"კარავის" აფთიაქი

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
"კარავის" აფთიაქი

Post by Varvara » 23 იან 2009, 00:40

სამსახურში გვაქვს მანიკენი, რომელზეც ისწავლება პირველი დახმარების აღმოჩენა (გულ-ფილტვის რეანიმაცია, და ა.შ). ოღონდ მაგას შალვა არ ქვია - little Ann ქვია.

ხოდა შემიძლია ეს ქალბატონი გათხოვოთ. მაქვს ასევე ppt პრეზენტაცია ამ კურსის. პრინციპში მეც შემიძლია განახოთ როგორ უნდა გაკეთდეს ,,გულის არაპირდაპირი მასაჟი'' და ა.შ. მაგრამ ოფიციალურად ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ მაქვს და წესით უფლება არ მაქვს სხვები დავატრეინინგო :D :D

ხოდა შეგეძლოთ მაგალითად ანანოსთვის გეთხოვათ ამ მინი ტრეინინგის ტრენერობა.

მანიკენს თავისი დიდი ჩანთა მოყვება, რომელიც როგორც დასაფენი ისე კეთდება. თანაც თუ სწორად აკეთებ მაგალითად ვენტილაციას, ,,ფილტვები'' ებერება....

პმ-ში მომწერეთ როდისთვის დაგჭირდებათ მასალები და მოგაწოდებთ.

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
"კარავის" აფთიაქი

Post by Bivrili » 24 იან 2009, 19:33

la cioccolata calda

:shock:
საინტუბაციო მილი პირველივე ცდაზე ჩადგი?...
ბრავო შენა...


დიდი სიამოვნებით დავესწრები შენს მიერ ჩატარებულ ტრენინგს...

პირველად დახმარებასთან დაკავშირებით მეც შემიძლია რაღაც მასალები მოგაწოდოთ...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
"კარავის" აფთიაქი

Post by ketuna4 » 24 იან 2009, 19:55

შესაბამისად, 3-დღიანი კურსიც საკმარისი უნდა იყოს. მთავარია იცოდე ე.წ. საველე პირობებში როგორ მოიქცე, და კრიტიკული მდგომარეობის დროს, მოკლე დროში, 4-5 წუთის განმავლობაში, მაშველის ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე შეძლო დაშავებულის ფაქტობრივად გადარჩენა/სიცოცხლის შენარჩუნება.
მეც სიამოვნებით გავივლიდი რაიმე მსგავს მოკლევადიან კურსებს.
თუ დააპირებთ რამეს მითხარით რააა

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by anano » 24 იან 2009, 20:11

ღუდუშაურის ცენტრში არსებული კურსი ფასიანია ნამდვილად.
ქალაქში სულ ორი ასეთი ცენტრია, ერთი რუდუშაურის სახელობის კლინიკაში, მეორე კი "MediClub Georgia"ში,დაახლოებით იგივე ფასად...

მესმის, რომ ამ თანხის გადახდა ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი....
რადგან კარველები ასეთი დაინტერესებულნი არიან, ვფიქრობ შესაძლებელია ექიმმა კარაველებმა სულ ცოტა მოვინდომოთ და არაექიმებს, პირველადი დახმარების ელემენტარული ცვევები მაინც შევასწავლოთ, მითუმეტეს თუ ვარვარა მულაჟს გვათხოვებს,რაც მინდა გითხრათ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა....

ვფიქრობ,ინტუბაციის ცოდნა არცერთი არაექიმისა და არასამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანისათვის არ არის საჭირო, ინტუბაციას, როგორც წესი მხოლოდ ექიმები ატარებენ, მათ შემთხვევაშიც საკმაო პრაქტიკული გამოცდილებაა საჭირო,ასე რომ მაინცდამაინც ინტუბაციაზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას....

სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არ არის ჯერჯერობით განვითარების იმ ეტაპზე ,რომ უფასოდ ისწავლებოდეს გადაუდებელი დახმარება..რაც სიკვდილობას საგრძნობლად შეამცირებდა და უფრო იშვიათადაც შევხვდებოდით ადამიანებს,რომლებსაც უგონო ადამიანის ენა საათობით უჭირავთ,ყურის ბიბილოს ან ქუსლს უსერავენ და ა.შ.

ვფიქრობ შესაძლებელია ერთმანეთს ვასწავლოთ და დავეხმაროთ....მხოლოდ მონდომება და ორგანიზებაა საჭირო ამისათვის.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by anano » 24 იან 2009, 21:15

უყურე შენ, რას ქვია რჩევა არ მომიცია...ხომ ასე გადაწყდა..როცა თანხა შეგროვდებოდა სიასაც მაშინ ჩამოვწერდით...ამიტომაც მე კონკრეტულ დასახელებებს არ ვეხებოდი...
მე დავწერ ჩამონათვალს, შესაძლებელია რაიმე გამომრჩეს, რასაც თანდათან დავამატებ....
ჩამონათვალი შესაძლებელია იყოს ორგვარი,ამიტომ მაინტერესებს, იქნება ისეთი ვინმე ვინც ვთქვათ ვენაში ნესმის გაკეთებას ან კათეტერი ჩადგმას შეძლებს? თუ არა მაშინ ტყუილად არ ჩავწერ ნივთებს რომლებიც გამოუსადეგარი იქნება....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
"კარავის" აფთიაქი

Post by namcecuna » 24 იან 2009, 22:57

anano

პირველადი დახმარების კურსი ღუდუშაურში გავიარე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ, ვეჭვობ რომ ფაქტიურად დავიწყებული მაქვს.
ორდღიანი პროგრამა იყო, საკმაოდ კარგად შემუშავებული და დატვირთული, ძალიან მომეწონა და ჩემი აზრით ყველას უნდა ქონდეს გავლილი, ნამდვილად საჭიროა!

შედეგად 100 ქულა დავაგროვე -რამაც თავად გამაოცა, მაგრამ, ადვილად ათვისებულმა-ადვილად დავიწყებაც იცის და მეც... :oops:

მოკლედ კი იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან მომწონს აზრი-თუ შესაძლებლობა იქნება ჩვენ თავად მოვახერხოთ ასეთი "კურსის" ორგანიზება.
წამო, ზღაპარში ...
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" აფთიაქი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 იან 2009, 23:10

anano wrote: ჩამონათვალი შესაძლებელია იყოს ორგვარი,ამიტომ მაინტერესებს, იქნება ისეთი ვინმე ვინც ვთქვათ ვენაში ნესმის გაკეთებას ან კათეტერი ჩადგმას შეძლებს? თუ არა მაშინ ტყუილად არ ჩავწერ ნივთებს რომლებიც გამოუსადეგარი იქნება....
ანი, შეგიძლია, წამლების სია ჩამოწერო?
მომავალ კვირაში აფთიაქს ვიყიდით.
და კიდევ, რთული სამედიცინო მანიპულაციებისთვის საჭირო აღკაზმულობა არ გვინდა.
ვფიქრობ, დაგვჭირდება მცირე ჭრილობა-ტრავმების, გაციების, მოწამვლის, გულის, ალერგიისთვის საჭირო წამლები.
სხვა რა შეიძლება?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by anano » 24 იან 2009, 23:55

