"კარავის" აფთიაქი

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
"კარავის" აფთიაქი

Post by Varvara » 17 ივლ 2008, 17:25

Naia

ლევომიცეტინის ხმარება არ შეიძლება - ანტიბიოტიკია და არ არის სასურველი მისი ასე გამოყენება :(

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"კარავის" აფთიაქი

Post by Naia » 17 ივლ 2008, 17:26

Varvara wrote:Naia

ლევომიცეტინის ხმარება არ შეიძლება - ანტიბიოტიკია და არ არის სასურველი მისი ასე გამოყენება :(
ჰო ვიცი

მაგრამ მაშინ არ ვიცოდი და გამოვიყენეთ. უშველა სხვათაშორის

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
"კარავის" აფთიაქი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 17:29

ხოდა ამდენ ჩალიჩს და წვალებას, ყველას თავისი ქონდეს ის ჯობია

სწორია-
თითო ლაშქრობაში ყოველთვის გამოერევა თითო ექიმი-
მას როგორც წესი მოაქვს ხოლმე მინი აფთიაქი -

ჯობია ყველას თავისი წამალი ჰქონდეს -
და დარარჩენ წამლებს თითო თავს ექიმი იქონიებს.

წამლის წამოღება არაა მარტო საქმე -
მისი სწორედ ხმარებაც უნდა იცოდე.
ჯობია ექიმს მიანდოთ ეს საქმე.

და აქ ჩამოვწეროთ ის თუ რა უნდა იქონიოს თითოეულმა.

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
"კარავის" აფთიაქი

Post by GOGONA » 17 ივლ 2008, 18:25

GAMARJOBA SAKARTVELO
ესეთი თემა რამდენადაც ვიცი გახსნილია "რჩევებში" :roll:
Who is John Galt?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" აფთიაქი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივლ 2008, 23:46

Varvara
Tamari-ch.
უკაცრავად და ნუთუ ასე რთულია სა1ო აფთიაქის გაკეთება ან ისეთი პატარები ვართ, ვადაგასული წამლები ვერ გავარჩიოთ?
ანდა, 1მანეთისთვის კვირაში 1ხელ მინიჩათანა ვერ მიგვიწოდებია?
ჟურნალის საჭიროება არაა.
წამლების სია გვექნება. სიას რა წამალიც დააკლდება, იმასვე ვიყიდით. მკდ, მარტივია.
სულაც მე ვუპატრონებ ამ აფთიაქებს რა.

თითო გასვლაში საშუალოდ 15 ადამიანია. ვისაც აფთიაქი ექნება, ის ამ 15იდან 1 რომელიმეს ხომ მაინც დაუკავშირდება, არა?
თუ ერთი აფთიაქის დროებით პატრონსს არ ცალია, მე2საც ხომ ექნება აფთიაქი და იმის მეშვეობით შეგვიძლია.

რაც შეეხება იმას, რომ ყველას თავისი აფთიაქი ჰქონდეს, მომკალი და რაღაც ზედმეტი თავის ტკივილი მგონია.
უბრალოდ, ყველას ჩანთაში ხომ არ გვექნება ერთი და იგივე წამალი თუ სხვა სამედიცინო საშუალება?
აბა, წარმოიდგინეთ, ყველას თან ჰქონდეს თერმომეტრი ან იოდი ან ვალერიანი-კორვალოლი.
იყოს რა 1 ჩანთა და იმაში იდოს ეს ყველა საჭირო წამალი.
გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ვიღაცას რამე აწუხებს (არტერიული წნევა, ასთმა, ნაღვლის ბუშტი და ა.შ)
და სამკურნალო წამალი თავადვე უნდა ჰქონდეს.

საკუთარი აფთიაქის გაკეთებას, სულ მცირე, 15 ლარი ჭირდება, ოქტომბრის ბოლომდე კარავული
ლაშქრობა-გასვლებიდან თუ თითო ლარს დავდებთ, ყველაზე დიდი, 8 ლარი დაგეხარჯება
(ეგეთი არავინ მეგულება, ოქტომბრის ბოლომდე ყოველ შაბათ-კვირას ლაშქრობაში რომ იაროს და
თუ ივლის, მაშინ 20 ლარამდეც ავა).

მოლაშქრეს თუ საკუთარი აფთიაქის გაკეთება შეუიძლია, ესე იგი, სა1ო აფთიაქის შექმანშიც შეუძლია წვლილის
შეტანა და თურმე, იაფიც ჯდება.
ის სატარებლად მძიმე არ იქნება და ნებისმიერს შეუძლია ჩანთაში ჩადება.

