სურვილების ყულაბა სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის. სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად -თიბათვის ნისლი, ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გა...