1. ბინტი-სტერილური, არასტერილური
2. ლეიკოპლასტირი- ხვეულა, "სანტავიკი"
3. ბეტადინი(და არა იოდი)
4. სამედიცინო სპირტი
5. სტერილური საფენები
6. პანტენოლი(დამწვრობისათვის)
7.მოსაყინი საშუალება(სპრეი -ტრავმის შემთხვევაში)
8. მაკრატელი(აუცაუცილებლად მჭრელი)
9. ელასტიური ბინტი
10. დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი
11. სუპრასტინი,ტავეგილი
12. ნახშირი
13. რეჰიდრონი
14. ნიტროგლიცერინი(სპრეი, ტაბლეტირებული)
15. ტორადოლი ,კეტოლონგი
16. თერმომეტრი(სასურველია ელექტრო)
17. წნევის აპარატი
18. კაპოტენი(წნევის დამწევი საშუალება)
19. შპრიცები(2მლ,5მლ.20მლ)
20. ბამბა(მხოლოდ ინექციის გასაკეთებლად)
21. არასტერილური ხელთათმანები
22. წყალბადის ზეჟანგი
23. ფიზიოლოგიური ხსნარი(არა ამპულებში, არამედ ხსნარი)
24.


სიას ნელნელა კიდევ დავამატებ .....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" აფთიაქი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 იან 2009, 00:18

anano wrote: 3. ბეტადინი(და არა იოდი)
6. პანტენოლი(დამწვრობისათვის)
17. წნევის აპარატი
18. კაპოტენი(წნევის დამწევი საშუალება)
19. შპრიცები(2მლ,5მლ.20მლ)
21. არასტერილური ხელთათმანები


სიას ნელნელა კიდევ დავამატებ .....
მადლობა ამ სიისთვის და შევსებას ველით.
რას ნიშნავს, რომ დამწვრობა და წნევის პრობლემებიც გაგითვალისწინებია და სიაში შეიტანე.
წნევის აპარატის ყიდვას, ალბათ, ვერ შევძლებთ.
შპრიცები რისთვის გვჭირდება?
ან არასტერილური ხელთათმანი?
ბეტადინი ადვილი საშოვნელია?

1. ბინტი-სტერილური, არასტერილური
9. ელასტიური ბინტი
14. ნიტროგლიცერინი(სპრეი, ტაბლეტირებული)
დოლბანდი კგია, რომ ჩაწერე.
ოღონდ, ელასტიური დოლბანდი, რომელია, არ ვიცი.
ბადის ფორმა რომ აქვს?

დაა კიდევ:
მე14 Nდ ნიტროგლიცერინი გიწერია.
შესასხურიც უნდა ვიყიდოთ და აბებიც?
თუ 2იდან 1-1?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
"კარავის" აფთიაქი

Post by Bivrili » 25 იან 2009, 00:28

წნევის აპარატი ყველაზე საჭირო რამაა გოოგ...

ნორმალური წნევის აპარატის ფასი 15 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს...

სიმაღლეზე ასვლისას წნევის ვარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა...
სისუსტის მიზეზი შეიძლება სწორედ ეს გახდეს...
ამის გამოვლენა კი აპარატით შეიძლება...

რადგანაც იგეგმება მაღალმთიანი ადგილების დალაშქვრა, აუცილებლად საჭიროა აპარატის შეძენა...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by lama » 25 იან 2009, 00:31

Bivrili
აპარატი არ უშველის მხოლოდ

მედიკამენტებიცაა საჭირო :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by ნიმფა » 25 იან 2009, 00:47

ლახტს დავამეტებდი და სიცხის დამწევ საშუალებებს.

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by khrukhuna » 25 იან 2009, 00:49

ნოშპა? :roll:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by გვალდა » 25 იან 2009, 00:56

ელასტიური დოლბანდი
ნაღრძობისთვის, მყესის დაჭიმულობისთვის.
მე ეგ რომ არ მქონოდა ბოლოს შატილში, მაისურის დახევა მომიწევდა ალბათ :D
სვანეთოლოგი

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
"კარავის" აფთიაქი

Post by teo- » 25 იან 2009, 00:57

ტრავმებისტვის ან ჭრილობისთვის რამე მალამო არის სიაში? მაგალითად ფიტომმალი, თურმანიძე მგონი კარგი იქნებოდა გვეყიდა :roll:
არა ექსკურსიას! Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]