masai11 არის სადღაც ჩემი ფოტოც, დავდებ. იმ საღამოს სოფელ იფარს გავცდით და სოფელ ნაკიფარის მოპირდაპირედ მდებარე გორაკეზე დავბანაკდით. წყალი მოშორებით იყო და ადილზე მანქანით მივიტანეთ. თხილნართან გავშალეთ კარვები. ადგილზე დაგვიხვდა შეშა /რომელიც დანიშნულებისამებრ გამოვიყენეთ/ ასევე ლოდი რომელიც ქარსა...
ვისადილეთ. გამოჩნდა მუზეუმის თანამშრომელი და კალას კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიისაკენ გაგვიძღვა, ტყიანი ბილიკი მკვეთრ აღმართს მიუყვებოდა. წყლის წაღება სასურველია რადგან წყაროს ვერსად ნახავთ. მგონი ამ ეკლესიას ლაგურკას ეძახიან სვანები? ესეც ხედი ეკლესიის ეზოდან http://a.pix.ge/f/yk9o7.jpg
სოფელ იფრარის მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია თევდორეს / დავით აღმაშენებლის კარის მხატვარს/ მოუხატავს. თევდორე მოღვაწეობდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის I ნახევარში. მას მოუხატავს ზემო სვანეთის 4 ეკლესია. მ. შ. ყველაზე ადრინდელია სოფ. იფრარის მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესიის მხატვრობა. ...
პოლონელთა ჯგუფი ადიშიდან იფრარში საფეხმავლო მარშრუტით გადმოვიდა, მანამდეც საფეხმავლო გზით მესტიიდან წვირმში და იქიდან ადიშში ამოსულან, იფრაღიდან უღვირის უღელტეხილით მამში მიდიოდნენ. სოფელ ადიშში მდინარე ადიშურას გადასალახად ცხენები არ გამოუყენებით, ყოველ წელს მდინარე სხვადასხვა ადგილას იკეთებს შედარ...