო ჯამში "კარვული" ლაშქრობის თუ სხვა აქტივობის თავისებურებაზე ახდენს გავლენას :)
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ სისტემის არის სტიმულირება სასარგებლო კარვული აქტივობების. ასე რომ თუ ვინმეს თავისი ქულები ეცოტავება და "რამკა" არ მოსდის თვალში პირიქით, უფრო ბევრ ლაშქრობაში და სხვა "აქტივობებში" მიიღებს მონაწილეობას ან სულაც თავად იქნება ასეთი "აქტივობის" ინიციატორი.
მესამე ფუნქცია პასუხისმგებლობაა, რომელსაც "რეამკიანი" კარველები ჯგუფურად (უკეთესი იქნება თუ გუნდურად) აიღებენ ფორუმისათვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია პასუხიმგებლობა და მოვალეობები რაღაც უფლებებითაც იქნება შეწონილი, მაგალითად წარმომადგენლობითი უფლება "კარავს" გარეთ :)
მართალია რ ისე დიდი ხანი და არც ისე ინტენსიურად მიფიქრია ამ ყველაფრის მოფიქრებაზე როგორც შტაბეჭდილება დაგრჩათ აქ უმეტესობას თუმცა _"в силу сложывшихся обстоятелств" რაც არის ვფიქრობ რომ მთლად უსარგებლო არ იქნება ფორუმ "კარვის" ადმინისტრაციისათვის მაინც :)


P.S. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არც კარავის მაისურები უნდა რიგდებოდეს ასე იოლად.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
წევრთა "რამკები"

Post by Makena » 23 მარ 2008, 00:06

masai11

ბევრი გიფიქრია...ვგონებ სერიოზული და საკმაოდ დახვეწილი სისტემა შემოგვთავაზე, მე რაიმე სერიოზული შენიშვნა არ მაქვს, რამდენიმე მოსაზრება მაქვს მხოლოდ.
ეხლა მოქმედ იეტების სისტემას ფასი არა აქვს როგორც ჩანს, მაშინ რა საჭიროა იგი?
სიძველით არ შეიძლება განისაზღვროს სიკარგე...დაბრძენებული და გაბრწყინებული არც ერთი არ ვართ მგონია 8) თუმცა სიძველე ალბათ მაინც გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა იყოს ჩემის აზრით.
ურიგო არ იქნებოდა ამ ახალი სისტემის დანერგვაზე გვეფიქრა, საამისოდ შეიძლება სპეციალური შეკრებაც კი დავნიშნოთ განხილვის მიზნით ან რომელიმე გასვლაზე კოცონის გარშემო ვისაუბროთ და რაღაც სასიკეთო გადავწყვიტოთ, კარავი იზრდება და ვგონებ უფრო დახვეწილი სისტემის შემოღება საქმეს ნამდვილად წაადგება, მითუმეტეს რომ მასაიმ საკმაოდ საინტერესო სისტემის მოდელი შემოგვთავაზა.
არსებობს სხვა გზაც, გავაუქმოთ ყველანაერი ჩინმენდლები და უსისტემოდ ვიარსებოთ, ესეც შეიძლება...გააჩნია მიდგომას. :)
ისეკი ცნობილია რომ უსისტემობა მოუწესრიგებლობას და ქაოსს იწვევს :wink: :lol: :lol:
Last edited by Makena on 25 მარ 2008, 20:13, edited 2 times in total.

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
წევრთა "რამკები"

Post by mzevinari » 23 მარ 2008, 00:50

ჩემი მოკლე ჭკუით ეს ყველაფერი არის სპილო,რომელსაც აბსოლიტური ნულისგან ვქმნით...
კარავი,საზოგადოდ თავისუფლებასთანაა გაიგივებული ჩემთვის. მთელი ვიტამინებიც ამ თავისუფლებაშია :lol:
ეს ფორუმიც,მგონი, ფორუმის "რამკებს" სცილდება;
ხალხი რომ დამეგობრდება და "კილკას" ერთი ქილიდან შეჭამს, იერარქია მგონი აღარავის ემახსოვრება :lol: :lol: :lol:
საერთოდაც მთა,საზოგადოდ ლაშქრობა საუკეთესო ინდიკატორია და -/+ ებს შესანიშნავად ანაწილებს :D

