"რეინჯერები" ბირთვისში

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Forest » 18 აპრ 2008, 20:33

გამრჯობა კარველებო :),
ვნახე GVALVA-ს პოსტი http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=20 ... sc&start=0 .
და იქ ნახსენებ ბირთვისელ "რეინჯერებ"-ზე მინდა გკითხოთ. ვინ არიან ეგ ბირთვისელი რეინჯერები?... რას აკეთებენ... რა ტურისტული ბიუროს საბუთს ითხოვენ....
მე არასოდეს მინახია ეგენი... როდის მერე ჩითავენ?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Kakha » 18 აპრ 2008, 23:37

ამ რეინჯერის ამბავი ნიკა ვაჩეიშვილს, კულტურის მინისტრს მოვუყევი. ჰოდა ნიკამ მკითხა - პირადობის მოწმობა თუ განახათო ან თუ მოსთხოვეთო. რამდენადაც მახსოვს, არც მოგვითხოვია და არც მას უჩვენებია. ნიკას აზრით, ეს რეინერი კი არა ვიღაც თვითმარქვიაა, რადგან მსგავსი სისულელე არავის არვისთვის დაუვალებია.....

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Forest » 18 აპრ 2008, 23:50

მეც ეგრე ვიფიქრე ვიღაცამ ან გაიღადავა ან კიდევ უფრო სხვა განრახვა ქონდა მეთქი... მაგრამ იქნებ ეგენი კულტურის სამინისტროს არ ეკუთვნიან და გარემოს დაცვის ხალხია?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Kakha » 19 აპრ 2008, 00:05

აბა რა გითხრა - რეინჯერები ზოგადად გარემოს დაცვას კი ეკუთვნიან, მაგრამ მაინც ისეთი აბსურდული რამე თქვა, ვეჭვობ სამინისტროს დაევალებინოს....

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by ilia » 19 აპრ 2008, 10:22

Kakha
მაგის გარკვევას რა უნდა, მობილურის ნომერი ჩაიწარა ვანდერერმა თუ მიკამ და დავურეკოთ და ვკითხოთ, ვინ ხარ და ვინ დაგნიშნათქო.
Image

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Forest » 19 აპრ 2008, 12:57

KAXA,

"აბსურდული რამე თქვა"

რა თქვა ასეთი ? უბრალოდ რაც მეტი იქნება ცნობილი მათზე უკეთესია, ტელეფონი თუ იცის ვინმემ ისიც დაწეროს...

მოგზაურ ხალხს არავის ესწავლება, მაგრამ ეგ ტიპები ალბათ უფრო ადგილობრივები იქნებოდნენ და ვინმეზე საჩალიჩოდ/რაიმეს მოსაპარად ან რამე მსგავსი განზრახვით...

კიდევ ერთი რამ, მარტო ერთი შეგხვდათ თუ რამდენიმე იყვნენ?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Wanderer » 19 აპრ 2008, 13:17

ilia
მობილურის ნომერი ჩაიწარა ვანდერერმა თუ მიკამ
გამახსენე ერთი როდის იყო ეგ. რაღაც არ მახსენდება...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Kakha » 19 აპრ 2008, 20:52

დღეს ჯორჯიაშვილში მომიწია ჩასვლა სამსახურის საქმეებზე, ჰოდა იქ ერთ ადგილობრივს ვკითხე ფარცხისელების ამბავი თუ იცითქო და მერე მოვუყევი ჩვენი ამბავი. ჯორჯიაშვილელმა კაცმა მითხრა, მგონია ვიცი ვიზედაც მეუბნები, ეგ ბიჭი ტყის მცველიაო (მართლაც ახლა ტყის მცველებს რეინჯერებს ეძახიან), რაღაცა იდეები აწუხებს და ხან რას მოიგონებს და ხან რასო.

ახლა ეგ მოიგონა, როგორც ჩანს, რომ მოითხოვოს ტურისტული კომპნიების გაცეული ცნობების მოთხოვნა მათგან ვინც ბირთვისის ციხის სანახავად მიდის. ფორესტ, არაა ეგ აბსურდული მოთხოვნა მოითხოვოს ტყის მცველმა ტურისტული კომპანიის გაცემული ცნობა, რომ მე ან შენ ან ვინც გინდა მივდივართ ძეგლის დასათავლერებლად, გინდა სულაც ტყევში შევიდეთ, რომელიც არაა ნაკრძალი ან აღკვეთილი. ნამდვილად აბსურდია.

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Forest » 19 აპრ 2008, 21:32

კარგია რომ დაახლოებით გაირკვა ვიზეც არის საუბარი... მაგრამ ისე არავის საქმე არ არის თუ ვინ სად წავა და არავის აქვს ჩვეულებრივი მოგზაურისთვის რაიმე საბუთის მოთხოვნის უფლება... თუ ის კანონს არ არღვევს და თუ არღვევს ეს კიდევ უნდა დაუმტკიცდეს...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Gvalva » 19 აპრ 2008, 23:32

ბოდიში, გვიან გპასუხობ

მე არ ვიცი ასე დაჟინებით რატომ კითხულობ ამ რეინჯერის ამბავს, დალაპარაკების შემდეგ რამე განსაკუთრებულად ცუდი არაფერი მახსენდება. ეს არის უბრალოდ ერთი წარმომადგენელი იმ სიახლისა, რომელსაც "საზღვარგარეთ ასეა" განმარტებით, კონტექსტიდან ამოგლეჯით ვნერგავთ და ხელში რაღაც უაზრობა გვრჩება.

არ გაგიგონიათ, 1 ვედრა მაყვალში 50 ლარი ჯარიმა გადაახდევინესო? და კიდევ ასეთ სიახლეებს რომ ყვებიან, ამასაც უნდა რამე გააკეთოს მარა რა და როგორ არავის არ აუხსნია

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Forest » 20 აპრ 2008, 00:36

უბრალოდ როდესაც დასასვენებლად მიდიხარ იქ არ გინდა რომ ვიღაცა უაზრო შეკითხვებს გისვამდეს... სულ ეს არის :) მით უმეტეს ბირთვისში...

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by ilia » 20 აპრ 2008, 10:04

Wanderer wrote:ilia
მობილურის ნომერი ჩაიწარა ვანდერერმა თუ მიკამ
გამახსენე ერთი როდის იყო ეგ. რაღაც არ მახსენდება...
შენ მგონი არც იყავი იქ :) , ესეიგი მიკამ ჩაიწერა
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Wanderer » 20 აპრ 2008, 11:03

Forest
გეთანხმები. თუ არავისი საკუთრება არაა და არც ნაკრძალია წესით მასეთ რაღაცეებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by irine.i. » 22 აპრ 2008, 22:15

ბირთვისის რეინჯერების ამბავმა მეც დამაინტერესა, რადგან იქაური ვარ, არ გიკითხიათ გვარი ? :D ბექაური იყო?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
"რეინჯერები" ბირთვისში

Post by Gvalva » 23 აპრ 2008, 01:20

საბრალო რეინჯერი უკვე მეცოდება :)

მინდა რომ როგორმე ვიხსნა ნახევრადდამსახურებული რისხვისგან :)

P.S. ეს თემა ძააან სხვაგან არის გახსნილი და რჩევებში გადავიტან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]