სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by navigator » 24 მარ 2008, 09:20

მოდით მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ისე რომ ლაშქრობის ამსახველი სურათები ქაოტურად და გაფანტულად არ იყოს ლაშქრობის თემაში.
ბოკეს ფორუმზე იყო ადრე დაახლოებით ესეთი პრინციპი რომ ყველა გადაღებული სურათი გროვდებოდა ერთ ადგილას, მაგალითად სადმე პაროლით დაცულ სერვერზე ატვირთავდა ყველა მოლაშქრე ვისაც გადაღებული ქონდა რამე.
შემდეგ ის ვინც თემას ხსნიდა იყენებდა ამ სურათებს ამ თემაში, თანამიმდევრულად და დალაგებულად.
ჩვენ არა გვაქვს მუდმივად მომუშავე ჰოსტინგი, ამიტომ გთავაზობთ გამოვიყენოთ მაგალითად radikal.ru.
ამ საიტზე მე გავხსენი ანგარიში karavi_ge, პაროლს PM-ებში მოგაწოდებთ მერე.
ყოველი ლაშქრობის მერე შეგვიძლია ამ ანგარიშს დავამატოთ ახალი ალბომი, ლაშქრობის დასახელებით და მოკლე აღწერით. შესაძლოა ამ ალბომის დროებით პაროლით დაცვა. ამ ალბომში ატვირთავენ სურათებს მოლაშქრეები ხოლო თემის ავტორი გამოიყენებს ამ სურათებს.

თუ იდეა საინტერესოა, ტექნიკურ საკითხებზე მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

მაგალითი ნახეთ აქ
http://www.radikal.ru/USERS/karavi-ge/kazbegi-vardzia
აცხა ღორებო Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by qvevri » 24 მარ 2008, 09:28

მე მომეწონა ის იდეა, რომ თემის ავტორს შეეძლება არა მარტო თავის გადაღებული სურათების დადება, არამედ ყველა ხარისხიანი სურათისა, აქედან გამომდინარე თავისთავად მოხდება სურათების ხარისხის დახვეწაც და მეორეს მხრივ ერთი და იგივე ხასიათის სურათების(თუნდაც სხვადასხვა რაკურსიდან) გაცხრილვა. სურათები უნდა იყოს თანმიმდევრულად დალაგებული (პრინციპში ამ მხრივ ძალიან არ გვიჭირს).

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by ლეონტი » 24 მარ 2008, 09:38

აქ 2 ხარვეზს ავღნიშნავდი.
qvevri
1 თემის ავტორი არ გახლავთ თემის მოდერატორი,
ამიტომ ის ამ თემას ვერ მართავს და ყველა ვინც ფოტოს დადებს ,
თავისი შეხედულებით მოიქცევა და თემის ავტორის წყობა მაინც დაირღვევა.
navigator
2 არ შეილება ფოტოების, მათ შორის გეოგრაფიული დეტალების ამსახველი ფოტოების დალაგება იმ ქვეყნის სერვერზე, რომელმაც ნებისმიერ მომენტში ომი შეილება დაგიწყოს და ზუსტად მაგ ფოტოებში ასახულ მიწებზე დესანტი გადმოგისხას.
ეს ისეთივე რეალობაა, როგორც ის რომ დღეს სოხუმში ან ცხინვალში ვერ გაისეირნებ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by Gvalva » 24 მარ 2008, 10:18

navigator

ძალიან კარგი აზრია! ეს ყველა ვარიანტში გავაკეთოთ, ერთმანეთთან ფოტოების გაცვლა რომ გვინდა, ამაშიც გამოგვადგება.

ლეონტი
თემის ავტორი არ არის თემის მოდერატორი, მართალია, მაგრამ გამოსავალი შეიძლება მოინახოს: პირველი პოსტი ხომ მისია? შეუძლია ამ პოსტს რედაქტირება გაუკეთოს რამდენჯერაც უნდა, და მთავარი რეზუმე ლაშქრობის ამ პოსტში გააკეთოს, შემდეგ ვისაც რა დეტალი გაახსენდება და დადებს ფოტოებს, ეგეც კარგი იქნება რამდენიმე თვის (წლის) შემდეგ სანახავად და გასახსენებლად.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by ლეონტი » 24 მარ 2008, 10:27