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
წევრთა "რამკები"

Post by mzevinari » 23 მარ 2008, 01:02

ჩემი მოკლე ჭკუით ეს ყველაფერი არის სპილო,რომელსაც აბსოლიტური ნულისგან ვქმნით...
კარავი,საზოგადოდ თავისუფლებასთანაა გაიგივებული ჩემთვის. მთელი ვიტამინებიც ამ თავისუფლებაშია :lol:
ეს ფორუმიც,მგონი, ფორუმის "რამკებს" სცილდება;
ხალხი რომ დამეგობრდება და "კილკას" ერთი ქილიდან შეჭამს, იერარქია მგონი აღარავის ემახსოვრება :lol: :lol: :lol:
საერთოდაც მთა,საზოგადოდ ლაშქრობა საუკეთესო ინდიკატორია და -/+ ებს შესანიშნავად ანაწილებს :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
წევრთა "რამკები"

Post by guruli » 23 მარ 2008, 14:42

mzevinari
კარავი,საზოგადოდ თავისუფლებასთანაა გაიგივებული ჩემთვის. მთელი ვიტამინებიც ამ თავისუფლებაშია
ეს ფორუმიც,მგონი, ფორუმის "რამკებს" სცილდება;
ხალხი რომ დამეგობრდება და "კილკას" ერთი ქილიდან შეჭამს, იერარქია მგონი აღარავის ემახსოვრება
საერთოდაც მთა,საზოგადოდ ლაშქრობა საუკეთესო ინდიკატორია და -/+ ებს შესანიშნავად ანაწილებს
უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა, რა კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი!!! ძირს ყველანაირი რამკები და ჩინ-მედლები... კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზადყოფნას, ჩემი იეტობა (რომელიც არასოდეს მომითხოვია და რომლის მიღებაც ძაან დაგვიანებით შევამჩნიე; შეგიძლიათ სათანადო თემაც ნახოთ) ვაჩუქო პირველივე მსურველს. ნეტავ, ისეთი პირობები მომცა, სულ ლაშქრობებში ვიარო და ყველა რამკის და წოდების კუბო დავდგი. :lol: მთავარი არსია და არა პოსტების რაოდენობა ან თუნდაც - ლაშრობების რაოდენობა. იქნებ ხშირადაც წახვიდე ლაშქრობაში, მაგრამ ვიღაცამ აურიოს და ვერ ისიამოვნო, მაგრამ ერთხელ წახვიდე და სამუდამოდ დაგამახსოვრდეს. შენს ნათქვამს ერთი ქილიდან კილკი ჭამის და მთისთვის დამახასიათებელი ინდიკატორის შესახებ ცოტა რამესაც დავამატებ ჩემი მწირი კარავული გამოცდილებიდან: მოდით, რამკებს კი არა, ისეთ დამოკიდებულებას გაუმარჯოს, როცა მთელი დღის ხეტიალით დაღლილ და ბანაკში ღამის პირველის ნახევარზე დაბრუნებულს კიდე იმის ხალისი და ინტერესი შერჩება, სათითაოდ გამოიკითხოს, ხომ ყველას გყოფნით კარვები და უადგილოდ ხომ არავინ რჩებაო; როცა თავად განგრეულ პახმელიაზე ადგება და წყალს სხვას მოუტანს, რადგან ის უფრო მძიმე პახმელიაზეა; როცა დილით თბილის საძილედან და კარავიდან გამოსული დიასახლისივით და მზრუნველი დედილოსავით დაიწყებს ფუსფუსს ჩაის და საუზმის მოსამზადებლად; როცა თუნდაც ვიღაც თემას გახსნის და ჩვენგან დახმარებას ითხოვს, ეგებ სამსახურის შოვნაში დამეხმაროთო ანუ ჩვენი ეიმედება და სხვა რიგის დახმარებისთვისაც მოგვმართავს, აი, ამგვარ დამოკიდებულებას გაუმარჯოს. ცოტა სადღეგრძელო კი გამომივიდა, მაგრამ კარავის ძველი სული ასეთი იყო (ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად) და ეს არ უნდა დაიკარგოს. ადრე აქ რამკებისთვის კი არა, ადამიანური ურთიერთობებისთვის შემოვდიოდით და მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, თორემ ამ ურთიერთობებმა ღია ფორუმიდან ნელ-ნელა პმ-ებში გადაინაცვლა, რაც ძაან არ მომწონს. დარწმუნებით ვიცი, ძველი კარაველებიდანაც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ... :cry: :cry:
P.S. მე მაპატივეთ ამდენი შეწუხებისთვის. :P

