შევიმუშავოთ კარავის წესდება

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderator: Kakha

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Gvalva » 21 თებ 2008, 00:43

მეგობრებო,

მე, Gvalvaმ, ინტერნეტ ფორუმი "კარავის" ადმინმა, ფორუმი კარავი შევქმენი შემდეგი მიზნებით:

1. ქართულ ინტერნეტ სივრცეში ყოფილიყო ერთი საერთო ადგილი ქართველი ღია ცის ქვეშ აქტივობის მოყვარულთათვის, რათა მათ შეძლებოდათ, გამოცდილების, აზრების, სიახლეების ერთმანეთისთვის გაზიარება.

2. საქართველოს ნაკლებადცნობილი ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციისა და გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, ამ ადგილების აღწერა-მინიშნებების გაკეთებით, რომელიც რომელიმე მოყვარულმა იხილა და ჩათვალა რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა.

3. ღია ცის ქვეშ აქტივობების იმ სიახლეების გასაცნობად და დასანერგად, რომლებიც უკვე საკმაოდ პოპულარულია უფრო განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოში კი ჯერ ისევ უცნობია.

4. ქართველთა შორის გამეფებული პასიურობის დასაგმობად და ცხოვრების ჯანსაღი წესის გასავრცელებლად სხვადასხვა ასაკის, სქესის, განათლების და შეხედულების ადამიანთა შორის.

5. ... (ახლა ექსპრომტად სხვები არ მახსენდება მარა გავიხსენებ და ჩავამატებ)

გთხოვთ, დამეხმაროთ შევიმუშაოთ ფორუმზე მოქმედების წესდება ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by გვალდა » 21 თებ 2008, 01:42

წესდებაში ხომ არის მხარეთა ვალდებულებები? (თუ ვცდები? :oops: )
თუ არის, მაშინ ამ წესდების წაკითხვა (თითქმის დაზეპირება გამრავლების ტაბულასავით :) ) სავალდებულო იყოს ყველა ახლადდარეგისტრირებული წევრისთვის.
სვანეთოლოგი

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Wanderer » 21 თებ 2008, 01:49

გვალდა
თუ არის, მაშინ ამ წესდების წაკითხვა (თითქმის დაზეპირება გამრავლების ტაბულასავით ) სავალდებულო იყოს ყველა ახლადდარეგისტრირებული წევრისთვის.
ცუდი იდეა არაა(წაკითხვას ვგულისხმობ და არა დაზეპირებას), მაგრამ როგორ დაავალდებულებ? მექანიზმს ვგულისხმობ. თუ გრძელ ტექსტს და I agree-ს გულისხმობ ბოლოში მინდა გითხრა, რომ ყველა წაუკითხავად მიაჭერს I agree-ს(და აჭერენ კიდეც). :) გამოცდებს ვერ ჩაუტარებ და თავზე ვერ დაადგები. ასე რომ... :)

ჩემი აზრით ეს წესდება უბრალოდ უნდა იდოს თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ ყველას შეეძლოს წაკითხვა. თუ ვინმე დაარღვევს რაიმე წესს და მიიღებს გაფრთხილებას ამის გამო და მერე იკითხავს: რატომ? აი ამიტომ - ეტყვი და მიუთითებ წესდებაზე. :) კეთილ ინებებს, წაიკითხავს და აღარ დაარღვევს.
Last edited by Wanderer on 21 თებ 2008, 01:53, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12571
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by lama » 21 თებ 2008, 01:49

--------
Last edited by lama on 21 თებ 2008, 14:20, edited 2 times in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by გვალდა » 21 თებ 2008, 01:53

ხო, სათქმელს ხომ მიმიხვდით, რაც მთავარია.
ლამა მაწს. მე მართლა გაზუთხვა და შუაღამისას გაღვიძებისას წესდების მეცხრე პუნქტის ჩარაკრაკება არ მიგულისხმია :lol:
სვანეთოლოგი

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Gvalva » 21 თებ 2008, 13:12

წესდების ეხლა დაწერა იმით არის უკეთესი რომ ჩვენ უკვე ვიციც უმეტესი პრობლემები, რომელიც არსებობს და შეგვიძლია მათი საწინააღმდეგო ზომები ჩავდოთ წესდების პუნქტებად.