Gvalva
ჰო აი ეს მაინტერესებს მართლა რამდენი ხანია.
ძველი თემები ვნახე, ძალზე საინტერესო.
მაგრამ ვაი, სურათები ფაფუუ.
ეს ფოტოსერვერები ძველ სურათებს უბრალოსდ შლიან.
და თემა რჩება უხერხემლოდ.
რა გამოსავალი არსებობს ამისთვის?
ხდება თუ არა ამ ფოტოების არქივირება და შეგვეძლება თუ არა მათი აღდგენა?
ხომ არ გვეფიქრა ლოკალურ სერვერზე?
რომელსაც თანხას გადავუხდით და სურათებს არ დავკარგავთ, რადგაბნ ყველა ერთად გვექნება და რეგულარულ გადანახვებს გავაკეთებთ?

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by navigator » 24 მარ 2008, 10:48

ლეონტი
ნუ რადიკალ.რუ მაგალითად მოვიყვანე, შეგვიძლია სხვა სერვერი გამოვიყენოთ, თუმცა ეგეთი მიდგომა მე მაინც არასწორედ მიმაჩნია, რადიკალ.რუ არის პირველი რიგში კომერციული საიტი და არა პოლიტიკური.
თუმცა ვიმეორებ, თუ სხვა ანალოგიური საიტია კარგი წვდომადობით (საქართველოდან), შეგვიძლია ის გამოვიყენოთ.

ალბომის შევსების მერე, თემის ავტორი დებს სურათების ლინკებს პირდაპირ.
რაც შეეხება თემის მოდერირებას, მოდით ასე ვთქვათ, უფრო უარესი არ იქნება ვიდრე ეხლაა და თემის მოდერირებაზე მომავალშიც შეიძლება ფიქრი, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება წინ.
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by Wanderer » 24 მარ 2008, 12:02

navigator
ჩვენ არა გვაქვს მუდმივად მომუშავე ჰოსტინგი
აი ეს არის საჭირო მაგისთვის და არა რადიკალი და მსგავსი ჰოსტები, რომელებსაც ერთ დღეს რომ მოეპრიანოთ მშვენივრად წაშლიან ჩვენი ფოტოების მთელ არქივს. :)

და ფოტოები კიდევ უნდა იდოს გალერეაში. მაგალითად Coppermine ან Gallery2, სადაც მშვენივრად შეიძლებოდა მათი მოწესრიგება. ხოლო პოსტებში უნდა იდოს მხოლოდ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფოტო.

რამდენი ხანია ვიძახი ამას. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by N67 » 24 მარ 2008, 12:28

2 არ შეილება ფოტოების, მათ შორის გეოგრაფიული დეტალების ამსახველი ფოტოების დალაგება იმ ქვეყნის სერვერზე, რომელმაც ნებისმიერ მომენტში ომი შეილება დაგიწყოს და ზუსტად მაგ ფოტოებში ასახულ მიწებზე დესანტი გადმოგისხას.
ლეონტი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქვეყნის სერვერზე იდება?
თუნდაც ჩვენს სერვერზე იდოს, მაინც ხომ მისაწვდომია მათთვის?

და კიდევ, მოყოლებული კომუნისტების დროიდან რუსებს 1:25000იანი(თუ არ მეშლება) და ზოგი ადგილის უფრო ზუსტი ტოპოგრაფიული რუკები აქვთ, როგორც ვიცი არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი დსთ-ს ქვეყნების, და რა მნიშვნელობა აქვს რაიმე სერვერზე დადებულ რუკების ფრაგმენტებს?


რაღაც ხანში ფოტოები რომ იშლება ეგ მართლა არაა კარგი ამბავი.
და მართლა ღირს მგონი ადგილობრივ სერვერზე რომ იყოს, თუნდაც რაღაცის გადახდა გახდეს საჭირო. ბოლო-ბოლო უფრო სწრაფი მაინც იქნება..
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by navigator » 24 მარ 2008, 13:03

Wanderer
და იძახე და იყავი, მაგას ფინანსები უნდა სადაა სამაგისო ფული? ნეთუ, ხოდა ვიყოთ ასე და ვივიშვიშოთ :D
ფაქტია დღეს რაც ხდება, სრული ქაოსია, ვისაც სად უნდა იქ დებს სურათებს, თემაში ძნელია ქრონოლოგიის დაცვა, ზოგი 1 თვის მერე ამატებს სურასთებს.
არადა მართლა მნიშვნელოვანია კარგად დასურათებული ლაშქრობა, ეს ფორუმის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია, ხოდა ვიჯდეთ მერე და ვიტიროთ სხვა ფორუმები კონკურენციას გვიწევენო :)