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
წევრთა "რამკები"

Post by mzevinari » 23 მარ 2008, 21:46

guruli
აბა რა გითხრა,გიგრძვნია ჩემსავით :lol: :D :lol: :D :lol:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
წევრთა "რამკები"

Post by Gvalva » 23 მარ 2008, 22:58

ხალხო, გურულო, მზევინარ, რაზე კამათობთ??

ეს "რამკები" ძაააალიან ადრე შეიქმნა, უხსოვარ დროს როცა ლამა და დრუიდი გვერდი-გვერდ კომპიუტერებთან მჯდარი გასული კვირადღის ლაშქრობის თემაში ერთმანეთეს ეკამათებოდნენ, რადგან ფორუმი ახალი შექმნილი იყო და "სიცოცხლე" ყოფილიყო.

მერე როცა ბევრი ვიწანწალეთ და ყველა "მაწანწალები" გავხდით, ვთქვი რომ მოდი მოვხსნათ ეს აღარ არის საჭირო მეთქი, მარა ბევრმა მითხრა, არა რა იყოს ჩვენ მაგრად ვხალისობთო. და დავტოვეთ.

ეხლა უმეტესობა იეტია და თვითონ ამ სიტყვის გამოც არ მომწონს ეს, ახალი შემოსულისთვის გაუგებარია. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ვინმემ დავიჯერო ვინმეს უთხრა, მე იეტი ვარ და შენ ბილიკზე მოარული და ამიტომ წყალი ჯერ მე უნდა დავლიოო?? ვერ დამიჯერებია!!!

აბა რა რამკებზეა ლაპარაკი?? რა სხვაზე ჩუქებაზე?? ეს იყო უბრალოდ სახალისოდ! მეტი არაფერი სერიოზული დატვირთვა ამას არ ქონია.

მასაის რამკები კი სულ სხვა რამეა, რომელშიც მე ზოგ რამეს ვიზიარებ და ზოგ რამეს არა. დავილაპარაკოთ და შევჯერდეთ.

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
წევრთა "რამკები"

Post by mzevinari » 24 მარ 2008, 00:19

Gvalva
არაფერზეც არ ვკამათობთ მტრის ჯინაზე :D

ღმერთმა ამაზე მეტი სადარდებელი არ მოგვცეს :D

რა რამკები, რი რამკები... :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
წევრთა "რამკები"

Post by ლეონტი » 24 მარ 2008, 10:19

Gvalva
გეთანხმები.მართალია.
ამ თემაში სალაპარაკოც არაფერია, მაგრამ მე სერიოზულად სულ სხვა რამ მაფიქრებს.
რამკიანი კარაველები მართლა სასურველია, არა აქ წარმოსაჩენად არამედ იქ მთაში, სადაც ნებისმიერი ჩვენთაგანის სიცოცხლე ბეწვზე შეილება ეკიდოს, ნებისმიერ მომენტში.
აი იქ რამკიანობა ანუ გამოცდილობა და სერიოზული საფრთხიდან თავის დაღწევის უნარიანობა ნიშნავს გადარჩენას.
მაგრამ ეს უკვე ოფტოპიკია.
უცხოელებზე რომ არა ვთქვა, საბჭოთა პერიოდში 1 ინსტრუქტორი, მინიმუმ მიყვებოდა ჯგუფს და ყველა შეცდომას არიდებდა გამოუცდელებს.
წინასწარ თეორიულადაც ამზადებდა და აღჭურვილობასაც თხოულობდა.
მაგალითად იყო ასეთი თემა:
მთის მდინარის გადალახვა უსაფრთხოდ, რომ არ წაგვიღოს.
და თოკებიც დაჰქონდათ.
8)