ძირითადი პრობლემები:

1. არათემატური საკითხების განხილვა ფორუმზე.
2. ლაშქრობების განხილვა საზოგადოებისთვის ღირებულის არაფერის მიმცემი ფორმით. განხილვა მხოლოდ ლაშქრობაში მონაწილეთათვის და მათი ახლობლებისთვის.
3. უსაგნო გამოლაპარაკებები (ნუ, ეს ყველა ფორუმის საერთო სენია)

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Bocho » 21 თებ 2008, 14:17

ხო, ისა... მოდირექტორო მობლატავეებო აბა ეს თემა წაშალეთ, ვერ ხედავთ აოფებს...
:twisted: :evil: 8)
Анархия Мать Порядка

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by guruli » 21 თებ 2008, 16:47

Gvalva
1. არათემატური საკითხების განხილვა ფორუმზე.
2. ლაშქრობების განხილვა საზოგადოებისთვის ღირებულის არაფერის მიმცემი ფორმით. განხილვა მხოლოდ ლაშქრობაში მონაწილეთათვის და მათი ახლობლებისთვის.
3. უსაგნო გამოლაპარაკებები (ნუ, ეს ყველა ფორუმის საერთო სენია)
ადმინ, შენ გაიხარე!!! წუხელ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და დღეს ზუსტად მაგ პუნქტების ჩამოწერას ვაპირებდი, რადგან ძირითადი უკმაყოფილება კარავის გარესტორნებამ და პაჩი-პუჩებმა გამოიწვია. ნუ, იქნებ ცოტა სხვა სიტყვებით დამეწერა, მაგრამ აზრი და არსი ზუსტად ეგ 3 პუნქტი იქნებოდა. უბრალოდ,აქამდე ვერ მოვაღწიე სამსახურში, მაგრამ კარგია, რომ გამოჩნდი და შენი სიტყვა თქვი, თორემ ისე გაუვიდათ თავს, ლამის ქურდული "პალაჟენიების" დაყენებაც კი დაგვაბრალეს.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by gobe » 22 თებ 2008, 12:49

.თაბენქე ემქას ატოც ესი უთ ცრა ნადივათ სბეროტარედომ მორ, სონშინიღა ადნუ ,აცმუთ .აივაბმა სისუმან-სიდნის ევკუ კი ავცადრა-ავცად სიბესეწ ილუმეცომ იშსამ ,აი .საბედსეწ აბონცეაგ ილევრაკ ილუეოთივთ მორ ,არეჯმ ემ დადარიპ .ეზდრევგ რავათმ ,ევილევრიპ აბედსვათომ იკუთ ,აბენქი ისეთეკუ მორ ,ბორქიფვ ,ცადოთრეას ად აორიჭას დალივდმან აბედსეწ.

!!!იბემხნათეგ ,ფეშ

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Toma » 22 თებ 2008, 12:54

gobe
ონაიმადა ერახიაგ ნეშ

:D

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Wanderer » 22 თებ 2008, 15:36

Gvalva
ერთი შეკითხვა: დაბადების დღეების აღნიშვნები, სახინკლეში შეხვედრები და რუსთაველზე გასეირნებები კარავზე უნდა იგეგმებოდეს თუ არა?

ამაზე პასუხის მიხედვით შეიძლება წესდებაში რაღაცეების ჩაწერა შემდეგ...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by mika » 22 თებ 2008, 18:14

კარავი=ჩეთ რუმს :roll:
medical student

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by shatilis asuli » 22 თებ 2008, 21:44

Gvalva wrote:მეგობრებო,

4. ქართველთა შორის გამეფებული პასიურობის დასაგმობად და ცხოვრების ჯანსაღი წესის გასავრცელებლად სხვადასხვა ასაკის, სქესის, განათლების და შეხედულების ადამიანთა შორის.

[/b]
ეს უდიადესი მიზანია! აქ აგრესიული ჩარევაც კი, გამართლებულად მიმაჩნია! :D :D :D
Just Do It!

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by shatilis asuli » 22 თებ 2008, 21:46

Wanderer
რომ არ შეიძლებოდეს, ასეთი თემები არც იქნებოდა :roll:
Just Do It!

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by shatilis asuli » 22 თებ 2008, 22:01

Gvalva

და არა მარტო, მოდი ლაივში განვიხილოთ ეს საკითხი და ერთი ტვინის შტურმი ვტყორცნოთ. რას იტყვით? "თავისუფლების დეკლარაციასაც " უფრო კარგად დავწერთ. გთავაზობთ, ჩემთან შევიკრიბოთ, ან .... სადმე სხვაგან სულ ერთია. რას იტყვით?
Just Do It!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]