N67
რადიკალზე არ იშლება ფოტოები , თუ ავარიულად არ გაფუჭდა სერვერი, ეს მაგალითად 123.ge-ს ემართება ხშირად.
ჩვენი პრობლემა არის სპოსორის არარსებობა და რამე გამოსავალი უნდა ვიპონოთ, მეეჭვება რომ უახლოეს მომავალში სპონსორი გამოჩნდეს და მართალი გითხრათ არც მინდა რომ გამოჩნდეს, იმან შეიძლება კიდე თავისი პორობები მოგვახვიოს თავს.
აცხა ღორებო Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by guruli » 24 მარ 2008, 13:36

navigator
და იძახე და იყავი, მაგას ფინანსები უნდა სადაა სამაგისო ფული?
ჩვენი პრობლემა არის სპოსორის არარსებობა
ჩვენი ძალებით ვერ გავქაჩავთ დაფინანსებას? :roll: :roll: :roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by ლეონტი » 24 მარ 2008, 13:42

N67 wrote:
ლეონტი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქვეყნის სერვერზე იდება?
თუნდაც ჩვენს სერვერზე იდოს, მაინც ხომ მისაწვდომია მათთვის?

და კიდევ, მოყოლებული კომუნისტების დროიდან რუსებს 1:25000იანი(თუ არ მეშლება) და ზოგი ადგილის უფრო ზუსტი ტოპოგრაფიული რუკები აქვთ, როგორც ვიცი არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი დსთ-ს ქვეყნების, და რა მნიშვნელობა აქვს რაიმე სერვერზე დადებულ რუკების ფრაგმენტებს?
პასუხი ასეთია: მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, თუ რომელ სერვერზე დაალაგებ და რას დაალაგებ. თუ რატომ ეს შეილება დაზვერვის თანამშრომელს ჰკითხო კერძო საუბარში და აგიხსნის.
მე კი ვიტყოდი რომ თავმოყვარეობის საკითხია.
რუსები ველიკოდერჟავნიკები, იმდენად შეურაცხოფილი არიან თავისი კოლონიის დაკარგვით, რომ აქეთ გამოხედვაც არ უნდათ.
და ჩვენთვის ისე არ უნდა იყოს რომ სულერთი იყოს ვინ რას გვიკეთებს ან გვიკეთებდა და მენტალურად საბჭოთა მოქალაქეებად დავრჩეთ.
მეტი ეროვნული თვითშეგნება მოგვეთხოვება. და წარსულზე ჭკუის სწავლაც არ გვაწყენდა.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by navigator » 24 მარ 2008, 13:45

guruli
აბა რავი, ძალიან რთული საკითხია ეგ, დაველაპარაკოთ გვალვას, რისი გაკეთება შეიძლება, მოვიფიქროთ, ქართული ჰოსტინგი უაზროდ ძვირია, უცხოური კიდე პრობლემურია იმიტომ რომ ხშირად გლობალი არ მუშაობს აქ.
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by ლეონტი » 24 მარ 2008, 13:49

რა პრობლემაა, ფული ავაგროვოთ და 1 კომპუტერი ვიყიდოთ, გავასერვეროთ და ფორუმიც ზედ დავსვათ და ფაილების საცავიც.
ეგ უფრო იაფი თუ დაჯდება.
ვინმეს ოპტიკური შეერთება თუ აქვს იქ მოვათავსოთ და სერვერის ადმინობაც ჩავაბაროთ.
:wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by guruli » 24 მარ 2008, 13:53

navigator, ლეონტი - მგონი, საერთო დაფინანსებით შევძლებთ მაგ პრობლემის მოგვარებას.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სურათების საკითხი, კიდევ ერთხელ

Post by navigator » 24 მარ 2008, 13:56

ლეონტი
"გავასერვეროთ" აი ეს ღირს კატასტროფულად ძვირი :)
თავის დროზე თვეში 2000 USD მთხოვეს აქ, ეხლა ცოტა გაიაფდა მარა მაინც ძვირია :)
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]