karavi.ge + google earth

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
karavi.ge + google earth

Post by Nika » 26 იან 2008, 23:45

navigator
სულ რაღაც 28 კილობაიტია. სურათები არაა მაგაში.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 27 იან 2008, 01:39

Nika
არის ;)
ლინკებით :) სურათი რომ დაინახო უნდა მიუახლოვდე ძალიან ახლოს, ეგრე დავდე.
აცხა ღორებო Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
karavi.ge + google earth

Post by Gvalva » 01 აგვ 2008, 21:19

მინდა ეს თემა ამოვწიო და გთხოვოთ, თუ დრო გაქვთ, განვახორციელოთ.

navigator ან ვინც უკვე გარკვია ამაში,

პატარა სახელმძღვანელოს ხომ ვერ დაწერთ, როცა დრო გექნებათ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რომ ლაშქრობის ორგანიზატორს, ან წევრს შეეძლოს ამის გაკეთება და ლაშქრობაში დაიდოს ბმული.

თუ იმასაც გავაკეთებთ რომ მარშუტის რომელი წერტილიდან რა ფოტოა გადაღEბული ისიც დავამატოთ, იდეალური იქნება!!

ერთი აზრი კიდევ მომივიდა: ზოგიერთ მარშუტს მართლაც თაღლაურაში მივყავართ. მე ჯერ გადავწყვიტოთ აქ დასამატებელია თუ არა ესა თუ ის გასვლა და მერე დავამატოთ ხოლმე.

უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ, წესს, როგორ გადავწყვიტოთ, "ღირსია" თუ არა ესა თუ ის გასვლა ამ საქაღალდეში დამატების.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 01 აგვ 2008, 22:28

Gvalva
ნაწილ-ნაწილ აღვწერ პროცესს ოღონდ მაქსიმალურად დეტალურად, მარა მაინც ვშიშობ რომ არ გააკეთებენ ამას, ზოგჯერ სურათების დადებაც ეზარებათ :)

მოკლედ დავიწყოთ ყვეაზე მარტივით.
Placemark - ადგილის ნიშნული
ეს არის რაიმე ღირსშესანიშნავი ადგილის ან დაბანაკების ან სხვა მნიშვნელოვანი პუნქტის აღნიშვნა.
მის შესაყვანად საჭიროა ვიცოდეთ ადგილის კოორდინატები (გრძედი/განედი, თუ GPS გვაქვს, მის ჩანაწერიდან ავიღებთ კოორდინატებს) ან მისი მდებარეობა რუკის ან სატელიტური სურათის მიხედვით.
Placemark-ის დასასმელად ვიყენებთ შესაბამის მენიუს ღილაკს.
Image

შემდეგ გამოვა ფანჯარა
Image
სადაც უნდა შევიყვანოთ ადგილის დასახელება (ველი Name), გრძედი (ველი Latitude), განედი (ველი Longitude) და ადგილის აღწერა (ველი Description).
ამ ფორმაზე არის ასევე ადგილის სიმაღლის მითითების საშუალება (Altitude), თავიდან ის დგას 0-ზე ანუ მიწის დონეზე, შეგიძლიათ შეცვალოთ თუ არის ამის საჭოროება.
ამ ფორმაზე სხვა საშუალებებიცაა მარა მოგვიანებით გავარჩიოთ რადგან აუცილებელი არაა მათი გამოყენება.
აცხა ღორებო Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
karavi.ge + google earth

Post by Nika » 01 აგვ 2008, 22:46

გრძედი (ველი Latitude), განედი (ველი Longitude)
აი აქ გავიჭედებით ხოლმე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
karavi.ge + google earth

Post by Gvalva » 01 აგვ 2008, 22:51

ისე, თვალით რომ ვიპოვოთ რამე მისახვედრი ადგილი და დავსვათ ეგ ჭიკარტი. სადმე თვალსაჩინო ადგილას მივაწეროთ რომ კოორდინატები ზუსტი არ არის, არ შეიძლება?

ვთქვათ მთის წვერიდან გადაღებული ფოტო, დავამაგროთ წვერზე და ეგაა

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 01 აგვ 2008, 22:59

თუ არ ვიცით კოორდინატები, მაშინ შეგვიძლია ხელით გადავაადგილოთ (გადაჩოჩებით) Placemark სასურველ ადგილას
Image

როცა მოვრჩებით ვაჭერთ ღილაკს OK და Placemark შენახული იქნება დამახსოვრებულ ადგილებში.
ჩვენ შემთხვევაში მე თავიდან მოვამზადე შესაბამისი ქვეგანყოფილება ამ ადგილის დასამახსოვრებლად
Image
ამისათვის უნდა გამოვიყენოთ Google Earth-ის ფანჯარაზე მარცხნივ განლაგებული ქვეფანჯარა Places (იხ. სურათზე). აქ შეგიძლიათ დაამატოთ ადგილის ქვეგანყოფილება ისევე როგორც windows-ში ამატებთ ფოლდერს.
Image
მე გავაკეთე საერთო ფოლდერი karavi.ge, სადაც ვამატებ თითო ფოლდერს ყოველი ლაშქრობის შესაბამისად.
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 01 აგვ 2008, 23:00

Gvalva
კი, შეიძლება, დავწერე უკვე. ჩემთვის ყველაფერი იმდენად მარტივი და ბუნებრივია რომ შეიძლება რამე გამომრჩეს რაც ვინმესთვის გაუგებარი იქნება, ამიტომ მკითხეთ თუ რამე არ გამოგივათ.
მოგვიანებით გავაგრძელებ.
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]