რა ვიცი, სა1ო აფთიაქის გაკეთება სულაც არ მგონია რთული და ასეთი პრობლემური.
აუცილებელი კი ნამდვილად არის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" აფთიაქი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივლ 2008, 23:49

თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს, რომ საკუთარი წამლები ლაშქრობაში თავად უნდა წამოიღოს, კი ბატონო, ის ნუ დადებს ფულს.
და თუ ლაშქრობაში მას რამე დაჭირდება და საკუთარ აფთიაქში ვერ მოიძიებს, ეგებ სა1ო აფთიაქში გვქონდეს
რამე და სიამოვნებით დავეხმარებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by Archil » 17 ივლ 2008, 23:57

აფთიაქის შეგროვება ყველას შეუძლია ინდივიდუალუად...

ისე, მე თუ მკითხავთ, ავად თუ ხარ, დაეტიე სახლში და მორჩი - პირადად მე ასე ვიქცევი და სხვასაც იგივეს ვურჩევ.

ვფიქრობ აქ უფრო უპრიანი იქნება თუ ჩამოვწერთ ლაშქრობებისათვის დამახასიათებელი დაავადებისას რისი მირება სჯობია და როგორ უნ მოიქცეს ადამიანი.

ლეიკოპლასტერის გამოყენების ინსტრუქციები აუცილებელი არაა მგონია...

და იმ მინი აფთიაქის შემადგენლობასაც თუ შევადგენთ, რაც სასურველია რომ ლაშქრობისას თან ჰქონდეს სხვადასხვა სიტუაციებისათვის (ყინვისას ერთი უნდა, მთაში სიარულისას მეორე, კანიონებში ბოტაობისას მესამე, ექსკურსიოსობისას კიდევ სხვა და ეგრე), კაი იქნება, გვეცოდინება სტანდარტული შემადგენლობა
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by Int3lig3nt » 18 ივლ 2008, 00:45

აუ რა პრობლემა გახდა ეს თემა რა :D.

ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ :P.

მე მაგალითად სულ არ მახსენდება წამალი და ყოველთვის ვიღაცის იმედით მოვდივარ (უფრო სწორად, არც ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება რამე დამჭირდეს და გამოდის რომ ვიღაცის იმედზე ვარ).

ფაქტის წინაშე რომ დავდგები, მაშინ ალბათ ძებნას დავიწყებ ვინმესთან... გამოვკითხავ, ვიძახებ, ვიყვირებ და ა.შ.

ხოლო როცა ვიცი, რომ კონკრეტულ ადამიანს აქვს მინი აფთიაქი და შეძლებს ჩემს დახმარებას, მაშინვე მას მივმართავ :).

რომც არ დამჭირდეს, მშვიდად მაინც ვიგრძნობ თავს :).

აღარ უნდა ამას ბევრი მკითხაობა, ვისაც სურვილი აქვს, დადებს ფულს და განვახორციელებთ ამ შესანიშნავ იდეას :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
"კარავის" აფთიაქი

Post by Tamari-ch. » 18 ივლ 2008, 02:58

პრობლემა აფთიაქის შექმნაში არაა-
პრობლემაა წამლების სწორ ხმარებაში -
ზოგჯერ თვითონ ექიმი ვერ ერკვევა, რა წამალი სჭირდება უცებ,
და მით უმეტეს კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა ვიღაც, ვისაც ეს ჩანთა ექნება ჩაბარებული - ძნელი სათქმელია-
მე ხშირად შევსწრებივარ ქუჩაში სიტუაციას,
როცა ადამიანი ცუდად გამხდარა[-
და ხალხურ დახმარებას რომ ვუყურებ ხოლმე-
უამრავ შეცდომას უშვებენ
ზოგი ვალიდოლს თხრის პირში, ზოგი ნიტროგლიცერინს

და ერთხელ ასეთი საერთო სახალხი მკურნალობის დროს
როცა მამაჩემი ცუდად გახდა და ვიღაცამ ავტობუსში ნიგროგლიცერინი ჩათხარა პირში-
კაცმა გონება დაკარგა (წნევა დაეცა) და წაიქცა.

ყველაზე კარგი გამოსავალია - როცა დიდი და რთული ლაშქრობა იგეგმება
ერთი ექიმი წაიყვანეთ ხოლმე-
და იმას ჩააბარეთ ეს ჩანთა
თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ექიმი -საკუთარ ჩანთას ყოველთვის თან ატარებს.

ჰოდა კიდევ -

+ წნევის აპარატი იყიდეთ..
აი ეს მართლაც საჭიროა.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"კარავის" აფთიაქი

Post by Naia » 18 ივლ 2008, 09:45

ლაშქრობაში აფთიაქის წაღება ნამდვილად აუცილებელია. ძალიან ხშირად ბევრი ისეთი გამოუცდელი მოლაშქრე მოდის აფთიაქი კი არა, გამოსაცვლელი ტანსაცმელი ან საწვიმარიც კი არ მოაქვს და თანამოლაშქრეების იმედზეა. აქედან გამომდინარე, პირველადი დახმარების საშუალებების წაღება აუცილებელია.