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
წევრთა "რამკები"

Post by masai11 » 24 მარ 2008, 10:44

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ რომკებთან დაკავშირებულ ჩემს პოსტებს ან არ კითხულობენ ან ძალინ უგულისყუროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მესმის რატომ უნდა წარმოქმნილიყო აზრი თითქოს "რამკების" და შეფასებების სიტემა კარვულ სულს, მის ტრადიციებსა და კარავში დამკვიდრებულ გულითად ურთიერთობებს ემუქრება :roll:
განა "გურულს " ან სხვა რომელიმე კარველს ხელს შეუშლის "იეტის" რამკა იმაში, რომ ისეთივე გულისხმიერი და გულითადი იყოს ლაშქრობაში? სმაგაიეროდ ახალი იუზერებისათვის იქნება გურულის "იეტობა" ავტორიტეტი და შესაბამისად ყველა ის ტრადიცია და ღირებულება რასაც "იეტი" (და ზოგადად კარვული "რამკა") ანსახიერებს. შეფასებების სისტემაში უნდა იყოს ჩადებული და ასახული კარვული სულისკვეთება ყველა კარგი კარვული ტრადიცია. მე შევეცადე, რომ ასეთი ყოფილიყო ეს სისტემა. ეხლა თქვენ - ვისშიც უფრო მეტად სუფევს ლაღი კარველის სული შეეცადეთ უფრო მეტს ;)
ამას გარდა, "კარავის" ცხოვრება დღის წესრიგში დააყენებს (ვფიქრობ უკვე დგას) საკითხებს რომელთა გადაწყვეტასაც არამხოლოდ 1 და 2 ადამინის პასუხისმგებლობა სჭირდება. სწორედ ამისთვისაა გათვალისწინებული "იეტთა" საბჭოს არსებობა.
აი მაგალითა დ_ ვთქვათ დადგა დღის წესრიგში ფორუმ "კარავის" ახალი პროგრამულ პლათფორმაზე გადსვლის, მისი ინტერფესისი განახლებისა და ფორუმის სიმძლავრეების გაზრდის საკითხი. მარტო "გვალვამ" მიიღოს ამ საკითხზე ყველა გადაწყვეტილება და ყველა შესაბამის პრობლემა თავად მოაგვაროს?
ვფიქრობ რომ ეს არ იქნება სწორი.
თუ "რამკებთან" დაკავშირებული პასუხისმგებლობა ეხამუშება ვინმეს ეს სხვა საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ რომ
- უნივერსაკული კანონზომიერებაა, როცა რაღაც პირველადი სისტემა- წამრონაქმნი იზრდება რთულდება სისტემის შიგნით ელემენტების ურთიერთობა, აღმოცენდება ბევრი წინააღმდეგობა და დაპირისპირება. ამიტომ აუცილებელი ხდება თავდაპირველი სისტემის სტრუქტურული ორგანიზება. ძველი სისტემის ელემენტების მხრიდან, ეს აუცილებელი ღონიძიებები თითქმის ყოველთვის აღიქმება როგორც უხეში შეზღუდვა და პირველადი ბუნებრივობისა დაკნინება. ასე იყო (რაღა შორს წავიდეთ და ) ქრისტიანობის ისტორიაშიც - დღევანდელი მართმადიდებლიობა მეტად ეუცხოებოდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. მაგრამ ხომ უდავოა რომ ასეთი რერფორმების, დაკონკრეტებისა და მაკცრი წესების დადგენის გარეშე ვერ მოხერდებოდა ყველაზე მთვარის შენარჩინება. ეს მთავარი კი გასაგნებული წესებში, კანონებში, ტიტულებში.... მოკლედ "რამკებში".

მოკლედ (რაღა მოკლედ :D ) მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ფორუმზე სტრუქტურული რეფორმა არ მოხდა ქაოსი გაანადგურებს იმას რაც ყველაზე მთავარი ამ "კარავზე" და "კარველებში".

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]