შემდეგ ლაშქრობაში აუცილებლად ვითავებ 1 ლარის აკრეფას:)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by ლეონტი » 18 ივლ 2008, 09:55

Naia wrote:ლაშქრობაში აფთიაქის წაღება ნამდვილად აუცილებელია. ძალიან ხშირად ბევრი ისეთი გამოუცდელი მოლაშქრე მოდის აფთიაქი კი არა, გამოსაცვლელი ტანსაცმელი ან საწვიმარიც კი არ მოაქვს და თანამოლაშქრეების იმედზეა.
მართალი ხარ.
მე მგონი მომწიფდა კარავი იმისთვის რომ თუ ვინმე ითავებს სადმე წასვლის ორგანიზებას, და გამოაცხადებს ამ დროს აქ შევიკრიბოთ და მივდივართ აქა და აქ.
მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება ყველა წამსვლელის მზადყოფნას და ყველა საჭიროება გაითვალისწინოს.
თორე სხვაგვარად არ გამოდის, როცა ბევრი ხალხია .
პრობლემები ჩნდება.
და საერთოდ გამომცხადებელ ორგანიზატორზე მეტი პასუხისმგებლობაა ავტომატურად, ბუნებრივად.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"კარავის" აფთიაქი

Post by Naia » 18 ივლ 2008, 10:02

ლეონტი
მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება ყველა წამსვლელის მზადყოფნას და ყველა საჭიროება გაითვალისწინოს.
იდეაში ასეც უნდა იყოს, მაგრამ პლიუსებისა და გამოუცდელი მოლაშქრეების შემთხვევაში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. გასვლის წინ სათითაოდ რომ დავიწყოთ იმის შემოწმება ვის რა მოაქვს ეს დიდ დროს წაიღებს.

თემას რომ ვხსნით, ხშირად ვუთითებთ ამა თუ იმ საჭიროების შესახებ (მაგალითად, საწვიმრის ან თბილი ტანსაცმლის). მიუხედავად ამისა, ბევრი (მათ შორის ე.წ. გამოცდილებიც) მოუმზადებელი მოდის.

ახლახანს შატილში ლაშქრობის დროს ზოგიერთს საძილეც კი არ ქონდა წამოღებული და ამის შესახებ არც არავინ იცოდა. კიდევ კარგი გავითვალისწინეთ ეს სიტუაცია და აქედან ზედმეტი საძილეები და კარვები წავიღეთ.

აფთიაქის გაკეთება მართლა კარგი იდეაა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" აფთიაქი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ივლ 2008, 17:04

Tamari-ch. wrote:პრობლემა აფთიაქის შექმნაში არაა-
პრობლემაა წამლების სწორ ხმარებაში -
ძნ გთხოვ, ნუ ართულებ ზედმეტად ამ საქმეს.
ვინმეს რამე რომ გაეჭრას, ყველამ ვიცით, რომ იოდით უნდა დაამუშავა და ან ლეიკო დააწებო, ან დოლბანდით გადაუხვიო.
და ისიც ყველამ ვიცით, რომ აფთიაქში ის წამლები უნდა გვქონდეს, რომლის საჭიროებაც ყველამ ვიცით.
აქ ლაპარაკი გვაქვს მარტივი სალაშქრო აფთიაქის გაკეთებაზე და არა რაიმე სამანიპულაციო თუ
სარეანიმაციო განყოფილების ანდა კარდიოლოგიური კლინიკის შექმნაზე.
და ვისაც სურვილი აქვს,
დადოს ლაშქრობიდან 1 ლარი, ვისაც არა, კი ბატონო, არ დაგვაზარალებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
"კარავის" აფთიაქი

Post by Varvara » 18 ივლ 2008, 20:45

არ უნდა ამას ამდენი ამბავი.

უნდა შეიკრიბოთ ხოლმე წინასწარ 2 დღიანი გასვლის წინ და ჩამოყალიბდეთ ვის საძილე მოაქვს თუ ,,კრუჟავოიანი'' ღამის პერანგი.

აფთიაქის ამბავსად მაგ დროს დაარეგულირებთ.

არის ეს თემა უკვე რჩევებში თანაც :D

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by Druides » 18 ივლ 2008, 21:22

me girCevT afTiaqSi rom iqonioT elastiuri binti da rac Seexeba mowamvlas aqtivirebuli naxSiri da misi jani chaylapav tu ara am aqtivirebul naxSirs maSive iwyebs sisxlSi arsebuli momwamvleli nivTierebebis shewovas kargi ramea damijereT gamocdili maqvs exla nu momayolebt sad da rodis gamoiyeneo :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]